Home სხვადასხვა დაიჯესტი პედოფილები ევროპის პოლიტიკური ასპარეზისკენ მიისწრაფვიან: ვინ დგას მათ უკან?

პედოფილები ევროპის პოლიტიკური ასპარეზისკენ მიისწრაფვიან: ვინ დგას მათ უკან?

3154
მარჯვნივ პედოფილი ნელსონი

ათიოდე დღის წინათ გაცხადდა, რომ ჰოლანდიელი პედოფილების საზოგადოებამარტეინი”, რომელიც 2014 წელს დაიშალა და აიკრძალა, 2020-ში აპირებს პოლიტიკური მოძრაობის დაარსებას სახელწოდებითახლობელთა სიყვარულის, თავისუფლებისა და მრავალფეროვნების პარტია”.

გარდაცვლილი და მიწამიყრილი პედოფილები კვლავ წამოყელყელავდნენ და ბავშვებთან სექსის ლეგალიზაციისთვის ბრძოლა დაიწყეს. მათ სურთ არჩევნებში მონაწილეობა და სიბილწეში ოფიციალურად ჩაყურყუმალავება.

მეორედ მოსვლაა, აბა, რა ჯანდაბაა!

მადლობა ღმერთს, რომ ჰოლანდიაში აღმოჩნდა ნორმალური ადამიანი, გაბედული ჟურნალისტი ერიკ ვან დე ბეკი, რომელმაც ხმა აღიმაღლა ამ ყროლთა წინააღმდეგ და საპროტესტო ტალღა ააგორა ადამიანთა სიწმინდის დასაცავად.

ნიდერლანდების მეფის კლაუს გიორგი ფერდინანდის საშობაო სიტყვა, როგორც წესი, უმნიშვნელოვანეს თემებს შეეხებოდა. მან თქვა, რომ “თავისუფლება არასოდეს არის თავისუფალი. იგი ჩვენგან ყოველთვის რაღაცას მოითხოვს _ ერთმანეთისადმი ნდობას, გონიერებას, ერთმანეთისთვის სივრცის მიცემას”.

ამ დროს კი სივრცეში, რომელსაც ეწოდება ინტერნეტი, ის უბედურება ტრიალებს, რომელზეც ზემოთ მიგანიშნეთ _ პედოფილიის ლეგალიზაციის მოთხოვნა!

ერიკ ვან დე ბეკმა სოცქსელებში აღმოაჩინა “ბავშვების გათავისუფლების ფრონტი” და ამ გაუგებარი მოძრაობის წევრებს შეკითხვები დაუსვა, _ ვინ ხართ და რისთვის იბრძვითო.

რესპონდენტთაგან ერთმა, გვარად ნელსონმა, აღიარა, რომ არის პედოფილების ორგანიზაციის აქტივისტი და რეგულარულად ხვდება ხუთი წლის ბიჭს. გულახდილად და “უსირცხვილოდ ისაუბრა ისეთ დეტალებზე, რომ გავოგნდი”, _ ამბობს ჟურნალისტი.

აი, ცენზურაგავლილი ფრაგმენტები ამ ავადმყოფის მონაყოლის: “იგი (ბავშვი) არასოდეს რჩებოდა ღამ-ღამობით ჩემთან, მაგრამ ამჟამად ორი ღამეა, ჩემთანაა და მხოლოდ ნახევარი დღით მიდის სკოლაში”.

ჟურნალისტი პედოფილ აქტივისტს ქუჩის საპირფარეშოსთან შეხვდა, იმ არქიტექტურულ “ძეგლთან”, რომელსაც ჰომომონუმენტს უწოდებენ და აგებულია ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში დაღუპული გეებისა და ლესბოსელებისთვის პატივის მისაგებად.

მაგრამ რატომ მაინცდამაინც აქ სურს პედოფილს ჟურნალისტთან შეხვედრა?

_ მე განსაკუთრებული პედოფილი ვარ, _ ამბობს ეს უდღეური პუტკუნა ნელსონი, რომელიც 25 წლისაა და სახელი გაითქვა ახლახან გამართულ გეიაღლუმზე, როცა ლგბტ მოსთხოვა მათ პრაიდში პედოფილების ჩარიცხვა,

_ შემომეხვივნენ აგრესიული ჰომოსექსუალები და მომთხოვეს, წავთრეულიყავი. გამიკვირდა, ერთ დროს ისინიც ხომ იბრძოდნენ თავიანთი უფლებებისთვის?! არ შეიძლება პედოფილების იგნორირება! ჩვენ უფლება უნდა დაგვრთონ, საკუთარი აზრი გამოვთქვათ ისე, როგორც ამას სხვები აკეთებენ”.

რისთვის და რატომ?

პასუხი იმდენად მარტივია, რამდენადაც ბინძური და საზიზღარი: იმისთვის და იმიტომ, რომ დღეს თუ ხვალ ბავშვებთან სექსუალური კავშირი კანონით ნებადართული გახდეს.

_ 12 და 13 წლის ბავშვებთან? _ ეკითხება გაოგნებული ჟურნალისტი.

და ის ყროლი ნელსონი უპასუხებს:

_ ეს დამოკიდებულია კონკრეტულ ბავშვზე, მზად არის თუ არა იგი საამისოდ.

_ 5 წლის ბავშვთან სექსისთვის მზად ხარ?

_ ახლა, რა თქმა უნდა, არა, რადგან ეს კანონით აკრძალულია.

_ კანონიერი რომ იყოს?

ნელსონი კუდით დაჭერილი გველივით იკლაკნება, ცდილობს, პასუხს გაექცეს და არ ამბობს “არას”.

ე.ი., კანონით აკრძალული რომ არ იყოს, უარს არ იტყვის.

რაც კანონით აკრძალული არ არის, დასაშვებია, _ ასეთია ამ გავრცელებული სენტენციის სარჩული, რომელსაც ჩვენი სამოქალაქო აქტივისტები, საჭიროა თუ არა, გაწვრთნილი თუთიყუშებივით იმეორებენ.

იციან და…

მათგან მოდის, აზრის ნეოლიბერალური გარყვნილებისგან.

ჯერჯერობით მხოლოდ აზრის, რომელიც იქ, მაგალითად, ნიდერლანდებში უკვე რეალობად არის მატერიალიზებული, თუნდაც იმ ფაქტად, რომელიც სულ ახლახან გახმაურდა, მაგრამ, სანამ ამ შემთხვევაზე ვიტყვით რამეს, ვან დე ბეკს მოვუსმინოთ:

_ მათ აქვთ წიგნი, რომელშიც ლაპარაკია, როგორ, რა ფანდით შეიძლება ბავშვის შეცდენა და შემდეგ კვალის დაფარვა. არცთუ დიდი ხნის წინათ ჰიტლერის “მაინ კამპფის” წაკითხვისთვის შეიძლება ციხეში მოხვედრილიყავი, პედოფილების დამხმარე სახელმძღვანელო კი აკრძალული არ არის. ეს წიგნი მათ შორის ხელიხელ საგოგმანები გახდა, პოლიტიკოსები კი ყურადღებას არ აქცევენ და არაფერს აკეთებენ.

და ეს ხდება იმ ამბის ფონზე, რომელმაც ააფორიაქა მთელი ქვეყანა და რომელიც საიდუმლო ფერმის საქმედ მონათლეს. იმ ფერმის, რომელშიც ბავშვებზე ძალადობამ შეიძლება ფარდა ახადოს ბინძურ საიდუმლოებას. ნიდერლანდების პოლიციამ აღმოაჩინა ოჯახი, რომელიც 10 წლის განმავლობაში ფერმაში იმალებოდა მეორედ მოსვლის მოლოდინში.

ოქტომბრის ერთ საღამოს სოფელ რეინერვოლდის ბარში შედის დაბნეული ყმაწვილი და ერთბაშად ხუთ კათხა ლუდს შეუკვეთავს. იტყვის, რომ სჭირდება დახმარება და არ სურს ფერმაში დაბრუნება.

გამოუძახებს პოლიციას.

სამართალდამცავები იქ აღმოაჩენენ მის 5 უმცროს და-ძმას, რომლებსაც მამა ფერმიდან ფეხის გადგმას უკრძალავდა.

პრესა ამ ოჯახის წევრებს დაუყოვნებლივ სექტანტებად გამოაცხადებს… მაგრამ მართლა სექტანტები იყვნენ?

სოფლის მკვიდრნი ამბობენ, რომ ეს ოჯახი თავისი სამკვიდროდან მოულოდნელად ფერმაში გადასახლდა. რა იყო ამის მიზეზი, არ იციან.

რეპორტიორი ანტონ ჩეჩულინსკი მიდის ამ ფერმაში, სადაც დაცვის გარდა არავინაა. დამონტაჟებულია ვიდეოთვალთვალის კამერები.

რა დარჩა იმ ფერმაში ისეთი, რისი ნახვაც უცხო თვალისთვის აკრძალულია? ნუთუ ნივთმტკიცებები დანაშაულის, რომლის შესახებაც ინფორმაციის გავრცელებაზე დღემდე თავს იკავებენ?

დღევანდელი მეფის მამა - პრინცი კლაუსი
დღევანდელი მეფის მამა – პრინცი კლაუსი

ამ ისედაც აბურდულ საქმეში ახალი დეტალები იკვეთება: მაგალითად, ფერმა დაიქირავა არა ოჯახის უფროსმა, არამედ მისმა ნაცნობმა; ორმა ბავშვმა უკვე აღიარა, რომ მათ აიძულებდნენ უცხო ადამიანებთან სექსუალური ურთიერთობის დამყარებას. დავუმატოთ ამას ისიც, რომ იმ კაცის (რომელიც არსად მუშაობდა) ფერმაში დიდძალი ნაღდი ფული იპოვეს. დაკავშირებული იყო თუ არა ეს ფული ბავშვებზე ძალადობასთან, ამაზე გამოძიება ჯერჯერობით დუმს.

_ ჩრდილოეთ ნიდერლანდებში გვქონდა ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები და ამაში გარეულები იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები, _ ამბობს ადვოკატი ადელ ანდერპლაცი.

ერთ საქმეში, რომელიც მას მიჰყავდა, ბრალდებული იყო ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტროს გენერალური მდივანი იურის დემინგი.

დაკითხვისას ორმა ახალგაზრდამ გამოძიებას განუცხადა, რომ, როცა ბავშვები იყვნენ, ისინი დემინგმა გააუპატიურა.

_ მან მკითხა, რამდენი წლის ხარო. ვუპასუხე, რომ _ თხუთმეტის, და მან ჩემთან სექსუალური ურთიერთობა დაამყარა.

მეორე მაშინ 10-11 წლისა თუ იქნებოდა.

ადვოკატი ყვება, რომ სასამართლოზე წარდგა 6 მოწმე, განიხილეს უამრავი დოკუმენტი, რომლებითაც მტკიცდებოდა გენერალური მდივნის ბრალი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთი მოსამართლე ჩავიდა თურქეთში, სადაც დანაშაული მოხდა, რათა ადგილზე დაეკითხა მოწმეები, მაგრამ, როგორც ადვოკატი აცხადებს, სტამბოლში ნიდერლანდელ მოსამართლეს აუკრძალეს დავალების შესრულება.

_ ამჟამად საპატიო პენსიაზე გასული დემინგი მშვიდად ცხოვრობს. ისიც სათქმელია, რომ მან დედოფლისგან ჯილდო მიიღო, _ აცხადებს რობერტ რუბენშტეინი, ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც მოითხოვს გამოძიების თავიდან ჩატარებას, მაგრამ იცის, რომ მისი ეს მოთხოვნა უშედეგოა. მას სანდო წყაროებიდან ხშირად სმენია, რომ დღევანდელი მეფის მამა, პრინცი კლაუსი პედოფილების ჯგუფის წევრი იყო. ერთ დროს გერმანელები იძიებდნენ ერთი ბიჭის დაკარგვის საქმეს, რომელიც, ვარაუდობდნენ, იყო იმ იახტაზე, რომელზეც მეფის მამა იმყოფებოდა. ბიჭი შემოაკვდათ და მისი ცხედარი ზღვაში გადააგდეს. დემინგი ეხმარებოდა პრინც კლაუსს იახტაზე მომხდარი ამბის ჩაფარცხვაში.

პედოფილების ლობიმ წაბილწა ყველაფერი ნიდერლანდების სამეფო გვირგვინის ჩათვლით, ამიტომ არავის უკვირს, რომ პედოფილების ფრონტი საქმიანობას წლეულსაც განაგრძობს

პედოფილები ლეგალიზაციას მოითხოვენ, ხალხი აღშფოთებულია, მეფე ლაპარაკობს: თავისუფლები რომ ვიყოთ, უნდა შევეგუოთ მრავალნაირ აზროვნებას სხვებისას და ჩვენც ახლებურად უნდა ვიაზროვნოთო.

როგორც აზროვნებენ, ფაქტები ღაღადებს.

НТВ რეპორტაჟის ქართული საგაზეთო ვერსია მოამზადა არმაზ სანებლიძემ

1 COMMENT

  1. ნიდერლანდებში ვერ კონტროლდება და აქ ხომ წარნოგიდგენიათ რა ხდება.დარწმუნებული ვარ 100% რომ ეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების 90 % ყველანაერი სიბინძურით არიან აქ დაკავებული იმიტონაც ნიშნავენ გაურკვეველი წარმომავლობის და ორიენრაციის სუბიექტებს თანამდებობებზე და აძლევენ უზარმაზარ ხელფასებს .იმოტომაცაა ნორმალური და ტრადიციების მიმდევარი ხალხი ყველგან იგნორირებული და უმუშევარი

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: თაკო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here