როდესაც ევროპაში მიმდინარე საშინელებათა კალეიდოსკოპს ვუყურებ, ხშირად ვფიქრობ: ხომ არ გვიახლოვდება “ასერგასის დღე” _ “ნაწლავთა ღეჭვის” დრო? ამის მიზეზად კი გლობალიზაციისკენ სწრაფვასა და ლიბერალიზმის გააქტიურებას წარმოვიდგენ. ჩემი შიში საქართველოში ერთ–ერთ გამორჩეულ ინტელექტუალს გავანდე, მან კი მიპასუხა: “ფიქრი ნუ გაქვს, ლიბერალიზმი თავის უკანასკნელ დღეებს ითვლის”.
მისმა ნათქვამმა ძალიან გამახარა, მაგრამ ჩემს საავტორო გვერდზე გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში” სადისკუსიოდ მაინც შემომაქვს მეტად მტკივნეული საკითხი: მილიარდების დახარჯვამ დესტალინიზაციისთვის ლიბერალიზმის სასარგებლოდ უკუშედეგი გამოიღო და დადგა თუ არა დრო, რომ სტალინიზმი ლიბერალიზმის მესაფლავე გახდეს? ამ საკითხზე დისკუსიის გასამართავად დღეს გთავაზობთ სხვადასხვა თვალსაზრის, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანმა გამოთქვა.
“სრულიად აბსურდულია მოსაზრება, რომ ლიბერალური სახელმწიფოს შენების პროცესი ვიღაცის განადგურებით ან დაკნინებით უნდა მიმდინარეობდეს. პირიქით, საუბარია ისეთი სივრცის შექმნაზე,
რომელშიც ყველა მშვიდობიანად იცხოვრებს და გარანტირებული
ექნება უფლებები, მათ შორის, რწმენის თავისუფლება”.
“ჩემთვის ილია ჭავჭავაძე შესანიშნავი მაგალითია გაქვავებული დროის. ქართული წარმოსახვა ყველაზე მეტად ამ გაქვავებულ დროში ცხოვრობს, ერთგვარი ადამური ბრწყინვალების ეპოქაში, ბიბლიურ მითოსში.
ეს ის წარსულია, სადაც ყველაფერი კარგად არის, სადაც საქართველო ყველაფერია, რაც ის სინამდვილეში არ არის და, დიდი ალბათობით, არც არასდროს ყოფილა. ამ სამყაროში დრო არ მოქმედებს, იქ მუდმივი აწმყოა, სადაც გამოუკეტავთ გმირები, “დიადი ქართველები”, ათასობით წმინდანი.
აქ ყოფნას, სამწუხაროდ, ალბათ, ბევრი ჩვენგანიც ლამობს”.
“ლიბერალური აზროვნება ქართველისთვის შედარებით ახალი ხილია. საბჭოთა პერიოდში ადამიანებს არ ეძლეოდათ უფლება, ღიად გამოეხატათ საკუთარი პოზიტიური დამოკიდებულება ლიბერალური იდეოლოგიისადმი. თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც იმაღლებდნენ ხმას და საბჭოთა მანქანას უპირისპირდებოდნენ. შედეგად ეს ადამიანი მთელი ცხოვრება რეპრესირებული იყო და ვეღარ ახერხებდა საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დაკავებას. არ მინდა, თანამედროვე საქართველო საბჭოთა კავშირს შევადარო, მაგრამ ფაქტია, რომ სურათი თითქმის არ შეცვლილა. ქართველმა ხალხმა ლიბერალიზმთან საერთო ენა ვერ გამონახა, რადგან ქართველი საზოგადოება პლურალიზმს არ არის შეჩვეული. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველო მაინც უფრო ჰომოგენურია, ვიდრე პლურალისტური. მოსახლეობის დიდ ნაწილს ვერ წარმოუდგენია ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მის გვერდით თავისუფლად იცხოვრებს სხვა სექსუალური ორიენტაციის ან, სულაც, მსოფლმხედველობის მქონე ადამიანი”.
“ლიბერალიზმის ზოგიერთი დამცველი მორალური თვალსაზრისით საკმარისად თვლის, რომ ლიბერალური საზოგადოებრივი მოწყობის პირობებში ინდივიდებს შორის ურთიერთობა მხოლოდ ურთიერთთანხმობაზეა დაფუძნებული. მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან ადამიანებს თანამშრომლობა საკუთარი თავის საზიანოდაც შეუძლიათ, მაგალითად, როდესაც ისინი ნარკოტიკებს ამზადებენ და იყენებენ. თავისთავად თავისუფლება არ არის სიკეთე, იგი მხოლოდ წინაპირობაა სიკეთის მისაღწევად. როგორც ფრიდრიხ ჰაიეკი წერდა: ის, რომ თავისუფლება
არის საფუძველი, რომელიც მორალური ფასეულობების აღმოცენებას
უწყობს ხელს და ყველა სხვა ფასეულობის წყაროა”.
“კრიტიკოსები უფრო შორს წავიდნენ და ლიბერალურ ხედვებს რელიგიურ ხედვებთან უპოვეს მეტი საერთო, ვიდრე პოლიტიკურ პროგრამასთან. ისინი ფიქრობენ, რომ ლიბერალების დოგმა უფრო რწმენაზეა დამოკიდებული, ვიდრე ლოგიკაზე. არ ითვალისწინებენ, რომ ადამიანების ბუნება უფრო რთულია და წინააღმდეგობრივი, ვიდრე ლიბერალების წარმოდგენაა. ლიბერალიზმის მიმდევრებს რელიგიურ კულტამდე მისული ხედვების ადეპტებსაც ეძახიან”.
“რა ხდება სამყაროში… რატომ და რისთვის ხდება… მოდით, ჩემთან
ერთად თქვენც იფიქრეთ ამაზე. ამას რას მოვესწარი… ჩემი თვალით ვნახე ადამიანთა გასაცოდავება, გადაგვარება, გაუბედურება. ვნახე და თავადაც ვიწვნიე… მათ შორის უდავოდ მეც ვარ. მე შევიძელი თავდავიწყება,
თუმცა ვერასოდეს შევიძლებ სხვათა დავიწყებას, რადგან დანაშაულში
მოწმე ვერასოდეს ვიქნები… დანაშაულში მე ან დაზარალებული უნდა ვიყო,
ან მსხვერპლი… ვარ კიდეც! უზნეო გარემოში მტყუანი ხარ,
დიდსულოვნად მოგიტევებენ, მართალი ხარ _ ელოდე ჯვარცმას! ი.მ.”.
“არის თუ არა ლიბერალიზმი ცხოვრების სტილი? არის თუ არა ლიბერალიზმი თავისუფლების კულტურა, რომელიც არ გულისხმობს ეროვნულ ან ეთნიკურ კულტურას? რა თქმა უნდა, ეს უფრო მსოფლმხედველობაა და ფასეულობების ნაკრები და არა ხალხური ცეკვები ან ეროვნული სამზარეულო”.
“ადამიანები პიროვნებებად განიხილებიან და არც ერთი ცალკეული პიროვნების ინტერესები არ შეიძლება სოციალური ჯგუფის ან კოლექტივის ინტერესებს შეეწიროს. ლიბერალიზმი მიუკერძოებელია
და ინდივიდს საკუთარი ზნეობრივი არჩევანის ნება აქვს”.
“საყოველთაო სამართლიანობის ვითარებაში, თუ ადგილი აქვს ცალკეულ უსამართლობას, ეს ვერ იქნება უბედურება. საყოველთაო უსამართლობის ვითარებაში, თუ ადგილი აქვს ცალკეულ სამართლიანობას, ეს ვერ იქნება კეთილდღეობა. ი.მ.”.
ფრანკლინ რუზველტი: “ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ნამდვილი ინდივიდუალური თავისუფლება არ არსებობს ეკონომიკური უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გარეშე…”
“აღუწყველია სამყარო თავისი ცხადით და იდუმალებით… სამყაროში ცალკე სამყარო შენ ხარ, ადამიანო, შენი ცხადით და იდუმალებით!
შენ ძალგიძს, დასახო, შექმნა და შეცვალო _ ეს შენი სიძლიერეა!
გვაქვს სისუსტეებიც, შეიძლება მოტყუვდე ან წარიწყმიდო!
მოტყუებული, სიკეთის სახელით, ბოროტებას ჩაიდენ!..
წარწყმედილი ბოროტებას სიკეთეს დაარქმევ!..
შენ შენი ერი ხარ!
შენ კაცობრიობა ხარ!
გახსოვდეს, შენი თანამოძმე-ადამიანი ვითარების და გარემოს მსხვერპლია ე.ი. მისი ერთ-ერთი წარმომქმნელიც შენა ხარ, კეთილი ინებე და გაინაწილე მისი ცოდვა-ბრალი!
სიკეთე, რომელიც შენ ყოველთვის უნდა გქონდეს, ეს სამართლიანობაა!
სამართლიანობა უდიდესი სიკეთეა!
გახსოვდეს, თუ უსამართლობას სჩადიხარ ათასი მართალის წინააღმდეგ ერთი მტყუანის სასარგებლოდ ან ათასი მტყუანის სასარგებლოდ ერთი მართალის წინააღმდეგ, ერთნაირად ბოროტი და არაკაცი ხარ.
უსამართლობას გთხოვენ… არაკაცად გთვლიან!
თუ სუსტს მოწიწებით ექცევი და მისი თხოვნის შემსრულებელიც ხარ, ძლიერისადმი მოწიწება და მისი ბრძანების შესრულება ვერასოდეს შეგარცხვენს.
თუ ძლიერთა წინააღმდეგ ამხედრებას ვერ ბედავ, არ გაგემტყუნება, შიში გაბედული ადამიანის გონივრული განცდაა.
შიში სიყვარულმა იცის, შიში თავმოყვარეობამ და პატიოსნებამაც იცის.
შენ კაცობრიობის ნების მომხრე ან უარმყოფი უნდა იყო.
უმთავრესი სიკეთე შენ საკუთარ სულში უნდა გადაარჩინო. თუ ვერ გადაარჩენ, გაგემტყუნება, რადგან თავისუფლებას, თანასწორობას და სამართლიანობას ალტერნატივა არ გააჩნია.
ადამიანო, შეურიგდი ბედს, ეს შეიძლება შენს სიცოცხლეში არ აღსრულდეს!
იცოცხლე იმედით! ი.მ.”.
“ზნეობრივ გარემოში, ადამიანო, შენ ყველა ადამიანურ სიკეთეზე გაქვს უფლება და საწყალობლად არ გაქვს საქმე! დრო მოვიდა… ეს წინათ იყო, XX საუკუნის დასაწყისში, ეპოქალური და განუმეორებელი. ავანგარდული მეცნიერული თეორიების და პრაქტიკული მოქმედებების ისტორია. დრო დაუდეგარი და იმდენად ტევადი, ასეულობით მნიშვნელოვან თარიღშიც ვერავინ დაატევს. მოვიდა და მოიტანა ცისფერი იმედის სამყარო, უცნაური და სანატრელი, თან მეცნიერული, თან დაუჯერებელი. ასე ვთქვათ, მეცნიერულ-თეორიული ფანტასტიკა! “ზღაპრები” სოციალურ სამართლიანობაზე… საყოველთაო თანასწორობასა და ათას სხვა ძნელად სარწმუნოსა და ძნელად დასაჯერებელზე.
დედამიწაზე ათასმა წყალმა ჩაიარა, ათასმეერთემ ოცნების ეპოქა შემოაცურა. საუბრები სამართლიანობასა და თანასწორობაზე კაცობრიობის ყველაზე მოდური გატაცება შეიქმნა. სჯეროდათ თუ არ სჯეროდათ!.. მოსწონდათ თუ სძაგდათ.
მარქსიზმ-სტალინიზმის ტოლფას გატაცებას არ იცნობს სამყარო, ასეთის წარმოდგენაც შეუძლებელია.
კაცობრიობის ამ უპირველეს ეპოქაში ცალკე ეპოქა გახლდათ… იოსებ სტალინი.
სამყაროს #2 საოცრება…
სასიამოვნო გამონაკლისი…
პრეცედენტის პრეცედენტი…
არნახულად და მიმზიდველი ბიოგრაფიით, რომელიც ზეაღსვლის მწვერვალებით, ისტორიული კვალით კაცობრიობის ისტორიაში აღემატება ყველა დროისა და ხალხების ათეულობით უდიდეს პიროვნებას, ერთმანეთს მიმატებულს. ადამიანი, რომელსაც ვერ წარმოიდგენდა და ვერ შესთხზავდა ერთობლივად მხატვრული პროზის ათეულობით გენიალური შემოქმედი… ზღაპრული მოვლენა, პიროვნება _ ფანტასტიკა, რომელსაც ვერავინ დაიჯერებდა, ფაქტი რომ არა”.
“სტალინი … ადამიანი, რომელმაც ათასი სასწაული მოახდინა, მათ შორის წარმოუდგენელიც:
* შეცვალა დედამიწაზე ცხოვრების ყველა წესი და კანონი, არსებითად გარდაქმნა სამყარო;
* შეცვალა პიროვნების, ერებისა და ხალხების წარმოდგენები, შეხედულებები და, საერთოდ, მსოფლმხედველობა;
* შექმნა საბჭოთა ხალხი;
* შექმნა ამაღლებული ზნეობის, საკაცობრიო იდეალების მოტრფიალე საზოგადოება, სადაც დანაშაული რეალურად გახდა… გადმონაშთი, სადაც ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეცა სეპარატისტული კერები ქვეყნის შიგნით, ერებს შორის “ერთხელ და სამუდამოდ” დამყარდა ნამდვილი ძმობა და ურთიერთპატივისცემა;
* დედამიწის საბჭოთა ნაწილში დამყარდა დემოკრატია არსით და ფორმით, დამყარდა თანასწორობის, სოციალური სამართლიანობისა და ერთსულოვნების პრინციპები;
* გაათავისუფლა ხალხები კერძო საკუთრების მონოპოლიის დისკრიმინაციისაგან;
* შრომა, ცოდნა და ტალანტი აქცია ყველაზე მნიშვნელოვან ღირსებად, ანუ ნიჭიერება უფრო მაღლა დასვა, ვიდრე ფული და ქონება;
* გაათავისუფლა რუსეთის ხალხები იმპერიის დიქტატისაგან, ამ ხალხებს შეუქმნა სახელმწიფოებრიობა მოკავშირე თუ ავტონომიური რესპუბლიკების უფლებებში. თანასწორუფლებიანობის საწყისზე შექმნა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი;
* შექმნა უპრობლემო ხალხი;
* ათეიზმით გაანელა სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ხალხების ისტორიული დაპირისპირება;
* შექმნა რაინდული საშინაო და საგარეო პოლიტიკა, რომელიც ზნეობრივ სიწმინდეზე იქნა დაფუძნებული;
* აქცია საერთაშორისო ურთიერთობები ჰუმანურ-დემოკრატიულად;
* აპოგეამდე მიიყვანა ადამიანის უფლებების დაცვა;
* აიძულა კერძო კაპიტალის სახელმწიფოთა მმართველები, სერიოზულად ეფიქრათ თავიანთი მოქალაქეების სოციალურ დაცვაზე;
* შექმნა ყველა პირობა და მართალი იდეოლოგია ინდივიდისა და საზოგადოების ინტერესების დამთხვევისთვის და პირველად კაცობრიობის ისტორიაში მოახდინა მათი ინტერესების დამთხვევა;
* შექმნა საბჭოთა ხალხების ფორმით ეროვნული და შინაარსით სოციალისტური კულტურა;
* დააკანონა ერთა შორის ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო, დაახლოვა ეროვნული კულტურები ერთმანეთს;
* შექმნა საზოგადოება _ ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის;
* შექმნა კაცობრიობის არსებობის ისტორიაში ყველაზე წმინდა და ამაღლებული ზნეობის საზოგადოება;
* გაათავისუფლა ადამიანთა გრძნობები;
* გაანადგურა კერძო კაპიტალის ჰეგემონიზმის იდეოლოგია; დაამტკიცა, რომ საზოგადოების განვითარების ტრადიციული, კერძო საკუთრების მონოპოლიის კანონები ექვემდებარება შეცვლას;
* როგორც საბჭოეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ თანასწორობის, ერთობის და სოციალური სამართლიანობის იდეალები აქცია რეალობად;
* გაათავისუფლა ხალხები რელიგიური მომნუსხველობისგან;
* პირველად დედამიწაზე შექმნა საზოგადოება ხალხების, ერების, პიროვნების ექსპლუატაციის გარეშე;
* კაცობრიობა პირველად შეაყენა დემოკრატიული განვითარების გზაზე, რადგან კერძო საკუთრების მონოპოლიის სამყაროს გვერდით წარმოიშვა ნაციონალიზებული საკუთრების მონოპოლიის სამყარო, რომელიც სიცოცხლისუნარიანი გამოდგა.
დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ სოციალიზმის დივერსიული დამხობით საბჭოთა კავშირში დაიკარგა კაცობრიობის დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა;
* გაანადგურა გერმანული ფაშიზმი და იხსნა კაცობრიობა სამუდამო მონობისაგან”.
“ადოლფ ჰიტლერი, ამონარიდები წიგნიდან “ჩემი ბრძოლა”:
“არიული რასა “კულტურის დამფუძნებელ” რასად არის გამოცხადებული, ამიტომ არიულმა რასამ, როგორც კულტურის დამფუძნებელმა რასამ, დროთა განმავლობაში უნდა დაიკავოს გაბატონებული მდგომარეობა, გერმანულმა სახელმწიფომ თავისი ტერიტორია უნდა გააფართოოს “რუსეთისა და მისი მეზობელი ქვეყნების ხარჯზე”.
“გაუქმდეს სახელმწიფოები და რესპუბლიკები. მათ ნაცვლად შეიქმნეს გუბერნიები, რაიხსკომისარიატები და კომისარიატები. მოხდეს მოსახლეობის “გასახლება” და “განხალხება”. დაიხუროს ყველა სკოლა და ინსტიტუტი, რომლებშიც სწავლობენ მოსწავლეები 15 წლის ზევით, ხოლო ამ დაწესებულებათა ყველა მოსწავლე და მასწავლებელი, განურჩევლად სქესისა, იძულებითი წესით გაგზავნილი იქნას სამუშაოდ გერმანიაში.
“14 ან 15 წლის ვიქნებოდი, როცა სიტყვა “ებრაელის” პოლიტიკური მნიშვნელობა შევიტყვე, მას შემდეგ ამ სიტყვისადმი ანტიპათიურად განვეწყვე”.
“ებრაული საკითხი, მთელი თავისი გრანდიოზულობით, მწვავედ იდგა ჩემ წინაშე”.
“უკვე აღარ ვეჭვობდი, რომ ძირითადი მიზეზი იყო, არა რელიგიური, არამედ რასობრივი მტრობა”.
“როდესაც შევიტყვე, თუ რა მუშაობას ეწევიან ებრაელები პრესაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში, იუდაიზმმა ჩემს თვალში საბოლოო სახე მიიღო, სულიერი ბაცილა, რომელსაც ისინი ავრცელებდნენ, შავ ჭირზე საშიში იყო”.
“ახლა, როდესაც მივხვდი, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიის სულისჩამდგმელები ებრაელები არიან, ჩემი ხანგრძლივი სულიერი ბრძოლა დამთავრდა, თვალთაგან ლიბრი ჩამომეცალა”.
“ებრაელები დომინირებდნენ რაიხსტაგში, მუშათა კავშირებში, თავმჯდომარეობდნენ სხვადასხვა ორგანიზაციას, იყვნენ ქუჩის აგიტატორები”.
“ამან მიმიყვანა იმ აზრამდე, რომ ისინი ერის გამხრწნელ ელემენტს წარმოადგენენ”.
“მათთვის დამახასიათებელმა მოხერხებულობამ და ცბიერებამ საბოლოოდ შემაძულა ეს ხალხი. ფანატიკურად ანტისემიტისტი გავხდი”.
“და ახლა მწამს, რომ ყოვლისშემძლებლის სურვილისამებრ ვირჯები, ებრაელებთან მებრძოლი ღვთის საქმეს ვემსახურები”.
“ახლა დაგვიდგა მომენტი, გავუსწორდეთ ჩვენი ერის მომწამვლელთ”.
“მსოფლიო ებრაელთა გაერთიანებას, რომელსაც ხელს უშლის ტერიტორიული საზღვრების არსებობა, სურდა, ჩვენი ქვეყნის მონათა ქვეყნად გადაქცევა”.
“ებრაელები ემზადებიან მსოფლიოს დასაპყრობლად”.
პარადოქსია, მაგრამ დღეს ევროპაში სტალინიზმი გათანაბრებულია ფაშიზმთან, ეს ლიბერალიზმის სამოქმედო პროგრამა იყო, რომელმაც დღემდე მოაღწია. ჩვენი დისკუსიაც ამ თემას უნდა მიეძღვნას. სტალინისტებო და ანტისტალინისტებო, ლიბერალებო და ანტილიბერალებო, გლობალისტებო და ანტიგლობალისტებო, სხვადასხვა რჯულის, ფერისა და სარწმუნოების ადამიანებო, მონაწილეობა მიიღეთ დისკუსიაში:
სტალინიზმი თუ ლიბერალიზმი?
გრიგოლ ონიანი
სტლინიზმი!!! დამთავრდა? ახალი ცხოვრება ყოველთვის, ახალს მოითხოვს. რატომ უნდა იცხოვროს სხვა ორიენტაციის ადამიანმა ჩემს გვერდით? არც უნდა იმუშაოს ჩემს გვერდით? მე იმიტომ ვარ კაცი ურთიერთობა უნდა მქონდეს ქალთან და არა გაფიქრებაც კი მბზარავს კაცთან.
სტალინმა ერთხელ უკვე დაამარცხა ლიბერალიზმი გასული საუკუნის 20-იან წლებში!