22 წლის პორნომსახიობმა ლილი ადამსმა ბრალი დასდო სახელგანთქმულ რეჟისორს, საიტის _ Girlsway.com–ის ერთ–ერთი შემქმნელს, ალან ს–ს მხეცურად გაუპატიურებაში. ქალმა ეს სოციალურ ქსელში დაწერა. მისი განცხადებით, ეს მოხდა ორი წლის წინათ.
“ძალიან მიძნელდება ამის დაწერა, ხელები მიკანკალებს ამ ტექსტს რომ ვწერ, მეშინია, როგორი რეაქცია მოჰყვება, მაგრამ, რაც არის, არის: უმოქმედოდ არ ვიჯდები და ნებას არ მივცემ ასეთ ადამიანებს, სხვა გოგონებიც ჩემსავით დაამახინჯონ”, _ დაიწყო თხრობა ადამსმა.
მსახიობი ქალის თქმით, ორი წლის წინათ კალიფორნიაში სახელგანთქმულმა პორნორეჟისორმა, რომელსაც Stills By Alan-ის თიკუნით იცნობენ, ჭიქა ყავაზე მიიპატიჟა და შესთავაზა ქასთინგის გავლა Girlsway.com-ში მონაწილეობისთვის. ადამსმა აღიარა, რომ ახალბედა იყო პორნოინდუსტრიაში, ამიტომ ცუდი ვერაფერი დაინახა რეჟისორის მიწვევაში.
“ჩვენ დავლიეთ ყავა. შემდეგ შემიყვანა თავის “პრინცესების ოთახში” და გაშიშვლება მიბრძანა. ვიფიქრე, რომ ეს მოთხოვნა ნორმალური იყო”, _ იხსენებს ადამსი. მაგრამ ამის შემდეგ რეჟისორმა აიძულა მსახიობი, დაემყარებინა მასთან ჯერ ჩვეულებრივი, შემდეგ ანალური სექსი. მსახიობის თქმით, იგი იწვა და ბალიშში თავჩარგული ტიროდა, რეჟისორი კი მის გაუპატიურებას განაგრძობდა. სექსუალური აქტის დამთავრების შემდეგ ლილი თავისი მანქანით შინ დაბრუნდა. მისი განცხადებით, რამდენიმე თვის განმავლობაში ტიროდა და მხოლოდ ახლა, ორი წლის შემდეგ გადაწყვიტა, მოხდარის გამხელა.
ლილი ადამსი ამბობს, რომ იგი ცდილობდა, დაკავშირებოდა საიტის მფლობელებს, მაგრამ მათ ყურადღება არ მიაქციეს მის თხოვნას, ამიტომაც გადაწყვიტა, ფართო საზოგადოებრიობისთვის გაენდო თავისი სატკივარი. გაზეთი The Sun იუწყება, რომ ამჟამად რეჟისორი ჩამოაცილეს გადაღებებს. გამოძიება გრძელდება.