Home რუბრიკები ისტორია სტალინი მეორე მსოფლიო ომში

სტალინი მეორე მსოფლიო ომში

გაგრძელება. დასაწყისი იხ. #40-44, 2021 წ.

როგორი იყო სტალინის მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკა

სტალინის საგარეო პოლიტიკის ერთერთი დამახასიათებელი თვისება იყო ის, რომ იგი მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, მოლოტოვისგან განსხვავებით, ნაკლებად მკაცრ პოზიციას იკავებდა. ეს იყო პოზიცია ადამიანისა, რომელიც განსახილველი პრობლემების არსს უღრმავდებოდა, პოულობდა ნაკლებად მკაცრ გამოსავალს და ამასთანავე, პრინციპული პოზიციიდან არ გადაუხვევდა. სტალინური დიპლომატიის ეს თვისება აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა იუჰო პაასიკივიმ, რომელმაც ორჯერ იომა სსრ კავშირთან სტალინის მმართველობის პერიოდში და ორჯერვე დამარცხდა. სტალინის სიკვდილის შემდეგ კი პაასიკივიმ თქვა: “სტალინი უდიდესი სახელმწიფო მშენებელია ისტორიაში. სტალინი თანაგრძნობასა და კეთილგანწყობას ავლენდა ფინეთის მიმართ. ამიტომ მისი გარდაცვალება იწვევს ჩვენი ხალხის გულწრფელ მწუხარებას. მე არაერთხელ მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი გენერალისიმუს სტალინს და მეწარმოებინა მასთან მოლაპარაკებები. ეს შეხვედრები ყველაზე სასიამოვნო მოგონებებად დარჩა ჩემს მეხსიერებაში”. ახლა ვნახოთ, როგორ შეაფასა აწ უკვე თანამდებობიდან გადაყენებულმა და პენსიაზე გასულმა ნიკიტა ხრუშჩოვმა სტალინის პოლიტიკა ფინეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების მიმართ:

“მე ვარ ადამიანი, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს სტალინს, მაგრამ უნდა ვთქვა ყველას გასაგონად, რომ სტალინი ყველაზე ჭკვიანი ადამიანი გახლდათ. 1939 წელს ფინელებთან ომი დავიწყეთ ჩვენ. ოფიციალურ მონაცემებში წერენ, რომ ფინელები დაგვესხნენ თავს, რაც ფინელებს არც კი დაესიზმრებოდათ. ჩვენ დავესხით მათ თავს და ეს ზუსტად ვიცი. მაშინ გვინდოდა, რომ ფინეთი საბჭოთა ქვეყანა გამხდარიყო, მაგრამ, როდესაც ფინელებმა მძიმე დარტყმა გვაგემეს, სტალინი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე წავიდა. ფინელები თავიანთ დამოუკიდებლობას დიდი თავგანწირვით იცავდნენ და სტალინმაც აღარ შეუტია. ხოლო, როდესაც გერმანიასთან ომის დროს ფინელები ჩვენ წინააღმდეგ წამოვიდნენ ჰიტლერთან ერთად, სტალინი კვლავ წავიდა მათთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, მაგრამ ვითარება შემდეგნაირი იყო: ცოტაოდენი ბრძოლაც და შესაძლებელი იქნებოდა მთელი ფინეთის დაპყრობა, მაგრამ ის არ წავიდა ამაზე. რატომ? მიმაჩნია, რომ ეს იყო სტალინის მხრიდან რაციონალურობის გამოვლენა. ამ აქტით მას სურდა, დაეწყო გერმანული კოალიციის დაშლა: ვინაიდან რუსეთმა არ ისურვა ფინეთის დაპყრობა, ასევე არ ისურვებს უნგრეთის, რუმინეთისა და გერმანიის მოკავშირე სხვა ქვეყნების დაპყრობას. რაც უბიძგებდა ჰიტლერის მოკავშირეებს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას ჩვენთან. ასეც მოხდა _ ომიდან გამოვიდა ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი”.

როგორც ბრძოლის ველზე, ისე დიპლომატიური მაგიდასთან მოლაპარაკებებისას სტალინი თანმიმდევრულად იცავდა ფაშისტური აგრესიის ქვეშ მყოფი ხალხების ეროვნულ ინტერესებს. საბჭოთა არმიამ ნაცისტთა უღლისაგან გაათავისუფლა პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ავსტრია, იუგოსლავია. ასევე ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ჰიტლერის მიერ გათელილი ნორვეგიის, დანიის, ჰოლანდიის, ბელგიის, საფრანგეთისა და საბერძნეთის სუვერენიტეტის აღორძინებაში. სტალინი, ჩინეთის ჩან კაიშის მთავრობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ დაჟინებით მოითხოვდა 1945 წლის იალტის შეთანხმებაში მონღოლეთის დამოუკიდებლობის შესახებ პუნქტის ჩართვას. პოლონეთის თემას განსაკუთრებული ადგილი ეკავა სტალინის საგარეო პოლიტიკაში. ომამდე საბჭოთა კავშირსა და პოლონეთს ზოგჯერ საკმაოდ კონფლიქტური ურთიერთობები ჰქონდათ. ომის მიმდინარეობისას, 1944 წლის აგვისტოში ვარშავაში ანტიფაშისტური შეიარაღებული აჯანყება დაიწყო. ჩერჩილმა საჭიროდ ჩათვალა ვარშავაში მომხდარი აჯანყების გამოყენება სტალინზე ზემოქმედების მიზნით, რათა აეძულებინა იგი, საბოლოოდ დაეთმო და ეღიარებინა პოლონეთის მთავრობა მიკოლაიჩიკის მეთაურობით ლონდონში. სტალინი არ წამოეგო ამ გამოცდილი და გაქნილი პოლიტიკოსის პროვოკაციებს. რუზველტთან გაგზავნილ ტელეგრამაში სტალინმა აღნიშნა: “მივიღე თქვენი და ბატონი ჩერჩილის მოსაზრება ვარშავის საკითხთან დაკავშირებით. მინდა, გამოვხატო ჩემი თვალსაზრისი. ადრე თუ გვიან, სიმართლე რამდენიმე კრიმინალის შესახებ, რომლებმაც წამოიწყეს ვარშავის ავანტიურა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, ყველასთვის ცნობილი გახდება. ამ ხალხმა გამოიყენა ვარშავის მოსახლეობის გულუბრყვილობა და თითქმის უიარაღო ხალხი მიუგდო გერმანულ ქვემეხებს, ტანკებსა და თვითმფრინავებს და შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ყოველ ახალ დღეს იყენებენ არა პოლონელები ვარშავის გასათავისუფლებლად, არამედ ნაცისტები, რომლებიც არაადამიანურად ანადგურებენ ვარშავის მკვიდრთ. სამხედრო თვალსაზრისით კი არსებული ვითარება ვარშავაში, რომელმაც გერმანელების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, არახელსაყრელია წითელი არმიისთვის, ასევე პოლონელებისთვის, ამასთანავე, საბჭოთა ჯარები, რომლებიც წააწყდნენ კონტრშეტევების მცდელობებს გერმანელების მხრიდან, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დაასუსტონ ჰიტლერელთა ძალები და თავად წამოიწყონ ახალი ფართომასშტაბიანი შეტევები ვარშავის მახლობლად. ეჭვგარეშეა, რომ წითელი არმია ძალისხმევას არ დაიშურებს ვარშავაში გერმანელების დასამარცხებლად და პოლონელებისთვის ვარშავის გასათავისუფლებლად. ეს იქნება საუკეთესო და რეალური დახმარება ანტინაცისტური პოლონელებისთვის”. მიუხედავად იმისა, რომ გერმანულმა სარდლობამ დიდი ძალები გადასხა ვარშავის მიმართულებით წითელი არმიის წინააღმდეგ, ვარშავა მაინც გათავისუფლდა. პოლონეთის ემიგრაციული მთავრობა კი მაინც განაგრძობდა ანტისაბჭოთა ქმედებებს. აი, რას წერდა სტალინი ჩერჩილს 1944 წელს:

“27 თებერვალს მივიღე თქვენი ორივე შეტყობინება პოლონეთის საკითხზე ბატონი კერისგან. პოლონეთის ემიგრაციული მთავრობის ლიდერებთან თქვენი საუბრის დეტალური ანგარიშის განხილვის შემდეგ ისევ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ ნორმალური ურთიერთობების დამყარება სსრკ-თან. საკმარისია აღვნიშნო, რომ მათ არა მხოლოდ არ სურთ კერზონის ხაზის აღიარება, არამედ პრეტენზია აქვთ ლვოვსა და ვილნოზე. რაც შეეხება სურვილს, ზოგიერთი საბჭოთა ტერიტორიის ადმინისტრაცია უცხოელთა კონტროლს დაექვემდებაროს, ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ მსგავსი მიდგომები განსახილველად, რადგან თვით საკითხის ფორმულირებაც კი საბჭოთა კავშირისთვის შეურაცხმყოფელია.” სტალინმა მკვეთრად უპასუხა ჩერჩილის განცხადებას 7 მარტის გზავნილში, რომ პოლონეთისა და საბჭოთა კავშირის საზღვრის საკითხი უნდა გადაიდოს ზავის დადების კონფერენციის მოწვევამდე: “ვფიქრობ, რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. საბჭოთა კავშირი არ არის ომში და არ აპირებს ომს პოლონეთთან. საბჭოთა კავშირს არ აქვს კონფლიქტი პოლონელ ხალხთან და თავს პოლონეთისა და პოლონელი ხალხის მოკავშირედ თვლის. ამიტომაც ღვრის სისხლს საბჭოთა კავშირი გერმანული უღლისაგან პოლონეთის გასათავისუფლებლად. აქედან გამომდინარე, უცნაური იქნებოდა საუბარი სსრ კავშირსა და პოლონეთს შორის ზავის დადების შესახებ. მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებას აქვს კონფლიქტი პოლონეთის ემიგრაციულ მთავრობასთან, რომელიც არ ასახვს პოლონელი ხალხის ინტერესებს და არ გამოხატავს მათ მისწრაფებებს. კიდევ უფრო უცნაური იქნებოდა პოლონეთის გაიგივება პოლონეთის ემიგრაციულ მთავრობასთან, რომელიც მოწყვეტილია პოლონეთს”. იმის მიუხედავად, რომ პოლონეთის მთავრობამ დაიკავა შეურიგებელი ანტისაბჭოთა პოზიციები, პოლონეთი იყო ანტიჰიტლერული კოალიციის წევრი და მისი შეიარაღებული ძალები იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომის ბევრ ფრონტზე. ეს ყველაფერი საბჭოთა მთავრობას უნდა გაეთვალისწინებინა შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისას. ახალი პრობლემები მაშინ წარმოიშვა, როდესაც წითელი არმია პირველი შევიდა პოლონეთში და გაათავისუფლა იგი ნაცისტური ოკუპაციისგან. სხვათა შორის, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ნაცისტები ახლოს იყვნენ მოსკოვთან მისულები, სტალინი ყურადღებით სწავლობდა პოლონელ ლიდერებს, რომლებიც, არ იყო გამორიცხული, გამხდარიყვნენ პოლონეთის ახალი ხელმძღვანელობის ხერხემალი და რომელიც ორიენტირებული იქნებოდა სსრ კავშირის ინტერესების გათვალისწინებაზე. 1944 წელს შეიქმნა პოლონეთის არმია. პოლონეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელმა კომიტეტმა დაიწყო პოლონეთის მთავრობის ფუნქციების დროებით შესრულება. ამ საბჭოთა ინიციატივებმა, რომლებიც იმხანად პოლონელთა მნიშვნელოვანი უმრავლესობის ინტერესებს გამოხატავდა, ხელი შეუწყო ქვეყნის გათავისუფლებას და მის ისტორიაში პირველად სახალხო ძალაუფლების ჩამოყალიბებას. 1945 წლის 21 აპრილს მოსკოვში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას სსრ კავშირსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, ურთიერთდახმარებისა და ომისშემდგომი თანამშრომლობის შესახებ. 1945 წლის პოტსდამის კონფერენციამ დაადგინა პოლონეთის დასავლეთი საზღვარი ოდერ-ნეისეს გასწვრივ. საბჭოთა კავშირის ისეთი აშკარა მტერიც კი, როგორიც ჩერჩილი იყო, წერდა: რუსული არმიის გარეშე პოლონეთი განადგურდებოდა ან მონურ მდგომარეობაში იქნებოდა, თავად პოლონელი ერი კი დედამიწის პირიდან აღიგვებოდა. მაგრამ მამაცი რუსული არმია ათავისუფლებს პოლონეთს და მსოფლიოში ვერც ერთი სხვა ძალა ამას ვერ გააკეთებდა”. იმავე ჩერჩილმა, რომელიც თეირანში (1943 წ.) ინგლისისა და ამერიკის პოზიციას გამოხატავდა, სტალინს უთხრა: “პოლონეთის სახელმწიფო უნდა მდებარეობდეს ეგრეთ წოდებულ კერზონის ხაზსა და მდინარე ოდერის ხაზს შორის აღმოსავლეთ პრუსიისა და ოპელნსკის პროვინციის პოლონეთთან მიერთებით”. სტალინმა უპასუხა:

“თუ ბრიტანელები დათანხმდებიან აღნიშნული ტერიტორიის (კენიგსბერგი და მემელი _ გრ. ონიანი) ჩვენთვის გადმოცემას, მაშინ ჩვენ დავეთანხმებით ბატონი ჩერჩილის მიერ შემოთავაზებულ ფორმულირებას”.

“ისინი ყოველნაირად ცდილობდნენ ჩვენზე ზემოქმედებას, პოლონეთს კი თავს ახვევდნენ ბურჟუაზიულ მთავრობას, რომელიც, ბუნებრივია, იმპერიალიზმის აგენტი იქნებოდა. მაგრამ ჩვენ _ სტალინი და მე _ ვიცავდით ისეთ ხაზს, რომ ჩვენს საზღვარზე ყოფილიყო დამოუკიდებელი, მაგრამ ჩვენ მიმართ არამტრულად განწყობილი პოლონეთი. მანამდე მოლაპარაკებებზე იყო დავა საზღვრებზე, “კერზონის ხაზთან”, “რიბენტროპ-მოლოტოვის ხაზთან”. სტალინმა თქვა: “დაარქვით, რაც გინდათ! მაგრამ ჩვენი საზღვარი ასე წავა!” ჩერჩილმა გააპროტესტა:

_ მაგრამ, ლვოვი არასოდეს ყოფილა რუსული ქალაქი!

_ ვარშავა ხომ იყო, _ მშვიდად უპასუხა სტალინმა.

იალტაში (1945), სტალინის დაჟინებული მოთხოვნით, პოლონეთის დასავლეთი საზღვარი დადგინდა მდ. ოდერისა და ნეისის გასწვრივ, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა პოლონეთის მიწები. ბრიტანელები ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ პოლონელები ახალ ტერიტორიებს ვერ დაეუფლებოდნენ, მაგრამ პოლონეთმა მიიღო ის, რაც სტალინს სურდა _ სილეზიის ინდუსტრიული რეგიონი (სილეზიის დიდი ნაწილი შევიდა პოლონეთის შემადგენლობაში, მცირე ნაწილი _ ჩეხეთის შემადგენლობაში და სულ მცირე ტერიტორია დარჩა გერმანიის მფლობელობაში _ გრ. ონიანი). რაც შეეხება კატინის საქმეს, ის ცილისმწამებლურ მიზანს ემსახურება. მოგეხსენებათ, კატინის ტყეში, სმოლენსკთან ახლოს, ტრაგიკულად დაიღუპნენ პოლონელი სამხედროები. 1943 წლის აპრილში სწორედ გებელსის რადიომ გამოაცხადა “ებრაელი კომისრების” მიერ 10 000 პოლონელი ოფიცრის სიკვდილით დასჯის შესახებ. კატინის ამბავი ახალ ფაზაში შევიდა 1990 წლის აპრილში, როდესაც მიხეილ გორბაჩოვმა მკვლელობა სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს დააბრალა დაუსაბუთებლად და “დემოკრატიულმა” პროპაგანდამ პოლონელების დახვრეტის გადაწყვეტილება სტალინს მიაწერა, საბჭოთა ხალხი კი ამ ბარბაროსული აქტის აღმსრულებლად გამოაცხადა. დიახ, კატინის საქმეში ბევრი რამ არის გაუგებარი და ბუნდოვანი, მაგრამ ვერც გასულ საუკუნესა და მით უმეტეს ვერც XXI საუკუნეში ვერ იპოვეს ერთი დოკუმენტიც კი (მიუხედავად გააფთრებული კვლევა-ძიებისა), რომელიც თუნდაც ირიბად მიუთითებდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მონაწილეობაზე კატინის ტყეში მომხდარზე; ასევე ვერ იპოვეს სიკვდილით დასჯის მოწმეები და მონაწილეები, მაგრამ არის ვარაუდი, რომ კატინის საქმე შეითხზა აკადემიკოს ალექსანდრე იაკოვლევისა და მისი გუნდის მონაწილეობით. ვინ იყო ალექსანდრე იაკოვლევი? იგი გახლდათ საბჭოთა კავშირის მარალჩინოსანი, მაგრამ ამერიკელი მეცნიერი (?!), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და, რაც მთავარია, მთავარი იდეოლოგი და “არქიტექტორი” ავადსახსენებელი “პერესტროიკისა”. ეს ფაქტი საყურადღებოა, მაგრამ ამაზე დუმან და ჩუმდებიან. იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა იტყვის თავის აზრს კატინის საქმეზე. აქ მიზანშეწონილად მიმაჩნია, გავიხსენო სტალინისა და ჩერჩილის საიდუმლო მიწერ-მოწერაც. ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რომელიც მხარს უჭერდა პოლონეთის ემიგრაციულ მთავრობას ლონდონში, არ უარყო გებელსის ბრალდება, რომ 1943 წლის გაზაფხულზე კატინში პოლონელები სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა დახვრიტა. სტალინმა 1943 წლის 21 აპრილს ჩერჩილს მიწერა:

საბჭოთა მთავრობა არანორმალურად მიიჩნევს ბოლო წლებში განხორციელებულ ქმედებებს პოლონეთის მთავრობის მიერ სსრ კავშირის მიმართ, რითაც პოლონეთი არღვევს ყველა წესსა და ნორმას ორ სახელმწიფს შორის ურთიერთობაში. საბჭოთა კავშირისადმი მტრული ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც გერმანელმა ფაშისტებმა წამოიწყეს მათ მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დახოცილი პოლონელი ოფიცრების საქმეზე სმოლენსკის რეგიონში, მაშინვე აიტაცა სიკორსკის მთავრობამ, რასაც მოჰყვა ყოველმხრივ არასწორი ინფორმაციის ტირაჟირება პოლონეთის პრესაში და ბატონ სიკორსკის მთავრობამ არათუ უარყო სსრ კავშირის მიმართ ბინძური ფაშისტური ცილისწამებლური კამპანია, არამედ არც ჩათვალა საჭიროდ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კითხვით ან ახსნაგანმარტებისთვის მოემართა საბჭოთა ხელისუფლებისთვის. ჰიტლერის ხელისუფლება, რომელმაც ჩაიდინა პოლონელი ოფიცერების წინააღმდეგ საზარელი დანაშაული, განაგრძობს საგამოძიებო კომედიის თამაშს, რომელშიც გამოყენებული ჰყავს მათ მიერვე შერჩეული ოკუპირებული პოლონეთის პროფაშისტური ელემენტები, სადაც ყველაფერი ჰიტლერის ხელშია, ხოლო პატიოსანი პოლონელი სათქმელს საჯაროდ ვერ ამბობს”.

4 მაისის გზავნილში სტალინმა აღნიშნა:

ჩვენი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ბუნებრივი იქნებოდა, ერთმა მოკავშირემ თავი შეიკავოს მეორეზე თავდასხმისგან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი თავდასხმა წყალს ასხამს ჩვენი საერთო მტრის წისქვილზე. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მესმის მოკავშირეთა ვალდებულებები. მიუხედავად ამისა, საჭიროდ ჩავთვალე, გაგაცნოთ საბჭოთა ხელისუფლების აზრი საბჭოთა კავშირპოლონეთის ურთიერთობებზე. როდესაც პოლონელები განაგრძობდნენ ანტისაბჭოთა ცილისმწამებლურ კამპანიას ლონდონში, რასაც არ მოჰყვა არანაირი უარყოფა ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან, არ შეიძლება ველოდოთ, რომ საბჭოთა ხელისუფლების მოთმინებასაც აქვს საზღვარი”. სტალინმა წერილში ასევე გამოთქვა იმედი სსრკ, აშშსა და დიდ ბრიტანეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის თაობაზე. პოლონეთისგან განსხვავებით, საბჭოთა კავშირთან დაახლოებისკენ ისწრაფვოდა ჩეხოსლოვაკიის ემიგრაციული მთავრობა ედუარდ ბენეშის მეთაურობით. 1939 წელს თავდაუსხმელობის პაქტის დადების შემდეგაც კი იგი სსრკის პოტენციურ მოკავშირედ მიიჩნევდა. ბენეშის მთავრობა იყო პირველი ემიგრაციული მთავრობა ლონდონში, რომელიც წავიდა სსრკთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე. ბენეშმა გამოთქვა სურვილი, დაედო ხელშეკრულება ურთიერთდახმარების შესახებ სსრკთან არა მხოლოდ ომის პერიოდში, არამედ ომის შემდგომ წლებშიც. 1943 წლის 12 დეკემბერს ხელი მოეწერა საბჭოთა კავშირჩეხოსლოვაკიის ხელშეკრულებას მეგობრობის, ურთიერთდახმარებისა და ომისშემდგომი თანამშრომლობის შესახებ, ხოლო 1944 წლის 8 მაისს დაიდო მთავრობათაშორისი შეთანხმება, რომლის მიხედვით საბჭოთა სამხედრო სარდლობას უნდა გადაეცა ბენეშის ემიგრაციული მთავრობისთვისსაზოგადოებრივი საქმეების მართვის უფლებამოსილება გერმანიის ოკუპაციისგან განთავისუფლებულ ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე საომარი მოქმედების შეწყვეტისთანავე”. ასე გამოხატა სტალინმა ბენეშისა და მისი მთავრობის პატივისცემა.

სლოვაკეთის აჯანყებისას (1944 წლის სექტემბეროქტომბერი) სტალინმა რეკომენდაცია მისცა აჯანყებულებს, არ ემოქმედათ ემიგრაციული მთავრობისგან დამოუკიდებლად. ბენეშმა პირადად წამოაყენა მთავრობაში კომუნისტების შეყვანის წინადადება. მისივე თქმით, სტალინმა იგი გაკიცხა იმის გამო, რომ კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა მიიღეს ძალიან ბევრი მინისტრის თანამდებობა ჩეხოსლოვაკიის ახალ კოალიციურ მთავრობაში, რომელიც ჩამოყალიბდა 1945 წლის მარტში. რაც შეეხება იუგოსლავიას, ამ სახელმწიფოს ხალხმა გმირულად იბრძოლა ნაცისტური გერმანიის შეჭრის წინააღმდეგ ეროვნული დამოუკიდებლობისთვის, რამაც აიძულა ჰიტლერი, რუმინეთში დისლოცირებული რამდენიმე დივიზია ბალკანეთში გადაეყვანა. ამგვარად, გერმანია იძულებული შეიქნა, საბჭოთა კავშირზე თავდასხმა 1941 წლის მაისიდან ივნისამდე გადაედო. პარტიზანული არმია კომუნისტების ხელშეწყობითა და პირადად იოსიპ ბროზ ტიტოს მეთაურობით, არა მხოლოდ არ ემორჩილებოდა, არამედ ებრძოდა ლონდონში მყოფ ემიგრაციულ მთავრობას და მის დაქვემდებარებაში მყოფ გენერალ მიხაილოვიჩსა და მის სამხედრო ქვედანაყოფებს. 1943 წლის 29 ნოემბერს პარტიზანებმა შექმნეს იუგოსლავიის განთავისუფლების ეროვნული კომიტეტი, რომელიც სსრ კავშირმა იმავე წლის დეკემბერში ცნო. 1944 წლის თებერვალაპრილში მოხდა სამხედრო მისიების გაცვლა სსრ კავშირსა და იუგოსლავიის განთავისუფლების ეროვნულ კომიტეტს შორის. იმავე წლის სექტემბერში ტიტო ეწვია მოსკოვს. მიღწეული იქნა შეთანხმება წითელი არმიის იუგოსლავიაში დროებით შესვლაზე, ასევე დაიდო შეთანხმება საბჭოთა ჯარებისა და იუგოსლავიის ეროვნულგანმათავისუფლებელი არმიის ერთობლივი ოპერაციების შესახებ. აი ასე წარმატებით ახორციელებდა სტალინი მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკას მეორე მსოფლიო ომის წლებში

თუ მწვერვალზე ასვლა გინდა, მის კლდოვან ბილიკებზე ასვლა უნდა ისწავლო. თუ პოლიტიკოსობა განიზრახე და გსურს, იყო დიდი პოლიტიკოსი, უნდა ისწავლო სტალინი და სტალინიზმი.

და, როდესაც სტალინიზმი გაქვს და არ სწავლობ მას, ეს ნიშნავს, რომ გქონდეს ჯადოსნური სარკე და შიგ არ ჩაიხედო.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here