Home ახალი ამბები საქართველო პრეზიდენტი კონსტიტუციის ახალ პროექტზე განცხადებას 18:00 საათზე გააკეთებს

პრეზიდენტი კონსტიტუციის ახალ პროექტზე განცხადებას 18:00 საათზე გააკეთებს

702
გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციური კანონის პროექტის ახალ რედაქციაზე განცხადებას 18:00 საათზე გააკეთებს. პრეზიდენტის, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერის ან ვეტოს დადებისთვის დრო ხვალამდე აქვს.

ქვეყნის პირველმა პირმა მოტივირებულ შენიშვნებზე კონსულტაციები მმართველ გუნდთან და ოპოზიციასთან უკვე გამართა. პოლიტიკური სპექტრი ვეტოს ელის. შენიშვნების საბოლოო ვერსია უცნობია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გიორგი მრგველაშვილი სავარაუდოდ ოთხი საკითხის ჩასწორებას მოითხოვს. ვეტოში ორი პუნქტი მმართველი გუნდის შეთავაზებით შევა, ორი კი ოპოზიციის მოთხოვნით. საპარლამენტო უმრავლესობა ასეთი ვეტოს დაძლევას აპირებს. ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში ფართო კონსენსუსის მნიშვნელობაზეა საუბარი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here