Home სხვადასხვა დაიჯესტი სისხლი დაიღვრება: ტრამპმა ლიბერალებს ომი გამოუცხადა

სისხლი დაიღვრება: ტრამპმა ლიბერალებს ომი გამოუცხადა

ამერიკაში დაიწყო ომი მემარცხენე ფაშიზმისა და შავი რასიზმის წინააღმდეგ

4674
დონალდ ტრამპი

4 ივლისს დონალდ ტრამპი ნიშანდობლივი სიტყვით გამოვიდა. “პრეზიდენტმა ტრამპმა ერი გაყო და აშშში სამოქალაქო ომის დაწყება გამოაცხადა”, _ ასე აღიქვეს ტრამპის გზავნილი ძირითადმა ამერიკულმა და ბრიტანულმა მედიასაშუალებებმა (ლიბერალურმა). თავდაპირველად პოლიციელებმა ხისტად დაშალეს ინდიელები, რომლებიც, როგორც გაირკვა, წინააღმდეგნი იყვნენ, ტრამპს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა მათ წმინდა მიწაზე. “თქვენ არანაირი მიწა აღარ გაქვთ, როგორც შავებს აღარ აქვთ უმუშევრობისას დახმარების უფლება, უფლება სიცოცხლისა, როცა სჩადიან დანაშაულს და მაროდიორობენ, იმიტომ, რომ ისინიმონების შთამომავლებიარიან. გათავდა უფლებები. თეთრი ამერიკის მოთმინებაც ამოიწურა. სხვათა შორის, ტრამპის მომხრეები გაჰყვირნოდნენ: “White Power!” (“თეთრი ძალა!”) ამის შემდეგ დონალდ ტრამპი თეთრი მელანიას თანხლებით წარდგა ათასობით მხარდამჭერის წინაშე, რომელთა შორისაც, პრაქტიკულად, ყველა თეთრკანიანი იყო.

ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ. სახელდობრ, აქ, რაშმორის მთაში (სამხრეთი დაკოტა), გამოკვეთილია ცნობილი მონუმენტი აშშ-ის პრეზიდენტებისა _ ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონის, თეოდორ რუზველტისა და აბრაამ ლინკოლნის. ბოლო მოვლენების ფონზე თავს ესხმოდნენ არა მხოლოდ მონათმფლობელი ვაშინგტონის ან ჯეფერსონის ქანდაკებებს, არამედ ძეგლებს იმ პირებისა, რომლებსაც არ ჰყოლიათ მონები (მაგალითად, რუზველტს) ან სულაც ებრძოდნენ მონათმფლობელობას (ლინკოლნი). ტრამპმა განაცხადა, რომ განკარგულება გასცა, შეიქმნას “ამერიკელი გმირების ეროვნული ბაღი” _ უზარმაზარი პარკი ღია ცის ქვეშ დიადი ამერიკელების სტატუებით. მათ შორის იქნებიან პრეზიდენტები: ჯორჯ ვაშინგტონი, თომას ჯეფერსონი, აბრაამ ლინკოლნი, რონალდ რეიგანი, ამერიკის დამფუძნებელი მამებიდან ერთ-ერთი _ ბენჯამინ ფრანკლინი, ამერიკელი რევოლუციონერი ალექსანდრე ჰამილტონი, შავკანიანი ამერიკელების უფლებებისთვის მებრძოლი ფრედერიკ დუგლასი, პილოტი ქალი ამელია ერჰარდი, ევანგელისტი ბილი გრემი, სამოქალაქო უფლებების დამცველი მარტინ ლუთერ კინგი, შავკანიანი ბეისბოლისტი ჯეკი რობინსონი, იურისტი ანატონინ სკალია, “ბიძია თომას ქოხის” ავტორი ჰარიეტ ბიჩერსტოუ, შავკანიანი აბოლიციონისტი ქალი ჰარიეტ ტაბმანი, აფროამერიკელების განათლებისთვის მებრძოლი ბუკერ . ვაშინგტონი და ავიაციის პიონერები _ ორვილ და უილბურ რაიტები.

ამ მონუმენტს ვერავინ შეურაცხოფს”, _ მიუთითა ტრამპმა რაშმორის მთის მონუმენტზე, ამ გმირებს ხელს ვერავინ ახლებს, მათი მემკვიდრეობა არასოდეს განადგურდება. მათი მიღწევები დავიწყებას არასოდეს მიეცემა. რაშმორის მთა კი სამუდამოდ იქნება, როგორც ჩვენი წინაპრებისა და თავისუფლებისთვის განკუთვნილი ძღვენი”.

თავის სიტყვაში ტრამპი გამოვიდა “კულტურის განადგურების, სამსახურებიდან ადამიანების დათხოვნის, სხვაგვარად მოაზროვნეთა გაკიცხვის” წინააღმდეგ. ეს ხომ ტოტალიტარიზმია, რომელიც უცხოა ჩვენი კულტურისა და ფასეულობებისთვის. მას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს შეტევა ჩვენს თავისუფლებაზე, ჩვენს შესანიშნავ თავისუფლებაზე უნდა შევაჩეროთდა შევაჩერებთ ძალიან სწრაფად. ჩვენს სკოლებში, ახალი ამბების რედაქციებსა და კორპორაციულ დარბაზებშიც კი გაჩნდა ულტრამემარცხენე ფაშიზმი. და თუ მის ენაზე არ ლაპარაკობთ, არ ასრულებთ მის რიტუალებს, არ კითხულობთ მანტრებს და არ იცავთ მის მცნებებს, მაშინ თქვენ დაექვემდებარებით ცენზურას, მოხვდებით შავ სიაში, დაიწყებენ თქვენს დევნას, დასჯასეს მემარცხენე კულტურული რევოლუცია მოწოდებულია ამერიკის დასამხობად”.

ტრამპმა ნათლად მიანიშნა ამერიკაში ბოლო ხანს პოპულარულ საქციელზე _ რასობრივი უთანასწორობის გამო მუხლის მოდრეკაზე და განაცხადა: ჩვენ მაღლა ვდგავართ, ჩვენ ვამაყობთ და ჩვენ დავიჩოქებთ მხოლოდ ღმერთის წინაშე!”

თვითონ ტრამპის სიტყვა და შეკრებილთა მხედრული შემართება მიუთითებდა, რომ თეთრ ამერიკას მოუწევს ომიმემარცხენე ფაშიზმისა და შავ რასიზმთან”. და ეს ომი მხოლოდ იწყება, მაგრამ ჩირაღდნები უკვე ანთებულია. ეს ჩირაღდნები თვითონ პრეზიდენტმა ტრამპმა აანთო. ტრამპმა ლიბერალიზმს ომი გამოუცხადა. წარმატება ვუსურვოთ მას ამ ომში.

cyplive.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

3 COMMENTS

  1. Гмертма хели моумартос президент трампс ам брдзолаши.магари да мартали пировнебаа да гмерти даехмареба ам брдзолаши.гмертма далоцос миси оджахи.амин.

  2. თანადგომას ვუცხადებ ბატონ პრეზიდენტს ამ ბრძოლაში ღმერთი ჰფარავდეს

  3. წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებთ ამერიკას და მის საუკეთესო პრეზიდენტს ამ ბრძოლაში. ძირს ლიბერალიზმი.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ზაზა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here