Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი საზოგადოებაში ბავშვის ინტეგრაციაზე გავლენას მამის ასაკი ახდენს

საზოგადოებაში ბავშვის ინტეგრაციაზე გავლენას მამის ასაკი ახდენს

ოჯახი

საზოგადოებაში ადამიანის ქცევაზე გავლენას ახდენს მამის ასაკი, კერძოდ ის, თუ რამდენი წლის იყო ის შვილის დაბადების მომენტში.

ნიუ-იორკში, მაუნტ-სინაის საავადმყოფოსთან არსებული აუტიზმის კვლევისა და მკურნალობის ცენტრის მეცნიერებმა, მაგდალენა ჯანეცკოის მეთაურობით, შეისწავლეს ბავშვების ქცევა ადრეული ბავშვობიდან ზრდასრულობის პირველ წლებამდე. ისინი მუშაობდნენ 15 ათასი ტყუპის საერთობრიტანულ ბაზაზე და ცდილობდნენ, გაერკვიათ, როგორ მოქმედებს მამის ასაკი საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაზე; ასევე, სწავლობდნენ განვითარებასთან დაკავშირებულ ასპექტებს _ კონტაქტებსა და კონფლიქტებს თანატოლებთან, მათ ემოციურობასა და აქტივობას. შედეგად მეცნიერებმა სხვა ფაქტორების ზემოქმედება “გამორიცხეს” (გენეტიკურ და გარემო ფაქტორებთან დაკავშირებული).

აღმოჩნდა, რომ ძალიან ახალგაზრდა და ძალიან მოხუცი მამების ბავშვები (25 წელზე უმცროსი და 51-ზე უფროსი, შესაბამისად) განვითარების ადრეულ სტადიაზე ადვილად ახდენენ საზოგადოებაში ინტეგრაციას, ოღონდ მოზარდობის პერიოდის დასაწყისში უკვე ჩამორჩებიან თანატოლებს. ეს ეფექტები დამოკიდებული არ არის დედის ასაკზე. ამას გარდა, მეცნიერთა აზრით, კომუნიკაციის უნარის განვითარება გენებით უფრო განისაზღვრება, ვიდრე გარემო ფაქტორებით. რაც უფრო დიდი ასაკისაა მამა, მით უფრო ძლიერია მისი გენები.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ დამატებითი კვლევების ჩატარების შემდეგ გაკეთებული დასკვნები საშუალებას მისცემს მათ, უკეთ გაიგონ, მამის ასაკზე რამდენადაა დამოკიდებული აუტიზმისა და შიზოფრენიის განვითარების რისკი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here