Home სხვადასხვა დაიჯესტი პუტინი პლანეტაზე ლიბერალიზმის პროექტს ხურავს

პუტინი პლანეტაზე ლიბერალიზმის პროექტს ხურავს

რუსეთის პრეზიდენტი ელიტებზე წნეხს აძლიერებს

3352
პუტინი პლანეტაზე ლიბერალიზმის პროექტს ხურავს

როგორც ეს არაერთხელ მომხდარა XX საუკუნეში მწვავე სისტემური კრიზისის პერიოდებში, როცა დაემთხვა რამდენიმე ცალკეული კრიზისული პროცესი, სახელმწიფო სისტემა ხალხის მხარდაჭერითა და ელიტებზე დატვირთვის მომატებით რეაგირებდა. “დანაყრებისწლებში კი ეს შეუძლებელია, ამ პერიოდში ელიტები ხელშეუხებელნი არიან, რადგან ამაზეა აგებული სისტემის სტაბილურობის საფუძველში ჩადებული .. ელიტური კონსენსუსი.

მაგრამ, როცა კრიზისი მიაღწევს განსაზღვრულ წერტილს, ადრინდელი კონსენსუსი უქმდება და აქტივების დიდი ნაწილის შესანარჩუნებლად ელიტები მათ ნაკლებად წირავენ მსხვერპლად. ისინი ამის მანდატს აძლევენ სახელმწიფო მეთაურს, რომელიც აწარმოებს ეროვნული სიმდიდრის გადანაწილებას იმ მიზნით, რომ არ დაუშვას სისტემის კრახი და მხარი დაუჭიროს სუსტ რგოლებს.

ცალკეული ელიტარების წინააღმდეგობას სახელმწიფო ახშობს სხვა ელიტური ჯგუფების ჩუმი თანხმობით.

ამჟამად რუსეთში ვხედავთ ელცინისეული კონსენსუსის აგონიას, რომლის დანგრევის მანდატიც ვლადიმერ პუტინს, მაღალი რეიტინგის მიუხედავად, გასულ წლებში არ ჰქონია. წინა სისტემის პოზიციებზე შეტევა ნელა და ეტაპობრივად მიმდინარეობს, თუმცა განუხრელად და მზარდი დინამიკით.

საკვანძო პერსონები ლიბერალური კლანისა, რომლის ბატონობაც თითქოს ხელშეუხებელი იყო, ჩვენ თვალწინ გადადიან არქაიკაში, ისევე, როგორც XIX საუკუნის ბოლოს ბუნებრივი აირის ქუჩის ფარნები, ელექტრული ფარნების ფონზე. ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინათ კუდრინი და სილუანოვი სისტემის საუკუნეობრივ ღერძად ითვლებოდნენ, ამჟამად კი ისინი არიან წარმომადგენლები პერიფერიისა, რომელიც სულ უფრო გარდაიქმნება მარგინალიტეტად. ლიბერალები დაბნეული და დეზორგანიზებული არიან, აწარმოებენ არიერგარდულ ბრძოლას და ელიტიდან ქუჩის მოხულიგნო ელემენტებად გარდაიქმნებიან.

და ფუჭია მოლოდინი, რომ, როგორც კი დასრულდება კორონავირუსის ეპიდემია, მაშინვე დაბრუნდება ლიბერალური გლობალიზმის ყველა ატრიბუტი. ამჟამად ლიბერალების მდგომარეობა მოგვაგონებს ძველი სიმღერის სტრიქონებს: “როკენროლი მკვდარია, მე ჯერ კიდევ არა, როკენროლი მკვდარია, მე ჯერ კიდევ არა. ისინი, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ, ჩვენ გვიყურებს, როკენროლი მკვდარია, მე ჯერ…”

ვლადიმერ პუტინმა, გარდამავალი ეპოქის მმართველმა, რომელსაც ლიბერალებმა ძალაუფლება ლიბერალიზმის შესანარჩუნებლად გადასცეს, პირველმა მიაყარა პეშვი მიწა ლიბერალიზმის კუბოს საფლავში და მითითება გასცა, დაემარხათ გარდაცვლილი.

ვალენტინა ტერეშკოვა
ვალენტინა ტერეშკოვა

2007 წლიდან პუტინი ნელნელა უთხრიდა ძირს ლიბერალიზმს, გარეგნულად კი ჩანდა, როგორც მისი მორჩილი მსახური. ეს ბევრს სჯეროდა, მით უმეტეს, რომ თვითონ პუტინი უწოდებდა თავს ლიბერალს დასავლელი კორესპონდენტების მიერ ჩამორთმეულ ინტერვიუებში. და, როცა პუტინმა მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ ლიბერალიზმი მკვდარია, მას ეს არ აპატიეს.

პუტინმა ასე თქვა იმიტომ, რომ ის ლიბერალიზმის გარეთ იდგა. ის, ვინც შიგნითაა, ასეთ რამეს არათუ არასოდეს იტყვის, არამედ მსგავსი რამის გაფიქრებასაც ვერ გაბედავს. ჯორჯ სოროსი ასეთ რამეს არასოდეს იტყვის. ის პროცესის შიგნითაა, მისი სხეულის ნაწილია. პუტინი გარეთაა, ის დამკვირვებელია და გვამური ლაქების დანახვის შემდეგ არასოდეს იტყვის, რომ ეს ლაქები ჭორფლია.

ლიბერალიზმის კვდომის ისტორია რუსეთში თარიღიდან თარიღამდე მიმდინარეობს. 15 იანვარი (ფედერალური საკრებულოსადმი მიმართვა) რუსი ლიბერალებისთვის შავი დღეა; 10 მარტი (ტერეშკოვას გამოსვლა) _ დღე, როდესაც ლიბერალებს ჭერი თავზე ჩამოენგრათ; 25 მარტს ისინი მიხვდნენ, რომ ჩამარხულნი არიან ნანგრევებში შენობისა, რომელსაც XX საუკუნის 70-იანი წლებიდან აშენებდნენ (თუ უფრო ადრიდან არა). ეპოქა დასრულდა, ისინი კი წარსულის აჩრდილებივით დაძრწიან ქუჩებში, ოცნებობენ ძველ დროზე, რომელიც არასდროს დაბრუნდება, და ვერ ხვდებიან, როგორ მოხდა ეს.

პუტინმა მოქალაქეებისა და ბიზნესის დახმარება არა მხოლოდ ერთ პაკეტში მოაქცია, არამედ პირველად განაცხადა, რომ ოფშორული არისტოკრატია ამიერიდან ჰეგემონი კი არა, რესურსია. და არავინ მოატყუოს სიტყვებმა, რომ ოფშორში გადარიცხული დივიდენდების გამო ისინი გადასახადის მხოლოდ 15%-ს გადაიხდიან. დაწყება ყოველთვის ძნელია. სოციალიზმის ნგრევაც მისი აჩქარებით დაიწყო, გარდაქმნასა და საჯაროობაზე ლოზუნგებით.

ყველასთვის ნათელია, რომ იწყება ელიტის ნაციონალიზაცია და მას იძულებითი ხასიათი ექნება. როდესაც ხელისუფლება ოლიგარქების განკულაკების ეშხში შევა, ოლიგარქები მას ყველაფერს დაუთმობენ _ ყველაბრილიანტსპროლეტარიატის დიქტატურისთვის. .., პუტინი ეს არის რკინის მუშტი ხავერდის ხელთათმანში. და მან ყველას ნათლად მიუთითა, რომ ხალხი აღარ არის ბიუჯეტის შესავსები რესურსი. ახლა დადგა ელიტების ჯერი, რომ ისინი იყვნენ რესურსი.

რაც უფრო იხრება პუტინი მარცხნივ, მით მეტად პოპულარულია ის ხალხში. პუტინი არასოდეს გახდება სოციალ-დემოკრატი, ის უფრო მემარჯვენე-ცენტრისტი იქნება, მაგრამ დროება, როცა ელიტას ყველაფერი ჰქონდა და მას არაფერს სთხოვდნენ, წავიდა. ახლა ელიტებმა თავიანთი სტატუსი სისხლითა და ოფლით უნდა დაამტკიცონ იბრძოლონ რუსეთის ინტერესებისთვის. ისინი ან იმპერიისთვის იბრძოლებენ, ან უშტატოდ, ე.ი. უსაქმოდ დარჩებიან. დადგა მომენტი, როცა იმპერია ითხოვს პარაზიტების მოშორებას და მათ მოიშორებენ.

პუტინის სიტყვებმა დღეს ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა. მან მთლიანად გაანულა ნეგატივი საპენსიო რეფორმისა, რომელიც ელიტების სასარგებლოდ იყო გაკეთებული. და ახლა ელიტებს წაართვა დაცვა, ახლა ელიტები უფრო მეტს გადაიხდიან კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად. და ეს სახელმწიფო პოლიტიკად იქცევა. მათ, ვისაც მახვილი ინტუიცია აქვს, უკვე დაიწყეს.

განცხადება, რომ პუტინის რუსეთი მზად არის, გავიდეს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებებიდან, რათა მილიარდერებისგან ფული მიიღოს, ძალიან სერიოზული გაფრთხილებაა. 2024 წელს რუსები მიიღებენ მმართველ კლასს სულ სხვა შემადგენლობით, ამ ვადის შემდეგ კიდევ უფრო განსხვავებულს.

თუ უახლოეს სამ თვეში პუტინი შეძლებს ეპიდემიის გავრცელების ტემპის გაკონტროლებას, გაამართლებენ მის ყველაზე მკაცრ ზომებს და უფრო მკაცრს მოითხოვენ. და ის მათ გაატარებს, იმიტომ, რომ ექნება ცვლილებების მანდატი, მაგრამ ამისთვის მან ჯერ ვირუსზე უნდა გაიმარჯვოს. გამარჯვება უფლებას მისცემს, დააჩქაროს რეფორმები, რომლებსაც ქვეყანა, მეოთხედი საუკუნეა, ელის.

პუტინი კვლავინდებურად არის ლიბერალების დაცვის გარანტი, იმიტომ, რომ მის გარდა, ლიბერალებს რუსეთში არავინ დაიცავს, მაგრამ ეს არის არა პრივილეგიების შენარჩუნების დაცვა, არამედ დაცვა ანგარიშსწორებისგან.

რუსეთში ლიბერალიზმი პენსიაზე გავიდა და პუტინი დახურავს ლიბერალიზმის ეპოქას. პუტინი ხურავს ლიბერალიზმის პროექტს პლანეტაზე, ამიტომ 2020 წლის 25 მარტი ისტორიაში შევა.

Regnum.ruზე გამოქვეყნებული ალექსანდრე ხალდეის მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

4 COMMENTS

  1. კარგი სტატიაა. რაც მალე განადგურდება ლიბერასტები მსოფლიოში მით უკეთესი ხალხისთვის!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ჯონი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here