ნიურნბერგის სასამართლო პროცესის დასკვნით ნაწილზე გადასვლამდე მინდა, მკითხველს გავაცნო ჰიტლერის “გულახდილი საუბარი” მარტინ ბორმანთან 1945 წლის 4 თებერვალს, რომელიც “ჰიტლერის ანდერძად” არის ცნობილი.
დისიდენტი და გამოჩენილი მეცნიერი, ისტორიკოსი და სოვეტოლოგი ალექსანდრე ზინოვიევი სამამულო ომის დაწყებამდე სტალინის წინაღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებაში მონაწილეობდა. ამის გამო მან ამერიკის შეერთებულ შტატებს შეაფარა თავი და დაიწყო უკომპრომისო ბრძოლა სტალინიზმისა და სოციალისტური სისტემის წინააღმდეგ. ამერიკაში ოცი წლის მოღვაწეობის შემდეგ 1960-იან წლებში გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში გადასახლდა და დარჩენილი წლები თავისი შრომების უარყოფას მოანდომა. მის 36 სქელტანიან წიგნში მასალების ნახევარი ანტისტალინურ პროპაგანდას შეიცავს, მეორე ნახევარი (მიუნხენისდროინდელი) _ სოციალიზმისა და სტალინური ეპოქის ქება-დიდებას.
სწორედ ალექსანდრე ზინოვიევს ეკუთვნის გამოთქმა: “ჰიტლერი გენიოსია, მაგრამ სტალინი მასზე ათი თავით მაღლა დგას. გენიოსია ჩერჩილიც, მაგრამ სტალინთან შედარებით ის ბიჭუნაა (“მალჩიშკა”).
მე მიჭირს ჰიტლერის გენიალურობაზე ვისაუბრო, მაგრამ თვითონ სტალინმა, როცა ჰიტლერს გამუდმებით ლანძღავდნენ, აგინებდნენ და სულელს უწოდებდნენ, განაცხადა: “საბჭოთა კავშირს სულელებთან არ უწარმოებია სისხლისმღვრელი ომი 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ვებრძოდით კარგად შეიარაღებულ და ზედმიწევნით ორგანიზებულ სამხედრო ძალას, რომელმაც თითქმის მთელი ევროპა დაიპყრო”.
არაფრისმქონე გერმანია 1933 წელს ჰიტლერის ხელში უძლიერესი სახელმწიფო გახდა და 1940 წელს მსოფლიოში აღიარებული არმია და საომარი ტექნიკა ჰქონდა.
სწორედ ჰიტლერის ანდერძს ვთავაზობ მკითხველს, რათა უფრო ნათელი შეიქნეს, რა ძალას ებრძოდნენ სტალინი და წითელი არმია დიდ სამამულო ომში.
ჰიტლერმა ამ “ანდერძში” გააანალიზა მნიშვნელოვანი მოვლენები:
“რატომ წააგო ომი? ვინ ან რა არის ამის მიზეზი? საერთოდ, უნდა წამოეწყო თუ არა ეს ომი?”
1945 წლის 4 თებერვალს, დიდი სამამულო ომის დასრულებამდე 3 თვით ადრე ჰიტლერმა ზემოჩამოთვლილ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა:
“…ჩვენ არ გვქონდა არჩევანი. როგორც კი განვაცხადეთ სურვილი, გაგვეერთიანებინა გერმანელი ერი დიდ იმპერიად და უზრუნველგვეყო ნამდვილი თავისუფლებით, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმის შესაძლებლობით, რომ ეცხოვრათ ისე, როგორც მათ სურდათ, მაშინვე ყველა მტერი აღდგა ჩვენ წინააღმდეგ. ომი აუცილებელი შეიქნა თუნდაც იმის გამო, რომ მისი თავიდან აცილებით ჩვენივე ხალხის ძირეული ინტერესებისთვის უნდა გვეღალატა. რაც შეეხება ხალხს, არ გვინდოდა, დავკმაყოფილებულიყავით მისი მოჩვენებითი დამოუკიდებლობით. ასეთი დამოუკიდებლობა ხელს აძლევთ მხოლოდ შვედებსა და შვეიცარიელებს, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, მხარი დაუჭირონ საეჭვო და ცრუ ლოზუნგებს იმ პირობით, თუკი ამით შეძლებენ, ჯიბე გაისქელონ. იმავე მიზეზით ვერ შეძლო ვაიმარის რესპუბლიკამ, წამოეყენებინა უფრო ღირსეული პრეტენზიები. ასეთი მოქმედება კი არ შეეფერებოდა მესამე იმპერიის პრესტიჟს. ამიტომ ჩვენ იძულებული ვიყავით, ადრე თუ გვიან, ომი დაგვეწყო, რომლის შემდეგაც ზრუნვის ერთადერთი საგანი იყო ის, რომ სწორად შეგვერჩია ხელსაყრელი დრო, ხოლო რაკი დავიწყეთ, მერე ომიდან გამოსვლაზე ლაპარაკი შეუძლებელი იყო. ამ ომში დამღუპველ ფაქტორად იქცა ის, რომ გერმანიამ იგი დაიწყო ძალიან ადრე და თანაც ძალიან გვიან. წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, ჩვენ ომი ადრე უნდა დაგვეწყო. მე უნდა ჩამეგდო ხელთ ინიციატივა ჯერ კიდევ 1938 წელს და არა 1939 წელს. მაშინ უნდა მიმეცა საბაბი, რომ ჩავეთრიეთ მასში, რადგან ომი, ასე თუ ისე, მაინც გარდაუვალი იყო. ამასთანავე, სწორი არ იქნებოდა, ამაში ბრალი ჩემთვის დაედოთ, რადგან მიუნხენში ინგლისმა და საფრანგეთმა დააკმაყოფილეს ყველა ჩემი მოთხოვნა.
დღევანდელობის თვალსაზრისით, ომმა ძლიერ დაიგვიანა. ჩვენი მორალური მზადყოფნის თვალსაზრისით კი, იგი გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე საჭირო იყო. ჩემმა მოწაფეებმა ამ დროისთვის ვერ მოასწრეს სრული მომწიფება. მე კიდევ ოცი წელიწადი მინდოდა, რომ მომემზადებინა ეს ახალი ელიტა, ელიტა სიჭაბუკისა, რომელიც ადრეული ბავშვობიდან იქნებოდა გამსჭვალული ნაციონალისტურ-სოციალისტური ფილოსოფიით. ჩვენი, გერმანელების, ტრაგედია ის იყო, რომ დრო არასოდეს გვყოფნიდა. გარემოება ყოველთვის ისე ეწყობოდა, რომ იძულებული ვხდებოდით, ავჩქარებულიყავით. და, თუ ახლაც არ გვყოფნის დრო, ეს უმთავრესად იმით აიხსნება, რომ საკმარისი არ არის სივრცე. რუსებს თავიანთი ვრცელი ტერიტორიების მეოხებით შეუძლიათ, თავს ფუფუნების ნება მისცენ და არ იჩქარონ. დრო მათ სასარგებლოდ და ჩვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებს. თუ განგება მომცემდა საშუალებას, მეცოცხლა მანამდე, სანამ ჩემს ხალხს ნაციონალ-სოციალისტური იდეების სრულ ზეიმამდე მივიყვანდი, ჩემი მტრები მაინც არ მომცემდნენ საშუალებას, გამომეყენებინა ეს. ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ, რათა მოვესპეთ, სანამ დადგებოდნენ ერთიანი ნაციონალ-სოციალისტური რწმენით შეკავშირებული და ამის შედეგად უძლეველი გერმანიის პირისპირ.
სხვა ყველა დაბალი რასაა, არასრულფასოვანი, ყველა, ვინც ლათინური, სლავური ან ებრაული წარმოშობისაა, აღმოსავლეთის ხალხებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია… ყველა უნდა მოისპოს, რადგან ასეთია “ბუნების წესი”. ძლიერი ერი სპობს სუსტს. ძლიერი რასა ვითარდება, სუსტი კი ისპობა. ერთი ხალხი მეორეს რომ შთანთქავს, ეს საშინელებაა, მაგრამ აუცილებელია. ამიტომ ჩვენ არავითარი სიბრალული არ უნდა გვქონდეს ხალხისა, რომელსაც ბედისწერამ დაღუპვა არგუნა, რადგან ეს ბუნებრივ პროცესს ეხმარება. პირიქით რომ მოხდეს, მაშინ ყველაფერი დაინგრევა… როგორც კურდღელზე ძაღლის გამარჯვებაა უეჭველი ან ლომისა _ შველზე, ასევე უეჭველია გერმანელთა გამარჯვება სხვა ხალხებზე, რადგან მხოლოდ გერმანული რასაა სრულყოფილი და უფლებამოსილი, იბატონოს.
მიუნხენის წინ მე ნათლად დავრწმუნდი, რომ დასავლეთის სახელმწიფოების ხელმძღვანელები შეპყრობილი იყვნენ სურვილით, ჩამოერთმიათ ჩვენთვის ქირურგიული დანები და არ მოეცათ საშუალება, დაგვეწყო ოპერაცია (გერინგის თქმით, “ჩეხოსლოვაკიური აპენდიციტის ამოჭრა ევროპის სხეულიდან”). ამიტომაც არ მოგვეცა საშუალება, შევთანხმებულიყავით, როცა იმ არქიბურჟუა კაპიტალისტმა ჩემბერლენმა თავისი ქოლგით ხელში ბერხტესგადენში ჩამოსვლა ინება, რათა “მოლაპარაკებოდა მეტიჩარა ჰიტლერს”, მე კარგად ვიცოდი, რომ სინამდვილეში განზრახული ჰქონდა, ულმობელი ბრძოლა ეწარმოებინა ჩვენ წინააღმდეგ. იგი მზად იყო, ეთქვა ჩემთვის ყველაფერი, რაც, მისი აზრით, ასეთ ეჭვებს გამიფანტავდა, მაგრამ მე ვიცოდი, რომ მისი ჩამოსვლის ერთადერთი მიზანი იყო დროის მოგება, ამიტომაც უნდა დაგვერტყა მაშინვე და დაგვეწყო ომი 1938 წელსვე.
ჩემბერლენმა და დალადიემ კი, როგორც უკანასკნელმა მშიშრებმა, დაგვითმეს ყველაფერი, ხოლო ასეთ პირობებში ძნელი იყო, აგვეღო ინიციატივა და დაგვეწყო აშკარა საომარი მოქმედება. მიუნხენში ჩვენ დავკარგეთ ერთადერთი შესაძლებლობა, მოგვეგო ეს ომი, რომელიც ყველა გარემოებაში აუცილებელი იყო ჩვენთვის. მართალია, არც ჩვენ ვიყავით მთლად მზად, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, უკეთესი მომზადებული ვიყავით, ვიდრე ჩვენი მტრები. ჩვენ სწორედ მაშინ უნდა გადაგვეწყვიტა სადავო საკითხები იარაღით და არ მიგვექცია ყურადღება მოწინააღმდეგეთა სურვილზე, დაეკმაყოფილებინათ ჩვენი მოთხოვნები… საკმარისი იყო, სუდეტის პრობლემა ძალით გადაგვეწყვიტა, რომ ერთდროულად მოგვესპო ჩეხოსლოვაკია და ყველაფერი ეს ბენეშისათვის დაგვებრალებინა. მიუნხენის გადაწყვეტილება შეიძლებოდა მხოლოდ დროებითი ყოფილიყო, რადგან ვერ მოვითმენდით ამ მუწუკის არსებობას გერმანიის გულში, რომელსაც ჩეხების დამოუკიდებელი სახელმწიფო წარმოადგენდა. ჩვენ გამოვრწყეთ ეს მუწუკი 1939 წლის მარტში, მაგრამ უკვე ფსიქოლოგიურად არა ისეთ ფსიქოლოგიურად ხელსაყრელ ვითარებაში, როგორიც იყო 1938 წელს.
რუსეთი დიდი ლუკმაა, შეიძლება ის ყელში გაეჩხიროს კაცს, ამიტომ მე არ დავიწყებდი იქიდან!.. თუ რუსეთი დამსხვრეულ იქნა, ინგლისს წაერთმევა უკანასკნელი იმედი. მაშინ ევროპასა და ბალკანეთში იბატონებს გერმანია…
ამ კამპანიის მიზანია რუსეთის, როგორც კონტიტენტური სახელმწიფოს, საბოლოო მოსპობა… არც ერთი გადაწყვეტილების მიღება ამ ომის განმავლობაში არ იყო იმაზე ძნელი ჩემთვის, ვიდრე გადაწყვეტილებისა, თავს დავსხმოდი რუსეთს. მე ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ, რადაც უნდა დაგვიჯდეს, საჭიროა, თავიდან ავიცილოთ ომი ორ ფრონტზე. დარწმუნებული იყავით, მე დიდხანს ტანჯვითა და წვალებით ვფიქრობდი ნაპოლეონის ლაშქრობაზე რუსეთში. თუ ეს ასეა, მაშინ რატომ დავიწყე ომი რუსეთთან? _ იკითხავთ თქვენ, _ ან რატომ ავირჩიე სწორედ ეს დრო ომის დასაწყებად? ვიდრე რუსეთის სახით კიდევ ერთი დიდი სახელმწიფო არსებობდა ევროპაში, ინგლისი მისი მხარდაჭერის იმედით არასოდეს შეწყვეტდა ომს ჩვენ წინააღმდეგ. უზარმაზარი სამხედრო პოტენციალის მქონე ამერიკა კი მოგების მიზნით ერთთანაც გააბამდა კავშირს და მეორესთანაც. ეს სულ უფრო და უფრო ჩაგვითრევდა ხანგრძლივი ომის ჭაობში, ამიტომ საჭირო იყო რუსეთის ამოგდება ევროპის სახელმწიფოთა ბალანსიდან, ამიტომ იყო საჭირო, აგვეღო ინიციატივა და დაგვეწყო ომი. დრო კი ისევ ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებდა. სტალინი გულხელდაკრეფილი როდი იჯდა. დასავლეთის სახელმწიფოებიც თანდათან იკრებდნენ ძალას. ამრიგად, კაცმა რომ თქვას, საკითხი იმას კი არ შეეხება, თუ რატომ დავიწყე რუსეთთან ომი 1941 წლის ივნისში, არამედ იმას, რატომ არ დავიწყე იგი უფრო ადრე.
სუსტმა მოკავშირეებმა დაღუპეს გერმანია, რადგან “ხანგრძლივ ომში სუსტი მოკავშირე უფრო ხუნდებია ფეხებზე, ვიდრე რეალური დახმარება”. საბერძნეთში მოულოდნელმა შეჭრამ ხუთი კვირით გადამადებინა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებ,. თორემ, ეს რომ ასე არ მომხდარიყო და დროზე გამელაშქრა აღმოსავლეთში, “გენერალი იანვარი” და “გენერალი თებერვალი” მოსკოვის მისადგომებთან ვეღარ მომისწრებდა, იმხანად მოსკოვი უკვე დაპყრობილი მექნებოდა, ხოლო ომი _ მოგებული. ეს იყო რუსეთში ჩემი დამარცხების “გადამწყვეტი ფაქტორი”…
სწორედ საბერძნეთში დაუგო მახე სტალინმა ჰიტლერს და მასში მოხერხებულად გააბა მესამე რაიხის მესვეურნი, რომლიდანაც თავი ვეღარ გამოიხსნეს. საბოლოოდ, ამ მახის რგოლები იქცა ნიურბერგის იუსტიციის სასახლის შიდა ეზოში მდებარე საპატიმროს სპორტული დარბაზის იმ ყულფებად, რომლებითაც ჩურჩხელებივით ჩამოჰკიდეს თერთმეტი სამხედრო დამნაშავე. მეთორმეტის _ გერინგის ცხედარი კი, რომელმაც ჩამოხრჩობამდე ოთხი საათით ადრე ციანიდი მიიღო და შხამით დაასრულა სიცოცხლე, გვერდს “უმშვენებდა” საკნის იატაკზე განლაგებულ ცხედრებს.
“ანდერძში” ჰიტლერი საკმაოდ ვრცლად მსჯელობს შეცდომებზე:
“რაკი მიზნად ვისახავ, მსჯავრი დავდო წარსულს ობიექტურად, ყოველგვარი ემოციების გარეშე, უნდა ვაღიარო, რომ ჩემი ურყევი მეგობრობა იტალიასა და დუჩე მუსოლინისთან შეცდომა იყო. სრულიად აშკარაა, რომ ჩვენმა კავშირმა იტალიასთან უფრო მეტი სარგებლობა მოუტანა მტრებს, ვიდრე გერმანელებს. იტალიის მონაწილეობამ ომში, რაც სრულიად უმნიშვნელო იყო იმ სიძნელეებთან შედარებით, რომლებიც მან შეგვიქმნა, ისეთ მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენა, რომ, მიუხედავად ყოველგვარი ცდისა, ეს ომი მაინც ვერ მოვიგეთ და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ იტალიამ ხელი შეუწყო ჩვენს დამარცხებას. ისე კი, ყველაზე დიდი სამსახური, რაც შეიძლებოდა იტალიას გაეწია ჩვენთვის, იქნებოდა ის, რომ სულაც არ ჩარეულიყო ამ ომში. მე უამისოდაც გავუყოფდი იტალიას ჩემს ნადავლს და სულითა და გულით მივიღებდი მონაწილეობას ისტორიული მითის შექმნაში ძველ რომაელთა კანონიერი შვილების _ იტალიელი ხალხის უპირატესობის შესახებ, ოღონდ მხარში არ ამომდგომოდნენ ბრძოლის ველზე.
სამწუხაროდ, ბუნებაც იმას ადასტურებს, რომ მათი აღიარება თანასწორად, ვინც ასეთი არ არის, შეცდომაა. გერმანელებმა კარგად უნდა დაიმახსოვრონ, რომ ასეთ მდგომარეობას მარტო ყოფნა სჯობს. მე ხშირად ვამბობდი: სადაც შეხვდებით იტალიელებს, იქ ნახავთ გამარჯვებას-მეთქი. უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა: სადაც მიაღწევთ გამარჯვებას, იქ, არხეინად იყავით, შეხვდებით იტალიელებს.
ჩვენ, ისევე, როგორც ფრიდრიხ დიდი, ვიბრძვით კოალიციის წინააღმდეგ, ხოლო კოალიცია, გახსოვდეთ, არასოდეს არის მტკიცე ერთეული: იგი არსებობს მხოლოდ ერთი მუჭა ხალხის ნება-სურვილით. აი, ჩერჩილი უცებ რომ გაქრეს, ელვისებური სისწრაფით შეიცვლება ყველაფერი… რაც შეეხება რუზველტს, ამერიკელები მალე მიხვდებიან, რომ ისინი მისი სახით აღმერთებდნენ ცრუ კერპს. სინამდვილეში იგი უდიდესი დამნაშავეა, როგორც ამერიკის, ისე მსოფლიოს წინაშე…
ბედმა მე დამაკისრა, ვცადო ყველაფრის განხორციელება ერთი ადამიანის ცხოვრების მოკლე დროში. ამაში მეხმარება ჩემი რომანტიკული იდეალიზმი, რომელიც ეყრდნობა რეალურ ფაქტებს, რომლებიდანაც გამომდინარეობს სრულიად შესაძლო დაპირებები, მაგრამ იგივე ფაქტები მიკრძალავენ, აღვუთქვა ვინმეს, რომ ვარსკვლავებს მოვწყვეტ ციდან. სხვების განკარგულებაში მარადიულობაა, ჩემს განკარგულებაში კი მხოლოდ რამდენიმე უსუსური წელია. სხვებმა იციან, რომ მათ შეცვლიან ისინი, ვინც განაგრძობს იქიდან, სადაც თვითონ ამთავრებენ, თანაც ისე, რომ იმავე მიმართულებითა და იმავე გუთნით გაიყვანონ ხნული. მე ახლა ისეთ ასაკს მივაღწიე, რომ საგონებელში ვარ ჩავარდნილი: მოიძებნება კი ჩემ ახლობელთა შორის ბედისგან რჩეული ისეთი ადამიანი, რომელიც შეძლებს, ასწიოს და წინ წაიღოს ჩირაღდანი, რომელიც მე გამივარდება ხელიდან?!
რა შეგვიძლია ვურჩიოთ ან მოქმედების რომელ გეზზე შეიძლება მივუთითოთ მათ, ვინც ცოცხალი დარჩება და, ამასთანავე, შეინარჩუნებს წმინდა სულსა და გაუტეხელ გულს? _ დამარცხებულმა და განწირულმა გერმანელმა ხალხმა, რომელიც იძულებულია, იცხოვროს და იბრძოლოს არსებობისთვის მარტოდმარტომ, როგორც გუშაგმა ბნელ ღამეში, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა კვლავაც დაემორჩილოს მისთვის შემოთავაზებულ რასობრივ კანონებს.
მომავალი შეიძლება მხოლოდ იმ თეთრ ხალხს ეკუთვნოდეს, რომელმაც იცის, რა არის ტანჯვა და ბრძოლა სიკვდილამდე. ასეთი ხალხი კი იქნება ის, რომელიც შეძლებს თავის თავში აღმოფხვრას ებრაული შხამი. არ უნდა გვებრალებოდეს ხალხი, რომელსაც ბედისწერამ დაღუპვა არგუნა.
გერმანელები ისეთი უსუსურნი არიან, რომ არ შეუძლიათ შეიგნონ და განახორციელონ ჩემი იდეები. თუ მე დავიღუპები, დაე, დაიღუპოს გერმანელი ხალხიც! ვინც ამ კატასტროფული მარცხის შემდეგ ცოცხალი დარჩება, ის არ იქნება სრულფასოვანი გერმანელი!.. რაკი გერმანელი ხალხი მხდალი და სუსტი აღმოჩნდა, იგი არ იმსახურებს რამე სხვას, გარდა სამარცხვინო სიკვდილისა. თუ აღმოჩნდება, რომ გერმანელი ხალხი არ არის საკმაოდ ძლიერი და მომზადებული იმისათვის, რომ მსხვერპლი გაიღოს, სისხლი დაღვაროს არსებობისთვის, დაე, დაიღუპოს იგი, მოსპოს უფრო ძლიერმა ძალამ…”
ასე დაამთავრა ჰიტლერმა თავისი “ანდერძი”.
…”ბერლინის მეტროპოლიტენი გაივსო ქალებით, ბავშვებითა და მოხუცებით, ავადმყოფებითა და დაჭრილებით. ეს იყო ყველაზე საიმედო თავშესაფარი. ომის ბოლო 80 დღის განმავლობაში 86 საჰაერო თავდასხმა მოეწყო ბერლინზე, ყოველი თავდასხმისას დაახლოებით ორი ათასამდე თვითმფრინავი ბომბავდა “ნაცისტურ კართაგენს”. ადვილი წარმოსადგენია ასეთ ჯოჯოხეთში მოსახლეობის მდგომარეობა. შიშითა და შიმშილით მისუსტებული ასიათასობით ადამიანი მეტროს აფარებდა თავს. როცა საბჭოთა ტანკები ბერლინის გარეუბნებს მიუახლოვდნენ, ჰიტლერმა გასცა თავისი ყველაზე შემაძრწუნებელი ბრძანება: მოეშალათ დამბები მდინარე შპრეეზე და წყალი მიეშვათ მეტროში… (მ. კვესელავა, “ასერგასის დღე”).
მკითხველს უფრო ნათელი წარმოდგენა რომ ჰქონდეს, ვინ და რა ჯგუფი იყო ჰიტლერთან ერთად, რომელმაც მოაწყო კაცობრიობის, ადამიანურობისა და მშვიდობის წინააღმდეგ უდიდესი ტერორი, გაგაცნობთ მათ შემადგენლობას:
“ნაცისტური გერმანიის ხელმძღვანელთა დაახლოებით ოთხიათასიანი კასტიდან 1050 მეცნიერებათა დოქტორი იყო, 22 _ საპატიო დოქტორი, 21 _ ორგზის დოქტორი, 350 _ პროფესორი, 116 _ საიდუმლო მრჩეველი (Gეჰეიმრატ), 150 – დიპლომიანი სპეციალისტი, 2 – ნობელის პრემიის ლაურატი და მხოლოდ 30 კაცი – უმაღლესი განათლების გარეშე, მათ შორის, ჰიტლერი.
ამ ოთხი ათასი კაციდან 670 დიდგვაროვანი არისტოკრატი იყო, 850 _ წიგნის ავტორი, სხვები კიდევ _ თავისებურად მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი…
ახლა რომ მკითხოთ, არც მე მჯერა, თითქოს მათი დანაშაულებრივი მოქმედებები მხოლოდ იმით იყო გამოწვეული, რომ ჰიტლერი “მანიაკი” იყო, “სულით ავადმყოფი”; გერინგი _ “მორფინისტი” და “სეკრეციის ჯირკვლებდაავადებული”; ჰესი _ “ნახევრადშეშლილი მოგვი”; რიბენტროპი _ “გონებაჩლუნგი” და “დეგენერატი”, თანაც ღვინის ვაჭარი; როზენბერგი _ “ცრუ ფილოსოფოსი”; შტრაიხერი _ “ამორალური და გახრწნილი პიროვნება”; კალტენბრუნერი _ “სისხლისმსმელი ჰიენა” და სხვებიც ასეთები _ “პირუტყვები”, “ცხოველები”, “კაციჭამია ბარბაროსები” თუ “ჯოჯოხეთის ბნელი ძალები”, რომლებსაც ერთი “გიჟი ეფრეიტორი” მეთაურობდა.
ვინც ასე მსჯელობს, ძალაუნებურად უმსუბუქებს მათ დანაშაულს და ამცირებს იმ დიდი გამარჯვების მნიშვნელობას, რომელიც ასეთი მძიმე მსხვერპლის გაღებით მოიპოვა კაცობრიობამ. ეს რომ ასე ყოფილიყო, ნიურნბერგში მოსამართლეებად უფრო ზოოვეტერინარებს, ფსიქიატრებსა და ნევროპათოლოგებს მოუხმობდნენ, ვიდრე იურისტებს. პირუტყვებსა და ცხოველებს კი, მოგეხსენებათ, არ ასამართლებენ, არც ასე გაშმაგებით ებრძვიან ბრიყვებსა და ხელმოცარულებს. შუა საუკუნეების მოთარეშე ბარბაროსების მორალის შესახებაც არ მსჯელობენ ამდენს. მართლმსაჯულება არც იკადრებს ნემეზიდას მახვილის აღმართვას პირუტყვებზე…” (მ. კვესელავა, “ასერგასის დღე”).
გრიგოლ ონიანი
(გაგრძელება იქნება)
P.S. წინა პუბლიკაციის კვალდაკვალ: ნიურნბერგის პროცესზე მარტინ ბორმანის გასამართლება დაუსწრებლად მოხდა და მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა ჩამოხრჩობით, რადგან არ იყო გარკვეული მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი, ხოლო ადვოკატის მოთხოვნა, რომ ბორმანი მკვდარია და მკვდრის გასამართლება არ შეიძლება, სამხედრო ტრიბუნალის მიერ არ იქნა გაზიარებული.
სტალინი ჰიტლერის არმიას კიარ ებრძოდა, არამედ ბობოლა მილიარდერების ხროვას, რომელთაც კბილებამდე შეაიარაღეს პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული, დაკნინებული და გაპარტახებული გერმანია. მათ ანგარიშებზე სწორედაც რომ ბობოლებმა გადარიცხეს ფულები და ფეხზე დააყენეს ეკონომიკა, გამძვინვარებული სიმკაცრით დაამყარეს – დისციპლინა და დაიწყეს იარაღის წარმოება; დააპყრობინეს ევროპა და ერთიანი ძალით ცდილობდნენ საბჭოთა კავშირის დამხობას და დამონებას, გერმანული ჩექმით გადავლას, მათზე, მაგრამ დაავიწყდათ, რომ მეჩექმის ბიჭს ებრძოდნენ და, რომ მან ჩექმის ფასი კარგად იცოდა.
რა დონეზე გააყეყეჩეს გერმანელი ერი, რომ ჰიტლერის სახელი აძახებინეს.
უგუნურობის და გაუმაძღრობის დედა ვატირე, თორემ ახლა ხომ სამოთხეში უნდა ვცხოვრობდეთ?!
ნუ დაგვავიწყდება რომ ვერმახტი შედგებოდა 150.000. ებრიელისაგან!… თვით ჰიტლერის მათივე წარმომახგენელი გახდათ!…
დღეს ამერიკელები გასაქანს არ აძლევენ გერმანელებს მარტო კანცლერ აქტი რად ღირს! თუმცა მისი შინაარსი არარვინ იცის მონური ერთგულება აქტის მთავარი კრედო