Home რუბრიკები ბლოგი რეგიონის სამი უდიდესი ქვეყანა ალიანსს ქმნის და ჩვენ რის იმედად ვიბღინძებით, ვისი...

რეგიონის სამი უდიდესი ქვეყანა ალიანსს ქმნის და ჩვენ რის იმედად ვიბღინძებით, ვისი ტიკი-ტომარა ვართ?!

კარიკატურა

ჩვენთვის უკვე კარგად არის ცნობილი რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ბოლოდროინდელი დათბობის ყველა დეტალები- დაწყებული ერდოღანის „მუხკლმოდრეკით ბოდიშით“  რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის,  ამ ქვეყნებისა და მათი ლიდერების კაპიტალური შერიგებით  და დამეგობრებით დამთავრებული.


ახლანს კი, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრისას ხაზი გაესვა ირანსა და რუსეთს შორის მჭიდრო ურთიერთობას. ვლადიმირ პუტინმა ირანს კარგი, საიმედო და სანდო მეზობელი უწოდა. ირანმა კი ოფიციალურად გაუხსნა  საკუთარი ტერიტორია რუსეთს, განაცხადა რა, რომ „რუსეთისთვის ირანის ბაზები ღიაა! მათ შეუძლიათ ირანის ტერიტორიაზე არსებული ბაზები გამოიყენონ ტერორისტებთან საბრძოლველად სირიაში!“ დარწმუნებული ვარ, რომ ირანის კეთილი ნება რუსეთის მიმართ, არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევას ეხება და ეს ნაბიჯი რუსულ-ირანულ ურთიერთობებს უახლოეს მომავალში  ბევრად უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს.

…..და ამ დროს საქართველო სად ბანაობს საერთოდ, რომელ ტერიტორიულ წყლებში?!….ხვდებიან კი, ჩვენი დასავლეთის სქელ ჯიბეს შემყურე ბიზნესმენები პოლიტიკიდან (პოლიტიკოსებს მათ უბრალოდ ვერ ვუწოდებ) თუ  რა ძვრები ხდება კავკასიის რეგიონში, თუ თავი ამერიკის მეზობლად ან ევროპად წარმოუდგენიათ  და არა თურქეთის, ირანის, სომხეთის მეზობლად, რომლებიც რომლებიც სწორედ რუსეთის თამადობით, დასავლეთის საპირწონე ძლიერ ალიანსს ქმნიან ჩვენს თვალწინ,  კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის შექმნაზე მუშაობენ და ერთმანეთის ითვალისწინებენ ყველა გადადგმულ ნაბიჯსა თუ ნიუანსში!…  ვისი ტიკი-ტომარა ვართ საერთოდ, ვის თუ რის იმედად ვიბღინძებით- როდის ერთხელ შეგვაკლა თავი  ევროპამ ანაც ამერიკამ, თუ პამპერსები მოგვენატრა, არ გვეყო მწარე გამოცდილება, აღარ არის საკმარისი “თავდაჯერებული უტვინობის” გზით სიარული მეგობრის ქურქში გადაცმული მტრის იმედად?! მით უმეტეს, რომ ამერიკელებსაც და ევროპასაც მხოლოდ ერთში: კავკასიის რეგიონში, რუსეთის ირგვლივ „რკალის შესაკრავად“ ვჭირდებოდით და ვჭირდებით, თუმცა ამ ეტაპზე უკვე ეს ფუნქციაც დავკარგეთ, იმიტომ რომ რეგიონის სამი უდიდესი ქვეყანა აშკარად ერთიანდება საერთო ინტერესების გარშემო და საქართველო ამ კონტექსტში “Как к жопе прищепка”-დ რჩება, ანუ უფუნქციოდ და ეს ძალიან მალე ყველასათვის ნათელი გახდება!…ასე რომ, ან თავად მოვალთ  გონზე, ანაც მოგვიყვანენ და თანაც ძალიან მალე!

P.S.  ასე იყო სააკაშვილის დროს და სამწუხაროდ  ახლაც ასეა:

Слон и Моська

А Моська снова лает на Слона…
С явно грузинским акцентом,
Почёсываясь задней лапой, и, звеня,
Американским полновесным центом.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

9 COMMENTS

  1. საქართველოს მისი ხელისუფლების და საზოგადოების წინდაუხედაობა, გაუნათლებლობა და არაკომპეტენტურობა შლის და არა რუსეთი თუ ამერიკა. რუსეთთან კი ჰანსაკუთრებით მეგობრული ურთიერთობებია დასამყარებელი, სხვა შემთხვევაში ეს ქვეყანა “მალე დამთავრდება”!

  2. genatxmebit gabriel..sakartvelos mdzime mdgomareoba gamocveulia chvenive utvinobit da gabgendzili xasiatit, kudabzikobit..da ase shemdeg..
    mokled avtorisa ar ikos, 10-shi ambobs: “ასე რომ, ან თავად მოვალთ გონზე, ანაც მოგვიყვანენ და თანაც ძალიან მალე!!!!!!!!!!”
    aseti utvino da gamkidveli mtavroba mgoni saakashvilis mtavrobac ar iko, gagonila aseti rame?? ivanishvili biznesebs ickobs, kurortebs da sakoncerto darbazebs damsheuli , gadzvaltkavebuli xalxistvis ashenebs turme da amistvis mas didi madlobebic unda vuxadot turme ara?? rogor moitkua am unamuso adamianma???

  3. ჩვენო სახელმწიფოებრიობა ვერ შედგა, არც ეროვმულობა გვაქს, არც ეროვნული იდეოლოგია, არც საერთაშორისო ურთიერთობების სტრადეგია, არც მიზანი , არც სახელმწიფო რელიგია და საერთოდ როგორ ქვეყანას ვაშენებთ ან საერთოდ ფულის გარდა რამე გვინდა თუ არა არ ვიცი?!
    მათხოვარი არავის არ უყვარს, და თუ ჩვენი თავი, ჩვემი ქართული მართადიდებლური ეროვნული ტრადიციული ღირსეული ქვეყანა თუ არ დავაფასეთ, და ასეთი სახით თუ არ წარმოვჩნდით, არავინ ჩირადაც არ ჩაგვთვლის და ყველას საპპულო და სამასხარაო ბიქნებითტ!!!

  4. Turqetma gaamartla trampi putinis okavshire asadze tavdasxmashi metic erdogaa siriashi jer putins chamougdo tvitmfrinavi exla ki mis mokavshire asads magari datbobsa verafers vityvi rusetis elvhis turqetshi saxalxod daxvretaze rom gavchumde saertod-saqartvelos ki aqvs archeuli gza tu sad da vistan xedavs sakutar momavals es nato da evrokavshiria*

  5. არჩილს: საქართველოს კი არა, საქართველოს მონა-მარიონეტ ხელისუფლებას აარჩევინეს ეს გზა- ნატო და ევროკავშირი! და ეს გზა ჩიხია ჩვენი ქვეყნისათვის, რაც არ უნდა ტაში უკრათ ამ არჩევანს, ვეღარავის გააბითურებთ და აურევთ ტვინებს, ხალხი კარგად მიხვდა რომელ გზას სად მივყავართ!

  6. ვაი ჩვენ პატრონს ჩვენ აქ ვბჭობთ და ვლაყბობთ და ის ვიზედაც თქვენ საუბრობთ შესანიშნავად გრძნობრნ თავს რაის საგარეო პოლიტიკა გინდათ ხალხო შიგნით ვერ მოგვიგვატებია ვერაფერი ხალხი მშიერი კვდება ჯერ ხალხი უნდა იყოს კმაყოფილი რო ქვეყანა იყოს ძლიერი მერე იფიქრეთ ევროპაზე და ასე შემდეგ

  7. ra natozea laparaki ra evropa. evropasac atlantikuri ltolva angrevs da sakartvelo xom daangria. sul male naxavt ramoxdeba sakartveloshi. an vinme dafikrebula ramoxda am 25 wlis ganmavlobahi. sad hevtopedd grmaad

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here