Home რუბრიკები საზოგადოება ორიოდე სიტყვა 8 მარტის შესახებ

ორიოდე სიტყვა 8 მარტის შესახებ

ორიოდე სიტყვა 8 მარტის შესახებ

8 მარტს თბილისის ქუჩებში ყოველთვის გულუხვად იყიდება ყვავილები ქალბატონებისთვის მისართმევად და მისალოცად. არც ჟურნალგაზეთები და ტელევიზია პასიურობს. არის მილოცვები, ხვევნა,კოცნა, მტლაშამტლუში

კომუნისტების მიერ დაწესებული ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი 1990 წელს უზენაესმა საბჭომ გააუქმა და მის მაგივრად დედის დღე დააწესა.

უნდა ითქვას, რომ ამ “საერთაშორისო” დღეს აღნიშნავდნენ მხოლოდ საბჭოთა კავშირსა და სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში. 1999 წლის მოწვევის პარლამენტმა კი ქალბატონი სპიკერისა და მოქკავშირელ ასულთა მოთხოვნით აღადგინა.

რატომ გააუქმა უზენაესმა საბჭომ ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი და რატომ აღადგინა იგი შევარდნაძის მოქკავშირულმა პარლამენტმა?

ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს არავითარი კავშირი არა აქვს საქართველოს ისტორიასთან, ქართველი ხალხის ცხოვრების წესთან, მის ტრადიციებთან… მაგრამ, მხოლოდ ეს არ იყო მიზეზი მისი გაუქმებისა.

8 მარტი უკავშირდება მასონების ე.წ. ფურიმის ძველ დღესასწაულს. ამ დღეს ბაბილონის მეფის საყვარლის, ესთერის ინტრიგებით, ანტისემიტიზმის ბრალდებით ჩამოახრჩვეს მეფის პირველი ვეზირი ჰამანი და მისი ათი ვაჟი. ამას მოყვა ბაბილონის სამეფოში ათასობით დიდებულის ხოცვა-ჟლეტა (ბიბლია. ესთერი).

8 მარტი დაკავშირებულია, აგრეთვე, ქალთა მასონობის შექმნის დღესთანაც, რომელიც მოიფიქრა და დააფუძნა ლენინისა და ტროცკის ერთგულმა მეგობარმა და თანამებრძოლმა კლარა ცეტკინმა

მაინც რა სურდათ კლარა ცეტკინის თაობის კომუნისტებს? ამის შესახებ აი, რას წერს ბოლშევიკების ძველი ბელადი და ოქტომბრის კონტრრევოლუციის ერთ-ერთი მომწყობი, რომანოვების ოჯახის ამომწყვეტი ლევ ტროცკი: თუ რევოლუციის დროს გავიმარჯვებთ, რუსეთს გავჭყლეტთ, მის ნანგრევებზე გავამაგრებთ სიონიზმის ძალაუფლებას და გადავაქცევთ იმ ძალად, რომლის წინაშეც მსოფლიო დაიჩოქებსსისხლისღვრით ჩვენ მივიყვანთ რუსეთის ინტელიგენციას სრულ გამოთაყვანებამდე, ცხოველურ მდგომარეობამდერუსეთი უნდა გადავაქციოთ უდაბნოდ, რომელიც დასახლებული იქნება თეთრი ზანგებით…” (ციტირებულია ელიზბარ ჯაველიძის წიგნიდან “ავაჰმე, ჩემო მამულო!..” თბ., 2007 წ.).

ხელისუფლებაში მისვლისთანავე მასონმა ბოლშევიკებმა ლენინისა და ტროცკის კატეგორიული მოთხოვნით დაიწყეს ეკლესია-მონასტრების ნგრევა, სასულიერო პირებისა და ინტელიგენციის მასობრივი დახვრეტები… წითელი ტერორი არავის ინდობდა… აუცილებლად ახდებოდა ის, რაზეც ტროცკი ასე გულახდილად ოცნებობდა. არა მხოლოდ რუსეთს, სრულიად მსოფლიოს გადააქცევდა თეთრი ზანგებით დასახლებულ უდაბნოდ! იქნებოდა ერთი სახელმწიფო ერების გარეშე, ერთი ფული და ერთი ხელისუფლება!

ამ მიზნის მისაღწევად ე.წ. ფარული ხელისუფლება დღესაც დიდძალ ფულს ხარჯავს. სტალინმა ღმერთის დახმარებით შეძლო ტროცკის უცხოეთში გაძევება, ტროცკისტების ლიკვიდაცია. ვფიქრობ, სტალინმა იხსნა თეთრი ზანგობისგან არა მხოლოდ რუსეთის იმპერიაში შემავალი ხალხები, არამედ კაცობრიობა.

აი, რატომ გააუქმა უზენაესმა საბჭომ კლარა ცეტკინის მიერ დაწესებული 8 მარტი და რატომ აღადგინა იგი მასონი შევარდნაძის პარლამენტმა.

იმედი მაქვს, ხელისუფლებაში მოსული “პატრიოტთა ალიანსი” ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, რათა საქართველოს ეღირსოს კუთვნილი ეროვნული სახელმწიფო სიმბოლოები _ დროშა, გერბი, ჰიმნი, რომლის შეცვლის აუცილებლობაზე, დიდი ხანია, ლაპარაკობენ ქართველი მამულიშვილი სპეციალისტები.

თენგიზ კუბლაშვილი,

დევნილი უზენაესი საბჭოს დეპუტატი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here