Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე რატომ ვამბობთ ასე

რატომ ვამბობთ ასე

პოპულარული ფრაზები და მათი წარმოშობის ისტორიები

თაფლობის თვე (Honeymoon)

წარმოიდგინეთ, რომ სწავლობთ ახალ ენას და გესმით, როგორ ამბობს ვიღაც: “თაფლობის თვეანცხვრის ქურქში გახვეული მგელი”. ეს ხომ უცნაურად ჟღერს, მაგრამ, თუ თქვენ ჰკითხავთ ადამიანებს, რას ნიშნავს ეს ფრაზები, ბევრი ვერ გიპასუხებთ.

თაფლობის თვე (Honeymoon)

მნიშვნელობა: შვებულება, რომელსაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ერთად ატარებს.

წარმოშობა: ტრადიციის მიხედვით, ახალდაქორწინებულ წყვილს ნაყოფიერებისა და წარმატებისთვის მთელი თვის განმავლობაში უნდა ესვა თაფლიანი წყალი.

კედლებსაც აქვს ყურები (The Walls Have Ears)

მნიშვნელობა: მოწოდება სიფრთხილისკენ გამოთქმებში, შეხსენება, რომ შეიძლება, საუბარი ისმინებოდეს.

წარმოშობა: ვარაუდობენ, რომ პარიზში, ლუვრის სასახლეში დამონტაჟებული იყო მილების ქსელი, რათა მოესმინათ ყველაფერი, რასაც ლაპარაკობდნენ სხვადასხვა ოთახში. ადამიანები ამბობდნენ, რომ საფრანგეთის დედოფალი (1547-1559 წლებში) ეკატერინე მედიჩი სწორედ ამ მილების საშუალებით იყო ყველა პოლიტიკური საიდუმლოსა და ჭორის საქმის კურსში.

ნიანგის ცრემლები (Crocodile tears)

მნიშვნელობა: მწუხარების არაგულწრფელად გამოხატვა.

წარმოშობა: XIV საუკუნეში დაწერილ წიგნში “სერ ჯონ მანდევილის მოგზაურობა” მოთხრობილია რაინდულ თავგადასავლებზე აზიაში. წიგნში აღწერილია, რომ ნიანგებს ცრემლი მოსდით, როდესაც დაჭერილ ადამიანს ჭამენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტობრივი შეცდომაა, ფრაზამ “ნიანგის ცრემლები” გზა გაიკვლია შექსპირის ნაწარმოებებისკენ და XVI საუკუნეში არაგულწრფელი მწუხარების გამომხატველ იდიომად იქცა.

ხალიჩაზე გამოძახება (Called On The Carpet)

მნიშვნელობა: საყვედურის მიცემა.

წარმოშობა: ამ იდიომის ზუსტი წარმოშობის შესახებ ცნობილი არ არის. ბოლო პერიოდში ამ გამონათქვამს იყენებენ საყვედურის აღსანიშნავად, რომელიც შეფის მდიდრულ კაბინეტში მიიღეს. სიტყვა “ხალიჩა” გამოყენებული იყო სქელი ქსოვილის აღსანიშნავად, რომელიც დაფენილია, როგორც იატაკზე, ასევე მაგიდაზეც. შესაბამისად, “ხალიჩაზე გამოძახება” ნიშნავს, რომ პრობლემაზე მაგიდასთან მსჯელობდნენ.

ცხვრის ქურქში გახვეული მგელი (Wolf In Sheeps Clothing)

მნიშვნელობა: ადამიანი ან საგანი, რომელიც გვეჩვენება, რომ ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილია, სინამდვილეში კი მტერია.

წარმოშობა: მრავალსაუკუნოვანი გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ყველას, ვინც გარეგნულად მეგობრულად და კეთილგანწყობილად გამოიყურება, არ უნდა ენდო, ბიბლიურია. მათეს სახარებაში წერია: “უფრთხილდით ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსელით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან” (მათე. 7:15).

ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯება (Dont Look ãïåìòíöåþï (Dont Look A Gift Horse In The Mouth)

მნიშვნელობა: საჩუქრის ხარისხის შეფასება იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც ეს საჩუქარი გაჩუქათ, უხამსი საქციელია.

წარმოშობა: ცხენის შეძენისას ადამიანები მის წლოვანებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას კბილების სიჯანსაღის მიხედვით ამოწმებდენ. ამ იდიომას იმ მიზნით იყენებენ, რომ თქვან: საჩუქარში ნაკლოვანების ძებნა სისულელეა!

თვალი დახუჭა (Turn A blind Eye)

მნიშვნელობა: თავი მოიკატუნა, თითქოს ვერაფერი შეამჩნია.

მნიშვნელობა: მიიჩნევენ, რომ ეს ფრაზა გაჩნდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის ფლოტის ვიცეადმირალმა ჰორაციო ნელსონმა (1758-1805) ბრმა თვალით ჭოგრიტში გაიხედა და ვერ დაინახა სიგნალი თავისი სარდლისა, რომელიც ანიშნებდა, რომ ბრძოლიდან გასულიყო. ნელსონმა კი შეტევა წამოიწყო და გაიმარჯვა.

მარცხენა ფეხზე ადგა (Waking Up On The Wrong Side Of The Bed)

მნიშვნელობა: დღის დაწყება ცუდი განწყობით.

წარმოშობა: კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მარცხენა მხარე ადამიანის ან რაღაცის “ბოროტ მხარედ” ითვლებოდა, ამიტომ ლოგინიდან მარცხენა ფეხზე ადგომა უიღბლობის ნიშნად ითვლებოდა. უიღბლობის თავიდან დასაღწევად კი სახლის მფლობელები საწოლს მარცხენა მხრით კედელთან დგამდნენ და მასზე დაწოლილ ადამიანს სხვა არჩევანი აღარ ჰქონდა გარდა იმისა, რომ მარჯვენა ფეხზე ამდგარიყო.

ყურები მეწვის (My Ears Are Burning)

მნიშვნელობა: ადამიანი ქვეცნობიერით გრძნობს, რომ მასზე ლაპარაკობენ ან აკრიტიკებენ.

წარმოშობა: ძველი რომაელები თვლიდნენ, რომ სხვადასხვა ორგანოში მწველ შეგრძნებას თავისი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად, თუ ადამიანს მარცხენა ყური ეწვოდა, ეს ნიშნავდა, რომ მის მიმართ ვიღაცას ბოროტი განზრახვა ჰქონდა, თუ მარჯვენა _ ვიღაც აქებდა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here