საქართველოდან ოქროს ექსპორტი 34%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2020 წელს ქვეყნიდან 97,571 მლნ დოლარის ღირებულების დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტი განხორციელდა, 2019 წელს კი 72,832 მლნ დოლარის. რაოდენობრივად, 2020-ში ქვეყნიდან ექსპორტზე 2,72 ტონა ოქრო გავიდა, 2019 წელს კი 2,62 ტონა.
საქსტატის მონაცემებით, შარშან საქართველომ ოქრო 4 ქვეყანაში გაყიდა, მათ შორის, ყველაზე მეტი შვეიცარიაში.
ქვეყნები, სადაც საქართველოდან ოქროს ექსპორტი განხორციელდა:
- შვეიცარია – 92,419 მლნ დოლარი
- გერმანია – 2,673 მლნ დოლარი
- თურქეთი – 1,281 მლნ დოლარი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 1,196 მლნ დოლარი
საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოდან დაუმუშავებელი და ნახევრადდამუშავებული ოქრო ოთხმა კომპანიამ გაიტანა:
- შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესი“
- შპს RMG Gold
- შპს „ავაზა“
- შპს „სასწორი“
ცნობისთვის: კომპანიების ჩამონათვალი რეიტინგის მიხედვით არაა დალაგებული.
https://www.bpn.ge/