Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო ცინცაძე: უნიათო ხელისუფლების წყალობით, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა მოკავშირის გარეშე რჩება. არ...

სოსო ცინცაძე: უნიათო ხელისუფლების წყალობით, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა მოკავშირის გარეშე რჩება. არ გვყავს სტრატეგიული მოკავშირე, რომელიც ჩვენ გამო იომებს

“ქართველი ჟურნალისტები მოსყიდულები და გაყიდულები არიან, არ გვყავს მაღალი დონის ტელეჟურნალისტები”

587
სოსო ცინცაძე

სანამ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები .. ფასილიტატორებთან ერთად ოპოზიციის პარლამენტში შესვლაარშესვლისა და არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხებს განიხილავენ, რუსეთმა აშშდან ელჩი გამოიწვია, სომხეთი აზერბაიჯანის გავლით მიიღებს რუსულ ბუნებრივ აირსა და ნავთობპროდუქტებს, თურქეთი სომხეთის გავლით სარკინიგზო დერეფანს ხსნის რუსეთთან, ჩინეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სამხედრო ბაზების გახსნაზეამიერკავკასიაში მიმდინარე პროცესებზე, ქვეყანაში ამ პროცესებისადმი უყურადღებობასა და გეოპოლიტიკური ვითარებისადმი ქართული სატელევიზიო სივრცის ინდიფერენტულობაზე პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გვესაუბრება:

_ საქართველოს მთავრობა ვერ აღიქვამს, რა ხდება ჩვენს სამეზობლოში. ამიერკავკასია დაკავებულია ზემნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრით და ჩვენთან მთავრობა, ძალოვანი სტრუქტურები თუ ტელევიზიები გოგი წულაიას სექსუალურ მოთხოვნილებებზე საუბრობს. ღმერთმა ქნას, საქართველოს წულაიაზე მეტი სალაპარაკო და საფიქრალი არ ჰქონდეს, მაგრამ ეს ასე არ არის. ორი დღის წინათ გამოქვეყნდა ბედნიერი ქვეყნების სარეიტინგო სია, რომელშიც საქართველო სადღაც ბოლოში, უბედურ ქვეყნებს შორისაა აფრიკულ სახელმწიფოებთან ერთად. ბედნიერებაში არ იგულისხმება ახლობლის სიკვდილი, ხანძარი, მიწისძვრა. გელაპის ინსტიტუტი იკვლევს ერების ზოგად მდგომარეობას, გაირკვა, რომ ფინეთში მხოლოდ ათი პროცენტია უბედური, ხოლო საქართველოში ათი პროცენტია ბედნიერი. კვლევის ინიციატორები ბედნიერების მიზეზსაც ასახელებენ _ ფინეთში ხალხი ბედნიერია იმიტომ, რომ ხელისუფლებას ენდობიან და ეს მათ აბედნიერებთ. ქართველები კი პირიქით _ მთავრობის გამო ვართ უბედურები.

ამიერკავკასიაში ძალიან დიდი გეოპოლიტიკური ძვრები მიმდინარეობს. პირდაპირ ვთქვათ: მიმდინარეობს დიდი ქვეყნების მიერ პატარა ქვეყნების გადანაწილება. პოლიტიკოსები ამბობენ _ “არასდროს თქვა არასოდეს!” ჩვენ ვხედავთ, როგორ ურთიერთობენ რუსეთი და თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი, რაც აქამდე წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, მაგრამ საქართველო არ ურთიერთობს არავისთან.

უნიათო ხელისუფლების წყალობით, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა მოკავშირის გარეშე რჩება. არ გვყავს სტრატეგიული მოკავშირე, რომელიც ჩვენთვის, ჩვენ გამო იომებს.

_ პარტიალელოსლიდერი მამუკა ხაზარაძე ამერიკელებს უგზავნის წერილს და დახმარებას სთხოვს. არის ამერიკა ის ქვეყანა, რომლის იმედიც უნდა გვქონდეს და რომელიც ჩვენთვის იომებს ან საშინაო პოლიტიკის პრობლემებს მოგვიგვარებს?

_ არა, ამერიკა ჩვენთვის არ იომებს, არც ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში არ ჩაერევა, თუკი მისი ინტერესები არ გატარდება.

ამერიკა არაფერში რომ არ გვარგია, 2008 წლის ომში ვნახეთ. ამერიკელებმა საყვარელი და ფავორიტი პრეზიდენტის, სააკაშვილის, დასახმარებლად გემი გამოგზავნეს ძალის დემონსტრაციისთვის და სხვა არაფრისთვის, ძალის ასეთი დემონსტრაციები მე-19 საუკუნეში ხდებოდა, როდესაც რუსეთი თურქეთს ემუქრებოდა და ინგლისი გემებს უშვებდა ვითომ რუსეთის შესაშინებლად.

მძიმეა დღეს საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა, მძიმეა ჩვენი მთავრობის უმეცრების ყურებაც, თითქმის მკვდრები ვართ, მაგრამ ხანდახან მკვდარიც გაიქნევს ხელსო, _ ამბობენ…

ხელისუფლებას მართებს ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღება, ჩვენ არ გვყავს მოკავშირეები. ხშირად, როდესაც ძალიან გვიჭირდა ქართველებს, მარტონი ვრჩებოდით, ასეა ახლაც. რა მოსატანია გლობალურ პოლიტიკასთან ჩვენი საშინაო პრობლემები, მაგრამ უნდა ვთქვა _ რა გააკეთეს ევროპელებმა ხელისუფლებისა და პოზიციის შესარიგებლად რომ ჩამოვიდნენ?!

აშშ-ის პრეზიდენტის პოსტიდან დონალდ ტრამპის წასვლის შემდეგ ევროპაც და ამერიკაც გზაჯვარედინზე აღმოჩნდნენ. ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა, დაუბრუნდეს ძველ, ლიბერალურ პრინციპებს, რომლებმაც დააბნია მსოფლიო. იმას, რაზეც ტრამპი თვალს ხუჭავდა, ბაიდენი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მკვლელებს უწოდებს მსოფლიოს დიდი და წამყვანი ქვეყნების ლიდერებს. ბაიდენი მიჰყვება ამ გზას, მაგრამ ევროპა არ არღვევს პრინციპებს და მიჰყვება გზას, რომელიც მის ინტერესებში შედის, მის ინტერესებში კი შედის კარგი ურთიერთობები რუსეთთან.

ქართული დიპლომატია მოწოდების სიმაღლეზე რომ იდგეს, ცოდნა რომ ჰქონდეთ, ჩვენი ქვეყანა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველო რომ ყოფილიყო შუამავალი, ამით მხოლოდ მოვიგებდით, არავითარ შემთხვევაში წაგებული არ დავრჩებოდით.

გამუდმებით დიპლომატიაზე ვსაუბრობ, მაგრამ დიპლომატიაც არ სჭირდება სამეზობლოში მიმდინარე პროცესების გაანალიზებასა და ჩვენი ქვეყნის როლის წინ წამოწევას, ამას პატრიოტიზმი სჭირდება, უბრალოდ, უნდა გიყვარდეს სამშობლო და მიხვდები, რა გაქვს გასაკეთებელი.

სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობის წევრებს არც დიპლომატიური ცოდნა აქვთ, არც სამშობლო უყვართ. როდესაც შენ გარშემო, შენს სამეზობლოში მართლაც სერიოზული ძვრები მიმდინარეობს, არც მწვადი უნდა დაწვა და არც შამფური. ასეთ პოლიტიკას ატარებდა მუდმივად შევარდნაძე, რომელიც მოსკოვში ჩადიოდა და რუსეთის პრეზიდენტის დაბადების დღეზე პირველ სადღეგრძელოს ამბობდა, მაგრამ მეორე დღეს, თბილისში დაბრუნებული, განაცხადებდა, მალე ნატოს დავუკაკუნებთ კარზეო. ის თამაშობდა, ყველა კალათაში ერთდროულად დებდა კვერცხს.

პატრიოტიზმი გვაკლია. როდესაც საკითხი ასე დგება _ ფული თუ პატრიოტიზმი, ჩვენდა სამწუხაროდ, ფულს ამჯობინებენ. საქართველოს აღარ ჰყავს ზვიად გამსახურდიასნაირი პატრიოტები, არც ცოტნე დადიანები

ვაქცინით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა და ჯანდაცვის მინისტრმა განცხადა: დავალება გვაქვს და ვაქცინაცია უნდა გაგრძელდესო. ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი და, საზოგადოდ, მინისტრები ასრულებენ დავალებებს, რომლებიც არ მიუცია ქვეყნის პრემიერმინისტრს. არადა, ხომ კარგად ვიცით, რომ მინისტრს დავალებას მთავრობის მეთაური, პრემიერი უნდა აძლევდეს. ხედავთ, რა ხდება ჩვენთან?!

_ საქართველოს გარშემო უამრავი რამ ხდება, მაგრამ სატელევიზიო ეთერებში წუთიც არ ეთმობა ამ სიახლეებს. როგორც ინტერვიუს დასაწყისში აღნიშნეთ, მხოლოდ გოგი წულაიას სექსუალურ მოთხოვნილებებსა და ასეთ საკითხებზე საუბრობენრა სჭირთ ქართულ ტელეარხებს და იქ მომუშავე ჟურნალისტებს?

_ არა მხოლოდ ტელევიზიებში, ყველა სფეროში, _ და მთავრობაც უნდა ვახსენო ამ შემთხვევაში, _ საქართველოში არის პროვინციალიზმის უკიდურესი გამოვლინება.

საქართველოში სამოქალაქო ომმა მიწასთან გაასწორა ყველა სფერო, მათ შორის სატელევიზიოც. სიძულვილი, რომელიც მაშინ დაითესა, დღემდე გრძელდება.

სიმართლე გითხრათ, ტელევიზიაში რომც დამიძახონ, არ წავალ, რადგან ანგაჟირებული არ ვარ, არცნაცივარ და არცქოცი”, ამიტომ მათთვის საინტერესოს ვერაფერს ვიტყვი. ზუსტად ვიცი, ახლა რომ რაიმე .. სკანდალური განცხადება გავაკეთო თქვენს გაზეთთან ინტერვიუში, ყურადღების ცენტრში მოვექცევი, მაგრამ ეს არ არის ჩემი მიზანი, სკანდალი არ მხიბლავს, მაგრამ, თუკი დებატები გაიმართება მაღალ დონეზე, დიდ პოლიტიკაზე, მაშინ აუცილებლად ჩავერთვები. სამწუხაროდ, ჩვენს სატელევიზიო სივრცეში მსგავსი გადაცემები არ არსებობს.

ხშირად ვუყურებ რუსეთის ტელეარხებს, გამოწერილი მაქვს რუსული პრესა, სადაც ძალიან საინტერესო ინფორმაციას წაიკითხავ, რაც ჩვენთვის მიუწვდომელია, ჩვენში საინტერესოს ვერაფერს წაიკითხავ, ვერ მოისმენ და აქვე ვიტყვი, რომ ქართველი ჟურნალისტები მოსყიდულები, გაყიდულები არიან, ჩვენ არ გვყავს მაღალი დონის ტელეჟურნალისტები.

დავუბრუნდები იმ “ბედნიერების ინდექსს”, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა. ასეთი “უბედური” ჩვენი ერი დიდი სამამულო ომის შემდეგაც არ ყოფილა, იმხანად ჩვენი ბედნიერების მაჩვენებელი, გაცილებით მაღალი იყო. მახსოვს ჩვენი დიდი მეცნიერების გამოსვლები, როგორი შემართებით იყვნენ და როგორი დიდი იმედი ჰქონდათ მომავლის…

_ რა გვეშველება? რა არის ამ ჩიხიდან გამოსავალი?

_ პირდაპირ გეტყვით: მე დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთი და თურქეთი, მიხედავად ამჟამინდელი .. თბილი დამოკიდებულებისა, ვერასოდეს შეთანხმდებიან. ჩვენ იღბლიანები ვართ, რადგან რუსეთი თურქეთს არასოდეს შეუშვებს შავ ზღვაში და ბათუმს არასოდეს დაუთმობს. ვერც სომხები და აზერბაიჯანელები შერიგდებიან, ეს დროებითია, დღეს ასეა საჭირო… 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში თურქეთის მმართველი ერდოღანი რუსეთში ჩავიდა, მას რა უნდოდა, ვიცით, მაგრამ, რომ არ დაგვთმო რუსეთმა, ესეც ვნახეთ.

საქართველოს დიდი შანსი აქვს ტერიტორიების დაკარგვის, ეს პროცესი გადადო ამიერკავკასიაში მიმდინარე ცვლილებებმა. საქართველომ ვერასოდეს შეძლო მარნეულის აზერბაიჯანელები და ახალციხის სომხები ქართველებად მოექცია; ჩვენ ვერ შევძელით, მათთვის ქართული ენა გვესწავლებინა. ეს პრობლემაა და ჯერჯერობით რუსეთი გვმფარველობს. არ ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა დავითგარეჯის პრობლემა ასე უჩუმრად გაატაროს. ჯერ ჩუმად არის, რადგან ასეა საჭირო. ჩვენ ჭიდაობა მოგვიწევს და იმედი არ მაქვს, რამეს საჩვენოდ გავაკეთებთ.

საქართველო დაუცველია, ჩვენ სამხედრო მოკავშირე არ გვყავს. დიპლომატებიც არ გვყავს, სხვა შემთხვევაში, შეგვეძლო ჩვენი უახლოესი მეზობლების პრობლემის გადაწყვეტა უცხო ქვეყნების ჩარევის გარეშე _ საქართველოზე ნაწყენია აზერბაიჯანიც და სომხეთიც და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ, რასაც უცხო ქვეყნიდან გვიკარნახებენ, იმას ვაკეთებთ, მათ კი ჩვენ მთავრობას არ ურჩიეს ჩარევა.

თქვენ გსურთ, მოისმინოთ ჩემგან რაიმე ოპტიმიზმის მაგვარი, მაგრამ მსგავსს ვერაფერს ვიტყვი. გამოსავალსაც ვერ ვხედავ. უფალი დაგვიფარავს! იღბლიანები ვართ ქართველები და ჩვენგან დამოუკიდებლად მოხდება კიდეც ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, თუკი ძალიან დიდ უვიცობასა და ცოდვებში არ გავეხვევით.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. უფალი დაგიფარავს ბატონო სოსო მაგრამ ხელი/თავი/ ჩვენცთუარ გავანძრიეთ არაფერი გამოვა.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ზაზა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here