დიდი ბრიტანეთის მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკვლევა და იპოვეს პასუხი მარადიულ კითხვაზე _ ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხი.
ბრიტანელმა მეცნიერებმა კვლევისას გამოიყენეს საკმაოდ ძლიერი კომპიუტერი HECTOR და დაამტკიცეს, რომ კვერცხი ქათამზე გვიან გაჩნდა.
საქმე ისაა, რომ ერთ-ერთი პროტეინი, რომელიც ძირითად როლს ასრულებს კვერცხის ნაჭუჭის შექმნაში, ქათმის ორგანიზმის გარეშე ვერ გამომუშავდება. კომპიუტერი დაეხმარა მეცნიერებს, კვერცხის ფორმირების ყველა ფაზას დაჰკვირვებოდნენ.
სპეციალისტების დასკვნა ასეთია: ცილა OC-17-ს, რომელსაც ქათმის კვერცხი შეიცავს, მხოლოდ ქათმის საკვერცხეები გამოიმუშავებს. ზოგადად კი, კვერცხის ჩამოყალიბება ფრინველთა გაჩენამდეც ხდებოდა. ამდენად, საკითხი დახურულია, განაცხადეს მეცნიერებმა.