საქართველოს სახალხო დამცველად ნინო ლომჯარიას როცა ირჩევდნენ, ბევრმა თქვა: სოროსის კალთის ქვეშ გაზრდილი კადრი სახალხო დამცველად არ გამოგვადგებაო. მაგრამ მმართველ გუნდს მაშინ ძალიან უჭირდა და, ოპოზიციისა თუ არასამთავრობოების გული რომ მოეგო, სამოქალაქო სექტორის მიერ შეთავაზებულ კანდიდატზე გააკეთა აქცენტი. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებას ასე უთხრეს…
საზოგადოდ, ეს სამოქალაქო სექტორი უცნაური ცნებაა, ერთგვარი ჩაკეტილი სივრცე, რომელშიც მოკალათებული არიან ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც გაურკვეველი წარმომავლობის გრანტებით ფინანსდებიან და ცდილობენ, ნარკომანია, პროსტიტუცია, ათასგვარი სექტა და ბევრი ისეთი რამ, რაც ევროპა-ამერიკისთვის მიუღებელია, ჩვენ შემოგვასაღონ. ევროპა და ამერიკა კი იმიტომ ვახსენეთ, რომ სწორედ მათ ვეტოლებით და მათზე მიდის სწორება, თორემ, აბა, რუსეთს ხომ არ დავეტოლებით, სადაც გეებსა და ლესბოსელებს პირდაპირ ქუჩაში უსწორდებიან, ხოლო სექტები კანონგარეშე ჰყავთ გამოცხადებული. რუსეთი ოკუპანტია და, კარგიც რომ ჰქონდეს, არ უნდა მივბაძოთ. აი, ჩვენი მოძმე და “სტრატეგიული პარტნიორი” ამერიკა და ევროპა კი რასაც გვეტყვის, უპირობოდ უნდა მივიღოთ.
ჰოდა, შეუდგა ომბუდსმენის საქმიანობას ომბუდსვუმენი და უკვე იმდენი თავბრუდამხვევი განცხადება გააკეთა, ნემისმიერი ქვეყნის სახალხო დამცველს შეშურდება. ქალბატონი ნინო თითს უქნევს ყველას და ყველაფერს და არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ სამთავრობო სტრუქტურებსაც მოძღვრავს _ ქცევის წესებს ასწავლის. არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ მალე ვიხილავთ ლომჯარიას მიერ გამოცემულ კრებულს, რომელშიც თითოეული მოქალაქისა თუ სტრუქტურის დღის წესრიგი იქნება გაწერილი და გვეცოდინება, როდის უნდა ავდგეთ, დავწვეთ, როდის დავიბანოთ ხელ-პირი და როდის გვქონდეს სექსი. ჰო, სექსი, რადგან ამოსავალი წერტილი სწორედ ეს არის და, ბოლო პერიოდის მოვლენებს თუ გადავხედავთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ საქართველოში მთავარი პრობლემა ნარკოტიკების ლეგალიზაცია და ქვიარ თემის დაცვაა. ეს “ქვიარ თემი” ახალი სიტყვაა ქართული სინამდვილეში და, თუ აქამდე მხოლოდ ლგბტ ვიცოდით, რომელიც ოთხ ჯგუფს აერთიანებს, ახლა ვიცით, რომ ქვიარ თემი ასზე მეტ სექსუალურ მიმდინარეობას აერთიანებს და მასში, ლგბტ წარმომადგენელთა გარდა, ფლორა–ფაუნისადმი სექსუალური სიყვარულისა და ძეგლებთან სექსუალური აქტის მოსურნეებიც შედიან. სწორედ მათ მთავარ დამცველად გვევლინება ლომჯარია და ეს მოსალოდნელიც იყო.
მაგალითისთვის გეტყვით, რომ ომბუდსვუმენმა თსუ–ის იმ ლექტორის წინააღმდეგ გაილაშქრა, რომელსაც ლექციაზე “წამოსცდა”, რომ მამათმავლობა და ლესბოსელობა კარგი არ არის. ჰოდა, იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის მიერ ლექციაზე გამოთქმული ჰომოფობიური მოსაზრებების გამო, ლომჯარიამ თსუ-ს მიმართა, მიიღოს რეგულაციები და აკრძალოს დისკრიმინაცია. თვითონ ომბუდსმენს კი თურმე სამოქალაქო პლატფორმამ “არა ფობიას” მიმართა. მათი თქმით, პროფესორი ნ.თ. იყენებს ჰომოფობიური შინაარსის წიგნს, რომელშიც ჰომოსექსუალობა განმარტებულია, როგორც საკუთარი სქესის წარმომადგენლისადმი პათოლოგიური, არაბუნებრივი ლტოლვა, რომელიც უკიდურესად ამორალურია. ისე, თუ ვინმე ამაზე უკეთ განმარტავს ჰომოსექსუალობას, ხელები ამიწევია.
თურმე, წიგნში სსკ-ის 138-ე მუხლის ნაწილის განმარტებაში გამოყენებულია დისკრიმინაციული ტერმინები, როგორიცაა “მამათმავლობა” და “ლესბოსელობა”. იქვე წერია, რომ ამგვარი ურთიერთობა 16 წელს მიღწეულ პირებს შორის არ ისჯება, თუმცა “უკიდურესად ამორალურია”.
აი, ომბუდსმენი კი ამბობს, რომ კანონის ახალი რედაქციიდან ამოღებულია “მამათმავლობისა” და “ლესბოსელობის” ტერმინები და აქცენტი კეთდება სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაზე. შესაბამისად, ლექტორის მიერ 138-ე მუხლის კომენტარის განხილვა აღარ არის რელევანტური.
მე რომ მკითხოთ, იმ პროფესორს პრემიასაც გამოვუწერდი და ხელფასსაც მოვუმატებდი სტუდენტებისთვის ასეთი განათლების მიცემისთვის, მაგრამ მერე ნახეთ, რა ამბავი ატყდება _ ცალკე ომბუდსვუმენი და ცალკე კიდევ არასამთავრობოები იტყვიან: არიქა, ქართველ სტუდენტებს თსუ–ში რყვნიან და “პიდარასტების” თქმას აძულებენო. უი, წამომცდა, მგონი, მამათმავლობასთან ერთად, ტერმინი “პიდარასტიც” ამოღებულია. ისე, ქალბატონო ნინო, ბროშურა უნდა გამოსცეთ აუცილებლად, რა არის ამოღებული კანონიდან და რა ამოსაღები და ეგებ, ერთად ამოვიღოთ მერე… ჰო, ამოვიღოთ და ვიქნიოთ, ჩვენ ხომ თავისუფალი ერი ვართ.
ქვიარ თემის დაცვის გარდა, ომბუდსვუმენი ნარკომანებსა და კრიმინალებზეც არის გადაფოფრილი. პოლიციის რეიდის დროს, როცა ასობით დანაშაული გაიხსნა, ათზე მეტი ძებნილი დააკავეს, ნარკომანიის ასზე მეტი ფაქტი გამოავლინეს, ომბუდსვუმენმა კი ხმაური ატეხა: რას ჰქვია, ადამიანებს ჩხრეკისას ჯიბეში ხელს უყოფთ, ისინი მხოლოდ ვიზუალურად უნდა დაათვალიეროთო. ვერ გეტყვით, რა თვალი აქვს ასეთი ნინო ლომჯარიას, მაგრამ როგორ შეიძლება ვიზუალურად მიხვდე, ადამიანს ჯიბეში დანა უდევს თუ ჩანგალი?! მაგრამ ლომჯარიამ მოქალაქეებს სასწრაფო წესით ინსტრუქტაჟი ჩაუტარა, რომ მათ შეუძლიათ:
* მოსთხოვონ პოლიციელს ვინაობის დასახელება და სამსახურებრივი საბუთის წარდგენა;
* მოსთხოვონ საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძვლის განმარტება;
* მოსთხოვონ პოლიციელს სამხრე კამერის ჩართვა მასთან კომუნიკაციის დროს;
* გაეცნონ პოლიციელის მიერ შედგენილ ოქმს.
არადა, მაგ რეიდში მეც მოვყევი და, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე, პოლიციელმა ჯერ ვინაობა და თანამდებობა დაასახელა, შემდეგ განმარტა, რომ საპოლიციო რეიდი იყო, შემდეგ ამიხსნა, რომ სამხრე კამერა ჰქონდა ჩართული და ბოლოს მითხრა, საეჭვო ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, ოქმს შევადგენ და, სანამ ხელს მოაწერ, შეგიძლია ადვოკატიც გამოიძახოო. პოლიციელმა ეს ყველაფერი თვითონ მითხრა, ლომჯარიას ინსტრუქციის გარეშე.
ეს ამბავი გაციებული არ იყო, როცა ლომჯარიამ ხმალი იშიშვლა და სწორედ საპოლიციო რეიდისას დაკავებულ პოეტს, ზვიად რატიანს, მხარში, ცოტა არ იყოს, უცნაურად ამოუდგა. უფრო კონკრეტულად კი, ქალბატონმა ნინომ განაცხადა: სამართალდამცველებმა პოეტები არ უნდა დააკავონო, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ჩვენში ყოველი მეორე პოეტობას იბრალებს და განცხადება შეალამაზა _ აქაოდა, რატიანის საქმე განყენებულად არ უნდა იქნას განხილული, იგი პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ტენდენციის გამოვლინებაა, რომელზეც სახალხო დამცველი საუბრობდა 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშშიო. კიდევ კარგი, თორემ ისე გამოდიოდა, რომ პოლიციამ პოეტები არ უნდა დაიჭიროს, არც პოლიტიკოსები, არც საზოგადო მოღვაწეები და ჯოხი ზეინკლებსა და მეეზოვეებზე უნდა გადატეხილიყო. ჰო, არც ქვიარ თემის წარმომადგენელთა დაჭერა შეიძლება განსაკუთრებით მაშინ, როცა ქუჩაში დგანან და ისეთ რაღაცებს გთავაზობენ, ყველაზე თამამ სიზმარშიც რომ არ გყოფნის ფანტაზია წარმოსადგენად. ეს თურმე ნორმალურია და ამ შეთავაზებას ცხვირში მუშტით რომ პასუხობ, _ არანორმალური. ის, რომ რატიანი ნასვამი იყო და პოლიციელებთან ერთად ლამის ნახევარ საქართველოსა და პატრიარქს დედა აგინა, ნორმალურია (თურმე მისი უფლებაა), ხოლო, პოლიციამ ერთი კბილანით მეტად რომ მოუჭირა ბორკილი ხელზე _ არანორმალური. თურმე ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ტერორისტებმა სპეცრაზმელი რომ მოგვიკლეს, ნორმალურია და ტერორიზმის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილთა დაკავება _ არანორმალური… იქნებ, საერთოდ გავაუქმოთ ეს პოლიცია, ტყუილად რომ იჭერს ხალხს, და შევქმნათ ახალი არასამთავრობო, რომელიც არავის დაიჭერს და, თუ ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, მის ინტერესებს დაიცავს. ასე გამოვა სრულიად ერი დაცული, ოღონდ რაზე დაცული, ეგ თავად განსაჯეთ. ჰო, თავად განსაჯეთ, რადგან დაცვა თქვენ გეხერხებათ და თანაც როგორი?!
“დროა, დავსვათ შეკითხვები, რამდენად გამართლებული და ეფექტურია ადამიანის უფლებებში ჩარევის ის მეთოდი, რაც საპოლიციო კონტროლს უკავშირდება”, _ ეს განცხადებაც ქალბატონ ნინოს ეკუთვნის (სტილი დაცულია).
იცით, რა მაინტერესებს?! სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ყოველდღიურ რეჟიმში რომ გვქონდა ეს საპოლიციო კონტროლი, ქუჩაში რომ ხალხს ხოცავდნენ, ციხეებში რომ აწამებდნენ, მაგ თემებზე არ გსურთ კითხვების დასმა, ქალბატონო ნინო?! თუ ეს საქმე თქვენ აღარ გეხებათ, რადგან ადრე იყო და თქვენ მაშინ ქუჩაში დახვრეტილებისთვის, ტერორში მყოფი ადამიანებისთვის არ გეცალათ, რადგან სოროსის მიერ საქართველოსკენ დაძრული მილიონებიდან მსუყე ლუკმის მოთლა გინდოდათ.
ამ ყველაფერში სამწუხარო არის ის, რომ მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ლომჯარიას ვერავინ შეეხება და, რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს და იტყვის. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ომბუდსვუმენი ბოლომდე შეეცდება, დაიცვას ქვიარ თემის ინტერესები, ბოლომდე შეეცდება “გააპრავოს” ნარკოტიკების ლეგალიზაცია და ხელი შეუშალოს ძალოვან სტრუქტურებს. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მმართველმა გუნდმა სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის ზეწოლას ვერ გაუძლო და სახალხო დამცველად აირჩია ქალი, რომელიც უზნეობის ზეიმის სადარაჯოზე იდგა მუდამ.
ბესო ბარბაქაძე
მაქვს გონივრული ეჭვი, რომ როგორც ლომჯარიას, ისე მისნაირი სხვა სოროსელებისა და ლიბერასტების საკვანძო თანამდებობებზე დანიშვნისათვის მსუყე გრანტს (მილიონებიან ქრთამს) იხდის მილიარდერი სოროსი და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები. საინტერესოა “ოცნების” ხელმძღვანელობიდან ვის ჯიბეში ხვდება ეს ფული?
მგონი დროა ყველა არასამთავრობოს რომელიც სხვა ქვეყნებიდან ფინანსირდება, მოქმედების უფლება შეუწყდეს საქართველოში! რადგან ესეთი წიწილების ინკუბატორია და მეტი არაფერი!! ხოლო თუ ესენი საზოგადოებრივი ორგანიზაციებია, და საქართველოს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, მაშინ საქართველოს საზოგადოებისგანვე უნდა ფინანსდებოდნენ!
მადლობა ამ სტატიიისთვის, გთხოვთ გამომიქვეყნეთ ეს ჩემი კომენტარი. აი რა ხდება ჩემი გადმოსახედიდან საქართველოშ და ასე უპრაგონოდ რატომ ხდება ამდენი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები ჩვნს თვალწინ.https://youtu.be/L_HjKtzTKnY