ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ მათ შეძლეს, დაედგინათ, თუ როგორ შეუძლია სინდისს ადამიანზე ზემოქმედება.
კვლევის შედეგად მეცნიერებმა გააკეთეს დასკვნა: სინდისს ბუკვალურად შეუძლია ადამიანის მართვა. დამტკიცდა, რომ მორალის არასაწინააღმდეგო მოქმედების შესრულებისას ტვინის ზოგიერთი უბნის მაღალი აქტიურობა შეინიშნება. მაგრამ, თუკი ადამიანის საქციელი ეწინააღმდეგება მორალს, ტვინი ნაკლებად რეაგირებს ამაზე.
ადრეც ითვლებოდა, რომ ადამიანის ქცევაზე სინდისი ზემოქმედებს, მაგრამ არ იცოდნენ, რამდენად სერიოზულად. ამჯერად კი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სინდისს ნამდვილად შეუძლია ადამიანის ქცევის შეცვლა _ მისი იძულება, უარი თქვას სასურველ საქციელზე და გააკეთოს ის, რაც არ უნდა.
აღმოჩნდა, რომ სინდისი ჩვენი მნიშვნელოვანი შემადგენელია და თავისი არსით ადამიანის საქციელის მარეგულირებელი. სწორედ სინდისის გამო თოკავენ ადამიანები თავიანთ ზოგიერთ სურვილს, მიუხედავად იმისა, რომ მათი განხორციელება გულით სწადიათ.
ამასთანავე, ყველაზე გასაოცარი არის ის ფაქტი, რომ საქციელზე სინდისის ზემოქმედებისთვის თვალყურის დევნება ფიზიოლოგიურ დონეზეა შესაძლებელი _ ამ დროს ბუკვალურად იცვლება ადამიანის ტვინის მუშაობის პრინციპი, მასში სხვადასხვაგვარად აქტიურდება ესა თუ ის უბანი.
აღმოჩნდა, რომ ამორალურ ქცევაზე ტვინი მშფოთვარე პროცესებით რეაგირებს, მსგავსი რამ მეცნიერებს სხვა შემთხვევაში არ შეუნიშნავთ.
ამგვარად, მეცნიერებმა ადამიანის ორგანიზმში აღმოაჩინეს სინდისის უბანი და დააკვირდნენ მის ფუნქციობას. ეს აღმოჩენა დაეხმარება მეცნიერებს, უკეთ გაიგონ, როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი და რა არის მისი მოტივატორი ამა თუ იმ ქმედებისას.