პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციური კანონის პროექტის ახალ რედაქციაზე განცხადებას 18:00 საათზე გააკეთებს. პრეზიდენტის, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერის ან ვეტოს დადებისთვის დრო ხვალამდე აქვს.
ქვეყნის პირველმა პირმა მოტივირებულ შენიშვნებზე კონსულტაციები მმართველ გუნდთან და ოპოზიციასთან უკვე გამართა. პოლიტიკური სპექტრი ვეტოს ელის. შენიშვნების საბოლოო ვერსია უცნობია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გიორგი მრგველაშვილი სავარაუდოდ ოთხი საკითხის ჩასწორებას მოითხოვს. ვეტოში ორი პუნქტი მმართველი გუნდის შეთავაზებით შევა, ორი კი ოპოზიციის მოთხოვნით. საპარლამენტო უმრავლესობა ასეთი ვეტოს დაძლევას აპირებს. ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში ფართო კონსენსუსის მნიშვნელობაზეა საუბარი.