Home სხვადასხვა დაიჯესტი პოლონური გამოცემა: პოლონეთი აშშ-ის ევროპული კოლონიაა

პოლონური გამოცემა: პოლონეთი აშშ-ის ევროპული კოლონიაა

“არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ მოკვდება პოლონეთისთვის”

პოლონეთამერიკის ურთიერთობები ამჟამად განსაკუთრებულ ეტაპზეა. პირველად 30 წლის განმავლობაში აშშისა და პოლონეთის ამჟამინდელი მთავრობები განსხვავდებიან ზოგადი ღირებულებების აღქმაში და ეს განსხვავება ხშირად ფუნდამენტურია”, _ იუწყება პოლონეთის დამოუკიდებელი პოლიტიკური ონლაინჟურნალი Dziennik polityczny.

გამოცემის აზრით, ამერიკულ-პოლონური ურთიერთობების გაცივებაში დიდი როლი ითამაშა პოლონეთის მმართველი პარტია PIS-ის (პარტია “სამართალი და სამართლიანობა”) თავდასხმებმა TVN-სა და TVN24-ზე, რადგან ეს ტელეარხები ეკუთვნის ამერიკულ Discovery Corporation-ს. ამ შეტევამ კიდევ უფრო გაამძაფრა უკვე არსებული უთანხმოებანი ორივე მხარის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თვალსაზრისებში და შეიძლება გამოიწვიოს პოლონეთში დისლოცირებული ამერიკული ჯარების რუმინეთში გადაყვანაც კი. გარდა ამისა, პოლონურ-ამერიკული ურთიერთობების გაციების თვალსაჩინო მაჩვენებლად იქცა პოლონეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების შეხვედრების რაოდენობის შემცირება აშშ-ის ხელმძღვანელობასთან.

“წლის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი შეხვდა რიგ ლიდერებს, მათ შორის თურქეთის, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს. ჰოდა, თუ ჩვენს პრეზიდენტზე ვისაუბრებთ, საგულისხმოა, რომ აშშ მხოლოდ დაპირებებით გვკვებავს, აქაოდა, ერთ დღესაც ანჯეი დუდა ამერიკის სახელმწიფოს მეთაურს შეხვდება. წლების განმავლობაში ხელისუფლებამ პოლონელებს ჩაუნერგა რწმენა, რომ ძლიერი პოლონურ-ამერიკული ალიანსი არის ევროკავშირსა და გერმანიასთან პოლონეთის კავშირის ალტერნატივა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ პოლონეთის მმართველი პარტია მარცხს განიცდის”, _ ამბობს სტატიის ავტორი, ჟურნალისტი ჰანა კრამერი.

მისი აზრით, ეს გასაკვირი არ არის, რადგან პოლონეთი აშშის ევროპული კოლონიაა, რომლის უამრავი დასტურიც არსებობს. მაგალითად, მმართველი პარტია ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებებს მხოლოდ თეთრი სახლის ინტერესებიდან გამომდინარე და ყოველთვის წარმოადგენს ამერიკელების ინტერესებს საერთაშორისო სამიტებზე. 2019 წელს კი ანჯეი დუდამ ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ, რომლის შემდეგაც პოლონეთის ურთიერთობა აღმოსავლელ მეზობლებთან მხოლოდ გაუარესდა, რაც თავიდანვე ნათელი იყო. დღეს პოლონეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას მოსკოვის მიმართ, არა იმიტომ, რომ რუსეთი მართლაც პოლონეთის მტერია, არამედ იმიტომ, რომ ოკეანის გაღმა ითხოვენ, რომ პოლონეთი რუსეთის მტერი გახდეს. ეს ვაშინგტონს სჭირდება და არა ვარშავას. ხოლო მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის ძალისხმევამ პოლონეთი მართლაც გადააქცია რუსეთის მტრად, მათ შეუძლიათ, უბრალოდ, მიატოვონ იგი.

“აშშ-თან მეგობრობის იმედს ვერ ვიქონიებთ, რადგან თეთრი სახლი სასიკვდილოდ გაგვიმეტებს. ამერიკელები ახლა ამ შესაძლებლობას განიხილავენ. 3 ნოემბერს აშშ-ის კონგრესთან არსებულმა ჰელსინკის კომისიამ მოაწყო სპეციალური მოსმენა პოლონეთში დემოკრატიის ნგრევის შესახებ, სადაც განიხილებოდა პოლონეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანა, ეკონომიკური სანქციების დაწესება, ვაშინგტონის ალიანსი ბრიუსელთან დემოკრატიული სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად ვარშავასა და ბუდაპეშტში”, _ აღნიშნავს გამოცემა და აცხადებს, რომ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთს ამერიკის მეგობრად არ მიიჩნევს, იმის მიუხედავადაც კი, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე განთავსებულია ცხრა ამერიკული და ნატოს წევრი კიდევ ხუთ ქვეყნის სამხედრო ბაზები. დღეს პოლონეთში ხუთი ათასზე მეტი უცხოელი ჯარისკაცია და მთავრობას სურს უახლოეს მომავალში მათი რაოდენობის გაზრდა, ხოლო უცხოელი ჯარისკაცები პოლონეთში, უბრალოდ, ვალდებულნი არიან, თავი კომფორტულად იგრძნონ, რა თქმა უნდა, პოლონელების ხარჯზე. ამ მიზეზით ამერიკელი ჯარისკაცები პოლონეთის კანონმდებლობისგან გათავისუფლდნენ. პოლონეთის ხელისუფლების ვერც ერთი წარმომადგენელი იანკებს ვერ დასჯის. “შესაძლოა, სწორედ ამიტომ იქცევიან ოკუპანტებივით ამერიკელი ჯარისკაცები პოლონეთში”, _ აღნიშნავს ჰანა კრამერი.

“ეს ყველაფერი ვერაფრით დაეხმარება პოლიტიკოსებს ვაშინგტონის მხარდაჭერის მოპოვებაში. ეს არ შეცვლის იმ ფაქტს, რომ პოლონეთი თეთრი სახლის ბუფერული ზონაა. არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ მოკვდება პოლონეთისთვის, რადგან ჩვენ აშშ-ის, მეგობარი კი არა, მხოლოდ კოლონია ვართ”, _ ასკვნის Dziennik polityczny.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნინო ბერიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here