საფრანგეთის სხვადასხვა დეპარტამენტში აცრის მოწინააღმდეგეები თითქმის ყოველდღე არბევენ კოვიდ-19-ის ვაქცინაციისა და დიაგნოსტიკის ცენტრებს _ ცეცხლს უკიდებენ, ბილწავენ ნაცისტური ლოზუნგებით, უწყვეტენ ელექტროენერგიას.
პოლიცია ვიდეოკამერებით ცდილობს წესრიგის დამრღვევთა დადგენას და დაკავებას, მათ 5-წლიანი პატიმრობა და 75 ათასი ევროს ჯარიმა ელით.
ფოტოზე აღბეჭდილია ვაქცინაციის ერთ-ერთი ცენტრი, რომელიც ვანდალებმა დააზიანეს. ეს ერთი შემთხვევა არ არის. 14 ივლისიდან ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებმა ვაქცინაციისა და დიაგნოსტიკის 20 ცენტრი გაანადგურეს.
შენობების უმრავლესობა დაანგრიეს, ბევრი _ დაწვეს, როგორც, მაგალითად, ფორ-დე-ფრანსეში. ოდენკურში ელექტროენერგიის ხაზები გადაჭრეს და მაცივარი, რომელშიც 3 ათასზე მეტი ვაქცინა ინახებოდა, გათიშეს. პოლიციამ ვიდეოჩანაწერებით ამოიცნო ერთი თავდამსხმელი, დანარჩენებს ეძებენ.
russtan.rt.com–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
გიორგი გაჩეჩილაძემ