კიევის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა უკრაინის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობასთან დაკავშირებით.
გამოცემა “რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს ღამის 10 საათიდან დილის 7 საათმდე შინაპატიმრობა მიუსაჯა.
ოდესის ყოფილ გუბერნატორი, დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში კიევში 2017 წლის 8 დეკემბერს დააკავეს.
პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 დეკემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა მანამდე ის ორჯერ დააკავეს.
გენერალურმა პროკურატურამ კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს ექსპრეზიდენტს სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.