Home რუბრიკები საზოგადოება როგორ გაიძურწა საკონფერენციო დარბაზიდან ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი, დათო ყიფიანის პასუხის შემდეგ

როგორ გაიძურწა საკონფერენციო დარბაზიდან ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი, დათო ყიფიანის პასუხის შემდეგ

„დინამოს” ფეხბურთელებმა ლონდონში ადგილობრივი „ვესტ ჰემი” 4:1 რომ გაანადგურეს, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციას მთავარ მწვრთნელ ნოდარ ახალკაცთან ერთად, ლეგენდარული დათო ყიფიანიც ესწრებოდა და ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა.

საკუთარი გუნდის მარცხით გამწარებულმა ერთ-ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა დათოს უთხრა: მართალია, გაიმარჯვეთ, მაგრამ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, ვიცი, ცოტას გიხდიან და მშიერი რომ არ დარჩეთ, ჩვენთან გადმობარგდით სათამაშოდო. შემდეგ კი დამამცირებლად, ორმოცდაათფუნტიანი კუპიურა გაუწოდა… დარბაზი გაისუსა.

დათომ ჟურნალისტს კუპიურა გამოართვა. ჯიბიდან კალმისტარი ამოიღო, ხელი მოაწერა კუპიურაზე და უკან დაუბრუნა. თქვენ კი ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც ძალიან ადვილია, უმუშევარი დარჩეთ და შიმშილით რომ არ მოკვდეთ, ეს კუპიურა გაიხსენეთ, ათმაგ ფასში გაგეყიდებათ. ეს კი პირველ ხანებში, პურის ფულად გეყოფათო… დარბაზმა მქუხარე ტაში დასცხო. ჟურნალისტი კი იქიდან გაიძურწა”.

 

3 COMMENTS

  1. Гарда имиса, ром варсквлави ико пехбуртши, махали интелектис матаребелиц ико… Гмертма нателши амкопос миси сули

  2. ნამდვილი ქარტველი პატრიოტი ,კარგი ადამიანი და ლეგენდარული ფეხბურთელი იყო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here