Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე სახელმწიფო მეთაურების უცნაური საქციელები და ახირებები

სახელმწიფო მეთაურების უცნაური საქციელები და ახირებები

რონალდ რეიგანი
ჯოან კუიგლი

1957 წლის სექტემბერში აშშის პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა ლიტლროკში 9 სკოლის მოსწავლის რასისტებისგან დასაცავად 1000 მედესანტე გაგზავნა. სახელმწიფო მეთაურები არც ისე იშვიათად იქცევიან უცნაურადგთავაზობთ რამდენიმე ასეთ შემთხვევას.

ანგელა მერკელი და სურსათ-სანოვაგის სიყვარული

ანგელა მერკელი და სურსათსანოვაგის სიყვარული

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ფულის უცნაური მხარჯველია, რასაც ფსიქოლოგები ბავშვობისდროინდელი შთაბეჭდილებებით ხსნიან. მერკელი 35 წლის განმავლობაში ცხოვრობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან შედარებით მაღაზიებში ბევრი რამის დეფიციტი იყო, ხოლო ხარისხიან საქონელსა და პროდუქტზე რიგი იდგა, რაც, როგორც ჩანს, ახლაც აწუხებს ფრაუ კანცლერს, რომელსაც სურსათ-სანოვაგის ყიდვა მანიად ექცა. ის ყიდულობს პროდუქტებსა და საყოფაცხოვრებო ქიმიას, მაგრამ უყურადღებოდ ტოვებს ფუფუნების საგნებსა და სამოსს. კანცლერმა აღიარა, რომ მის გარდერობში ზოგიერთი ტანსაცმელი 18 წელზე მეტი ხნისაა, მაგრამ მაინც არ ამბობს უარს მათ ჩაცმაზე.

ჯორჯ ბუში უმცროსი და კრენდელები

ჯორჯ ბუში უმცროსი და კრენდელები

უცნაურობებისა და ახირებების მხრივ რეკორდსმენია აშშ-ის 43-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უმცროსი, რომელიც რამდენიმეჯერ წარადგინეს შნობელის პრემიაზე (ყველაზე ბრიყვისთვის დაწესებული პრემია). ბუშების ცნობილი ოჯახის წარმომადგენლები უცნაური კულინარული მიდრეკილებებით გამოირჩევიან. ჯორჯ ბუში-უფროსი ორგანულად ვერ იტანდა ბროკოლის, უმცროსი ბუში კი გიჟდება ფასტფუდზე, განსაკუთრებით უყვარს პიცა-ბურგერი და მარილიანი კრენდელები, რომლებიც ერთხელ (2002 წელს) ყელში გაეჩხირა და კინაღამ დაახრჩო. კრენდელებით არ ამოიწურება ბუში-უმცროსის კაზუსები _ ზოგჯერ მისი საქციელი ძალიან უცნაური იყო. მაგალითად, ავსტრალიაში ყოფნისას თითებით V-ნიშანი აჩვენა მის შესახვედრად შეკრებილ ავსტრალიელებს, რომლებისთვისაც ეს შუა თითის ჩვენების ტოლფასია; მოკრივის პოზაში ჩადგა მუჰამედ ალისთან შეხვედრისას, უკნიდან მიეპარა ანგელა მერკელს და სხვ., თუმცა ყველა უხერხული ვითარებიდან თავს იუმორით იძვრენდა და გულწრფელად აღიარებდა თავისი საქციელის უცნაურობას.

ჯონ კეი და თმა

ჯონ კეი და თმა

ახალი ზელანდიის 38-ე პრემიერმინისტრს ახირებული ჩვევა აქვს _ საშინლად მოსწონს თავის თმაზე შეხება, ზოგჯერ კი დიდი სურვილი აქვს, სხვის თმასაც შეეხოს, მაგალითად, რესტორანში მიმტანს _ ნაწნავზე, მაგრამ, როცა ამის გამო საყვედურობდნენ, ყველაფერს ხუმრობაში ატარებდა. კეის უცნაურობის შესახებ მას შემდეგ შეიქნა ცნობილი, რაც ერთ-ერთმა გოგონამ ჯონ კეის უცნაური ჩვევის შესახებ ჟურნალისტებს მოუყვა. პრემიერი იძულებული შეიქნა, ბოდიში საჯაროდ მოეხადა.

პეტრე პოროშენკო და ალკოჰოლი

პეტრე პოროშენკო და ალკოჰოლი

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო არაერთხელ აღუბეჭდავთ კამერებს, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ ვითარებაში: ხან მღვდელმსახურის ქადაგებისას გაიცინებდა ხოლმე, როცა სხვები მწუხარების გამომხატველი სახეებით იდგნენ, ხან დედას აგინებდა ხელქვეითებს კულუარებში, ხანაც რიგითი მოქალაქეებისგან უარს იღებდა ხელის ჩამორთმევაზე. პოროშენკო კარგად შეზარხოშებულიც ხშირად შეუნიშნავთ, აწითლებული სახითა და გაუმართავი მეტყველებით.

ბარაკ ობამა და სამეფო კარის ეტიკეტი

ბარაკ ობამა და სამეფო კარის ეტიკეტი

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი არაერთხელ ყოფილა უცნაურ ვითარებაში. მისი გამოსვლის მომენტში ზოგჯერ ფრენდნენ ბუზები, რომლებსაც არ იგერიებდა, სამხედრო აღლუმებსა და მნიშვნელოვან ღონისძიებებზე კი ხშირად ღეჭავდა რეზინს. ყველა განაცვიფრა ობამას საქციელმა ლონდონში დედოფალ ელისაბედ II-სთან სტუმრობისას: როცა აჟღერდა დიდი ბრიტანეთის ჰიმნი, ყველა ფეხზე იდგა და ჩუმად უსმენდა, ობამამ ღვინით სავსე ბოკალი აიღო და დედოფალს მიჭახუნება შესთავაზა. ელისაბედ II-მ კი წასჩურჩულა: “ეს ხომ ჰიმნია”. ამ წაჩურჩულებამ შეაკავა ობამა, რომელიც ჰიმნის დროს სადღეგრძელოს თქმას აპირებდა.

ჯოან კუიგლი
ჯოან კუიგლი

რონალდ რეიგანი და ასტროლოგია

აშშ-ის მე-40 პრეზიდენტს ასტროლოგიით გატაცება მანიაში გადაუვიდა. რონალდ რეიგანი ისე ხშირად იღებდა რჩევას პირად ასტროლოგ ჯოან კუიგლისგან, რომ ქალი ზოგჯერ მთავრობის გეგმებსაც კი ცვლიდა. ინაუგურაცია დილის 5 საათზე, დღეების დაყოფა უარყოფითად და დადებითად, თვითმფრინავით ფრენა ვარსკვლავების განლაგების მიხედვით _ ეს ყველაფერი ნამდვილი კოშმარი იყო პრეზიდენტის გარემოცვისთვის. მოგვიანებით ჯოან კუიგლიმ გამოაქვეყნა წიგნი რეიგანთან თანამშრომლობაზე, რომელიც ბესტსელერად იქცა. აღსანიშნავია, რომ რეიგანი ერთადერთი პრეზიდენტი არ არის, რომელიც ასტროლოგის რჩევებს ითვალისწინებდა. საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანსაც ჰყავდა პირადი ასტროლოგი, რომელსაც სახელმწიფო მეთაურის გადაწყვეტილებებზე დიდი გავლენა ჰქონდა.

ვაცლავ კლაუსი და ავტოკალამი

ვაცლავ კლაუსი და ავტოკალამი

ჩეხეთის მეორე პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა ჩილეში თავის კოლეგა სებასტიან პინიერასთან შეხვედრისას ე.წ. საპროტოკოლო ავტოკალამი მიითვისა. ინციდენტი მოხდა, როცა მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომი პრეზიდენტები ჟურნალისტის წინაშე წარდგნენ. სანამ პინიერა ჟურნალისტებს შეკითხვებს პასუხობდა, ჩეხეთის პრეზიდენტმა გახსნა ავტოკალმის ფუტლარი, ამოიღო ავტოკალამი, ცოტა ხანს ხელში ეჭირა, შემდეგ ხელები მაგიდის ქვეშ დამალა, როგორც ჩანს, ავტოკალამი ჯიბეში ჩაიდო. ბოლოს კი ხელები ისევ მაგიდაზე დადო. ეს ყველაფერი ტელეკამერების ობიექტივში მოხვდა. ჩეხეთის პრეზიდენტის გარემოცვის განცხადებით, ვაცლავ კლაუსს უცნაური არაფერი ჩაუდენია, რადგან საწერი მოწყობილობა, რომელსაც უცხოეთში ვიზიტისას პრეზიდენტებს მიართმევენ ხოლმე, შეუძლიათ მიისაკუთრონ შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ, მაგრამ იმ ავტოკალმით, რომელიც მიისაკუთრა, კლაუსს ხელი არც ერთ დოკუმენტზე არ მოუწერია.

ფრანსუა ოლანდი და მარხილი

ფრანსუა ოლანდი და მარხილი

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ძალიან უცნაური “პერფორმანსი” მოაწყო: პარიზის ქუჩებში ძაღლებშებმული მარხილით გაიარა… ზაფხულში.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here