Home რუბრიკები ისტორია როგორ ესარჩლებოდა მოწინავე რუსი ინტელიგენცია საქართველოს სულიერი და მატერიალური კულტურის საუნჯეს

როგორ ესარჩლებოდა მოწინავე რუსი ინტელიგენცია საქართველოს სულიერი და მატერიალური კულტურის საუნჯეს

მხატვარი ვასილ ვერეშჩაგინი

უსამართლობის პირისპირ საქართველოს ესარჩლებოდნენ მოწინავე რუსი მოღვაწეები, რომლებსაც კარგად ჰქონდათ შეგნებული, რა მძიმე ასატანი იყო მშრომელი ხალხისთვის თვითმპყრობელობის ძალმომრეობის სუსხი, განსაკუთრებით კი რუსეთის იმპერიის განაპირა მხარეებში მცხოვრები არარუსი ხალხებისთვის. ისინი მშრომელი, ჩაგრული ერების მხარეს იდგნენ და ოფიციალურ პრესაშიც გამოდიოდნენ მათი ინტერესებისა და უფლებების დასაცავად, მხარში ედგნან ადგილობრივ ინტელიგენციას. მსგავსი შინაარსის წერილები იბეჭდებოდა როგორცივერიაში”, ასევეგაზეთდროებაში”, “კვალში”, “ცნობის ფურცელშიდა არა მხოლოდ ქათულ პერიოდულ გამოცემებში.

ისტორიამ დაადასტურა, რომ ერებისა და ხალხების ურთიერთობას განსაზღვრავენ არა ქვეყნის ხელისუფალნი, არამედ ამ ქვეყნების პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება _ ინტელიგენცია, ხელოვანი ადამიანები. საქართველორუსეთის შუქჩრდილებით სავსე ხანგრძლივი ურთიერთობის პერიოდში ხალხთა შორის მეგობრობისა და თანადგომის, ურთიერთმხარდაჭერის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ისტორიამ შემოგვინახა მრავალი არაქართველის სახელი, რომლებიც უაღრესად დიდ პატივს სცემდნენ და ესარჩლებოდნენ ჩვენს ეროვნულ კულტურას, ქართველ ერს და მზად იყვნენ საქართველოს სამსახურისთვის.

ამჯერად მკითხველის ყურადღებას რამდენიმე მათგანზე შევაჩერებთ, იმ ადამიანებზე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას მხარი დაუჭირეს ქართველ ინტელიგენციას და ამით ნათელი კვალი დატოვეს საქართველოს ბედუკუღმართ ისტორიაში.

წერილი II

ერთ-ერთი ასეთი პროგრესული ადამიანი გახლდათ გენერალ-ლეიტენანტი დიმიტრი სტაროსელსკი (1832-1884). გაზეთდროებისერთერთ ნომერში გამოქვეყნდა საყურადღებო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსი, გენერალლეიტენანტი დიმიტრი სტაროსელსკი წინააღმდეგი იყო აფხაზეთში სხვა ერის დასახლებისა, გარდა აფხაზებისა და ქართველებისა. საყურადღებოა ისიც, რომ დიმიტრი სტაროსელსკი ი. ჭავჭავაძის ქვისლი გახლდათ. მას სპეციალურად დაუთვალიერებია აფხაზეთის სანაპირო ადგილები და შემდეგ მეფისნაცვლისთვის წარუდგენია მოხსენებითი ბარათი, რომელშიც, “დროების” ცნობით, წერდა:

ამ მხარის წარმატებისთვის აუცილებლად საჭიროა რიგიანი გზების გაყვანა, სკოლების გამართვა და ცარიელ ადგილებზე ისევ აფხაზების, მეგრელებისა და, საზოგადოდ, ადგილობრივი ხალხის დასახლება, რადგან რუსები აქ, განსაკუთრებული ბუნების, ჰავის გამო ვერ ძლებენ”.

“დროების” რედაქცია ამ ინფორმაციას ასეთ შენიშვნას უკეთებს:

დიდი ხანია, ჩვენც ამ აზრისა ვიყავით და ახლაც ვართ. მით უფრო სასიამოვნოა, რომ ღენ. სტაროსელსკიც ამ ბეჯითს და მიუდგომელ დასკვნამდის მისულა”.

ასევე ცნობილია, რომ სტაროსელსკის ხელშეწყობით . ყიფიანმა, . ჭავჭავაძემ, . გოგებაშვილმა, . თულაშვილმა და . ღოღობერიძემ 1879 წელს დააარსესქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”.

დ. სტაროსელსკის შეხედულებებს ემთხვეოდა ჟურნალ სელსკი ხოზიაინის თანამშრომლის _ . . ბონდარენკოს მოსაზრებები კავკასიაში უცხო ტომთა დასახლების საკითხზე. ეს პროგრესული ჟურნალისტი წერდა:

გადასახლება კავკასიასა და ამიერკავკასიაში დიდად სამწუხარო და არასასურველი მოვლენაა. გაუგებრობაა, მეტი რომ არა ვსთქვათ, ადგილობრივ მკვიდრთ წავართვათ ლუკმაპური და მივცეთ იგი სხვა მხარიდან მოსულთ, რომელნიც ვერ ეთვისებიან ვერც ადგილობრივ ბუნებას, ვერც ხალხს, რომელნიც არ არიან დაკავშირებულნი მათ საისტორიო და საზოგადოებრივ ცხოვრებასთან”.

გაზეთ “კვალის” ცნობით, ქების ღირსი ყოფილა, აგრეთვე, მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი-თერაპევტი ალექსეი ოსტროუმოვი (1844-1908), რომელსაც განუზრახავს სოხუმში გულით დაავადებულთათვის სამაზრო სადგური დააარსოს”. თედო სახოკია ოსტროუმოვს უწოდებდა ყველგან პატივცემულ პროფესორს და სოხუმის კეთილისმყოფელს”.

სოხუმელთა დიდი პატივისცემა დაუმსახურებია ექიმ ვლადიმერ დიმიტრიევსაც (1838-1904);

ასევე, ადგილობრივ მკვიდრთა მიმართ კეთილი ადამიანური დამოკიდებულებით გამორჩეული ყოფილა სოხუმელი მომრიგებელი მოსამართლე ფეოდოტ უსტიანოვიჩი;

ოჩამჩირეში ყოფილა ასეთი მოღვაწე _ მასწავლებელი ივანე კუგატოვი, რომელსაც მშობელთა და აღსაზრდელთა დიდი სიმპათია დაუმსახურებია;

ოჩამჩირელების დიდი სიყვარული მოუპოვებია, აგრეთვე, პროვიზორ . კაცინსკის;

ოჩამჩირელ სცენისმოყვარეთა წრეს კი დიდი ამაგი დასდო ოჩამჩირის საზღვაო სააგენტოს თანამშრომელმა . ზაიცევმა, რომელიც უანგაროდ აფორმებდა თურმე მოხალისეთა სპექტაკლებს. მას მეტად ჰუმანური და კეთილი ადამიანის სახელი ჰქონია მოხვეჭილი მოსახლეობაში და დიდი პატივისცემითაც ეპყრობოდნენ.

რუსეთის პროგრესული ინტელიგენცია მხარში ედგა კავკასიელ მოწინავე მოღვაწეებს მეფის მთავრობის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. მას დღის სინათლეზე გამოჰქონდა მთავრობისა და სამღვდელოების ბნელი საქმიანობა, რომელიც ამ კერძო შემთხვევაში გამოიხატებოდა ქართველი და აფხაზი ხალხების ისტორიულმატერიალური კულტურის ძეგლების განადგურებაში. ბნელეთისა და უმეცრების მსახური ბერები, და საერთოდ სასულიერო მოღვაწეები, შოვინიზმის ბანგით გაბრუებულნი, ტაძრებსა და მონასტრებში შეგნებულად ანადგურებდნენ ფრესკებს, წარწერებს, კედლების მოხატულობას, რათა წაეშალათ ეროვნული კვალი.

მათ წინააღმდეგ ბრძოლაში აღსანიშნავია სახელგანთქმული რუსი მხატვრის _ ვასილ ვერეშჩაგინის (1842-1904) თავგამოდება. ვერეშჩაგინი გახლდათ ერთ-ერთი საუკეთესო ფერმწერი-ბატალისტი. იგი 1860-1863 წლებში პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, შემდეგ მიატოვა აკადემია და კავკასიაში გამოემგზავრა, სადაც დაახლოებით ერთი წელიწადი დაჰყო. ხოლო 1901 წელს კი ცენტრალურ პრესაში (“რუსსკიე ვედომოსტი”, #246, 1901 წ.) გამოვიდა შავრაზმელი სამღვდელოებისგან ქართველებისა და აფხაზების ეროვნული კულტურის დამცველად. მას ჟურნალისტმა . . დურნოვომაც დაუჭირა მხარი. ამ უკანასკნელმა ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი პრესის ფურცლებზე (“პეტერბურგსკიე ვედომოსტი”), რომ თბილისში დაარსებულიყო უნივერსიტეტი და პოლიტექნიკური ინსტიტუტი ადგილობრივ მკვიდრთათვის.

“ცნობის ფურცელი” ფართოდ გამოეხმაურა ამ კეთილშობილ ადამიანებს, თავის ფურცლებზე გამოაქვეყნა მათი წერილები, რომლებშიც დიდი ადამიანური სითბო და თავგამოდება ჩანს. 1901 წელს გაზეთმა (6 სექტემბერი, #1586) მოათავსა სარედაქციო წერილი სათაურით ძველი ნაშთების განადგურების გამო”, სადაც მოტანილია მხატვარ ვ. ვერეშჩაგინისა და ჟურნალისტ ბ. ნ. დურნოვოს შეხედულებები ზემოაღნიშნულ საკითხებზე.

. ვერეშჩაგინი აღშფოთებული იყო ახალათონელი და ბიჭვინთელი რუსი ბერების ბარბაროსული საქციელით, რომლებსაც გაეფუჭებინათ საამაყო ფრესკები. მათ ყოველგვარი სინიდისის ქენჯნის გარეშე შეულესიათ და შეუთითხნიათ ისინი, რათა დაეკარგათ ეროვნული კვალი. ეს ნაცადი ხერხი იყო. ასე გააჩანაგეს სვეტიცხოვლის, ალავერდის, ქაშვეთისა და მრავალ სხვა ძეგლთა სიდიადე.

აი, რას წერდა ჰუმანისტი რუსი მხატვარი, პირველი ბატალისტი რუსეთში _ ვ. ვერეშჩაგინი ჯერ რუსსკიე ვედომოსტი-ში (6 სექტემბერი #246, 1901 წ.):

“რადგან საუბარი ჩამოვაგდე ძველ ნაშთების დაცვაზე, მომყავს რამდენიმე მაგალითი ყოვლად ბარბაროსულ მათდამი მოპყრობაზე, რომელიც სრულიად უდრის ფურცლების ამოგლეჯას ისტორიიდან… თუ ბეჯითი ზომები არ იქმნა მიღებული, მოკლე დროში, არამც თუ განქრება რუსეთში ხისგან აგებული ნაშთები, არამედ თვით ქვითკირის შენობანიც, _ რომელნიც არ მოეწონებათ ბაზრულ და ქარვასლებურ გემოვნებას მცირედ განათლებულ გამგეთ, _ მალე იქნებიან უშნოთ გარდაკეთებულნი და გარდამახინჯებულნი, როგორც ის მშვენიერი ეკლესია როსტოვ-იაროსლავის ძველ მონასტერში, რომელშიაც წინამძღვარმა ჩამოსწმინდა ფრესკები და კედლები შეაღებინა ვარდისფერის მარმარილოს ფერად, _ უფალი იყოს იმის გამკითხველი!”

და შემდეგ _ ცნობის ფურცელში”:

“მე ძალიან მოწადინებული ვიყავი, დამეთვალიერებია სახელგანთქმულ ბიჭვინთის ტაძარი, სოხუმის ახლოს მდებარე. ეს მართლა დიდებული და ღირსშესანიშნავი ნაშთია; უნდა გავიხსენოთ, რომ იქ ექსორიათ იქმნა განდევნილი წმ. იოანე ოქროპირი და ამ ტაძრის კედლები, როგორც მარწმუნებენ, იმ დროდან შემკული იყვნენ ფრესკებით. გასაკვირველიც არ არის, რომ იმ დროინდელ ტაძრის გარეგან კედლებზე დიდრონი ხეები გაზრდილიყვნენ.

ამ ფრესკების, უკეთ, ვსთქვათ, ამათი ნაშთების ნახვა მე, როგორც მხატვარს, უმთავრესად მიმიზიდავდა. იქ მისაღწევად მე მივედი ახალათონის მონასტერში, რომელსაც ამ ბოლოს დროს მიაწერეს ბიჭვინთის ტაძარი. სტუმართმოყვარე ბერები დამპირდნენ ცხენების დამზადებას და მუსაიფში ვეღარ მოითმინეს და დაიტრაბახეს იმ გაუმჯობესობით, რომელიც მათმა მამებმა შეიტანეს ამ ძველ წმინდა ეკლესიაში ჩაბარებისთანავე.

_ რით გააუმჯობესეთ? _ დავეკითხე მე ბერებს.

_ ღვთის შეწევნით, ყველაფერი გავამშვენიერეთ, გავწმინდეთ, გავათეთრეთო.

_ სად, რა გაათეთრეთ? _ ჩავეკითხე მე.

_ შიგნით, გუმბათი და კედლები.

_ ფრესკებს მაინც რა უყავით?

_ ფრესკები, რა ფრესკები? იქ არაფერი არ ყოფილა. რაც იყო, აქა-იქ გასვრილი და წერტილებით ჩაშავებული, ჩვენ გავწმინდეთ და ისინი აღარ მოჩანან.

“ამ ამბავის გაგების შემდეგ მე გარდავიფიქრე ბიჭვინთაში წასვლაო”, _ დასძენს დაღონებული ვერეშჩაგინი. უთუოდ აღარ ესიამოვნებოდა იაროსლავის და ვლადიმირის “ბოღომაზების” შეტყუპნილი სურათების ნახვა…

ამ ნაირსავე ფაქტებს ხშირად იხსენიებს გამოჩენილი რუსის მწერალი _ ღვთისმეტყველი ბ.ნ. დურნოვო თავისს ღირსშესანიშნავ წერილებში “ს. პეტერბურგსკია ვედომოსტი”-ში. საქართველოს ყოველ კუთხიდან ისმის ძველი ტაძრების დაქცევაო, მათი მშვენიერი ხუროთმოძღვრებისა და ქანდაკების ნაწარმოების გადაგვარება, განადგურება და აოხრებაო.

ბ. ვერეშჩაგინი აგვიწერს სამწუხარო ამბავს, რომელიც ახალ-ათონის ბერებს ჩაუდენიათ ბიჭვინთაში. ამას წინეთ გაზეთებში აწერილი იყო ხოპის და შემოქმედის მონასტრებში დიდებული ხატების და ეკლესიის სამკაულის შესანიშნავ არხეოლოგიურ წარწერებით გაძარცვა, საფარის და ზარზმის ტაძრებში უკვე განქრენ ქართული ქანდაკობის მშვენიერი ნიმუშები ახალ მოსული ბერების წყალობით. შესანიშნავ კუმურდოს (ჯავახეთში) ეკლესიას სომხები დაეპატრონენ. თვით ქუთაისში ბაგრატის ტაძარში ის ძველი ნაშთები, რომელიც ოცი წლის წინათ გრაფინა უვაროვის დახმარებით მოგროვილნი და დაცულნი იყვნენ ძველს ეკლესიაში ალაყაფის კარებით, ახლა გავერანებული და აოხრებულნი ყრიან… . დურნოვო ამ ამბავის გაგონების შემდეგ სამართლიანად ჯავრობს და განცვიფრებით იკითხავს: “რას მივაწეროთ, რომ ამ მამაცმა ერმა (ქართველმა), რომელმაც ათას ხუთასი წლის განმავლობაში მტკიცეთ და შეურყევლად დაიცვა თავისი ენა, სარწმუნოება და ტერიტორია, და მიიტანა ყოველივე ეს შეუბღალავად მე-XIX საუკუნის დასაწყისამდე, ჩვენ დროში ასე დაკნინდა, და დაძაბუნდა და თავისს დიდებულ ძველ ნაშთებსაც ვეღარ უვლის?

ვის არ გაუგონია, რა დიდი კრძალვით და მოწიწებით ეპყრობიან წარსულ დროის ნაშთებს ევროპის განათლებულ ქვეყნებში, თვით ამერიკაშიაც!

ახალშენელებმა გამოიწვიეს საზოგადო და კერძო შენობების აგება ძველებურ სტილით: იონიურით, დორიულით, კორინთულით და მავრიტანიულითაც. თითქმის ყოველ იქაურ ქალაქში მოიპოვება მუზეუმები და არხეოლოგიურ ნაშთების საცავი შენობანი. ხშირად შესანიშნავ ძველ არხიტექტურის, ნაწარმოების რესტავრაციას, განახლებას იწყებენ ხოლმე, ხოლო ჩვენ ვერც ის დაგვიცავს, რაც გადარჩა მურმან ყრუს, ჩინგიზყაენის, თემურლენგის და შაჰ-აბაზის შემოსევას და დარბევას! _ ნეტავ, რას უყურებს მოსკოვის არხეოლოგიურ საზოგადოების ტფილისის აგენტი და ან ახლად შემდგარი ტფილისის განყოფილება იმავე საზოგადოებისა? ჩვენ გვავიწყდება ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ ადამიანი განირჩევა პირუტყვისაგან მისდამი მინიჭებულ მეხსიერებით თავისს წარსულის სვე-ბედისა, რომლის ნაშთებს ის მედგრად იცავს. ხოლო როცა ადამიანი ჰკარგავს ამ თავისს თვისებას, მაშინ მან ხელი უნდა აიღოს, არამც თუ ბუნების მეფობაზე, არამედ თვით კულტურით შეჭურვილ არსებობაზე…”

ასეთი გულისწუხილით, ადამიანური თანაგრძნობით ესარჩლებოდა მოწინავე რუსი ინტელიგენცია ქართველი და აფხაზი ხალხების სულიერი და მატერიალური კულტურის საუნჯეს.

მომზადდა  ოთარ ჭურღულიას წიგნის 

ნარკვევები ქართულაფხაზური

 კულტურულლიტერატურული ურთიერთობებიდანმიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here