Home რუბრიკები პოლიტიკა სოროსელებო, “ნიუსფრონტის” “ფეისბუკ”-ანგარიშების გაუქმება ვერ გიშველით, სიმართლე გაიმარჯვებს!

სოროსელებო, “ნიუსფრონტის” “ფეისბუკ”-ანგარიშების გაუქმება ვერ გიშველით, სიმართლე გაიმარჯვებს!

სოროსელებო, “ნიუსფრონტის” “ფეისბუკ”-ანგარიშების გაუქმება ვერ გიშველით, სიმართლე გაიმარჯვებს!

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სოცქსელფეისბუკისადმინისტრაციამ დაიწყო საინფორმაციო სააგენტო News Front-ის ანგარიშების დაბლოკვა. პერიოდულად იბლოკებოდა საერთაშორისო სააგენტოს სხვადასხვაენოვანი საიტები, მაგრამ 30 აპრილს განხორციელებულმა ანტიდემოკრატიულმა შეზღუდვებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

განსხვავებული აზრისა და ალტერნატიული ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ, როგორც ყოველთვის, საქართველოში მოქმედი სოროსული ორგანიზაციები გამოვიდნენ. ამ შემთხვევაში, “თავი გამოიჩინა” ეგრეთ წოდებულმა “საერთაშორისო საზოგადოებამ სამართლიანი არჩევნებისთვის და დემოკრატიისთვის” (ISFED). ამ ორგანიზაციამ ღიად გაილაშქრა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ და აზრის გამოხატვის შეზღუდვის აუცილებლობა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებით “დაასაბუთა”.

სოროსელებო, “ნიუსფრონტის” “ფეისბუკ”-ანგარიშების გაუქმება ვერ გიშველით, სიმართლე გაიმარჯვებს!

ISFED-მა მოითხოვა “ნიუსფრონტთან” ერთად კიდევ 13 ოფიციალური გვერდის, 35 გაერთიანებისა და დაახლოებით 50 პირადი სააღრიცხვო ანგარიშის გაუქმება. სოროსული ორგანიზაცია თვითონვე ადასტურებს, რომ მისი წევრები 2019 წლის ნოემბრიდან არიან ჩასაფრებულნი და ეძებენ “ნიუსფრონტის” მიერ ჩადენილ დარღვევებს. საბოლოო ჯამში, მათ “ფეისბუკის” ადმინისტრაციას მიმართეს, რომ სააგენტოს გვერდი დაბლოკილიყო ანტიდასავლური პუბლიკაციების გამო. სოროსული ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ წაიტრაბახა, რომ მან გააუქმებინა “ნიუსფრონტის” გვერდები სოციალურ ქსელში.

ჩვენ რამდენიმე თვის განმალობაში ვადევნებდით თვალს ქართულინიუსფრონტისსაინფორმაციო ოპერაციებს და ჩვენი დასკვნებიფეისბუკსწინა კვირაში გავუზიარეთ”, _ განაცხადა ბენიძემ თავისტვიტერისანგარიშში.

აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს დამაქცევარი ჯორჯ სოროსის ფონდმა ISFED-ს 2004 წელს დაუმტკიცა პირველი გრანტი 300 ათასი დოლარის ოდენობით _ “რევოლუციურ” პირობებში ჩატარებული არჩევნების გასაკონტროლებლად. აგრესიული ახალგაზრდული მოძრაობა “კმარა”, რომელიც რადიკალი ანტიმართლმადიდებელი სოროსელებისგან შედგებოდა, სწორედ ISFED-თან ერთად მოქმედებდა. აი სააკაშვილის რეჟიმის ეს გადმონაშთი ებრძვის თავისუფალ მასმედიას. ISFED-ს, სოროსის ფონდთან ერთად, ნიდერლანდების საელჩო, აშშ-ის განვითარების სააგენტო და სხვა სახელმწიფოების საელჩოები და სააგენტოები აფინანსებენ. შესაბამისად, ეს ორგანიზაცია საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მუშაობს და ახორციელებს საკუთარი დამკვეთების პოლიტიკურ ნებას, მაგრამ “ნიუსფრონტი”, მიუხედავად ასეთი არათანაბარი ძალებისა, როდესაც თავისუფალი სიტყვის მოწინააღმდეგეებს ამდენი დონორი ჰყავთ, ჩვენ კი ენთუზიაზმზე ვმუშაობთ, თავის სათქმელს მაინც იტყვის _ მათ შორის, “ფეისბუკის” გამოყენებით. რედაქცია მოუწოდებს ყველა მკითხველს, ნებისმიერი ნიუსი, რომლებიც მათ დააინტერესებთ, გაავრცელონ თავიანთი პირადი “ფეისბუკ”-ანგარიშებისა და ჯგუფების მეშვეობით.

სოროსელები ხალხს ვერ დაუმალავენ მართალ სიტყვას, ეს ტრიუკი არ გაგივათ, სიმართლე გაიმარჯვებს!

გულბაათ რცხილაძე

P.S. ერთერთი მიშისტური ტელეარხის წარმომადგენელმა დამირეკა, “ნიუსფრონტის” “ფეისბუკ”-გვერდის დახურჰვაზე სურდა კომენტარი და წამოვაცდენინე, რომ ეს თურმე აქედან მიცემული ნაკოლია, . . ISDF რაღაც გაუგებარი ორგანიზაცია რომ აქვთ ლიბერასტებს და განსხვავებულ აზრს დასდევენ სოციალურ ქსელებში. სხვათა შორის, კონსტანტინე ჩიკვილაძეს ერჩიან ფრიად და დააბლოკინეს მისი ანგარიშები. არგუმენტი არ აქვთ, გვეძახიანკრემლისტურს”. ჯერ ერთი, კრემლი როდის მერეა ტერორისტული ორგანიზაცია, რომ აკრძალონ მისი სახელით აზრის გამოხატვა; მეორეც _ მე რომკრემლისტურივიყო, ამათფეისბუკიდანარ დავუწყებდი ჩალიჩს, ორი ბატალიონი მეყოფოდა საქმის დასამთავრებლად.

კიდევ ვიმეორებ: არ მაქვს პრობლემა, არ მაქვს ინფორმაციის გავრცელების პრობლემა, მაგრამ ამ სინდისგარეცხილების ჯიბრზე მაინც მინდა იმ გვერდის აღდგენა, თუკი გამოვა. ამიტომ მეგობრებს მოგიწოდებთ, მისწეროთფეისბუკს”. მარჯვნივ, ზევით, კითხვის ნიშანი სადაც ჩანს თქვენთან, აკრიფეთ: быстрая помощъ Сообщитъ о проблеме Чтото не работаетСтраницаდა ჩაუწერეთ: Требуем свободу слова! Востонавите страничку агенства NewsFrontGeorgia!

გმადლობთ! http://ge.newsfront.info/

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here