2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 202 400 000 დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.6 % ით ნაკლებია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთში პროდუქციის ექსპორტი 12.6%-ით, ხოლო იმპორტი 9.2%-ით შემცირდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში:
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
ყურძნის ნატურალური ღვინოები – 95 106 200 დოლარი
ფეროშენადნობები – 92 136 100 დოლარი
მინერალური და მტკნარი წყლები – 33 661 200 დოლარი
სპირტიანი სასმელები – 25 258 600 დოლარი
ახალი გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო – 19 936 100 დოლარი
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 116 091 500 დოლარი
ხორბალი და მესლინი – 97 562 900 დოლარი
ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა – 35 708 100 დოლარი
მზესუმზირის ზეთი – 32 486 100 დოლარი
სატელეფონო აპარატები – 27 114 000 დოლარი
https://www.bpn.ge/