Home რუბრიკები პოლიტიკა რა მორალზე უნდა გველაპარაკოს შვილის ნათლიაზე გათხოვილი ქალი?!

რა მორალზე უნდა გველაპარაკოს შვილის ნათლიაზე გათხოვილი ქალი?!

4131
სალომე ზურაბიშვილი

საინტერესოა, რომელი კრიტერიუმით უნდა შევაფასოთ, საზოგადოდ, ქართველებმა და კონკრეტულად, სალომე ზურაბიშვილმა, რა არის მორალური და რა ამორალური

დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, როცა საკუთარ განცხადებაზე კომენტარი სთხოვეს, ღიმილიანი სახით (როგორ უხდება თან) აღნიშნა, რომ მისი საქმე განცხადებების კეთებაა, კომენტარები კი ანალისტებმა და ჟურნალისტებმა უნდა გააკეთონ.

ჟურნალისტები გავიგე, აი, ანალისტები რა პროფესიის ხალხია, ვერ მივხვდი და საბოლოოდ, კოლეგებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, შევთანხმდით, რომ ქალბატონი სალომე ანალიტიკოსებს გულისხმობდა. მართალია, ჩემს კოლეგებში (და არამხოლოდ) განსხვავებული აზრიც არსებობდა, ზურაბიშვილმა ანალისტებში, საზოგადოდ, პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა იგულისხმაო (და ეს საფუძვლიანი არგუმენტია), მაგრამ ბოლოს მაინც ანალიტიკოსებზე შევჯერდით.

ისე, ამბობენ, ქალბატონი სალომე აღმსარებლობით კათოლიკე-ქრისტიანიაო და მართებულია თუ არა მართლმადიდებლურ ქვეყანაში კათოლიკეს არჩევა პრეზიდენტად, თვითონ განსაჯეთ, თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ამ თემაზე აქტიურად ჯერ კიდევ 2003 წლიდან საუბრობდნენ… და არა მხოლოდ ამ თემაზე. სერიოზული ეჭვი გვაქვს, ქალბატონ სალომეს ოპონენტები წინასაარჩევნოდ აუცილებლად ისაუბრებენ ამაზე და ამიტომ ჩვენ თავს შევიკავებთ.

ისე ჩანს, ქალბატონმა სალომემ მყარი გარანტია მიიღო ბიძინა ივანიშვილისგან, რომ მმართველი პარტია სწორედ მას დაუჭერს მხარს და სხვა არავის. სხვაგვარად ის საპრეზიდენტო მარათონში ვერც ფინანსური რესურსით ჩაერთვებოდა და ამომრჩევლის იმედიც არ ექნებოდა. ალბათ, ამიტომ, ივანიშვილის გარანტიებით გათამამებულმა, თავს ისეთი განცხადებების გაკეთების უფლება მისცა, როგორსაც სხვა დროს, ალბათ, მოერიდებოდა. მეტიც, ზურაბიშვილმა დამოძღვრაც დაგვიწყო და ისიც თქვა: ყველა ჩემნაირი უნდა გახდეთ, ანუ ქართველი და თანაც ევროპელიო. ღმერთმა დაგვიფაროს, ყველა ზურაბიშვილს დავემსგავსოთ, მაგრამ…

პრეზიდენტმა მორალური და საზოგადოებრივი საკითხების გადაწყვეტაში უნდა მიიღოს მონაწილეობა”, _ ეს ზურაბიშვილმა ერთერთი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში განაცხადა და, სავარაუდოდ, ისიც გაიფიქრა, ანალისტებმა და ჟურნალისტებმა გაარჩიონო. ანალისტების რა გითხრათ, მაგრამ საინტერესოა, რომელი კრიტერიუმით უნდა შევაფასოთ, საზოგადოდ, ქართველებმა და კონკრეტულად, სალომე ზურაბიშვილმა, რა არის მორალური და რა ამორალური და უზნეო?! და ადეკვატურია საქართველოში, ტრადიციულ პატრიარქალურ საზოგადოებაში, რომ აღმსრებლობით კათოლიკემ და საკუთარი შვილის ნათლიაზე გათხოვილმა ქალმა (თუნდაც პრეზიდენტმა) მორალის კითხვა დაგვიწყოს?! და რა მორალზე უნდა გველაპარაკოს? ასეთი ადამიანის ასეთი საქციელი გამაერთიენებელი იქნება (როგორც ზურაბიშვილი ცდილობს, საკუთარი პერსონის წარმოჩენას პრეზიდენტის პოსტზე) თუ უფრო მიუღებლობაგათიშულობისა და გაუცხოების გამომწვევი? თუმცა, რაღა ტრადიციულპატრიარქალურში, აგე, სახალხო დამცველი ხომ ამბობს, ტერმინიოჯახის უფროსიამოიღეთ კანონიდან, მე აქ ქალი ვარ თუპრობკაო”?!

კიდევ ის არის საინტერესო, რა გაუკეთებია ცხოვრებაში ზურაბიშვილს ისეთი, რითაც მოიპოვა ავტორიტეტი, რომ თავს ამდენის უფლება მისცეს და ხალხმაც მოუსმინოს?! გადავხედე მის ბიოგრაფიას და მისი არსებობის შესახებ, ალბათ, ვერც შევიტყობდით, საქართველოში ელჩად რომ არ გამოეშვათ და მერე სააკაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრად არ დაენიშნა, აქაოდა, გამოცდილი დიპლომატიაო. მის გამოცდილებაში ნჯამენაში (ჩადის რესპუბლიკის დედაქალაქი) ელჩის მეორე მრჩევლობა იგულისხმებოდა, ალბათ, მაგრამ ეს გავლილია და დღევანდელობას მივხედოთ.

ვირს პიტნა ეჯავრებოდა და ცხვირში ტენიდნენო, ასეა ჩვენი საქმეც. ერი და ბერი იმას გაიძახის, ძველ ტრადიციებს ვუღალატეთ, ევროპულ თუ ამერიკულ თარგზე ვიჭრებით და გადაშენების პირას ვართო, ხელისუფლებას კი თითქოს არ ესმის და ჯიუტად ცდილობს ის პოლიტიკა გაატაროს, რომელიც არავის უნდა. ჰო, არავის, თორემ აგერ არის, ბატონებო, არჩევნები და ჩაატარეთ პარალელურად რეფერენდუმი, გაიგეთ, რა სურს ქართველ ხალხს და ეგებ მერე მაინც მიხვდნენ ევროპა და ამერიკა, რომ ილუზიებში ამყოფებს საქართველოს ხელისუფლება, რომ არ გვსურს მშობლების დანომვრა, რომ არ გვინდა ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონება, რომ ქართული ტოლერანტობა უკვე იდიოტიზმში გადაიზარდა და საკუთარ მიწაზე მალე უმცირესობა დავრჩებით. მაგრამ არა, ასეთ შემთხვევაში, ძია სემი გრანტებს აღარ გაიღებს და ვეღარ იტყვის მაღალჩინოსანი: “ფული, ბაბა, ბევრი ფული!” და კიკუსავით, გაშიშვლების სანაცვლოდ, ვერ ჩაიკუჭავს “თუმნიანებს” ჯიბეში.

და ამ პირობებში, ამ რეალობაში, როცა ერს გადარჩენის პრობლემა უდგას, გვაიძულებენ, პრეზიდენტად ავირჩიოთ ქალი, თანაც ისეთი, რომელიც ახლავე გვეუბნება: მორალზე მე უნდა გესაუბროთ და თქვენ უნდა მისმინოთო. ისე არ გაგვიგოთ, თითქოს სხვა კანდიდატებით ვიყოთ ბედნიერი და აღფრთოვანებული, არა, ბატონებო! ცხოვრებამ მიგვაჩვია, რომ ბოლო ათწლეულები, არჩევანს ცუდსა და უარესს შორის ვაკეთებთ, თორემ ადრე სხვაგვარად იყო. პრეზიდენტად, ქვეყნის სახედ, მართლმადიდებელი, ღვთისმოშიში, პატრიოტი ადამიანი გვინდა და არ მითხრათ ახლა: “ასეთი დიმიტრია გელოვანი და ისიც მოკვდაო”. მორიგი უბედურებისკენ მივექანებით და გამჩერებელიც არავინ ჩანს. არც პასუხს აგებს არავინ, რადგან მშვიდად იტყვიან: შეგვეშალა, ბატონო, რა მოხდა, ვის არ შეშლიაო?! და როგორც მარგველაშვილის შემთხვევაში, ყველაფერ ცუდს მას დააბრალებენ; სამაგიეროდ, ევროპისა და ამერიკის თვალში ქულებს დაიწერენ, _ დემოკრატიული ქვეყანა ვართ, დამოუკიდებელი პრეზიდენტი გვყავსო და ერთ მშვენიერ დღეს ამ პრეზიდენტმა სახალხო დამცველს რომ აუბას მხარი, ჰომოსექსუალებს შორის ქორწინების დაკანონებაზე ხმამაღლა ალაპარაკდეს, ოჯახის უფროსობის ცნება გააქროს, მართლმადიდებლობა ფეხქვეშ გათელოს, მხოლოდ ეგ სიტყვები შეგვრჩება, რომ შეგეშალათ?! ხომ ყველამ იცის, რომ ეს “დამოუკიდებელი” კანდიდატი რეალურად მმართველი გუნდის კანდიდატია და აქედანვე გვატყუებენ. ტყუილით დაწყებული და გაკეთებული საქმე კეთილად როდის დასრულებულა, ეს რომ დასრულდეს?! თანაც საუბარი ქვეყნის პრეზიდენტზეა და, როგორც არასდროს, სიფრთხილე გვმართებს, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, პლასტილინი კაცის შემდეგ პლასტილინ ქალს მივიღებთ, რომელსაც, როგორც სურს, ისე რომ მოზელს და საბოლოოდ რას გამოძერწავს, უფალმა უწყის. “ერთი ხისგან ბარიც გამოვა და ნიჩაბიცო”, _ ნათქვამია და ერთი პლასტილინისგან, როგორც ჩანს, მმართველ გუნდს ქალის გამოძერწვაც შეუძლია და კაცისაც. კაცი უკვე ვნახეთ, თუმცა ეს ჟურნალია და კინო წინ გველოდება.

ბესო ბარბაქაძე

P.S.. ნეტავ, ის შავი კაცი ვინღა იყო, ჰა?!

4 COMMENTS

  1. მე პირადად არ მომისმენია მაგრამ, ანეგდოტივით ყვებიან , ამერიკელმა ტურისტმა გაკვირვებულმა იკითხა-“საქართელოში ყველა ქართველი ქალი პატიოსანია და ყველა ქართველ მამაკაცს ხუთი საყვარელი მაინც ყავსო” მეც მაინტერესებს მართლმადიდებლურ საქართველოში ამდენი მკითხავი, ნათლმხილველი როგორ არის. ამ ვაი მორწმუნეების მიღმა უმრავლესობა ფარისეველია, სახლში ხატები აქვთ გაკრული, ერთ შაბათს ტაძარში, რომ დადიან მეორე შაბათს მოლასთან არიან.

  2. ცოტა უფრო ყურადღებით გაეცანით სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიას და მის დიპლომატიურ საქმიანობაში ნჯამენაში მეორე მრჩევლობის გარდა სხვასაც ბევრს ნახავთ. სირცხვილია, ბოლოს და ბოლოს.

  3. ცოტა უკეთესად გაეცანით სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიას და ნჯამენაში მეორე მრჩევლობის გარდა სხვა ბევრ საინტერესოსაც იპოვნით.

  4. მისი ბიოგრაფია სწავლა-განათლება და გამოცდილება ნაკლებად მაინტერესებს
    1 ყველაზე საშინელი და უმძიმესი ცოდვით დაცემული – ხორციელი ღალატი ანუ ნათელმირონობის ავხორცობით შებღალვა(((
    2 მტრული განცხადება საქართველომ ომი დაიწყო
    ეს საკმარისია მეტი არაფერი მაინტერესებს იმ არსებაზე რომელმაც ერის და ნათელმირონს ღალატშია მხილული((((

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: თ.გ. Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here