Home რუბრიკები პოლიტიკა ჟირინოვსკი _ მიხეილ სააკაშვილზე: ის კარგა ხნის წინათ გადაიბირეს, ის ორმაგი აგენტია

ჟირინოვსკი _ მიხეილ სააკაშვილზე: ის კარგა ხნის წინათ გადაიბირეს, ის ორმაგი აგენტია

7890
ჟირინოვსკი

ამერიკელების მიერ შექმნილი შაპიტო, მოხეტიალე ცირკი, სახელად სააკაშვილი, რომელმაც პირველი წარმოდგენები 2003 წელს გამართა საქართველოში, შემდეგ კი 9 წლის განმავლობაში, როგორც მოესურვებოდა, ისე მართავდა ქვეყანას და ციხეებსა თუ ქუჩებში სისხლში ახშობდა ქვეყნის მოსახლეობის ნებას, 2015 წლიდან უკრაინაშია, სადაც ჯერ პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს მრჩევლად დანიშნა, შემდეგ _ ოდესის ოლქის გუბერნატორად, თუმცა მალევე გაათავისუფლეს პოსტიდან და ახლა იქ, ამ ძმათამკვლელი ომით გაწამებულ და კორუფციაში ჩაძირულ ქვეყანაში, თესავს ქაოსს

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2014 წლის 27 მარტს მიხეილ სააკაშვილი, როგორც მოწმე, დასაკითხად დაიბარა მისი პრეზიდენტობისას მომხდარ რამდენიმე ფაქტზე, მაგრამ ის პროკურატურაში არ გამოცხადდა, იმავე წლის 28 ივლისს პროკურატურაში კვლავ დაიბარეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მაგრამ ის არც ამჯერად გამოცხადდა. იმავე დღეს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრა სააკაშვილს, რომელსაც ბრალი დასდო 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა სასტიკ დარბევაში, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივი მეთოდებით ხელში ჩაგდებაში. სააკაშვილზე, ისევე როგორც თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილზე, საქართველოს პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა, მაგრამ სააკაშვილისა და კეზერაშვილის დასავლელი პატრონების ძალისხმევით ინტერპოლმა უარი თქვა ძებნის გამოცხადებაზე. თავის დროზე არც უკრაინის ხელისუფლებამ იღო ყურად საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა სააკაშვილის ექსტრადიციაზე და სწორედ ახლა იმკის ამის ნაყოფს…

ორმაგი აგენტი _ რომელიც, რასაც ეს ქვეყნები მოისურვებენ, გულმოდგინედ ასრულებს, _ ასე შეაფასა მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ლიბერალურდემოკრატიული პარტიის ლიდერმა, რუსეთის პარლამენტის დეპუტატმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ 2015 წელს ქართული ტელეკომპანიამაესტროსთვისმიცემულ ინტერვიუში, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

“ზოგჯერ ბევრ ადამიანს უმართებულო წარმოდგენა ექმნება პოსტსაბჭოთა სივრცეში მოქმედ ხელმძღვანელებზე. ბევრი ლანძღავს იანუკოვიჩს (ვიქტორ იანუკოვიჩი _ უკრაინის პრეზიდენტი 2010-2014 წლებში. _ ნ.კ.), მაგრამ მან ყველაფერი სწორად გააკეთა. იანუკოვიჩმა თავისი მისია შეასრულა, ის დაგვეხმარა, ყირიმი დაგვებრუნებინა. თვითონ მისთვის უხერხული იქნებოდა ყირიმის დაბრუნება, და ნოვოროსიის… ახლა კი მშვიდად ცხოვრობს სასახლეში მოსკოვისპირა კარგ ადგილას. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმაც მიიღო დავალება, მიეყვანა საქართველო იქამდე, რომ რუსეთთან ომი დაეწყო და ხელი შეეწყო საქართველოსგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საბოლოო გამოყოფისთვის. ანუ, ყოველთვის ყველაფერს აკეთებენ საკუთარი გამყიდველები. ქართველი ხალხი არასოდეს მოიწონებდა იმას, რაც სააკაშვილმა გააკეთა, ისევე, როგორც უკრაინელები _ იანუკოვიჩის ქმედებებს. იანუკოვიჩი გაიქცა, როდესაც შეასრულა თავისი მისია_ შექმნა ქაოსი უკრაინაში, უხელისუფლებო სიტუაცია და ეს დაგვეხმარა ჩვენ, დაგვებრუნებინა ყირიმი. ანალოგიურს გააკეთებს სააკაშვილი უკრაინაში _ შექმნის საფრთხეს რუსი მოსახლეობისთვის ოდესის ოლქში, დნეპრისპირეთში, ანუ მაქსიმალურად გაამწვავებს ვითარებას, შემდეგ ის შეიძლება, თავიდან მოიშორონ, როგორც მოიშორეს ალექსეი მოზგოვოი (ალექსეი მოზგოვოი _ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ლიდერი, მექანიზებული ბრიგადა “მოჩვენების” მეთაური 2015 წლის 23 მაისს დაუდგენელმა პირებმა მოკლეს _ ნ.კ.). ეს კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას. შემდეგ მოვლენები მის გარეშე განვითარდება. მაგრამ ის საქართველოს სირცხვილია _ ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველო ომამდე მიიყვანა, ახლა კი უკრაინაში იყენებენ, როგორც სატყუარას. იხვებზე მონადირეებს აქვთ სატყუარა _ “მანოკი”, ხის იხვი, რომელსაც სანადირო ადგილას უშვებენ და ყიყინებს. მისი ხმის გაგონებისთანავე იხვები მოფრინდებიან ხოლმე, რადგან ფიქრობენ, რომ იხვი ეძახით. სწორედ ამ სატყუარას გამოიყენებენ უკრაინაში ვითარების გასამწვავებლად. ვითარების გამწვავება კი ხელს აძლევს ყველას _ აშშ, ევროკავშირს, ნატოს, რუსეთს, ჩინეთსყველა დიდ მოთამაშეს. სიწყნარე _ ეს, ასე ვთქვათ, ყველაფრის დარღვევაა, დაშლა. თოვლის კაცისთვის საჭიროა ყინვა, სითბოში კი ის სწრაფად დადნება… როგორ გადაწყვეტენ კაცობრიობის ბედს, თუ სიწყნარე იქნება, ფესტივალები, დღესასწაულები? ამიტომ თამაშობს მიხეილი ამ როლს, ის უკვე კარგა ხნის წინათ გადაიბირეს, ის ორმაგი აგენტია; ასრულებს ყველაფერს, რაც უნდა ვაშინგტონსა და მოსკოვს, მაგრამ არცხვენს საქართველოს

რატომ მაინცდამაინც ოდესა? _ ოდესა დნესტრისპირეთთან არის ახლოს.

მათ დონბასი უკვე დაკარგეს და ახლა სხვა მხარეს უნდა ააგიზგიზონ ცეცხლი. იქ მოლდოვაა, გაგაუზია. მათ გვერდითაა ოდესის ოლქი და ოდესაში ყველაზე მეტია პრორუსული განწყობა. ამიტომ სწორედ აქედანაა კარგი ვითარების გამწვავება. ამიტომაც იყენებენ ქართველბომჟს(პირი, გაურკვეველი საცხოვრებელი ადგილის გარეშე, უსახლკარო, მაწანწალა _ ნ.კ.), სააკაშვილს, რომელიც პლანეტაზე დასეირნობს. მას დამხმარედ იყენებენ, პოსტსაბჭოთა სივრცეში ომის გასაჩაღებლად.

სააკაშვილი

საქმის შესრულების შემდეგ სააკაშვილი შეიძლება მოიპარონ და იანუკოვიჩის გვერდით აგარაკზე დაასახლონ, სხვა გვარით, მაგალითად, მიხეილ სააკიანით. ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც მოსკოვის მითითებებს ზუსტად ასრულებენ, მოსკოვის ნების შემსრულებლები გაჭირვებაში არ იქნებიან, რუბლიოვსკოე შოსე სავსეა ცარიელი აგარაკებით, ბერეზოვსკების, ხოდარკოვსკების შემდეგ სააკაშვილიც იქ იცხოვრებს, პოროშენკოც და სხვა შერეკილებიც.

უკრაინა ოდესასაც დაკარგავს და მთლიანად სამხრეთსაც, ნოვოროსიას. უკრაინას დარჩება მხოლოდ მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირი, კიევი, ჟიტომირი, ხმელნიცკი და მორჩა. დანარჩენი ტერიტორია პოლონელების ხელში გადავა _ ვოლინის, ლვოვის, ტერნოპოლის, როვნოს, ივანო-ფრანკოვსკის ოლქები, ამიერკარპატები _ უნგრეთის ხელში, ბუკოვინა და ბესარაბია _ რუმინეთის, ხოლო უკრაინის მთელი აღმოსავლეთი და სამხრეთი _ რუსეთის. შავი ზღვა რუსეთის იქნება, შემდეგ მოგვიწევს საქართველოსთან მოლაპარაკება, რათა კვლავ იარონ თეთრმა თბომავლებმა მარშრუტით: ოდესა-ბათუმი. ეს იყო მსოფლიოში საუკეთესო კრუიზი. ტურიზმი ხომ ყველასთვის სასარგებლოა _ ჩვენთვისაც და ქართველებისთვისაც. ვფიქრობ, ყველა ურთიერთობა მოგვარდება. გაუშვით მატარებელი _ ერევანი-თბილისი-სოხუმი-მოსკოვი. მატარებლები დღედაღამ უნდა დადიოდნენ. ჩვენც დაგეხმარებით. ასე რომ, სააკაშვილს უნდა გავუფრთხილდეთ. ქართველებს ძალიან უყვართ რუსეთი, რუსული ენა. სტალინით დაწყებული სააკაშვილით დამთავრებული ყველა მოსკოვისთვის მუშაობს”.

როგორც ხედავთ, ჟირინოვსკის 2 წლისწინანდელი პროგნოზი ახდა _ საქართველოში ძებნილმა და უკრაინის ხელისუფლების მიერ შერისხულმა სააკაშვილმა, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე, ახლა უკრაინაში მოაწყო ახალი არეულობები და ამ ქვეყნის ხელისუფლება, რომელსაც ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლებას, დასავლელი პატრონები მართავენ, მის დაპატიმრებას ვერ ახერხებს.

შაპიტო, სახელად სააკაშვილი, კვლავაც მართავს წარმოდგენებს.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

P.S. “სააკაშვილის დაპატიმრება არ იყო დაგეგმილი. ამოცანა იყო, მიეყვანათ ის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე და დაკვირვებოდნენ ვაშინგტონის რეაქციას ამ მოვლენაზე, მაგრამ სააკაშვილი გაათავისუფლეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, პოროშენკოს იმიჯი მნიშვნელოვნად დაზარალდა, შედეგად ის იძულებული შეიქნა, უხეშ მოქმედებებზე გადასულიყო, აი ამის შემდეგ ჩაერია აშშ. ამერიკელებმა აუკრძალეს პოროშენკოს სააკაშვილის დაპატიმრება. ამ ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი უკრაინის პრეზიდენტისთვის არის ის, რომ საერთოდ არ შეამჩნიოს სააკაშვილი. და ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პოროშენკომ მიიღო მოქმედების ეს მოდელი”, _ განაცხადა უკრაინის პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ოლეგ ცარიოვმა.

4 COMMENTS

    • სრულ სიმართლეს წერს ჟირიკა, პუტინის რუპორი. მიშა აკეთებდა საქართველოში და აკეთებს უკრაინაში იმას რაც აწყობს ამერიკას და რუსეთს, დაშალონ და გაინაწილონ ეს ქვეყნები

  1. კომენდიატი უძახეთ და ის ყოველთვის პუტინის რუპორი იყო, იძახდა იმას რაც რუსეთს და პუტინს აწყობდა, სიმართლე ხანდახან მტკივნეულია. ამ კაცმა 2 წლის წინ რაც თქვა სრულდება და სრული სიმართლეა, პუტინი მიშას მტერი ესეც ფარსია და შაპიტო, რაც რუსეთს უნდოდა მიშას დახმარებით 100% მიაღწია….. ვითომ ბიძინა იყო პუტინის კაცი მაგრამ პირიქითაა, რაც ქვეყნის დანგრევის და გაქრობის რეალობაა……

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: გურამი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here