Home სხვადასხვა დაიჯესტი “ნიუ იორკ თაიმსი”: ტრამპი ნატოდან აშშ-ის გამოყვანის იდეას უბრუნდება

“ნიუ იორკ თაიმსი”: ტრამპი ნატოდან აშშ-ის გამოყვანის იდეას უბრუნდება

აშშ-ის პრეზიდენტი “აზრს ვერ ხედავს სამხედრო ალიანსში”

1675
დონალდ ტრამპი

აშშის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეიძლება დაუბრუნდეს ნატოდან აშშის გამოსვლის იდეას, რადგან მას ხელს არ აძლევს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დანარჩენი წევრი ქვეყნების მხრიდან სამხედრო ხარჯების გაღების ტემპი, _ იუწყება გაზეთი თჰე New York Times.

გამოცემა წერს, რომ 2018 წელს ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა ნატოს დატოვების სურვილი. ამერიკის ლიდერი ეუბნებოდა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებით დაკავებულ მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, რომ “აზრს ვერ ხედავს სამხედრო ალიანსში”. იმის შესახებ, რომ ტრამპი ნატოდან გამოსვლით დაემუქრა ალიანსის დანარჩენ წევრებს, თუ ისინი არ გაზრდიდნენ სამხედრო ხარჯებს, გამოცემა Politico 2018 წლის ივლისში წერდა. ამ გამოცემის ხელთ არსებული ინფორმაციით, ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას ტრამპმა გააფრთხილა ისინი მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე, თუკი სამხედრო ხარჯებს არ გაზრდიდნენ. ტრამპმა, აგრეთვე, განაცხადა, რომ აშშ “საქმეს თავისებურად გააკეთებს”, თუკი გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია სამხედრო ხარჯებს არ გაზრდიან  მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობის 2%-მდე.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: შერლოკ ჰოლმსი. Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here