Home რუბრიკები ისტორია სსრკ და “ჰუმანური” დასავლეთი

სსრკ და “ჰუმანური” დასავლეთი

ანდრეი ტუპოლევი

დღეს .. ლიბერალურ საზოგადოების წარმომადგენლებს აქვთ ერთი, მათი აზრით, შეუვალი არგუმენტი, რომლითაც, როგორც ეჩვენებათ, ანადგურებენ საბჭოთა კავშირს, სტალინურ ეპოქას. ეს არის მასობრივი დაპატიმრებები _ “გულაგიდა ინჟინერკონსტრუქტორის, სარაკეტოკოსმოსური ტექნიკის წარმოების მთავარი ორგანიზატორის _ სერგეი კოროლიოვის, აგრეთვე, ავიაკონსტრუქტორ ანდრეი ტუპოლევის გამომწყვდევა ციხეში.

ასეთი რამ რომელ ქვეყანაში შეიძლებოდა მომხდარიყო, სსრკ-ის გარდა? _ სვამენ რიტორიკულ კითხვას საბჭოთა კავშირის მაგინებელი ლიბერალები, _ მხოლოდ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას შეეძლო, ჩაედინა ასეთი კანიბალიზმი! და, სანამ ამ საბჭოურ გადმონაშთებს სრულიად არ გავანადგურებთ, ჰუმანური დასავლეთი კარს არ გაგვიღებს და წარმატებას ვერაფერში მივაღწევთ.

სერგეი კოროლიოვი

მაგრამ, მოდი, რიტორიკული კითხვა _ რომელ ქვეყანაში შეიძლებოდა მომხდარიყო? _ პირდაპირ დავსვათ და აი პასუხიც: _ ეს ქვეყანაა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, რომელშიც ცხოვრობდა კოროლიოვისა და ტუპოლევის თანამედროვე ალან ტიურინგი _ თანამედროვე კომპიუტერის მამა.

ალან ტიურინგი

აი რა წერია ალან ტიურინგზე “ვიკიპედიაში”: მათემატიკოსი, ლოგიკოსი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი (1945), ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1951). მის მიერ გამოგონილი გამომთვლელ მანქანას (“ტიურინგის მანქანა”), რომელიც თანამედროვე კომპიუტერის მოდელად შეიძლება ჩაითვალოს, დღესაც იყენებენ ბევრ თეორიულ და პრაქტიკულ კვლევაში. ტიურინგის სახელობის პრემია დღეს ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება ინფორმატიკის სფეროში”.

1952 წელს ტიურინგი ჰომოსექსუალიზმში დაადანაშაულეს და ქიმიური კასტრაცია ჩაუტარეს. 1954 წელს კი, 42 წლისამ, თავი მოიკლა, რადგან ვერ აიტანა, რაც გაუკეთეს და მხოლოდ 2013 წელს, სიკვდილიდან რამდენიმე წლის შემდეგ, შეიწყალა დიდი ბრიტანეთის დედოფალმა.

შავკანიანთა ლინჩის წესით გასამართლება ამერიკაში

შავკანიანთა ლინჩის წესით გასამართლება ამერიკაში

მაგრამ ამ მსხვერპლზე რატომ არ აღვარღვარებენ ცრემლს თანამედროვე ლიბერალები? რატომ არავინ გაჰკივის, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ციხეებში სასჯელს იხდის 2,2 მლნ ადამიანი, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დაპატიმრებულთა 25% (პატიმართა ეს რაოდენობა არის უფრო მეტი, ვიდრე ევროპის 35 დიდი სახელმწიფოს ერთობლივი ანალოგიური მაჩვენებელი და 40%-ით აღემატება ჩინეთის მაჩვენებელს), მიუხედავად იმისა, რომ აშშის მცხოვრებთა რაოდენობა მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 5%- შეადგენს?

შავკანიანთა ლინჩის წესით გასამართლება ამერიკაში
შავკანიანთა ლინჩის წესით გასამართლება ამერიკაში

საბჭოთა კავშირში, მაგალითად, 1930 წელს ციხეებსა თუ გამოსასწორებელ კოლონიებში სასჯელს იხდიდა 179 ათასი ადამიანი, მასობრივი დაპატიმრებების პიკზე, 1939 წელს _ 1,8 მლნ, აშშში კი დღეს 2,2 მლნ პატიმარია.

სერგეი კოროლიოვის დაპატიმრება ბურუსითაა მოცული. ერთნი მიიჩნევენ, რომ ის დაუმსახურებლად ჩასვეს ციხეში, კოლეგების დასმენით. სხვების აზრით, კოროლიოვმა თავისი პროექტების განსახორციელებლად კოლოსალური თანხა დახარჯა სახელმწიფოს ხაზინიდან და ამიტომ აგებინეს პასუხი (1938 წელს).

ანდრეი ტუპოლევმა კი ნამდვილად დაიმსახურა სასჯელი მავნებლობისთვის. 1936 წელს დავალებული ჰქონდა, აშშ-ში შეეძინა სსრკ-ისთვის საჭირო თვითმფრინავის ნახაზები, მაგრამ იქიდან თავისთვის ჩამოიტანა მაცივარი და უამრავი უსარგებლო ქაღალდი _ ნახაზებზე ზომები დატანილი იყო დუიმებში, რის გამოც ეს ნახაზები უსარგებლო იყო წარმოებისთვის, თანაც ტუპოლევი ისეთი ამპარტავანი იყო, რომ ფიქრობდა, სსრკ-ში მხოლოდ მისი შექმნილი თვითმფრინავი უნდა ეწარმოებინათ.

ამერიკელი შავკანიანი მისთვის განკუთვნილ პირსაბანთან
ამერიკელი შავკანიანი მისთვის განკუთვნილ პირსაბანთან

კოროლიოვისა და ტუპოლევის დაპატიმრების ამბავში მთავარი სხვა რამ არის: ორივე კონსტრუქტორი პატიმრობის ადგილებში დაიმუხტა შემოქმედებითი ენერგიით და შეეცადა, სარგებელი მოეტანა ქვეყნისთვის და მოუტანეს კიდეც თავდადებული შრომით. დემოკრატიულ და აყვავებულ ბრიტანეთში კი ნიჭიერი ახალგაზრდა კაცისთვის, რომელმაც ქვეყანას გამომთვლელი მანქანა მისცა, ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა.

ტუპოლევმა 82 წელი იცოცხლა, კოროლიოვმა _ 60. ტიურინგმა კი სიცოცხლე 42 წლისამ მოისწრაფა. არადა, კოროლიოვივით 60 წლამდე მაინც რომ ეცოცხლა, კიდევ რამდენ რამეს შეუქნიდა კაცობრიობას.

თანამედროვე ლიბერალები გაჰკივიან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე სსრკში, მაგრამავიწყდებათ”, რომდემოკრატიულაშშში ათეული წლების განმავლობაში ლინჩის წესით ასამართლებდნენ შავკანიანებს და აიძულებდნენ, მხოლოდ მათთვის განკუთვნილ ტუალეტში ევლოთ, აგრეთვე, თეთრკანიანის გვერდით ტრანსპორტში არ დამსხდარიყვნენ.

საზოგადოდ, მსოფლიოს ყველა წამყვანმა ქვეყანამ განვითარების ერთი და იგივე გზა გაიარა _ თავისი დეპრესიებით, რეპრესიებით, სხვაგვარად მოაზროვნე “კუდიანებზე” ნადირობით და ა. შ. ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსი ჯონ სტეინბეკი რომანში “მრისხანების მტევნები” კარგად აღწერს ამერიკაში გამეფებულ შიმშილს, ამერიკელთა მძიმე ცხოვრებას 1930-იან წლებში, მაგრამ ლიბერალებს, რომლებიც დასავლეთის წაქეზებით, სსრკ-ის არსებობაში მხოლოდ ცუდს ხედავენ და ცდილობენ ამ აწ უკვე ყოფილი სახელმწიფოს წარმატებების დაკნინებას, მხოლოდ ერთ-ერთი რესპუბლიკის, უკრაინის, “გოლოდომორი” ახსენდებათ.

არადა, შავკანიანთა ლინჩის წესით გასამართლების, სეგრეგაციისა და აშშ-ბრიტანეთის მიერ ფაშისტური გერმანიის დაფინანსება-წაქეზების შედეგად კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი მეორე მსოფლიო ომის გაჩაღების ფონზე, საბჭოთა კავშირში ვითარება მართლაც უკეთესი იყო.

უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here