მესამე გადაცემა
ფაშისტთა საკონცენტრაციო ბანაკებიდან მსოფლიო საკონცენტრაციო ბანაკამდე
ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფასო ტელემაყურებელო, ეთერშია გადაცემა “ოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე, ვალერი კვარაცხელია.
75 წელიწადი ისტორიისთვისაც კი დიდი დროა, ეპოქაა მთელი. 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა ჯარისკაცებმა _ მელიტონ ქანთარიამ და მიხეილ ეგოროვმა გამარჯვების წითელი დროშა რაიხსტაგზე აღმართეს. ამ 75 წელიწადში ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, შეიძლება ითქვას, რომ დაინგრა, ამოყირავდა. ნათქვამია, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ურემი გადაბრუნდა, მაგრამ გზა არ გამოჩნდა…
რაიხსტაგზე საბჭოთა დროშის აღმართვიდან 75 წლის შემდეგ, ლარსთან რუსეთ-საქართველოს საზღვარს მელიტონ ქანთარიას შვილიშვილი თემურ ფიფია მოადგა. ქართველმა მებაჟე-მესაზღვრეებმა მისი ბარგი გასინჯეს და… შეშფოთდნენ. თემურ ფიფიას დიდი სამამულო ომის 75-ე წლისთავის გამო რუსეთში დამზადებული სამკერდე ნიშნების მთელი პარტია უპოვეს.
ქართველი მებაჟე: _ მოქალაქე ფიფია, ეს რა არის?
თემურ ფიფია, საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ქანთარიას შვილიშვილი: _ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამკერდე ნიშნებია.
ქართველი ბებაჟე: _ მერე, რად გინდათ, თანაც ამდენი?
თემურ ფიფია: _ ომის ვეტერანებს მინდა დავურიგო, მათთვის ყველაზე ძვირფასი დღე ახლოვდება, 9 მაისი, დიდ სამამულო ომში გამარჯვების უდიდესი დღესასწაული, რომელიც თავგანწირვისა და სისხლის ფასად მოიპოვეს და მსოფლიო ფაშისტური უღლისგან იხსნეს.
მეორე ქართველი მებაჟე: _ მოქალაქე ფიფია, თუ გესმით, რომ ეს კომუნისტური სიმბოლიკაა, რომელიც დემოკრატიული საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია?!
თემურ ფიფია: _ ეს კომუნისტური სიმბოლიკა არ არის, ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლიკაა.
ვალერი კვარაცხელია: _ მებაჟეებმა, საკითხის გადაწყვეტა საკუთარ თავზე რომ არ აეღოთ, თათბირი უფროსთან გამართეს. სამკერდე ნიშანზე, რომელიც ფიფიას რუსეთიდან საქართველოში შემოჰქონდა, სტალინგრადის ბატალიებისას საბჭოთა ჯარისკაცების არნახული მამაცობით მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად “მამაის ყორღანზე” აღმართული 85 მეტრის სიმაღლის ქანდაკების (დედასამშობლო გვიხმობს!) ასლი იყო გამოსახული. კარგა ხანს იმსჯელეს, მაგრამ ვერ გადაწყვიტეს, ჩაეთვალათ თუ არა იგი კომუნისტურ სიმბოლოდ. შემდეგ სადღაც დარეკეს და ტელეფონითაც დიდხანს ითათბირეს.
_ ჩამოართვით! _ მიიღეს ბოლოს ასეთი ბრძანება.
ჩამოართვეს. თვითონ თემურ ფიფიას კი სტაცეს ხელი და საკარანტინო ზონაში გააქანეს _ კორონავირუსი მძვინვარებდა უკვე. მელიტონ ქანთარიას შვილიშვილს, საბედნიეროდ, ვირუსი არ აღმოაჩნდა და ორი კვირის თავზე კარანტინიდან გაათავისუფლეს, მაგრამ საცხრამაისო სამკერდე ნიშნები, როგორც კანონმდებლობით აკრძალული სიმბოლიკა, აღარ დაუბრუნეს. ფიფიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მაგრამ, სანამ სასამართლო გაიმართება, 9 მაისი ჩაივლის. საქართველოში მოქმედმა უზნეო კანონმა, რომელსაც ცინიკური სახელი “თავისუფლების ქარტია” ჰქვია, ჩაშალა მელიტონ ქანთარიას შვილიშვილის კეთილშობილური ჩანაფიქრი გამარჯვების 75 წლისთავზე ომის ვეტერანების სამკერდე ნიშნებით დაჯილდოების შესახებ.
ამ სულელური კანონის მიმღები და დამცველი ხელისუფლების უმაღლესი პირები კი, პანდემიას თუ არ მოიმიზეზებენ, 9 მაისს, ალბათ, შინმოუსვლელი საბჭოთა ჯარისკაცის საფლავთან იმ ხუთქიმიანი ვარსკვლავის წინ გამწკრივდებიან, რომლიდანაც მარადიული ცეცხლი უნდა ამოდიოდეს, მაგრამ აღარ ამოდის. მერე საბჭოთა კომუნისტური სიმბოლიკით მკერდდამშვენებულ ვეტერანებს მიეახლებიან, ფარისევლურად მოუსვამენ მხრებზე ხელს და იქაურობას, როგორც კორონავირუსით დაბინძურებულ ადგილს, სწრაფად გაერიდებიან, რადგან ჭირის დღესავით სძულთ საბჭოთა კავშირიც, 9 მაისიც, დაღუპული უცნობი ჯარისკაციც და ჯერ კიდევ ცოცხალი ვეტერანებიც; სძულთ ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი თავიანთი წინაპრებიც და მათი ქართველი მთავარსარდალიც. სძულთ, რადგან ახალი პატრონები უყვართ, რომლებიც, სოციალისტური ცხოვრების წესის არდაშვების სანაცვლოდ, გამდიდრებაში ხელს არ უშლიან და ერთადერთ დისკომფორტს მხოლოდ იმით უქმნიან, რომ, რატომღაც, 9 მაისს ამ ადგილზე მოსვლას და ერთი–ორი ცალი ნიანგის ცრემლის გადმოგდებასაც აიძულებენ. იქ მისვლას იმიტომ აიძულებენ, რომ მელიტონ ქანთარიას შვილიშვილი ან ვინმე მისი მსგავსი არ მივიდეს და ეს დღე და ეს ადგილი სიმართლისა და სოციალური სამართლიანობის ტრიბუნად არ აქციოს. ესენიც, სხვა რა გზა აქვთ, ასრულებენ, იმას, რასაც ოკეანისგაღმელი პატრონები კარნახობენ.
სამწუხაროდ, საბჭოთა სიმბოლიკის ამკრძალავ ამ კასტას, დასავლური იმპერიალიზმის ამ ყურმოჭრილ ყმებს იმავე დასავლეთის ყურმოჭრილი ჟურნალისტებიდან არავინ შეეკითხება, _ საბჭოთა ჯარისკაცის საფლავთან და საბჭოთა არმიის ვეტერანებთან რა სინდისით მიდიხართ, სტალინის შეურაცხმყოფელი და მისი ძეგლის ჩამომგდები ხელისუფლება ამ დღეს, 9 მაისს, სირცხვილით როგორ არ იწვით და სადმე, სიბნელეში, ღამურებივით რატომ არ იმალებითო. არც მომავალში შეეკითხებიან, რადგან ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და ე.წ. თავისუფალი პრესაც იმავე ბინძური ხელიდან იკვებებიან, რომლიდანაც გასული საუკუნის 30-იან წლებში ადოლფ ჰიტლერი და მისი ფაშისტური ბანდა იკვებებოდა.
ნიკოლაი სტარიკოვი, მწერალი და ისტორიკოსი: _ ჰიტლერს, როგორც დაგეშილ ძაღლს, ისე კვებავდნენ ვაშინგტონისა და ლონდონის გარკვეული წრეები. ეს ერთი მიზნით კეთდებოდა: წაექეზებინათ იგი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. სწორედ ამ მიზნით შეგნებულად მცირდებოდა მანძილი გერმანიიდან საბჭოთა კავშირამდე. ფაშისტურმა გერმანიამ იოლად გადაყლაპა ავსტრია, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი. ისინი ჰიტლერს გზას უთავისუფლებდნენ და მოჰყავდათ საბჭოთა კავშირის საზღვრებამდე.
ვალერი კვარაცხელია: _ დღეს ამერიკელები და ევროპელები ფაშიზმის დამარცხების საქმეში თავიანთ წვლილს ისე წარმოაჩენენ, ლამის საბჭოთა ხალხზე წინ დგებიან, მაშინ, როდესაც, რეალურად, ფაშისტური გერმანიის მიერ ჩადენილ გაუგონარ ბოროტებასთან არიან წილნაყარნი და, ომის დასასრულს მეორე ფრონტი თუ გახსნეს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ სტალინმა ყველა სხვა გზა მოუჭრა და აიძულა, ეს ნაბიჯი გადაედგათ. დასავლელები ფაშიზმთან თავიანთ წილნაყარობას დღევანდელი საქმიანობითაც ამტკიცებენ. როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყველგან ანადგურებენ განმათავისუფლებელი საბჭოთა ჯარისკაცების ობელისკებს, ანგრევენ საბჭოთა მხედართმთავრების ძეგლებს და, ყველგან, ყოველ ნაბიჯზე ამჟღავნებენ საბჭოთა კავშირისა და სტალინის მიმართ უკიდეგანო სიძულვილს.
კაპიტალისტური სამყაროს წრეგადასული სიძულვილი სტალინის პიროვნების მიმართ წარსულზე მეტად მომავალს უკავშირდება, რადგან შესანიშნავად იციან, რომ სტალინის მიერ შექმნილი და დამკვიდრებული ცხოვრების წესი მათი არა მხოლოდ წარსულის, არამედ მომავლის ალტერნატივაცაა. კაპიტალიზმი, რაც უფრო მეტად ეფლობა მისი უკანასკნელი სტადიისთვის დამახასიათებელი წინააღმდეგობების ჭაობში, რაც უფრო ლპება და იხრწნება, მით მეტ სისაძაგლეს სჩადის.
კაპიტალიზმის ერთ-ერთმა კაშკაშა ვარსკვლავმა ბილ გეითსმა, ჯერ კიდევ ათი წლის წინათ, დევიდ როკფელერთან, ჯორჯ სოროსთან, მაიკლ ბლუმბერგთან და ფულის სხვა ტომრებთან ერთად ჩამოაყალიბა ორგანიზაცია სახელწოდებით “კარგი კლუბი”, რომლის მთავარი მიზანი პლანეტაზე “ჭარბი მოსახლეობის” პრობლემის გადაწყვეტაა.
_ პლანეტა არჩენს შვიდ მილიარდ ადამიანს, რომლებიც მოიხმარენ საკვებს, ჟანგბადს, გარდა ამისა, გამოჰყოფენ ნახშირორჟანგს, იყენებენ ტრანსპორტს, რომლის გამონაბოლქვი წამლავს გარემოს და აზიანებს ეკოლოგიას, _ აცხადებენ ისინი და პრობლემის გადაწყვეტის მექანიზმსაც იქვე გვთავაზობენ: _ პლანეტის შვიდმილიარდიანი მოსახლეობა ექვსი მილიარდით უნდა შემცირდეს!
ჩნდება შეკითხვა, _ როგორ? ექვსი მილიარდი ადამიანის დახოცვა არ გინდა? როგორ უნდა მოხდეს ეს?
პლანეტის უდიდეს “ფილანტროპს” ამაზე ნაფიქრი აქვს, თანაც დიდი ხნის წინათ.
ბილ გეითსი, მილიარდერი: _ უნდა განხორციელდეს პლანეტაზე მცხოვრებთა საყოველთაო ვაქცინაცია!
ვალერი კვარაცხელია: _ ბილ გეითსისთვის, რომელიც სრულიად სხვა სფეროში მოღვაწეობს, რატომ შეიქნა ჯანდაცვის სფერო ისე მნიშვნელოვანი, რომ იგი გასცდა საკუთარი ქვეყნის ფარგლებს და პლანეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა თავისი საქმიანობის მთავარ მიმართულებად გამოაცხადა?
ბილ გეითსი: _ ჩვენ უნდა გამოვუშვათ მილიარდობით დოზა ვაქცინისა და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ის მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი იყოს. ეს უნდა გავაკეთოთ ძალიან სწრაფად!
ვალერი კვარაცხელია: _ ბილ გეითსმა 2020 წლის 26 მარტს, ნომრით 060606 რეგისტრაციაში გაატარა კომპანია Microsoft Technology Licensing LLC, რომელიც მსოფლიოს ციფრიზაციით იქნება დაკავებული, რის შემდეგ შესაძლებელი იქნება პლანეტის მოსახლეობაზე სრული კონტროლის დაწესება.
ასე მოიყარა თავი მსოფლიოს ჭარბი მოსახლეობის, მისი ვაქცინაციისა და ჩიპიზაციის თემებმა პლანეტის ერთ–ერთი უმდიდრესი ადამიანის გონებაში და რატომღაც (ალბათ, სრულიად შემთხვევით) სამი ექვსიანით (666) დარეგისტრირდა. პატენტს, რომელსაც საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა, ასე ეწოდება: “ადამიანის ორგანიზმის აქტივობის მონაცემებზე დაფუძნებული კრიპტოვალუტის სისტემა”. საიდან მოვა ადამიანის ორგანიზმის აქტივობის მონაცემები? რა თქმა უნდა, ყოველი ადამიანის ორგანიზმში ჩამონტაჟებული “ჩიპიდან”.
ჩნდება შეკითხვა _ რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რასთან გვაქვს საქმე? მსოფლიოს მოსახლეობის სწორედ ამ ვაქცინაცია-ჩიპიზაციაში ხომ არ იმალება იმ ექვსი მილიარდი ადამიანის განადგურების თავისი მასშტაბით გონებამიუწვდომელი ვერაგული გეგმა? ამ შეკითხვის ავტორი მე არ ვარ, ის სრულიად მსოფლიოს აწუხებს.
ვალენტინ კატასონოვი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის საერთაშორისო ფინანსების კათედრის გამგე: _ ძალიან ბევრი ნიშანი გაჩნდა იმისა, რომ ფულის მფლობელებს (აშშ-ის სარეზერვო სისტემების მთავარ აქციონერებს) განუზრახავთ სრული ბატონობა მსოფლიოზე.
ვალერი კვარაცხელია: _ აჰა, მსოფლიოზე ბატონობის სურვილი. წრე თითქოს შეიკრა, მაგრამ რაღაც მაინც აკლია ამ სქემას, კერძოდ, მოქმედების დასაწყები მიზეზი, ხელმოსაკიდებელი საბაბი. და, აი, ისიც _ კორონავირუსი! მსოფლიოში ასე მოულოდნელად აფეთქებულმა პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა საინფორმაციო ბუმმა შესანიშნავი პირობები შექმნა ვაქცინაცია–ციფრიზაცია–ჩიპიზაციისთვის. რა იყო ეს: მსოფლიოზე გაბატონების მსურველი ძალებისთვის ღმერთისგან ბოძებული საჩუქარი, სატანის პირდაპირი წყალობა თუ სატანის ნომრით (666) დარეგისტრირებული ორგანიზაციის მიერ ხელოვნურად გავრცელებული ვირუსი? ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაზე გლობალური ბოროტების განსახორციელებლად, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის ციფრულ საკონცენტრაციო ბანაკში შესაყრელად ხელსაყრელი დრო დადგა.
ვალენტინ კატასონოვი: _ ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით არა მხოლოდ ადამიანთა მოქმედების, მათი აზროვნების კონტროლიც შესაძლებელია.
ვალერი კვარაცხელია: _ გამოდის, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ კოლექტიური დასავლეთის მიერ საუკუნის წინათ დაწყებული ბრძოლა გრძელდება და, ეს ბნელი ძალები სერიოზულ წინააღმდეგობას თუ არ წააწყდებიან, ევროპელების მიერ მეოცე საუკუნეში აშენებულ საკონცენტრაციო ბანაკებს ოცდამეერთე საუკუნეში ამერიკული საკონცენტრაციო ბანაკები ჩაანაცვლებს. ჩნდება შეკითხვა _ ვინ აღუდგება წინ კაცობრიობის წინაშე დამოკლეს მახვილივით დაკიდებულ ამ სატანურ ბოროტებას, ვის აქვს ამის ნება და ვის შესწევს საამისო ძალა?
აქ მხოლოდ ერთი სახელმწიფოს, რუსეთის, სახელი თუ ამოტივტივდება გონებაში, რადგან ფაშიზმისა და მსოფლიო ბოროტების დამარცხება ისტორიულად მასთან ასოცირდება, თუმცა, სამწუხაროდ, გარკვეული ეჭვებიც ჩნდება…
რამდენიმე დღის წინათ რუსეთის ტელეეთერში (РОССИЯ-24) გავიდა ნიკიტა მიხალკოვის პოპულარული პროგრამა БЕСОГОН ТВ, რომელშიც ავტორი მსოფლიო მოსახლეობის საყოველთაო ჩიპიზაციის საკითხს შეეხო და ისეთი ამბები წამოსწია, რომ თმები ყალყზე დაგიდგებოდათ. ზოგიერთი რუსი მაღალჩინოსანი ბოროტ განზრახვებში ბილ გეითსსაც კი თურმე უკან მოიტოვებს. მაგალითად, გერმან გრეფი, რომელიც 2007 წლიდან დღემდე “სბერბანკის” პრეზიდენტია, მანამდე კი, 2000 წლიდან, სხვადასხვა მთავრობაში სამჯერ იყო ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრი, ასე მსჯელობს:
გერმან გრეფი, რუსეთის “სბერბანკის” მმართველობის პრეზიდენტი: _ შვიდი მილიარდი ადამიანიდან ექვსი მილიარდი გამოიხშირება.
ვალერი კვარაცხელია: _ წარმოუდგენელი მკრეხელობა და ბოროტებაა, ხომ?! მაგრამ ეს წარმოუდგენელი მკრეხელობა კიდევ უფრო წარმოუდგენელი ხდება, როდესაც იგი რუსეთის მაღალჩინოსნის პირითაა გაცხადებული. ბატონი გრეფი, სამწუხაროდ, ერთადერთი გამონაკლისი არ აღმოჩნდა. რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ციფრული და ტექნოლოგიური განვითარების დარგში _ დიმიტრი პესკოვი (არ აურიოთ პრეს-მდივან დიმიტრი პესკოვში) არანაკლებ მკრეხელურ განცხადებას აკეთებს.
დიმიტრი პესკოვი: _ “გუგლმა” უნდა მოტეხოს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის შპილი (შენობის ვერტიკალური წვეტიანი დასრულება, რომელსაც აქვს კონუსის ან პირამიდის ფორმა. ხშირად დაბოლოებულია დროშით, სიმბოლური ფიგურით და სხვ. _ ვ. კ.).
ვალერი კვარაცხელია: _ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის შპილი, თავისთავად, არც იდეოლოგიურ და არც საკრალურ ღირებულებას არ წარმოადგენს, მაგრამ იგივე შპილი მასზე დამაგრებულ ხუთქიმიან წითელ ვარსკვლავთან ერთად, დიახაც, უზარმაზარი იდეოლოგიური და, თუ გნებავთ, საკრალური დატვირთვის მქონეა. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაგებობა სტალინური ეპოქის არქიტექტურული შედევრია, ხოლო მისი შპილი, წითელ ვარსკვლავთან ერთად, არა მხოლოდ იმ ეპოქის, არამედ, საერთოდ, რუსეთის სახეა, რუსული მეცნიერებისა და კულტურის სიმბოლოა, მისი გვირგვინია. და როდესაც რუსეთის მაღალი რანგის ერთი მოხელე დედამიწის შვიდი მილიარდი მოსახლეობიდან ექვსი მილიარდის გამოხშირვას ქადაგებს, ხოლო რუსეთის მაღალი რანგის მეორე მოხელე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გვირგვინის ჩამოტეხვასა და “გუგლის” ემბლემით ჩანაცვლებაზე ოცნებობს, ნათელი ხდება, რომ დღევანდელი რუსეთი კორონავირუსის ეპიდემიაზე გაცილებით დიდი და სერიოზული პრობლემების წინაშე დგას.
“ბესოგონის” ამ გახმაურებული გამოშვების ავტორი ნიკიტა მიხალკოვი ორი დღის შემდეგ “იუთუბზე” გამოგვეცხადა და გვაუწყა:
ნიკიტა მიხალკოვი, “ბესოგონის” წამყვანი, კინორეჟისორი: _ ტელეარხის ხელმძღვანელებმა “ბესოგონის” ამ გამოშვების გამეორება იმ ფორმატით, რომლითაც ხდებოდა, აღარ მოისურვეს და ეთერიდან მოხსნეს.
ვალერი კვარაცხელია: _ რუსეთში არსებული სერიოზული პრობლემების ერთ-ერთი კონკრეტული გამოხატულება პოლიტიკური წრეების გაღიზიანებაცაა იმის გამო, რომ ევროპის სახელმწიფოებში საბჭოთა სიმბოლოებსა და საბჭოთა მხედართმთავრების ძეგლებს ანადგურებენ. გაღიზიანებაც შესაძლებელია და, როდესაც ამის საფუძველი არსებობს, გაბრაზებაც გასაგებია, მაგრამ მას წინ უნდა უსწრებდეს ახსნა, რატომ ხდება ის მოვლენა, რომელიც გვაღიზიანებს.
ძვირფასო რუსებო!
* საბჭოთა კავშირი თქვენ დაანგრიეთ და ევროპელებს საბჭოთა ძეგლებისა და სიმბოლოების შენარჩუნებას რატომ სთხოვთ, რისთვის სჭირდებათ მათ უკვე არარსებული სახელმწიფოსა და მისი იდეოლოგიის სიმბოლოები?!
* ჩეხებმა ოსვენციმისა და პრაღის გამათავისუფლებელი მარშლის, ივანე კონევის, ძეგლი მოხსნესო, რომ ბრაზობთ, პრაღის კი არა, მთელი ევროპისა და მსოფლიოს განმათავისუფლებელი გენერალისიმუსის ძეგლები თქვენ დაამხეთ და სტალინის ძეგლების დამხობის შემდეგ კონევისა და ჟუკოვის ძეგლებს ფასი რომ აღარ ექნებოდა, ეს თქვენ სხვებზე უკეთ არ უნდა გცოდნოდათ?!
* 100 წელიწადია, რაც თქვენი სტრატეგიული მოწინააღმდეგე (კოლექტიური დასავლეთი) სტალინს ებრძვის და ამ ასი წლის განმავლობაში, ნუთუ ძნელი იყო იმის დანახვა, რომ სტალინთან ბრძოლა რუსეთთან ბრძოლას ნიშნავს?!
* 67 წელიწადია, რაც თქვენ სტალინს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეთ და ნუთუ ეს დრო თქვენთვის საკმარისი არ აღმოჩნდა იმის გასააზრებლად, რომ სტალინთან ბრძოლა საკუთარ თავთან და საკუთარ ქვეყანასთან ბრძოლას ნიშნავს?!
* 67 წელიწადის განმავლობაში ხელისუფლება რომელიმე ისტორიულ პიროვნებას რომ ებრძვის, ხალხის უმრავლესობა კი იმ პიროვნებას ეთაყვანება, ნუთუ ეს ფაქტი არაფერს გეუბნებათ?!
* 9 მაისს დიდ სამამულო ომში გამარჯვებას რომ ზეიმობთ და იმ გამარჯვების სულისჩამდგმელის, სახელმწიფოს მაშინდელი მეთაურისა და უმაღლესი მთავარსარდლის სახელს რომ დემონსტრაციულად არ ახსენებთ, უხერხულობის განცდა არ გეუფლებათ?!
* დიდ სამამულო ომში გამარჯვების ათვლის წერტილსა და ქვაკუთხედს, უწმინდეს ქალაქ სტალინგრადს ხელოვნური და გამოგონილი სახელი ვოლგოგრადი რომ ჰქვია, უსამართლობის განცდა არ გაწუხებთ?!
9 მაისის სადღესასწაულო პერიოდში იქნებ არც იყო საჭირო ჩემი ამ გულისტკივილის გამოხატვა, მაგრამ დააკვირდით, როგორ იკინძება ჩვენი საერთო უახლესი ისტორიის ჯაჭვი: კოლექტიურმა დასავლეთმა მეოცე საუკუნეში კაცობრიობას ორი მსოფლიო ომი მოახვია თავს. მეორე, ყველაზე სასტიკ ომში საბჭოთა ხალხმა, იოსებ სტალინის გენიალური ხელმძღვანელობით, ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა, მაგრამ არც კაცობრიობისა და არც რუსეთის წინააღმდეგ ომი არ დამთავრებულა. ამ ხანგრძლივსა და საშინელ ომს ხან ფაშისტური ურჩხულის აღზევება, ხან ციფრიზაცია–ვაქცინაცია–ჩიპიზაცია ჰქვია, მაგრამ, რაც უნდა ერქვას, იგი, პირველ რიგში, რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული და, საბოლოო ჯამში, კაცობრიობის დაჩოქება აქვს განზრახული. 9 მაისი კი მუდმივად შეგვახსენებს და გვინერგავს მტკიცე რწმენას, რომ მათზე გამარჯვება შესაძლებელია!
ამაშია 9 მაისის უდიდესი ძალა და ისტორიული მნიშვნელობა.
დიდება თითოეულ ჯარისკაცს, რომლებმაც თავი გაწირეს და მკერდით დაიცვეს სამშობლო!
დიდება ყველა ჯარისკაცის მამას _ იოსებ სტალინს!
გილოცავთ გამარჯვების უდიდეს დღესასწაულს!
ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”. მომავალ შეხვედრამდე.
P.S. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავად, ქალაქ ცხინვალს ძველი სახელი დაუბრუნდა _ სტალინირი. გორში კი ქართველი ფაშისტების მიე მოთხრილი სტალინის ძეგლი ტალახში გდია…
ვალერი კვარაცხელია
მისტერ ვალერ, ეს ყველაფერი ბილ გეითსის ვინდოუსში ხომ არ აგიწყვიათ შემთხვევით?
anonimur-s –ki batono auckvia, mere tkvenra?? es rom ar kopiliko ikneboda upro meti sikvaruli adamianebs shoris, da meti sitbo.
დიდებულად არის ყველაფერი ახსნილი! სიმართლე ღაღადებს თქვენი ნაშრომიდან, მაგრამ არა მგონია რუსეთში გაბატონებულმა დღევანდელმა ელიტამ ყურადღება მიაქციოს თქვენს ღაღადისს! სტალინი, როგორც ყველაფერში მაშინაც მართალი იყო, როცა რუსებს აფრთხილებდა ველიკორუსული შოვინიზმისა და ადგილობრივი ნაციონალიზმის მოსალოდნელ საშიშროების შესახებ, მაგრამ……. რაც შემდეგ დამართეს საკუთარ სამშომლოს და სხვებსაც, ყველამ კარგად დაინახა ! ….”საბჭოთა კავშირი დაანგრიეს აყროლებული სოროდან გამომძვრალმა რუსმა შოვინისტებმა!”