Home რუბრიკები პოლიტიკა ნიკოლოზ მჟავანაძე: საქართველოს სულ მალე შეიძლება, ჰყავდეს ჰომოსექსუალი პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მერი,...

ნიკოლოზ მჟავანაძე: საქართველოს სულ მალე შეიძლება, ჰყავდეს ჰომოსექსუალი პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მერი, მინისტრები, პრემიერი და ა.შ.

“ხალხმა შეიძლება მოითმინოს, მაგრამ რაღაც მომენტის შემდეგ უკვე იქნება სამოქალაქო წარღვნა”

4642
ნიკოლოზ მჟავანაძე

17 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოეთიდან დაფინანსებული ლგბტ უფლებადამცველიარასამთავრობოორგანიზაციების აქტიური ზეწოლითა და კარნახით, მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელი კიდევ ერთიუპრეცენდენტოგადაწყვეტილება მიიღო _ ხანგრძლივი განხილვისა და მსჯელობის შემდეგ, რომელიც, ფაქტობრივად, ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, შესაბამისი საინფორმაციო გაშუქების გარეშე მიმდინარეობდა, მოსამართლეთა მეორე კოლეგიამ, ოთხი მოსამართლის შემადგენლობით, არაკონსტიტუციურად ცნო წლების წინათ ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებულება, რომლის თანახმად, ჰომოსექსუალებს ბოლო კავშირიდან 10 წლის განმავლობაში სისხლის დონორობა ეზღუდებოდათ (შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია ოთხი მოსამართლისგან შედგება. ესენია, კოლეგიის თავმჯდომარე თეიმურაზ ტუღუში, კოლეგიის წევრები: მანანა კობახიძე, ირინე იმერლიშვილი და თამაზ ცაბუტაშვილი).

გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში (რაც ბუნებრივია, ადგილობრივ აგრესიულ ლგბტ აქტივთან ერთად, სხვადასხვა დასავლური ინსტიტუტების მკაცრი მითითების შედეგიც იყო), ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ შეზღუდვა სექსუალურ უმცირესობებს, ქვეყანაში თანასწორობის კუთხით არსებული ისედაც რთული ვითარების ფონზე, კიდევ უფრო მძიმე დიდკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს. მეტიც, მოსამართლეთა მოსაზრებით, აღნიშნული შეზღუდვა, წმინდა სამედიცინო თვალსაზრისითაც დაუსაბუთებელია, რადგან 10 წელი, თურმე, აღემატება ადამიანის სისხლში ამა თუ იმ ინფექციის საინკუბაციო პერიოდს

ცნობისთვის: მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი სამედიცინო ცენტრების მიერ წლების განმავლობაში ჩატარებულმა არაერთმა საფუძვლიანმა მეცნიერულმა კვლევამ ცხადყო, რომ სისხლის გზით გადამდები მძიმე ინფექციების გადადების რისკი მამაკაცებთან სქესობრივი კავშირის მქონე მამაკაცებში გაცილებით მაღალია. გამომდინარე ამ მეცნიერული სტატისტიკიდან, სექსუალური გადახრების მქონე ადამიანებს სისხლის დონორობის შესაძლებლობა მსოფლიოს არაერთ განვითარებულ ქვეყანაში ეზღუდებოდა, თუმცა დასავლეთშინეოლიბერალურიიდეოლოგიის გაბატონების შემდეგ, როცა უკვე მეცნიერული შედეგების უარყოფა და მედიცინასთან აბსოლუტურად შეუსაბამო ფსევდომეცნიერული სტანდარტების დამკვიდრება მოხდა, (მაგალითად, როგორიცაა .. გენდერის თეორია), ეს შეზღუდვები ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად გამოცხადდა

რას ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთვის და რა ცვლილებები შეიძლება, “ლოგიკურადმოყვეს ამ ყველაფერს? _ “საქართველო და მსოფლიოსესაუბრებაუფლებადამცველთა გაერთიანებისთავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

_ ბატონო ნიკოლოზ, ამ დღეებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო წლების წინათ ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებულება, რომლის თანახმად, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებს სისხლის დონორობა ეზღუდებოდათ. ოთხკაციანი კოლეგიის მოსაზრებით, ეს შეზღუდვა დისკრიმინაციულ ფონს ამძიმებდარას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? რა მიზანს ემსახურება რეალურად ეს გადაწყვეტილება?

_ ეს საკითხი, პირველ რიგში, ალბათ სამედიცინო თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. რატომ ჰქონდათ აქამდე ამ ადამიანებს ასე ხანგრძლივი ვადით შეზღუდული სისხლის დონორობა? როგორც ცნობილია, საფუძველი ამის იყო მეცნიერული კვლევები, რომლებიც ცხადყოფს, რომ რისკ-ფაქტორი, სისხლით გადამდები სხვადასხვა მომაკვდინებელი ვირუსებისა, მათში გაცილებით დიდია. უფრო მეტიც, არის გარკვეული დაავადებები, მაგალითად აივ-ინფექცია, რომლის გავრცელების უპირველესი წყარო ჰომოსექსუალური ურთიერთობებია და ამ ინფექციით დაავადებულთა პროცენტულად მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებზე მოდის…

_ თუმცა სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების პირობებში სისხლში ნებისმიერი ვირუსის აღმოჩენა ადრეულ ეტაპზევეა შესაძლებელი. ამით ხსნიან ისინი დონორობის უფლების 10 წლით შეზღუდვის არაკონსტიტუციურობას, თქვენ რას ფიქრობთ?

_ თანამედროვე მეცნიერული ტექნოლოგიებით, ალბათ, ბევრი რამეა შესაძლებელი, მაგრამ დღეს საქართველოში ამ ტექნოლოგიების არსებობაზე საუბარიც ზედმეტია. ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, მოყოლებული წინა ხელისუფლების პერიოდიდან, პრაქტიკულად, სულს ღაფავს. ან რა ტექნოლოგიების არსებობაზეა საუბარი, როცა ანალიზის ამღებებს და საავადმყოფოების იმ პერსონალს, რომელიც სისხლს ამოწმებს, 400 და 500 ლარი აქვთ ხელფასი. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ამ 400 და 500 ლარზე მომუშავე ადამიანების იმედად მყოფი ქვეყანა არის მზად საფრთხეებისთვის? ისე, უცხოეთის პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. საინტერესოა, დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში როგორაა…

_ დასავლეთის ქვეყნებშილიბერალურმა დიქტატმამეცნიერება და განსაკუთრებით მედიცინა, პრაქტიკულად, თავდაყირა დააყენა. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სოდომია დაავადებათა ნუსხიდან ამოიღო; ან ის, რომ თურმე სქესი არჩევითიაამ ყველაფრის გათვალისწინებით, მათი პრაქტიკა ჩვენთვის, ალბათ, დიდად სასურველი ვერ იქნება. არ მეთანხმებით?

_ გეთანხმებით, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიკვირს. არ მიკვირს, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ხელისუფლების სათავეში გვყავს ძალა, რომელიც აცხადებს, რომ ევროპული ტიპის სამოქალაქო საზოგადოება უნდა შექმნას. რას ნიშნავეს ეს, მგონი, ყველა ვხვდებით… სხვათა შორის, ამ დღეებში თბილისში, ტრანსგენდერების რაღაც დაჯილდოება ჩატარდა და მათთან ერთად მათი ბებია-ბაბუებიც გამოიყვანეს. გამოვიდა სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და განაცხადა, რაც შეიძლება მეტი ასეთი ბებიები და ბაბუებიო _ ამ საახალწლოდ, პრაქტიკულად, დაგვწყევლა… რაც შეეხება სასამართლოს კონკრეტულ განჩინებას, ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი არის ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარე პროცესი, რომელმაც საბოლოოდ ქვეყანა უნდა მიიყვანოს გადაგვარებამდე. თუმცა განსხვავებით წინა წლებისგან, ვერ ვიტყვით, რომ დღეს ეს პროცესი ნელა და ფრთხილად მიდის. პირიქით, ძალიან სწრაფად კეთდება ყველაფერი…

_ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს, რა კეთდება სწრაფად?

_ საერთოდ, ადრე, როცა, ვთქვათ, საკანონმდებლო ცვლილების საკითხი დგებოდა და განხილვები იწყებოდა, ლიბერალური ელიტის თავები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ჯერ ეს ნაადრევია, ჯერ საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნება და ცნობიერება ამისთვის მზად არ არისდღეს ამას აღარ ამბობენ. მიიღებენ დირექტივას, პირდაპირ კონსტიტუციის ჭრაკერვას იწყებენ. არც აინტერესებთ, ხალხისთვის მისაღებია ეს ცვლილება თუ არა. ასე მოიქცნენბავშვის უფლებათა კოდექსისმიღებისას, ასე მოიქცნენოჯახში ძალადობის შესახებ კანონისშემუშავებისას, რომელშიც უამრავი, პირდაპირ ვიტყვი, საეჭვო და საკამათო ნიუანსია და ასე მოიქცნენ წლების წინათანტიდისკრიმინაციული კანონისდამტკიცებისას. რაც შეეხება შედეგს და პერსპექტივას ამ ყველაფრის, ვფიქრობ, საქართველოს სულ მალე შეიძლება, ჰყავდეს ჰომოსექსუალი პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მერი, მინისტრები, პრემიერი და .. თუმცა ახლაც საკმაოდ არიან და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. საქართველო პატარა ქვეყანაა, თბილისიც პატარაა

_ ისე, როგორ ფიქრობთ, რატომ ჩათვალა დღეს ხელისუფლებამ, რომ საზოგადოების აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანია და დასავლეთიდან ნაკარნახევი ყველალიბერალურირეფორმის განხორციელება შეიძლება?

_ არ ვიცი და მართალი გითხრათ, არც მაინტერესებს, ვინ რა ჭკუას ემსახურება დღევანდელ ხელისუფლებაში, მაგრამ ერთი რამ აშკარაა _ დასავლეთისკენ სწრაფვამ და ამ სწრაფვის კვალდაკვალ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულმა რეფორმებმა ქვეყანა დაანგრია. განსაკუთრებით ეს ეხება განათლების სისტემას და ამ სისტემაში არსებული პრობლემების სიმძიმეს ჩვენ ხვალ-ზეგ უფრო მძიმედ ვიგრძნობთ…

_ რას გულისხმობთ?

_ ავიღოთ, თუნდაც, ეს გახშირებული თვითმკვლელობები მოზარდებში. რას აკეთებს ხელისუფლება? ადგნენ და ფსიქოლოგები შეიყვანეს სკოლებში. ბავშვს, რომელსაც პირველი კლასიდანვე ასწავლიან, რომტოლერანტობასადამრავალფეროვნებაშიაჩვენი მომავალი, “განსხვავებულისმიუღებლობა სიბნელეა და შენ თავისუფალი ხარ ყველაფერში, რაც მოგინდება, ფსიქოლოგი უშველის?! ან ვინ არიან ეს ფსიქოლოგები და რა წვრთნა აქვთ გავლილი, ჩვენ ხომ ვიცით… კიდევ ვიმეორებ, არ გამიკვირდება ნამდვილად, რომ სალომე ზურაბიშვილის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტად ან ლესბოსელი დაგვისვან ან მამათმავალი და ეს იქნება გამოცხადებული, როგორც უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიაში. აგერ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტომ უკვე მამათმავალი დაგვისახელა მომავლის ადამიანად. სხვათა შორის, ამას წინათ პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძემ განაცხადა ერთ-ერთ გამოსვლაში, რომ ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპები არის ის, რასაც ჩვენი მეგობარი ამერიკის ხელისუფლება გვეტყვისო. მორჩა და გათავდა, ამით პირდაპირ გვითხრა, რომ თქვენი, ხალხის, აზრი კი არ მაინტერესებს, რას ფიქრობთ და რა გინდათ, იქიდან ვიმართები და მათ დავალებებს ვასრულებო…

_ დასაწყისში თქვით, რომ მალე საქართველოს შეიძლება, ჰომოსექსუალი პრეზიდენტი ჰყავდეს, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და .. როგორ ფიქრობთ, რა მოყვება ამას საზოგადოების მხრიდან?

_ საზოგადოების უმრავლესობა დღეს, საბედნიეროდ, მაინც ეროვნულად აზროვნებს და ფაქტია, რომ ვერანაირი ფსევდოლიბერალური პროპაგანდა ამას ვერ ცვლის. გამომდინარე აქედან, ვფიქრობ, ხელისუფლებას ძალიან დიდი შეცდომა მოსდის, როცა თვლის, რომ ახლა ყველაფერს, ყველა რეფორმას და ცვლილებას ერთბაშად განახორციელებს. ვერ განახორციელებს, ვერც ერთბაშად და ვერც ცალცალკე, იმიტომ, რომ ხალხმა რაღაც ეტაპამდე შეიძლება ითმინოს, მაგრამ შემდეგ უკვე იქნება სამოქალაქო წარღვნა. რაც შეეხება იმ ადამიანებს, უმრავლესობის წევრებს ვგულისხმობ, რომლებიც ავანგარდში არიან დასავლეთის დირექტივების შესრულების, ისინი ერთ დღეს კანონებს იღებენ სოროსის ფონდის დავალებით, მეორე დღეს შეიძლება სანთლებით ხელში პატრიარქის გვერდით იდგნენ ტაძარში. ტიპური ფარისევლები არიან და ასეთი ადამიანები ხელისუფლებაში კი არ უნდა იყვნენ, ფეხის დადგმის საშუალება არ უნდა მისცე საქართველოში. მათი ადგილი არის პოლიტიკურ სანაგვეზე, ნაწილის _ ციხეში და ნაწილის იქ, საიდანაც საქართველოს დაცლის, გარყვნისა და გათახსირების მითითებას იღებენ…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

5 COMMENTS

  1. არ შეიძლება ტრადიციული ქართველი გეების შეურაწყოფა! ისინი სრულყოფილი საქართველოს მოქალაქეები არიან! თუ არ გინდათ კიდევ გენდერი და გრიპი კიდევ გისურვებთ არა მეცნიერულ მოსაზრებებზე თავი შეიკავოთ რადგან არ ხართ მეცნიერები!

  2. ამას წინათ, ოჯახის სიწმინდის დაცვასთან დაკავშირებით ბ-ნმა ლევან ვასაძემ მომხსენებლად წარმოგვიდგინა ვინმე ალექსეი კომოვი! მან თემასთან დაკავშირებით კარგად ისაუბრა და მომეწონა, მაგრამ საბჭოთა ეპოქას გადაუარა კატოკივით! თურმე რა საზიზღრები ყოფილან კომუნისტები, ყველაფერი საშინელება მათგან მოდის და მათ შორის თურმე ეს თანამედროვე გახრწნილობაც! ეეეეეეჰჰჰჰეეეეიიიი! ვინც საბჭოთა წარსულს აძაგებს, ის ცოტა ვერ არის კარგად! რბილად ვამბობ! ჯერ საბჭოეთისდროინდელ წესრიგს, განათლებას დაეწიეთ და მერე გააპროტესტეთ!

  3. მზის შუაგულში ამბობენ 15 მილიონი გრადუსია ცელსიუსით, დედამიწაზე წყალბადის ბობმბის აფეთქებისას კი ტემპერატურა 80 მილიონამდე ადის (თუმცა იგივე პროცესია). მეორე მსოფლიო ომის დამასრულებელი აკორდი, ჰიროსიმაში და ნაგასაკში რომ გაისმა, მსოფლიოს მესამე კატაკლიზმის უვერტურას ჩამოჰგავს. თითქმის მასთან ერთდროულად ჩაირთო მსოფლიოს აგრესიული სოდომიზაციის წამზომი. ის თუ რამემ არ გააჩერა, ბოლო “სიმფონია” გარდაუვალია. მისი შორეული ქუხილს პოლიტიკოსები და სამხედროები უკვე გრძნობენ – ნებისმიერი გლობალური სიანფორმაციო წყაროები ამის მეტს რას ლაპარაკობენ! მაგრამ ეს მხოლოდ გეოპოლიტიკურ ასპექტში მოიაზრება, რადგან კუჭსა და ეკონომიკას უმაღლეს კატეგორიას ანიჭებენ. პლანეტის ნამდვილი მკვლელები კი ჰუმანიზმზე დ უფლებებზე გვიჩიჩინებენ.

  4. დონალდ ტრამპის პოლიტიკას გაუმარჯოს კონკრეტულად გამკაცრებულ საიმიგრაციო პოლიტიკას ვგულისხმობ

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: სან-ფრანცისკოდან Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here