Home რუბრიკები საზოგადოება სახელმწიფომ “ნენსკრა ჰიდროს” 100 ჰექტარამდე მიწა ერთ დოლარად გადასცა

სახელმწიფომ “ნენსკრა ჰიდროს” 100 ჰექტარამდე მიწა ერთ დოლარად გადასცა

ნენსკრა ჰესი

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 97,52 ჰექტარი არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ერთ ამერიკულ დოლარად სსნენსკრა ჰიდროსგადაეცა. მთავრობამ შესაბამისი განკარგულება 2017 წლის 14 მარტს გამოსცა.

ამ განკარგულებით, უძრავი ქონების საპრივატიზაციო პირობებია:

ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში საპრივატიზაციო თანხის გადახდა;

ნენსკრაჰესის აშენება და ექსპლუატაციაში მიღება.

280 მეგავატის სიმძლავრის ჰესის მშენებლობის დაწყების შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2015 წლის აგვისტოში მოაწერეს. მშენებლობას კორეული კომპანია K waters ახორციელებს. ოფიციალური ინფორმაციით, ჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი 2021 წელს დასრულდება.

ჰესის ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია. ჰესის მშენებლობის საბანკო სესხის ნაწილში “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი”, “აზიის განვითარების ბანკი” და კორეის “ექსიმ ბანკი” მონაწილეობენ. ჰესმა წელიწადში 1.2 მილიარდი კვტ/სთ უნდა გამოიმუშავოს.

ჰესის მშენებლობას აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია 2016 წლის ივლისშიც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისადმი 4-პუნქტიან მოთხოვნათა წერილი შეიმუშავეს. ისინი განსაკუთრებით ნენსკრაჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მათ სურთ, რომ შეწყდეს პროექტის დაფინანსების განხილვა, სანამ:

*არ შეიქმნება ალტერნატიული პროექტი, რომელიც არ გულისხმობს ხეობის დატბორვას;

*არ იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია, რა სარგებელს მოუტანს პროექტი თემს და საპირწონეა თუ არა ეს სარგებელი იმ ზიანის, რომელიც მიადგება ქვეყანას;

*არ მოხდება გეოლოგიური საფრთხეების შესწავლა და თემისათვის წარდგენა;

*არ მოხდება პროექტის საჯარო განხილვა, რომელშიც ჩართულნი იქნებიან, როგორც საერთაშორისო ექსპერტები, ასევე, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ლუკა მაისურაძე

1 COMMENT

  1. ჰესები უნდა აშენდეს! და მერე უნდა მოვახდინოთ მათი ნაციონალიზაცია .- აი სადაა შველა !!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here