Home რუბრიკები საზოგადოება სოსო ჩხაიძე _ ზნეობისა და სინდისის განსახიერება, ღვთაებრივი მადლით დაჯილდოებული ზნეკეთილი პიროვნება

სოსო ჩხაიძე _ ზნეობისა და სინდისის განსახიერება, ღვთაებრივი მადლით დაჯილდოებული ზნეკეთილი პიროვნება

სოსო ჩხაიძე

ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას როცა ვაკვირდები, ვხედავ, რომ ჩვენ არც წარსულის ნაკვალევზე ვფიქრობთ, არ აწმყოსა და არც მომავალზე. სწორედ ამან ათქმევინა დიდ ვაჟასმემღერება და ვიმღერი, გულზე მჭირს სამი იარა: წარსულზე ფიქრი მაწუხებს, აწმყოში არა ყრია რა, და მომავალის ფიქრები არავინ გამიმზიანა”. ყოველივე ამან მიბიძგა ჩემს თანამემამულესა და თანატოლზე, ბრწყინვალე პიროვნებასა და დიდ რეჟისორ სოსო ჩხაიძეზე დამეწერა და წარმომეჩინა რამდენიმე შტრიხი მისი ცხოვრებიდან, რომელიც სამაგალითო და მისაბაძი იყო. საჭირო და სავალდებულოცაა დღევანდელი თაობისთვის, რომ მივანიშნოთ, რა კარგი და საამაყოა წინაპრების ნაკვალევზე სწორი გზით სიარული, თუ მას კიდევ ერთხელ გავიხსენებთ და გამოვიყენებთ მომავლის ასაგებად.

გურულ ტემპერამენტში გაზავებული ბუნების ნაბოძებია ის შემოქმედება, რომელიც სოსო ჩხაიძეს ღმერთმა აჩუქა. მან გაუძლო დროის გამოცდას და დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. სახელმოხვეჭილი კინორეჟისორი, რომელიც მოგვიანებით აღნიშნავდა: გადაღება ჩემთვის ყველაზე საინტერესო და საყვარელი პროცესია, გადაღება უკვე შექმნას ნიშნავს და საოცრად დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მე სხვა არანაირ ბედნიერებაზე არ გავცვლიდი ამ გრძნობას და, ალბათ, ვერც ვერავითარ სიყვარულს შევადარებ მას”.

ის სულ ძიებაში იყო და სწორედაც ეს იყო მისი წარმატების საწინდარი. გაბედულად მიემართებოდა დასახული მიზნისკენ. ისეთი ცხოვრებით იცხოვრა, როგორიც დაისახა, და დიდ წარმატებებს მიაღწია. ვაგლახ, არ დასცალდა _ 55 წლისა გარდაიცვალა. ისეთი ჭეშმარიტების სამოსელში გაახვია თავისი მტკიცებულებანი, ვერავინ აღუდგა წინ მის წარმატებებს და სრულიად თაობაში გააღვიძა სიმამაცის გრძნობა. წარმატების აუცილებელი ფაქტორი კი იყო რწმენა, რომელსაც მუდმივად ეძებდა და პოულობდა, ამიტომ მისი წარმატებები უნდა გავზომოთ იმ წინააღმდეგობებითაც, რომლებიც გადალახა მის მისაღწევად. მუდამ ჭეშმარიტების ძიებაში იყო, რაც მძიმე შრომას მოითხოვდა და მისი სულიერი ძალების განვითარებას უწყობდა ხელს.

ვინმეს რომ შეეძლოს წარსულის დაბრუნება, ალბათ, პირველ რიგში, მის გმირებს მოუხდებოდა უკან მოხედვა, ამდენი მშვენიერი ძეგლის მოწმესა და შემქმნელთ ის, რაც ისევ ცოცხლობს და სიცოცხლის ღირსია. გმირები ხომ ჭეშმარიტების სრულყოფილებას ემსახურებოდნენ, მისი სიყვარულით ცოცხლობდნენ, როგორც სინამდვილეშია და ამაზეა დამოკიდებული მათი დიდებულება.

ხელოვნების ორთავე პოლუსი _ ჩანაფიქრი და შესრულება _ ზომიერადაა წარმოდგენილი, ამიტომ ის მის შემოქმედებას უნიკალურსა და უნივერსალურს ქმნის, რაც ყოველთვის პასუხობდა მოთხოვნებს და იდეალს. მისი დიდი ნიჭის გამოვლინება იყო გამბედაობა, ამიტომ გაბედულად მიემართებოდა მიზნის მისაღწევად და აღწევდა კიდეც. მან იცოდა, წარმატების მისაღწევად როგორ მოქცეოდა ხალხს. მისი მისწრაფებები და საქმეები განუყოფელი იყო. თანდაყოლილ ბრწყინვალე თვისებებთან ერთად ბევრი შენაძენითაც გამოირჩეოდა იგი _ ღვთაებრივი მადლით დაჯილდოებული ზნეკეთილი პიროვნება იყო.

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1962 წელს, ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა და სწავლა განაგრძო მოსკოვში, საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში, რაც მისი მოწოდება იყო. აი, რას იგონებს კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი: “როცა ის ამ სასწავლებლის მისაღები საგამოცდო კომისიის წინაშე წარდგა, ერთერთ კომისიის წევრს, იოსებ გორდონს, უთქვამს: “როცა სოსო ჩხაიძე შემოვიდა კომისიის წინაშე, ყველანი აღტაცებულნი დავრჩით, არა იმიტომ, რომ ის თავისთავად ძალიან კარგი იყო, ჩვენ დავინახეთ პიროვნება და ჩვენ, გამომცდელებს, უკვე ნაკლებად გვაინტერესებდა, ის როგორ პასუხობდა, რადგანაც პიროვნულობა ყველაზე დიდი ფასეულობაა ამქვეყნად, როგორ შეიძლება ასეთი პიროვნება არ მიგვეღო”.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1969 წელს, მუშაობას იწყებს საქართველოს სამეცნიერო პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში, შემდეგ კი ტელევიზიაში ბრუნდება, სადაც სატელევიზიო ფილმების სტუდია ყალიბდება, ის სტუდიის ერთ-ერთი დამაარსებელია. მან, ჯერ კიდევ სტუდენტმა, გადაიღო სამეცნიერო-პოპულარული ფილმი კოლხეთი”, რომელსაც ერთ-ერთ კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მიენიჭა. პირველი დიდი წარმატება მას მოუტანა მოკლემეტრაჟიანმა სატელევიზიო ფილმმაძველი ქართული საგალობლები”, რომელშიც ქართულ კინომატოგრაფიაში პირველად გააერთიანა მრავალსაუკუნოვანი ეროვნული, სულიერი და მატერიალური კულტურის უნიკალური ძეგლები: ხუროთმოძღვრება, მონუმენტური ფერწერა, ტიხრული მინანქარი. ქართული საგალობლებით შეკრულ-შედუღაბებულმა ამ ფილმმა დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურება ჰპოვა, მიუხედავად იმდროინდელ ხელისუფალთა წინააღმდეგობისა, როგორც საბჭოთა ხალხისთვის უაღრესად მავნე რელიგიის პროპაგანდა და ნაციონალისტური სიამაყის გამაღვიძებელი ფილმი. მან გაუძლო დროს, ფილმმა დაიპყრო მაყურებელი. “ძველ ქართულ საგალობლებს” ღირსეულად მიეკუთვნა ადგილი შედევრებს შორის. ფილმი უცხოელებისთვის საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცა. როგორც რეჟისორი ბუბა ხოტივარი აღნიშნავდა, “სოსომ ძველი ქართული საგალობლებით” გადაიღო შედევრების კრებული, შედევრი ასე შეიძლება ეწოდოს ამ ფილმს. ხელოვნების სამი საწყისის _ სიტყვის, მუსიკის, გამოსახულების მხატვრული შერწყმა ეკრანზე მანამდე ვერავინ შეძლო.” ის, ალბათ, განგებისგან მინიჭებული მადლით ქმნიდა ამ ქართულ შედევრებს. ჩვენ ხომ ქართველ კაცს სიმღერის ნიჭი გენეტიკურად დაგვანათლა ღმერთმა, როგორც ბუნებაში არსებობს მგალობელი ფრინველები, ასევე ქვეყანაზე არსებობს მგალობელი ქართველი ერი. ამის საწინდარია ის უამრავი წარმატება, რომლებსაც მიაღწიეს ჩვენმა მომღერალმა ხელოვანებმა სიმღერის სხვადასხვა ჟანრში, რომლებმაც მსოფლიო დაიპყრეს და რომელიც უნიკალური და განუმეორებელია ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხისთვის.

კადრი ფილმიდან “თუში მეცხვარე“
კადრი ფილმიდან “თუში მეცხვარე“

ბატონმა სოსომ 1971 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმიმეთხუთმეტე გაზაფხული”, ხოლო 1973 წელს მუშაობა დაიწყო პირველ ქართულ მრავალსერიან სატელევიზიო მხატვრულ ფილმზეთუში მეცხვარე”, რომელმაც გაუთქვა სახელი. ამ ფილმსაც დიდი წინააღმდეგობები შეხვდა, გადაღებები რამდენჯერმე შეაჩერეს, მაგრამ ბატონი სოსოს დაუოკებელმა ბრძოლამ და ჟინმა და ცნობილი კინორეჟისორის, რეზო ჩხეიძის, დახმარებითთუში მეცხვარეგადაურჩა განადგურებას.

ამ ფილმმა დიდი აღიარება მოიპოვა, რესპუბლიკურ, საკავშირო თუ საერთაშორისო ფესტივალებზე მრავალი ჯილდო მიიღო. 1977 წელს ლენინგრადში სატელევიზიო ფილმების ფესტივალზე თუში მეცხვარე პირველი პრიზით დაჯილდოვდა. 1981 წელს გერმანიაში, ქალაქ მანჰაიმში სამი პრიზი ხვდა წილად, ფესტივალის საუკეთესო ფილმისთვის “ოქროს დუკატი”, საუკეთესო რეჟისურისთვის _ საერთაშორისო კათოლიკური კინოპრიზი, ამავე წელს პრაღის საერთაშორისო კინოფესტივალზე დიდი პრიზი დაიმსახურა, 1979 წელს ბატონ სოსოს ამ ფილმისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის პრემია. ამავე წელს გახდა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. “თუშმა მეცხვარემ” სამუდამოდ დაიმკვიდრა საპატიო ადგილი მაყურებელში უამრავი გამოხმაურებებითა და მაღალი შეფასებებით.

1982 წელს ბატონმა სოსომ დაამთავრა “მღერის “რუსთავის” გადაღება, რომელსაც ამავე წელს საერთაშორნისო ფესტივალ “რადუგას” ერთ-ერთი მთავარი პრიზი მიენიჭა. ამან ათქმევინა ანსამბლ “რუსთავის” ხელმძღვანელ ანზორ ერქომაიშვილს: “ვამაყობ იმით, რომ ბატონ სოსოსთან ვმეგობრობდი და ვმუშაობდი, მე მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე”. განუზომელია მისი ღვაწლი ქართული ფოლკლორის მოძიება-აღდგენის საქმეში, მათ შორის საზღვარგარეთაც. საერთაშორისო აღიარების გამოხატულება იყო 1993 წელს საარბრიუკენში მისთვის ა. შვაიცერის სახელობის მშვიდობის მედლისა და პრემიის გადაცემა. უკანასკნელ წლებში დიდი გატაცებით მუშაობდა მრავალსერიან სატელევიზიო მხატვრულ ფილზე “შვიდკაცა”, რომელიც გურულ მრავალხმიან სიმღერას და მის შემსრულებლებს ეძღვნება. დიდი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე აღნიშნავდა, რომ სოსომ ვერ მოასწრო ფილმის დამთავრება, მაგრამ, თუ მისი მეგობრები დაამთავრებენ, ეკრანზე კიდევ ერთ დიდ შედევრს ვნახავთ”. ასევე დაუმთავრებელი დარჩა ფილმი ბაგრატიონების დინასტიის შესახებ. სამწუხაროდ, ბევრი მისი შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელება ვერ დასცალდა, ამაზეც რეზო ჩხეიძე აღნიშნავდა: “რაც მოასწრო სოსო ჩხაიძემ “ქართული კინოს ნამდვილმა რაინდმა, უძვირფასესი მარგალიტებია”.

აი ასეთი დაუდგრომელი გულის, ამაღლებული სულისა და განუმეორებელი ხიბლის მქონე პიროვნება იყო ბატონი სოსო, რომელიც სამაგალითოდ იქცა მომავალი თაობისთვის. თუ ჩვენ წინაპართა ნაკვალევს არ მოვიკითხავთ, აწმყოს არ შევაფასებთ და მომავალს არ განვჭვრეტთ, ისე წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება. დღევანდელობაც ამის შედეგია.

ჯონი ცინცაძე,

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

2 COMMENTS

  1. მე მეამაყება, რომ ამ დიდებული პიროვნებისა და ნაღდი მამულიშვილის სოსო ჩხაიძის თანაკლასელი ვიყავი თბილისის პირველ გიმნაზიაში. იგი სკოლაშივე გამოირჩეოდა უსაზღვრო ნიჭით, ნოვატორობით, იდეების უშრეტი მრავალფეროვნებით, კაცთმოყვარეობითა და პატრიოტზმით. სწორედ სამშობლოს მსახურებას შეეწირა მისი სიცოცხლე, როდესაც მიწისძვრით დაზიანებული რაჭის მიდამოების გადაღებისას, კატასტროფა განიცადა შვეულმფრენმა.

  2. მე უსაზღვროდ მეამაყება, რომ ვიყავი ამ დიდებული პიროვნების, შესანიშნავი კინორეჟისორისა და ნაღდი მამულიშვილის სოსო ჩხაიძის თანაკლასელი თბილისის პირველ გიმნაზიაში. იგი უკვე სკოლაშივე გამოირჩეოდა უდიდესი ნიჭით, ფართო ერუდიციით, იდეების უშრეტი მრავალფეროვნებით, ნოვატორობით, უღალატო ერთგულებით, ჰუმანურობითა და პატრიოტიზმით. სწორედ სამშობლოს თავდადებულ მსახურებას შეეწირა მისი სიცოცხლე, როდესაც მსოფლიო საზოგადოებისათვის გასაცნობად მიწისძვრით დაზარალებული რაჭა–ლეჩხუმის ხედების გადაღებისას კატასტროფა განიცადა შვეულმფრენმა. ღმერთო, უმრავლე საქართველოს სოსო ჩხაიძისთანა მამულიშვილები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here