საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან–ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ევროპის დესტაბილიზაციას ვაჭრობის საშუალებით ცდილობს, იუწყება “რია ნოვოსტი”. მან ხაზი გაუსვა, რომ ტრამპმა საშიშროების წინაშე დააყენა შეთანხმება კლიმატის თაობაზე, ასევე, შეეცადა ირანთან შეთანხმების გაუქმებას.
“ევროპის მიმართ იგი განახორციელებს ინიციატივებს, კერძოდ, ვაჭრობის სფეროში, რომლებიც დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული”, _ თქვა ლე დრიანმა.
უფრო ადრე კი ენერგოკავშირის საკითხებში ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა მაროშ შეფჩოვიჩმა განაცხადა, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი-2” არ უნდა გახდეს ევროკომპანიების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების დაწესების მიზეზი. მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკელ კოლეგებს გააცნო ევროკავშირის გაზის დირექტივასთან დაკავშირებული საფრანგეთის მხარის შენიშვნები.