Home რუბრიკები საზოგადოება “საქართველოში იქმნება ანტიირანული ბუდე, ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ანტიაზერბაიჯანული”

“საქართველოში იქმნება ანტიირანული ბუდე, ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ანტიაზერბაიჯანული”

422
აქცია ირანის საელჩოსთან

ირანელი რეპერის, ამირ თათალუს, მიერ 24 მარტს თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ კონცერტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვნებათაღელვის მიზეზი შეიქნა სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩანაწერი კონცერტისა, რომელშიც ირანელი რეპერი ქართველებს შეურაცხყოფს. ვიდეოს ადევს ტიტრებიმარიხუანის მოწევა თუ მომინდება, კანონით მეკრძალება? და რომ მოვწიო, ქართველებმა რაუნდა მომჭამონ?”

ფილარმონიაში ჩატარებული კონცერტის მიმდინარეობისას ირანელი რეპერის განცხადებაზე ქართველი საზოგადოების აზრი, ძირითადად, ორად გაიყო: ერთნი თვლიან, რომ ირანელმა რეპერმა საქართველო და ქართველები შეურაცხყო. ამის გამო საზოგადოების ნაწილმა ირანის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა; სხვები კი ამტკიცებენ, რომ უცხოელი მომღერლის გამოსვლაში შეურაცხმყოფელი არაფერი ყოფილა.

ირანისტი და სპარსული ენის მცოდნე ელზა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარში ასე ხსნის შექმნილ სიტუაციას:

“ვნახე ჩანაწერი, დიმიტრი ლორთქიფანიძის პოსტზეც დავდე კომენტარი, რატომ აწყობთ პროვოკაციას-მეთქი. მერე ვიღაც ფერეიდნელი შემომიგდეს, ვედავე იმ ფერეიდნელს და მერე ყველა ერთად დამესია…საქმე იმაშია, რომ ეს რეპერი პოპულარულია ირანელებში და მის კონცერტზე სპეციალურად ჩამოდიან ტურისტები ირანიდან, ვინაიდან ის ირანში კონცერტს ვერ გამართავს გასაგები მიზეზების გამო. ფილარმონიის დარბაზში ნახევარზე მეტი ტურისტი იყო. ეს კი ნიშნავს ბევრ გაქირავებულ ბინას, ბევრ ტურს გიდისთვის, ბევრ ნავაჭრს სხვადასხვა მაღაზიაში, ბევრ დახარჯულ ფულს საქართველოში…”

ითქვა ასევე ისიც, რომ ქართველებს არ ეშინიათ ირანელების, ეშინიათ რუსების, ამიტომ ირანელებს უბედავენ და რუსებს _ ვერა…

ლევან ჩაჩუა
ლევან ჩაჩუა

ბოდიშს თათალუც მოიხდის და ბევრი სხვაც, როდესაც ქართველი ღირსების დაცვას გადაწყვეტს

გვესაუბრება ირანის საელჩოსთან ჩატარებული აქციის ერთერთი ინიციატორი ლევან ჩაჩუა:

_ შარვალჩახდილი “გირჩელები” რას იტყვიან, ნაკლებად საინტერესოა, რადგან, სანამ ელჩთან სალაპარაკოდ შევიდოდით, გარეთ ვთქვი: რუსი ტანკით გვიპყრობს, ხოლო ირანი სულიერ და სარწმუნოებრივ ექსპანსიას ეწევა. თუ ჩვენ ერი ვართ და თავმოყვარეობა გვაქვს, ყველას საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ-მეთქი. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზიდან ჩვენი ქვეყნის შეურაცხმყოფელი განცხადება ისმოდა და ამას ტაშს უკრავდა უამრავი ირანელი.

ელჩს ჩვენ ბევრი რამ ვუთხარით, მათ შორის, ვისაუბრეთ ირანის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელიც მან ირანის ისლამური რევოლუციის 40 წლისთავზე წარმოთქვა, რომ 205 წლის წინათ კავკასია ირანის შემადგენლობაში იყო. ჩვენ ელჩს ვუთხარით: თუკი ირანს, თურქეთს ან რომელიმე ქვეყანას ოკუპირებული ჰქონდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ტერიტორიები მათ ეკუთვნოდათ. ქართველი კაცი სისხლის ფასად იბრუნებდა თავის მიწა-წყალს. მას გავაგებინეთ, რომ საქართველო არასდროს შეეგუება, ვიღაცის ვილაიეთი იყოს ან გუბერნია. ჩვენ ასევე შენიშვნა მივეცით ელჩს, რომ საელჩოს არ ჰქონდა ქართული წარწერა. ის დაგვპირდა, რომ წარწერა იქნება.

_ ამბობენ, რომ თქვენ ზუსტად ვერ თარგმნეთ ირანელი რეპერის ნათქვამი და რომ მას უწმაწური სიტყვები არ გამოუყენებია

_ ეს სიცრუეა. საათი და 55-წუთიანი კონცერტი სრულად ვაჩვენეთ ფერეიდნელ ქართველებს. ერთერთი მათგანი სასამართლოს თარჯიმანია და მან დაადასტურა, რომ რეპერი უამრავ შეურაცხმყოფელ სიტყვას ამბობდა, ეს ირანის ელჩმაც დაადასტურა და შეწუხდა თავისი თანამემამულის საქციელის გამო.

მიკვირს ჩვენი თანამემამულეების, რომლებსაც არ აწუხებთ სამშობლოს შეურაცხყოფა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი სიამაყით აავსო ჩვენმა აქციამ ირანის საეჩოსთან, რადგან, დიდი ხანია, ირანის ელჩი ქართველებს თავის მართლების რეჟიმში არ ჩაუყენებიათ. ბევრმა ახალგაზრდამ გვითხრა: დაინგრა სტერეოტიპი, რომ პატარა ქვეყანა ვართ და დიდი ქვეყნების წარმომადგენლებს თავდახრილი უნდა ველაპარაკოთო.

_ მოიხადა ბოდიში რეპერმა თათალუმ?

_ ბოდიშს თათალუც მოიხდის და ბევრი სხვაც, როდესაც ქართველი ღირსების დაცვას გადაწყვეტს.

გულბაათ რცხილაძე
გულბაათ რცხილაძე

რეპერ თათალუს აგდებული დამოკიდებულება ჩვენდამი ჩვენმა სახელმწიფომ დაიმსახურა და ეს ნუ გვიკვირს

ამ საკითხზე კომენატარი ვთხოვეთევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელს _ გულბაათ რცხილაძეს:

_ ირანის ისლამური რესპუბლიკის თანამედროვე პოლიტიკის შესახებ არაერთი სტატია გამომიქვეყნებია თავის დროზე. 2000-იან წლებში მხოლოდ ჰამლეტ ჭიპაშვილი და მე ვაკეთებდით ამას, მათ შორის, რუსულ პრესაში. ჩვენი ირანისტები სპარსული ზღაპრებითა და პოეზიით იყვნენ გატაცებულნი, პოლიტიკას შეგნებულად არ ეხებოდნენ. არადა, მართლა ძლიერი სპეციალისტები გვყავს და ამის გაკეთება უკეთესად შეეძლოთ, მე კი არ ვარ ირანისტი.

დღეს ირანის ყველაზე აქტიური და კეთილსინდისიერი მკვლევარია ვასილ პაპავა. კარგი იქნება, რომ მას ყური დაუგდონ ხოლმე. მაგრამ ახლა მინდა, კომენტარი გავაკეთო ატეხილ აჟიოტაჟზე, ვიღაც რეპერის გინება-არგინებასა და ირანის საელჩოში პატივცემული ქართველი კონსერვატორი პოლიტიკოსების ვიზიტზე: მნიშვნელობა არ აქვს, ირანელმა რეპერმა სასქესო ორგანო ახსენა თუ არა. ის იქცეოდა გამომწვევად და მისილაყაფიდა მთლიანად ანტურაჟი იყო გამომწვევი; ირანში იმისთანა ნაგავს, როგორიც ეს ნარკოდილერირეპერია”, შანსი არ აქვს, არათუ კონცერტი გამართოს, არამედ ქუჩაში გაიაროს. საქართველო იქცა ასეთი ნაგვების ბუნკერად, ნაგავსაყრელად. ის ირანელები, რომლებიც საქართველოში იყრიან თავს, ძირითადად, მედასავლეთე ლიბერასტები არიან და ვერ იტანენ ისლამურ რესპუბლიკას. შესაბამისად, ქართველობამ თავისი აღშფოთება, ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების მიმართ კი არა, საკუთარი ხელისუფლების მიმართ უნდა გამოამჟღავნოს, რომელიც ამერიკის წაქეზებით ცდილობს, ჩვენი ქვეყანა გადააქციოს ანტიირანულ პლაცდარმად. ეს პირდაპირ ასე უნდა ვთქვათ: ჩვენი საზოგადოების ნაწილის მისვლას ირანის საელჩოსთან და ელჩთან შეხვედრას მაინც მხარს ვუჭერ. დაე, ახლა მაინც მიხვდეს ბატონი ელჩი, რომ კაბინეტში ჩაკეტვა, ხანდახან მარნეულელების მიღება და მათთან ერთად ჩაის დალევა არ არის მუშაობა. ელემენტარულად, ვასილ პაპავას, ჰამლეტ ჭიპაშვილსა და მე მაინც უნდა გვიცნობდეს. ახლა ხომ გაიცნო აღშფოთებული ქართველები და ეს მისთვის შოკი იყო. მას ეგონა, რომ დათაფლული სიტყვებით ამოწურავდა ინციდენტის თემას.

ირანის ისლამური რესპუბლიკა ერთ-ერთი ძალაა, რომელიც ებრძვის გლობალიზმსა და გლობალისტებს და კონსერვატიული ძალების ბუნებრივი მოკავშირეა. ჩემთვის მიუღებელია ირანის ზღვარგადასული ანტიისრაელური პოლიტიკა, მაგრამ ეს რეალობაა. ჩემი პრინციპია, სიმართლე და მხოლოდ სიმართლე. თუ რამე მეშლება, გამისწორეთ.

აქციას, რომელიც ირანის საელჩოსთან გაიმართა, ლიბერასტების მხრიდან და, არა მხოლოდ მათგან, მოჰყვა აჟიოტაჟი. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ლიბერასტებს ირანის მიმართ სიყვარულის ბუშტი გაუსკდათ, იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც ლანძღავენ კონსერვატორული პოლიტიკის გამო. ირანში დაუშვებელია გარყვნილებისა და მამათმავლობის პროპაგანდა. ირანი აკეთებს იმას, რაც ლიბერასტებს არ მოსწონთ.

რეპერ თათალუს აგდებული დამოკიდებულება ჩვენდამი ჩვენმა სახელმწიფომ დაიმსახურა და ეს ნუ გვიკვირს! ნურც ის გვიკვირს, რომ საზოგადოებას ამაზე რეაქცია ჰქონდა, თანაც ადეკვატური.

პასუხი უნდა გავცე მათ, ვინც ამბობს, რომ ქართველებს რუსების ეშინიათ და ამიტომ არ იღებენ ხმას. დიდი ხანია, ქართველი არც ამერიკის წინააღმდეგ იღებს ხმას, მიუხედავად იმისა, რომ არ მოგვწონს ის პოლიტიკა, რომელსაც ამერიკა ჩვენს ქვეყანაში ატარებს.

იყო ასეთი აზრიც, რომელსაც ვეთანხმები: პროტესტი არა მხოლოდ ირანის საელჩოსთან გამოვხატოთ, არამედ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგაც. რეპერი ხომ ჩვენებმა მოიწვიეს?!

საქართველოში იქმნება ანტიირანული ბუდე, ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ანტიაზერბაიჯანული. ყველას გვახსოვს .. მუხთარლის საქმე. ანტიირანული ორგანიზაციის არსებობა საშიშია. გაცილებით დიდი მასშტაბის პლაცდარმი კეთდება ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, ვიდრე იყო აზერბაიჯანული. ვაფრთხილებ საზოგადოებას: საჭირო არ არის, ავყვეთ პროვოკაციებს! ანტიისლამური ბუდე, რომელიც აქ ყალიბდება, ეწევა ძირგამომთხრელ პოლიტიკას ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ. მასში ჩართულნი არიან სექტები, რომლებიც ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების გადმობირებაზე მუშაობენ. ამ ანტიირანული კამპანიის სათავეშიც საშიში უცხო ძალები დგანან, რადგან, კიდევ გავიმეორებ, ირანი არის ქვეყანა, რომელიც გლობალისტურ ძალებს ებრძვის და საქართველოში, ჩვენს ტერიტორიაზე, კეთდება საქმე, რომელიც ჩვენ არ წაგვადგება; საქმე, რომელიც ირანის გაღიზიანებას გამოიწვევს.

აქცია, რომელიც ირანის საელჩოსთან ჩატარდა, სასარგებლო იყო, რადგან ირანის ელჩმა, რომელიც არაფერს აკეთებს, ცივი შხაპი მიიღო. ამის შემდეგ ის დააკვირდება, ვინ რას წერს ირანზე, რას ამბობენ მათზე. მან მიიღო შენიშვნა და გაიგო, რომ საელჩოს ქართული წარწერა აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

შეხვედრა ირანის ელჩთან არ იყო დესტრუქციული, მას შეხვდნენ კარგი ქართველები _ ზრდილობიანი, განათლებული ვაჟკაცები და აბსოლუტურად გასაგებად აუხსნეს ყველაფერი. კარგი იყო, რომ სწორედ ეს ადამიანები ესაუბრნენ ირანის ელჩს.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

  1. გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ. სიმართლეს ნუ გაურბივართ. გამგებმა უნდა გამიგოს.

    ამ თემისთვის ნაცულიებს და ქოცუნიებს არ სცალიათ? გაუმარჯოს დ ე მ ო კ რ ა ტ ი ა ს

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ. სიმართლეს ნუ გაურბივართ. გამგებმა უნდა გამიგოს. Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here