Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიაში განხეთქილების შეტანის მცდელობას უპასუხა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიაში განხეთქილების შეტანის მცდელობას უპასუხა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიაში განხეთქილების შეტანის მცდელობას უპასუხა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა 14 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს მონაწილეობა ყველა ღონისძიებასა და სტრუქტურაში, რომლებსაც თავმჯდომარეობს კონსტანტინოპოლის პატრიარქი. ეს გადაწყვეტილება პასუხია მსოფლიოს პატრიარქის მიერ კიევში ეგზარქოსების დანიშვნასა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მომზადებაზე.

კრიტიკულ ვითარებაში, როცა კონსტანტინოპოლის მხარემ, პრაქტიკულად, უარი თქვა საკითხის დიალოგის გზის გაწყვეტაზე, მოსკოვის საპატრიარქო იძულებულია, ღვთისმსახურებისას შეაჩეროს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოსის მოხსენიება ლოცვებში და ღრმა სინანულით შეაჩეროს ერთობლივი მსახურება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იერარქებთან ერთად”, _ ნათქვამია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებაში.

ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოების წარმომადგენლები ვეღარ იმუშავებენ ერთობლივ კომისიებში და ვეღარ ჩაატარებენ ღვთისმსახურებას.

ამას გარდა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით, მოწვეული უნდა იქნას მსოფლიოს საეკლესიო კრება, რომელზეც იმსჯელებენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობაში განხეთქილების შეტანის მცდელობაზე და საკადრის პასუხს გასცემენ ამ მცდელობას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here