უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ევროპარლამენტის 35 დეპუტატისგან მიიღო წერილი მოთხოვნით, სათავეში ჩაუდგეს გეიაღლუმს, რომელიც 17 ივნისს უნდა ჩატარდეს კიევში.
ევროპარლამენტის დეპუტატებმა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს _ პრეზიდენტს, მთავრობის წევრებს, პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდეს სექსუალური უმცირესობების “თანასწორობის მარშში” მონაწილეობისკენ. მათ, აგრეთვე, აღნიშნეს პროგრესი, რომელსაც მიაღწია უკრაინამ ქვეყანაში ლგბტ პირების უფლებების დაცვის გზაზე და კიევს მოსთხოვეს, უზრუნველყოს გეიაღლუმის მონაწილეთა უსაფრთხოება.
ევროპარლამენტარებმა წერილში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ლგბტ პირების უფლებების დაცვა, ყველა ადამიანისთვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა, კანის ფერისა თუ სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, ევროკავშირის უმთავრესი პრინციპია.
ევროპარლამენტარები უკვე აღარ მალავენ თავიანთ ზრახვებს უკრაინის მიმართ, იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც თავის დროზე თვითონ წააქეზეს და ძმათამკვლელი ომი დააწყებინეს რუსებთან, შედეგად ქვეყანა გაპარტახებულია და ეკონომიკური მაჩვენებლებით აუტსაიდერთა შორისაა, არათუ ევროპის, მსოფლიოს ქვეყნებს შორისაც. და იმის ნაცვლად, რომ უკრაინას ეროვნული ფასეულობების დაცვასა და ეკონომიკის აღორძინებაში დაეხმარონ, ევროპარლამენტარები ამ ქვეყნის ხელისუფლებას გეიაღლუმის მოწინავე რიგებში ჩადგომისკენ მოუწოდებენ, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის სრულ ლგბტ-ზაციას.
ანალოგიური ბედი ელის საქართველოსაც, რომლის ხელისუფლებაც თვალებში შესციცინებს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებს და მის მითითებებს უსიტყვოდ ემორჩილება…
მოამზადა დავით ბერიძემ