Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ იცრუა პარლამენტის თავმჯდომარემ

რატომ იცრუა პარლამენტის თავმჯდომარემ

ირაკლი კობახიძე

გასულ წლებში სააკაშვილის მიერ დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკაზე _ ფურცელზე დაწერილიმიღწევებითუცხოელი პარტნიორებისათვის თავის მოწონებასა და ხალხის გაბითურებაზე _ არცქართული ოცნებაამბობს უარს.

ამა წლის 7 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა: პირველად მივაღწიეთ ჩვენ იმას, რომ 10000 დოლარს გადასცდა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი (იხ. ვიდეო youtu.be/0EJEt66DQ1g).

საქსტატისვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად კი, მოსახლეობის ერთ სულზე მშპ მოცულობა 2010-2016 წლებში ყოველწიურად იზრდებოდა, მაქსიმალურ მაჩვენებელს 2016 წელს მიაღწია და 3852,5 დოლარი შეადგინა. ანუ ბოლო წლებში მშპ მაჩვენებელს მოსახლეობის ერთ სულზე არათუ 10 000-დოლარისთვის, არამედ 10 000 ლარისთვისაც არ გადაუჭარბებია.

ძნელი სავარაუდოა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში (USAID, სოროსის ფონდი, UNDP) ნამუშევარმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არ იცოდეს, რა არის მთლიანი შიგა პროდუქტი და რამდენს შეადგენის ის ამჟამად, ამიტომ მისი განცხადება, რომ 10 000 დოლარს გადასცდა მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიგა პროდუქტის მაჩვენებელი, არის მტკნარი სიცრუე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here