Home სხვადასხვა დაიჯესტი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტრამპი ევროპის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტრამპი ევროპის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა

894
ჟან-ივ ლე დრიანი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟანივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ევროპის დესტაბილიზაციას ვაჭრობის საშუალებით ცდილობს, იუწყებარია ნოვოსტი”. მან ხაზი გაუსვა, რომ ტრამპმა საშიშროების წინაშე დააყენა შეთანხმება კლიმატის თაობაზე, ასევე, შეეცადა ირანთან შეთანხმების გაუქმებას.

“ევროპის მიმართ იგი განახორციელებს ინიციატივებს, კერძოდ, ვაჭრობის სფეროში, რომლებიც დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული”, _ თქვა ლე დრიანმა.

უფრო ადრე კი ენერგოკავშირის საკითხებში ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა მაროშ შეფჩოვიჩმა განაცხადა, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი-2” არ უნდა გახდეს ევროკომპანიების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების დაწესების მიზეზი. მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკელ კოლეგებს გააცნო ევროკავშირის გაზის დირექტივასთან დაკავშირებული საფრანგეთის მხარის შენიშვნები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here