Home სხვადასხვა დაიჯესტი როგორ იშორებენ მოწმეებს “დემოკრატიულ” ქვეყნებში

როგორ იშორებენ მოწმეებს “დემოკრატიულ” ქვეყნებში

940
ნიკოლას ჩეკი

უცნაური სენი შეეყარა ამერიკულ თემიდას. აშშის ხელისუფლებამ ძმები ჯოხარ და ტამერლან ცერნაევები თავდაპირველად ბოსტონის ტერაქტის მოწყობაში დაადანაშაულა, შემდეგ ერთერთი მათგანი დაპატიმრებისას დაიღუპა, მეორე კი, მიუხედავად იმისა, რომ ყელში ტყვია მოხვდა, როგორც ამერიკული მედია წერდა, ჩვენებას ჩვენებაზე იძლეოდა.

ამასთანავე, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ვიდეო და ფოტო ადამიანისა, რომელიც ძალიან ჰგავსორმხრივ სროლაში დაღუპულ უფროს ძმა ტამერლან ცერნაევს, როდესაც მას, ცოცხალსა და სრულიად შიშველს, ზურგს უკან შეკრული ხელებით პოლიციის ავტომობილში სვამენ. ცოტა ხნის შემდეგ ცერნაევების მეგობარს, ეჭვმიტანილ იბრაჰიმ ტოდაშევს, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელს უცებ დანით ეძგერა, საკუთარ სახლში დაკითხვისას(?!) კლავენ.

რა არის ეს: ბევრის მცოდნე მოწმეების ლიკვიდაცია?

“ჩეჩენი იბრაჰიმ ტოდაშევი აშშ-ში, საკუთარ ბინაში, მოკლეს დაკითხვისას _ კეფაში ესროლეს. მისმა მამამ, აბდულბაკი ტოდაშევმა, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა ფოტოები, რომლებზეც გამოსახული იყო მოკლული იბრაჰიმი. ფოტოებზე ნათლად ჩანს ნატყვიარი კეფაზე. შერეული ორთაბრძოლების ოსტატი იბრაჰიმ ტოდაშევი აშშ-ში ინგლისური ენის შესასწავლად 2013 წლის მაისში ჩავიდა და რამდენიმე დღეში სამშობლოში, ჩეჩნეთში, დაბრუნებას აპირებდა. მამა ტოდაშევის თქმით, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები მივიდნენ იბრაჰიმის ბინაში, სადაც მისი მეგობარიც იმყოფებოდა, და მოწმეების გარეშე დაიწყეს დაკითხვა. “იმის შესახებ, იქ რაც მოხდა, მხოლოდ ვარაუდი შეიძლება”, _ განაცხადა მოკლულის მამამ.

ჩანს, ვიღაც თავიდან იცილებს მოწმეებს და ცდილობს კვალის დამალვას. ვინ შეიძლება იყოს ის? _ ძალები, რომლებმაც რეალურად მოაწყვეს ბოსტონში გამართული მარათონისას ტერაქტი. ამ ტერორისტულმა აქტმა 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 280 კი _ დაიჭრა.

მოგვიანებით გამოძიების ფედერალური ბიუროს ორი გამომძიებელი, რომლებიც მონაწილეობდნენ უფროსი ცერნაევის დაკავებაში, “შემთხვევით” გადმოვარდნენ ვერტმფრენიდან და დაიღუპნენ. ამ ამბავში ახალი არაფერია. როდესაც დემოკრატებს სურთ, მოწმეები კვდებიან, თანაც გაცილებით მეტი. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის აგვისტოში ავღანეთში დაიღუპა იმ სპეცდანიშნულების რაზმის თითქმის ყველა წევრი, რომლებმაც, ბარაკ ობამას ბრძანებით, მოკლეს “ალ ქაიდას” ლიდერი უსამა ბენ ლადენი.

ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაიღუპა სპეცრაზმ SEALSისჯგუფ 6”-ის 22 წევრი (საზღვაო ქვეითები), რომლებიც ბენ ლადენის ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ, ანუ 22 მოწმე აშშის მიერ ჩატარებული საეჭვო ოპერაციისა.

სხვათა შორის, “ალ ქაიდას” მეთაურის ლიკვიდაციაში 60 ადამიანი მონაწილეობდა და 22 სახიფათო მოწმის თავიდან მოშორება პრობლემას მაინც ვერ მოაგვარებს, რადგან ინფორმაციის გაჟონვის საფრთხე მაინც ძალიან დიდია. ჟურნალ New Yorker-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “1 მაისის ღამეს, 12 საათზე, ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე ჯალალაბადის აეროდრომიდან აფრინდა 2 ვერტმფრენი MH-60 Black Hawk-ი, რომლებიც გაემართნენ პაკისტანის მიმართულებით ბენ ლადენის ლიკვიდაციის საიდუმლო ოპერაციის შესასრულებლად. ერთ ვერტმფრენში იმყოფებოდა 23 სპეცრაზმელი “რაზმ 6”-დან, რომელიც ოფიციალურად ცნობილია, როგორც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო მოქმედებების სპეციალური მეთოდებისა და საშუალებების შემმუშავებელი ჯგუფი.

საინტერესოა, არა? ბენ ლადენის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა 23 ამერიკელი სპეცრაზმელი, მათგან 22 უცებ დაიღუპა, ანუ 23 მნიშვნელოვანი მოწმიდან 22 განადგურდა და დარჩა ერთი. საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს? _ ვერ მიიყვანეს, თუმცა…

2012 წლის დეკემბერში ამერიკულმა ABC-მ ასეთი ცნობა გაავრცელა:

ამერიკის ჯარის სარდლობამ ავღანეთში გაასაჯაროა იმ სპეცრაზმელის ვინაობა, რომელიც დაიღუპა 10 დეკემბერს თალიბების მიერ გატაცებული ამერიკელი ექიმის გადასარჩენად ჩატარებულ სპეცოპერაციაში. დაღუპული აღმოჩნდა 28 წლის ნიკოლას ჩეკი (Nicolas D. Checque) _ აშშის სამხედროსაზღვაო ძალების საზღვაო ქვეითთა ელიტური ქვედანაყოფის _ Team Sixის წევრი.

2011 წელს სწორედ ამ ქვედანაყოფის წევრებმა გამოასალმეს სიცოცხლეს ბენ ლადენი. ოპერაცია, რომლის დროსაც დაიღუპა ნიკოლას ჩეკი, ღამით ჩატარდა ავღანეთის აღმოსავლეთში. სპეცრაზმელები ვერტმფრენებით ჩაფრინდნენ ერთ-ერთ სოფელში და მყისვე ჩაებნენ ბრძოლაში. ორმხრივი სროლისას “ბოევიკების” უმრავლესობა გაანადგურეს, ამერიკელი ექიმი დილიფ ჯოზეფი კი ტყვეობიდან იხსნეს, მაგრამ სროლისას ნიკოლას ჩეკი თავში სასიკვდილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა”.

ანუ, როგორც დეტექტივებში ხდება ხოლმე, ბოლო მოწმე სიცოცხლეს თავში ტყვიის სროლით გამოასალმეს.

როგორც ჩანს, ამერიკელმა სპეცრაზმელებმა არ იციან, რომ მოწმეებს “დემოკრატიულ” ქვეყნებშიც იშორებენ თავიდან. ისინი ცხოვრობენ ილუზორულ სამყაროში, რომელიც ე.წ. დემოკრატიულმა მედიამ შეუქმნათ. და ამიტომ ნიკოლას ჩეკმა არ იცოდა, რომ სიცოცხლის შენარჩუნების ერთ-ერთი შანსი მაშინ მიეცემოდა, თუ ირანში ან ჩრდილოეთ კორეაში გაიქცეოდა და იქ თავშესაფარს მოითხოვდა.

ნიკოლაი სტარიკოვი

1 COMMENT

  1. ხშირად, ტერორისტული ორგანიზაციებისათვის თვალის ასახვევად და შურისძიების საბაბის მოსასპობათ, “სპეცმებრძოლთა” დაღუპვის ინსცენირებას ატარებენ. სპეცსამსახურის თანამშრომლის მომზადება, ძალზე ძვირი სიამოვნებაა და მათ ასე უბრალოდ არ ანადგურებენ. ისევ მინდა ცენზორს მივმართო, ამ თემაზე კომენტარი არ გამიკეთებია და მოგახსენებთ რომ, ვარ და მაქვს “ევროექსპერტის სერთიფიკატი” უსაფრთხოების საკითხებში. თქვენი კომპეტენცია ჩემში ეჭვს იწვევს.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: გიორგი ასტრალი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here