Home რუბრიკები ისტორია სტალინი და საქართველო წარსულის ფურცლებიდან

სტალინი და საქართველო წარსულის ფურცლებიდან

სტალინი

ნაწილი II

ღია ბარათი საერთაშორისო საზოგადოებასტალინის

თავმჯდომარეს _ . ონიანს

ბატონო გრიგოლ! ვფიქრობ, უთუოდ შემჩნეული გექნებათ, რომ უკვე დიდზე დიდი ხანია, ჩვენს პრესაში იშვიათად თუ სადმე წააწყდებით სიტყვადიდს”; მის ნაცვლად ყველგან და ყველაფერშიგაყიდვაშია” “უდიდესი”: “პროფესორ პოჭოჭიკაშვილის გამოსვლამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა აუდიტორიაზე…” “ჩემს შემოქმედებას უდიდესი სიყვარულითა და უდიდესი ინტერესით ადევნებდა თვალს ჩემი უფროსი კოლეგა, აწ სასუფეველში მყოფი, ბატონი…” მოკლედ, ისე შეგვაჩვიესუდიდესუდიდესს”, რომ ახლა, ცოტა არ იყოს, ვშიშობ კიდეც, ვაითუ, საწყენად დაგირჩეთ, თქვენს ვრცელ ინტერვიუს _ “როგორც ღმერთს, ისე სტალინსაც…” (“საქართველოს რესპუბლიკა”, 21.12.93) თუ არ მივუსადაგებუდიდესსდა შემოვიფარგლები მხოლოდთქვენი ეს ღრმაშინაარსიანი ინტერვიუ დიდი დაკვირვებით ჩავიკითხე და, რა დავმალო, დიდადაც გავიხარე, თუმცა არასოდეს, არათუ უდრეკი სტალინელი, სულ უბრალომაგრამ, ვიდრე ამ აღსარებას გაგანდობდეთ, რაკი სრულებით არ გეცნობით, საჭიროდ მიმაჩნია, ჩემი თავი წარმოგიდგინოთ: მე გახლავართ მწერალთა კავშირის წევრი და, მაშასადამე, მწერალი, თუ დე ფაქტოდ არა, დე იურედ მაინც ვითვლები და როგორც ასეთს, ამ ბარათის გარდა, სხვა ნაწერებიც გამაჩნია, კერძოდ, თქვენთვის ასე ახლობელ იოსებ სტალინზეც, რომლის ხსოვნის საზოგადოება, თანაც საერთაშორისო, თურმე უკვე დაგიარსებიათ და, რაც მთავარია, აპირებთ, უახლოეს დროში სტალინის ნეშტი მის სამშობლოში გადმოასვენოთ. აქვე დასძენთ, თითქოს გულისწუხილითაც, რომ თქვენს ამ განზრახვას მომხრეც ბევრი ჰყავს და, სამწუხაროდ, მოწინააღმდეგეც. არ ვიცი, როდესაც ჩემს ამონაწერებს გაეცნობით, ასე ვთქვათ, სტალინის თემაზე, რომელ ბანაკს მიმაკუთვნებთ, ნაცადნაწრთობ სტალინელებისას თუ მის მაძაგებელმაგინებელთა კოჰორტას. ცნობისათვის: მოგახსენებთ, რომ თოთხმეტი წლის წინათ დავწერეშავი წიგნი”, რომელიც მთელი ათი წლის განმავლობაში, ქსეროქსზე ნამდვილად არაერთხელ გადაღებული, “დისიდენტურადვრცელდებოდა და იგი მხოლოდ მის შემდეგ დაიბეჭდა, როცაპერესტროიკამცენზურას ფრთები, ასე თუ ისე, შეაჭრაშეუკვეცათქვენ ამ წლებში, ბატონო გრიგოლ, სამეურნეო საქმიანობით ბრძანებულხართ გადატვირთული და, ალბათ, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩემი ამ ნაშრომის არსებობამ თქვენს ყურამდე ვერ მოაღწია, მით უმეტეს, რომ მასზე, თითქოს საერო წიგნზე, არავის, მათ შორის კალმოსან მამულიშვილებსაც, პრესაში სიტყვა არ დასცდენიათ, რასაც მე უფრო იმით ვხსნი, რომ საკუთარი პერსონისადმი ყურადღების მისაქცევი ორგანიზატორული ნიჭი ჩემთვის მამაუფალმა ერთი ბეწოც არ გამოიმეტა, რამეთუ, ალბათ, გაიფიქრა, საქართველოში საამისოდ ისეც ბევრს დავაბერტყე ჩემი მადლიანი კალთაო. ახლა არსებითზე… “შავი წიგნისსამოცდამეთვრამეტე გვერდზე თქვენ შეგიძლიათ, ამოიკითხოთ ისეთი სტრიქონები, რომელთა არსს, არა მგონია, დაეთანხმოთ: “სტალინმა წარყვნა ადამიანთა შორის ადამიანური ურთიერთობანი, დათესა და ახარა მათში უნდობლობის, ეჭვიანობის, ვერაგობაფლიდობათვალთმაქცობის, სიცრუის, საყოველთაო დასმენადაბეზღების და მრავალი სხვა კაცური კაცობის გამაუკუღმართებული სიგლახენი, ერთიანად ამოძირკვა სიტყვისა და აზრის მცირეოდენი თავისუფლება და ორასმილიონიან ხალხს ყველა უფლებათაგან, რითაც პირმეტყველი განსხვავდება პირუტყვისაგან, დაგვიტოვა მხოლოდ ერთი: ტაშის დაკვრის უფლება, თანაც ეს ტაში მქუხარე უნდა ყოფილიყო (Бурные аплодисменты, переходящие в овацию!)”. და მაინც, სტალინი იყო გიგანტი!” “შავი წიგნისსამოცდამეთერთმეტე გვერდზე კი შეგეძლებათ, გაეცნოთ იმხანად საკავშირო კომპარტიის პოლიტბიუროს წევრის, ანასტას მიქოიანის, გამონათქვამს ცოცხალ სტალინზე: “Товарищ Сталингений социализма. Товарищ Сталинвеликий зодчий коммунизма”. ამის მახლობლად კი _ იგივე მიქოიანი ანასტასი, აწ გარდაცვლილსოციალიზმის გენიოსზე”, “კომუნიზმის დიად ხუროთმოძღვარზე: “…В течение 20 лет у нас фактически не было коллективного руководства, процветал культ личности. И это, конечно, не могло не оказать крайне отрицательного влияния на положение в партии и на ее деятельность”. ამას ჩემი ასეთი კომენტარი მოსდევს: “, დიდებულია, აპეკპთყნრ, ლავესლავეს, მაგრამაქედან თავისდაუნებურად რა დასკვნა გამოდის? გამოდის, რომ მთელი 20, უფრო ზუსტად კი _ 30 წლის განმავლობაში, ცუდიც და კარგიც, სტალინს გაუკეთებია და არა კოლექტიურრუკავოდსტვოს”. ჰოდა, თუ კოლექტივიზაცია, ვთქვათ, გაუმართლებელ ცოდვად მიეთვლება, უმოკლეს ხანში უზარმაზარი ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია და ჯოჯოხეთური სამკვდროსასიცოცხლო ომის მოგება, გინდაარ გინდა, სტალინს უნდა მიეწეროს! დიახ, არასოდეს არ დაავიწყდება ჰიტლერს გორელი სოსო!”

ამონაწერი რუსი პოეტის _ ფ. ჩუევის ძალზე საინტერესო წიგნიდან: `Сто сорок бесед с Молотовым (Москва, 1991): `Странные вы, русские! – сказал мне знакомый немец. – Обливаете грязью Сталина, который победил самого Гитлера, и поднимаете предателей…~ვაგლახ, ახლა ბევრი გამოტყვრა ისეთი “უცნაური ქართველიც”, რომლებიც, ამ მხრივ, წინ უსწრებენ კიდეც იმ “უცნაურ რუსებს”. თქვენ, ბატონო გრიგოლ, წერთ სტალინის “ოსობაზე”, წერთ ამჟამინდელ… “ჩრდილოეთ ოსეთში “გაჩაღებულია” მოძრაობა, შექმნილია კომიტეტი სტალინის “წინაპართა” ისტორიულ სამშობლოში გადმოსასვენებლად და ვლადიკავკაზში აკლდამის ასაგებად”. ჰოდა, მოდით, ახლა იმასაც გავეცნოთ, რას წერდა სტალინის “ოსობაზე” “შავი წიგნის” თქვენთვის უცნობი ავტორი 15 წლით ადრე, სანამ ოსები ამ აკლდამის აგებას ჩაიფიქრებდნენ: “სტალინის ოსობას”, შეუძლებელია, ჯუღაშვილის ყურამდეც არ მიეღწიოს, მხოლოდ ამით თუ აიხსნება, რომ 1947 წელს გამოცემულ მის “მოკლე ბიოგრაფიაში”… ადამიანი, რომელიც, რაკი ღმერთკაცად იყო მიჩნეული და ღმერთივით ჩვენი ქვეყნის ყველა ხალხს თანაბრად ეკუთვნოდა, თავის ეროვნებას არასოდეს ხაზს არ უსვამდა. ახლა კი, სიცოცხლის მიწურულს, იგი ისეთი დაბეჯითებითა და საგულდაგულოდ… აღნიშნავს დედითაც და მამითაც თავის ქართველობას! იქვე მომყავს რა გერონტი ქიქოძის მიერ ჯერ კიდევ 1928 წელს გამოთქმული აზრი: “დიდად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ დღეს ჩვენი თანამემამულეები თანდათან ხელმძღვანელ ადგილებს იჭერენ, ეს როდია გასაკვირალი, საბჭოთა ქვეყნის ერებს შორის ქართველობა განსაკუთრებით დატვირთულია კულტურული და სახელმწიფოებრივი ტრადიციებით”, რასაც ჩემი კომენტარი მოჰყვება: “ეს ამონაწერი გორიდან 31 კილომეტრით დაშორებული ქალაქის ერთი მცხოვრების ნათქვამმა გამახსენა:

_ იოსები ავი კაცი კი იყო, მაგრამა… რა უნდა ქნა რა, ჩვენებური იყო და… თქვი თუნდა უარი, მაინც ოსი იყო და… ამას არა მარტო ის “ერთი” ამბობს, აქ იუმორი ძაღლის თავივით სწორედ იქ მარხია, რომ ამ “ავ კაცს” “მისი თანამემამულენი” ვითომც ემიჯნებიან და თითქოს ერცხვინებათ კიდეც მისი, ნამდვილად კი ამ “ლანძღვა-გინებაში” მას ბაბაიან(ც)ივით იკუთვნებენ. ალბათ, იკითხავთ: ეს ბაბაიანცი ვიღა ოხერიაო? “ო, ოხერი კი არა. მან კარგი, კეთილი საქმე გააკეთა: შეკრიბა და ცალკე წიგნად ბიბლიოგრაფიული ცნობარის სახით გამოსცა ყოველივე ის, რაც კი საერთოდ რუსთაველზე დასტამბულა 1970 წლამდე. ამისთვის ჩვენგან ბაბაიანს მადლობის მეტი, აბა, რა ეთქმოდა, ჰოდა, მეც ავდექი და ვუთხარი; ამ საუბრისას მოსკოვში ამხანაგმა არმენაკამ არცთუ ისე მორიდებით შემომაპარა: _ Сталин, был армянин! თითქოს თავში დამკრესო, ისე შევცბი: ყველაფერი გამეგონა, გამეგონა, რომ იტალიელი კომპოზიტორი ჯუზეპე ვერდი სომეხი, ჯუზიკა ალახ-ვერდი-ანია, ავსტრიელი დირიჟორი ფონ კარაიანი სომეხია, შოთა რუსთაველი აშოტ რუსთავიანცია, მაგრამ სტალინი თუ სომე… მართალი გითხრათ, სტალინს ასე იოლად მაინც ვერ შეველიე… არ მინდოდა, ჩემი და ბევრი ჩემი ახლობლის ცხოვრების გამამრუდებელი უბრძოლველად ჩამეგდო ბაბაიანის ხელში: `А какие у вас основания, считать Сталина армянином? _ Как какие?! Ведь отец Сталина работал у Адельханова? А кто был Адельханов? Армянин! А разве принял бы он грузина на работу при тогдашнем изобилии рабочих рук?~ ალბათ, შეატყო, მისი ასეთი “ლოგიკით” სახე როგორ ამელანძა და შეიძლება შევეცოდე კიდეც, როგორც მოაბდალო, “გიჟ-ვრაცუა” ხალხის შვილი და ნახევარი ნაბიჯით უკან დაიხია: `Нет, я не говорю, что у Сталина и мать была армянка…Сталин только наполовину армянин~ (“შავი წიგნი”, გვ. 37-38). ისტორიიდან ცნობილია, ჰომეროსი ელადაში რაკი ყველას ესახელებოდა, მისი სადაურობისთვის სხვადასხვა დროს, თუ სათვალავში არ ვცდები, ერთმანეთს რვა ქალაქი ეცილებოდა: თქვენი კი არა, ჩვენიაო. სტალინის მიმართაც, როგორც ვხედავთ, დასაკუთრების ანალოგიური “ძალისხმევა” უკვე ამთავითვე შეინიშნება და, ვაითუ, თვითონ ჩვენ, ქართველები, დავრჩეთ საბოლოოდ თამაშგარე მდგომარეობაში”, აკი ჩვენში ბევრია ისეთი “ჭკუები”, რომლებიც მზად არიან, მათი ეს “შემარცხვენელი შვილი”, გნებავთ, ჩოჩიევს გადაულოცონ, გნებავთ, ჩოჩიანცს და, საერთოდ, ვინც კი ისურვებს… ამაში იოლად დარწმუნდებით, თუკი 1989 წლის დამდეგს დაწერილსა და რევაზ მიშველაძის 1991 წლის ჟურნალ “ღიმილში” დასტამბულ ჩემს “ღია წერილს” გაეცნობით ერთი ფრიად პატივსაცემი დიდი ქალბატონისადმი, რომელიც იგონებს რა თითქმის 60 წლის წინანდელ ამბავს იმის თაობაზე, როგორ უსახსოვრა ახალგაზრდა ხელოვანის ხელოვნებით მოხიბლულმა სტალინმა თავისი სურათი ქართული წარწერით მას და ეს, როგორც კი დაკიდებდა კედელზე ამ პორტრეტს, იმ დროს ჯერ კიდევ პატარა ქალბატონი უმალვე ჩამოხსნიდა, როგორც საძულველს. და მერეც და მერეც კვლავ ასე: ის დაკიდებდა, ეს ჩამოხსნიდა… დაკიდებდა-ჩამოხსნიდა… გითხრათ სიმართლე, ცოტა არ იყოს, ვეჭვობ: იმ წლებში ისეთი შიშის ზარი სუფევდა… ცოლ-ქმარს შორისაც კი, საკუთარ ბინაშიც… მაგრამ სხვა გზა არ არის, უნდა ვირწმუნოთ. ამიტომ ჩვენც უნდა დავიჯეროთ ისიც, რომ საზეიმო მიღებისას სტალინმა, შეიტყო თუ არა ამ ქალბატონის გვარი, იმწამსვე მიხვდა, საქართველოს რომელი კუთხიდანაც იქნებოდა იგი და ფიცხლადვე მოჭრა: “ტამ ვსე მენშევიკი, ვსეხ არისტოვატ ნადა”. ამ შემთხვევის ჩემი კომენტარი ასეთია (“ღიმილი”, გვ. 102-103): “თქვენ ამით სტალინი, ეს დიდი და ეშმაკი პოლიტიკოსი, გნებავთ _ არ გნებავთ, ენატარტალა ბოთედ გამოგყავთ. სტალინი ყველას ხალხის სახელით, ხალხის “მოთხოვნით” იჭერდა და რაღა მაინცდამაინც ამ რჩეულ დღეს, ისიც თქვენი თანდასწრებით, მოუვიდა მასპინძელს ასეთი “იაღლიში” და თავისი ნამდვილი, ბნელი სახე კრემლის გაჩახჩახებულ სინათლეზე გამოაფინა?! ო, არა, ქალბატონო, სტალინი ქერქეტა გონებისა და ცერცეტა ხასიათის პატრონი რომ ყოფილიყო, მაშინ მას ჩვენი თითქმის მთელი ქვეყანა მართლაც კარგ მამასავით არ შეიყვარებდა და არც ასე ცხარე ცრემლით დაიტირებდა… იმხანად სტალინის სიკვდილით ყველა საბჭოთა ადამიანისთვის, ერთეულების გამოკლებით, მზე თითქოს ისე ჩაესვენა, რომ მეორე დილით აღარც ამოვიდოდა (სხვათა შორის, მე მაშინ ის ერთეული გახლდით, რომელსაც ამ “მზის ჩასვენებამ” დიდი სიხარული მოჰგვარა: სწორედ იმ დღეებში ღარიბული ბარგი უკვე შეკრული მქონდა, რადგან, როგორც ხალხის “ნამტრალს” და მომავალშიც საეჭვო ელემენტს, თბილისიდან მასახლებდნენ). “ღიმილის” ამ ნომერშივე მე გამოვაქვეყნე პირველად, 1993 წლით დათარიღებული “შენი სოსოს” წერილი _ ფაქსიმილე ყრმობის მეგობრის, პეტა (პეტრე) კაპანაძისადმი (საინტერესოა ისიც, რომ მის დაკრძალვაში მონაწილეობის მისაღებად, ალბათ, თავის შემცვლელად, 1949 წლის ზაფხულში ხაშურში თავისი შვილი ვასილი გამოგზავნა). ჩემს ამ “ღია წერილში”, სხვათა შორის, ასეთი აბზაცებიც იკითხება: “სტალინი თუ მტარვალი იყო, იგი ქართველების გამო როდი იყო მტარვალი, როგორც ახლა ამას ჩვენი დროის შავრაზმელები ავრცელებენ.სტალინი ყოველგვარი ეროვნულობის გარეშე, უწინარეს ყოვლისა, ბოლშევიზმის სისხლი სისხლთაგანია და ხორცი ხორცთაგანი”… არის ამქვეყნად ერთი ასეთი ჟურნალისტი, ერნსტ გენრი… ის არც ინგლისელია და არც ამერიკელი, რუსი ებრაელია, “ერნსტ გენრი” ფსევდონიმია მისი. სტალინის დროს მგზნებარე სტალინელი იყო, ახლა კი… ამას წინათ ეს გენრი ერთგან, მრავალ სხვათა მსგავსად, წერდა: სამამულო ომი ხალხმა მოიგო და არა სტალინმა, ესე იგი, ხალხმა გადაარჩინა სტალინი და არა სტალინმა ხალხიო. მე ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ არა იმიტომ, რომ ეროვნებით ქართველი ვარ და ერნსტ გენრი, როგორც ებრაელი, ჩემზე ჭკვიანი იქნება… მე ვიცი, ისე, როგორც ეს გენრიმაც ჩინებულად იცის, მისი ეს დასკვნა-განაჩენი თავიდან ბოლომდე მრუდეა და უსამართლო, მაგრამ, რაკი ის დარწმუნებულია, რომ ჩვენ, ამ შემთხვევაში ქართველები, თავცარიელები ვართ, ჰგონია, ამ თავებში, სულ იოლია, აბდაუბდა სიბრძნედ შეიტანო. და რომ ეს ასე არ არის, ამის თაობაზე “ერნსტ გენრებს”, ვფიქრობ, საკმაოდ საკადრისად შევეპასუხე `Такое длинное, длинное письмо Виктору Астафьеву~-ში, რომელშიც სტალინის დაცვას არა ერთი და ორი სტრიქონი მივუძღვენი, რა თქმა უნდა, სადაც კი მისი დაცვა შეიძლებოდა.

(დასტურ, “შავი წიგნისა” არ იყოს, არც “ასტაფიევს” მოჰყოლია ქართულ პრესაში რაიმე, სულ მცირეოდენი, თუნდაც ორსტრიქონიანი გამოხმაურებაც, მაშინ, როცა იგი რუსეთში ბესტსელერად მიიჩნიეს; 1989 წლის თებერვალში ქართველი ინტელიგენციის ვიწრო წრესთან შეხვედრისას იმჟამად პოლიტბიუროს წევრმა და ამჟამად რუსეთის ტელევიზიის მეთაურმა, აკადემიკოსმა ა.ნ. იაკოვლევმა, რომელსაც ქსეროქსზე გადატანილი ხელნაწერი წაეკითხა, თქვა: “Очень талантливо написано” (არსებობს ამის ტელეჩანაწერი), რამაც ხელები გაუხსნა ჯუმბერ პატიაშვილს, სამი წლის “ნაპატიმრალი” პუბლიცისტური ნაშრომი დაებეჭდათ). დასასრულ, თუ ბევრ დროს არ წაგართმევთ, მინდა, გაეცნოთ “სტალინიადაზე” ორიოდე, როგორც ძველად იტყოდნენ, პასაჟს შარშანწინდელი ჩემი ერთი ვრცელი წერილიდან, რომელიც, სხვათა შორის, უკვე წელიწად-ნახევარია, ამაოდ ელოდება, რედაქტორ-”სპონსორს”, მაგრამ, ჩემდა და, შესაძლოა… მკითხველთა სამწუხაროდ, აქამდე არავინ არ გამომიჩნდა: …ამას წინათ ერთ-ერთ გაზეთში, სტალინის საგინებელ რჩეულ “თაიგულში” ასეთი ზიზღნარევი “არგუმენტაცია” ამოვიკითხე, სტალინი არ ქართველობდა, იგი… კარტუზიან ქუდს იხურავდაო. ეს მართალია, სტალინი თავის ქართველობაზე წამდაუწუმ საქვეყნოდ არ გაჰყვიროდა, რადგან ყოველი მისი სიტყვა ოქროზე ათასჯერ მეტად ფასობდა, რომელიც გნებავთ, საბჭოთა ხალხის თვალში, სულერთია, იგი რუსი იქნებოდა თუ იაკუტი, სომეხი თუ თათარი, უკრაინელი თუ ბაშკირი, ყველანი სტალინს თავიანთ მამად თვლიდნენ და ასეთ სიტუაციაში მსოფლიოს მართლაც უდიდესი პოლიტიკოსი ისე როგორ აცუნდრუკდებოდა, რომ თავისი ერი ხალხთა ძმობის ქადაგებისას ყველას დასანახავად გამოეცალკავებინა და მისთვის გამორჩეული ალერსით თავზე ხელი გადაესვა. ჰმ, სტალინი კარტუზიან ქუდს იხურავდაო… აბა, სვანურს ხომ არ დაიხურავდა… პოლიტბიუროში! ასეც არ იყოს, დიდო ბრძენო კალმოსნებო, ერეკლე მეორის თავსაბურავი რაკი მუსლიმანების ჩალმა იყო, ამიტომ ის ოსმალოდ ან სპარსად უნდა გამოვაცხადოთ?! კომუნისტი მახარაძეების მიერ შერისხული და დასამარებული ილია ჭავჭავაძე სტალინმა გაუცოცხლა ქართველ ხალხს, მისივე მეფური თხოვნით საფრანგეთის პრეზიდენტმა, გენერალმა დე გოლმა დაუბრუნა საქართველოს ეროვნული საგანძური; ოცდაათიანი წლების დასაწყისში სტალინი არ მოერიდა, გამოეცათ მოსკოვში ემიგრანტი კონსტანტინე ბალმონტის მიერ თარგმნილი “ვეფხისტყაოსანი”, მანვე თარგმნა პოემის ერთი სტროფი, რომელიც, შალვა ნუცუბიძის შეუმცდარი აზრით, ყველაზე უფრო ახლოს არის პოეტურად და აზრობრივად რუსთაველთან, სტალინმა კრემლშიც შეინარჩუნა ქართული სახელი “კობა”… ის არც ქართულ აქცენტს ფარავდა, შეეძლო კი, თითქმის ნახევარი საუკუნე რუსეთში მცხოვრებს, რომ “ეარტისტა” ცოტათი მაინც, არ გაუჭირდებოდა, ემეტყველა “ველიკორუსივით”… ომის მიწურულს, როცა საბჭოთა ჯარი ბერლინს გარს შემოერტყა, სტალინმა უბრძანა ბერიას, მოენახა ერთი ქართველი მეომარი, რომელიც რუსთან ერთად გამარჯვების დროშას აღმართავდა რაიხსტაგის გუმბათზე… დიახ, ასე გაგმირდა “კარტუზიანი” არაქართველი სტალინის მიერ წალენჯიხელი მელიტონ ქანთარია! დიდი ფსიქოლოგობა არაა საჭირო, ვივარაუდოთ, რომ იმ ქართველ მეომარში სტალინმა გულის სიღრმეში თავისი თავი გააიგივა… დიახ, სტალინი მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიოს აფიქრებდა, როგორც გამოცანა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ძალზე ბევრს უყვარდა, საბჭოთა კავშირში ხომ თითქმის ყველას, საქართველოში კი… საქართველოში დღეს გამოჩნდნენ კონიუნქტურას აყოლილი ისეთი “ისტორიკოსები”, სტალინის დასამცირებლად 1956 წლის 9 მარტის ამბებსაც რომ ათანამედროვებენ და აყალბებენ: ასე და ისეო, და არა ისე, რომ იმ დღეებში ქართველი ხალხი მხოლოდ და მხოლოდ ბოროტი, ყეყეჩი ხრუშჩოვის მიერ ჩვენი ეროვნული ღირსების, სტალინის შებღალული სახელის დასაცავად მოქმედებდა… ჩემთვის, ბატონო გრიგოლ, ადვილი მისახვედრია, რომ ეს ბოლო აბზაცი უთუოდ გაგახარებთ: თქვენს ისტორიულ, შორს გათვლილ მამულიშვილურ და ვაჟკაცურ (წინ რამდენი ბარიერია გადასალახავი, რაოდენი სიძნელეა დასაძლევი!) წამოწყებას კიდევ ერთი მომხრე რომ გამოუჩნდა, ამავე დროს ეჭვიც აღგეძვრებათ, ეს თითქოს პატივსაცემი ამხანაგი, ცოტა არ იყოს, ხელცივი ხომ არ არის და ხომ არ აპირებს, შეედავოს მწერალსა და ისტორიკოს ლევან სანიკიძეს სტალინის ნეშტის საქართველოში გადმოსვენების გაცხადების იდეის პირველობაში, მაშინ, როცა ბატონი ლევანის წერილი-ინტერვიუ “გადმოვასვენოთ, დავასვენოთ და… დავისვენოთ” დაიბეჭდა “საქართველოს რესპუბლიკაში” 1992 წლის 19 დეკემბერს, კიტა ბუაჩიძის წერილი კი თურმე დაიწერა ამაზე გაცილებით ადრე, მაგრამ… შეიძლება არ იცით, ან არ გახსოვთ, რომ ერის გამანადგურებელ ჟამიანობის (ეს ჩემებურად, “მათებურად” კი _ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის) ბოლო წელიწადს თბილისში იწყო გამოსვლა ერთმა სიმპათიურმა, იმ დროს ერთობ პოპულარულმა გაზეთმა _ “კაბადონი-8”-მ, რომელშიც ჩემი სამი თუ ოთხი წერილი დაიბეჭდა; ერთი მათგანი, “ბღავილი ბებერ ხარისა”, გამოქვეყნდა 1990 წლის 3 ნოემბერს (გთხოვთ, ეს თარიღი ყურადღებამიუქცეველი არ დატოვოთ!); მასში, სხვათა შორის, “თავს დავესხი” ერთ ცნობილ პიროვნებას, რომელიც თავის მხრივ, თავს დაესხა თქვენს წინამორბედ, ახლად ჩამოყალიბებულ საზოგადოება “სტალინს” 131-სტრიქონიანი ანათემით (“თბილისი”, 25.09.90)… სტალინის “დაცვას” ხელს ვკიდებდი მე, რომელსაც… მამა _ ჯერ მღვდელი, მერე ნამღვდლარი _ სამჯერ დაუჭირეს, ძმა ოცდაჩვიდმეტში დაუხვრიტეს, დაც დაუტუსაღეს, ამის ქმარიც გააქრეს, აგრეთვე, კარგი სახელის მქონე ალალი ბიძაშვილები და კიდევ რამდენი არაალალი ნათესავი პირწმინდად მოხვეტეს მის სანათესავოში, მერე შვიდი წლით ისიც შეაგდეს “ნაობახტში”, თუმცა იმ ქალბატონივით ბელადის სურათს არც ისე ერჩოდა, არც ასე და მასავით, თუ დაეჯერება, არ ლაპარაკობდა იმას, რასაც ფიქრობდა… ეს კია, წერდა კი იმას, რასაც ფიქრობდა, მალულად წერდა, დიდი შიშისგან ხელის კანკალით წერდა, აკი იცოდა, ამ ნაფიქრალის ერთი სტრიქონიც რომ ეხილათ, მიახვრეტდნენ “უტროიკოდაც” (“ღიმილი”, გვ. 99). დიახ, ყოველი სტალინელისგან “სტალინურად” ვიცავდი მას… ჭაბუკობიდანვე არ მიყვარდა სტალინი, როგორც სულთამხუთავი დიქტატორი და… ჭაბუკობიდანვე მეამაყებოდა, რომ ის ქართველი იყო… იმდენად მეამაყებოდა, ომის დროს, მაგალითად, ორ ცეცხლს შუა ვიწვოდი: თუ გაიმარჯვებდნენ გერმანელები, შვიდწლიან ტუსაღობას, მერე კი ყმობასაც ავცდებოდი და თავისუფლების ჰაერს ლაღად ვისუნთქავდი, მაგრამ… პატიმარს, კონტრრევოლუციონერად დაღდასმულს, არც ის მინდოდა, რომ სტალინი, აქამდე ღმერთკაცად მიჩნეული, ისტორიის ანალებში დამარცხებული ჯაბანივით შესულიყო, ცხადია, რაკი ქართველი იყო, თორემ… იმხანად საბჭოთა სახელმწიფოს სათავეში მოლოტოვი ან მიქოიანი რომ მდგარიყო, ჰიტლერი თუ გაიმარჯვებდა… მმ… მეპატიოს ამ მკრეხელური აზრის დაუმთავრებლობა… (“კაბადონი-8”, 3.11.90). “…შვილებისა და შვილიშვილებისადმი” იმ პაწაწინა წერილ-მუდარას პარტკომის თუ პარტბიუროს ყოფილმა მდივანმა მიაწერა: “გთხოვთ, ჰონორარი გადარიცხოთ რეზო თაბუკაშვილის ფონდში”. ბუღალტერიაში გამოვიძიე, ეს ჰონორარი მანეთ-ნახევარს შეადგენდა, ჩემი კი, ვრცელზე ვრცელის… მაგრამ სჯობს, მთლიანად მოვიყვანო აქ “ბებერი ხარის ბღავილის” დასკვნითი მინაწერი, რაც ამ შემთხვევაში მთავარზე მთავარია:

“ფულადად უმწეო, პატარა ბავშვივით, ყელზე თითის მიტანით ვეხვეწები რედაქციას, რაკი ჩემი ამ წერილის გამოქვეყნება თავდაპირველად 13 ოქტომბრის ნომერში იყო ნავარაუდევი, ჰონორარი 13 მანეთზე ნაკლები არ გამომიწეროს და დაუგვიანებლივ გადარიცხოს იგი აწ დასაარსებელ იოსებ სტალინის ნეშტის (1993 წლამდე მაინც) გორში გადმოსასვენებელ ფონდში, რასაკვირველია, თუკი გვინდა, რომ დროთა განმავლობაში საძებნი არ გაგვიხდეს საფლავი _ ახლა ბევრიც რომ ამცირონ _ ისტორიისათვის იმ ტანმორჩილი გოლიათი ქართველისა, რომელიც 73 წლისა გარდაიცვალა და რომლის თხუთმეტტომიანი თხზულებათა გამოცემა მე-13 ტომზე შეწყდა. ამასთანავე, ვთხოვთ ვიწროშუბლიანთ, ამ ჩემს შეძახილს ისე ნუკი გაიგებენ, მე თითქოს სტალინის დროს მივტიროდე და მისი ორეულის გამოცხადებაზე ვოცნებობდე. გვფარავდეს ღმერთი!” ასე და ამგვარად, ბატონო გრიგოლ, თქვენ უკვე გაეცანით _ ფრაგმენტულად! _ ჩემებურ “სტალინიადას”, თანაც თუ მიიღებთ მხედველობაში, რომ ჩემი თაობის არც ერთი ქართველი მწერალი ასე ხანგრძლივად და თანმიმდევრობით არ ქომაგობდა სტალინს, იქნებ მეც მცნოთ სტალინის ნეშტის მოსკოვის წითელი მოედნიდან ქართლის შუაგულში გადმოსვენების მომხრედ…

კიტა ბუაჩიძე

გაზეთილიტერატურული საქართველო”, 18 მარტი, 1994 .”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here