Home რუბრიკები პოლიტიკა “ნაყიდდიპლომიანთა” ტრიუმფი, ანუ რას გვასწავლის “კოვიდ-19”-ის განსაცდელი

“ნაყიდდიპლომიანთა” ტრიუმფი, ანუ რას გვასწავლის “კოვიდ-19”-ის განსაცდელი

როგორც კი სასიცოცხლოდ საჭირო საქმე გახდა საკეთებელი, საბჭოთა განათლების და საბჭოთა გამოცდილების სპეციალისტების იმედად დავრჩით და მათ ეს იმედი გაამართლეს

21406
“ნაყიდდიპლომიანთა” ტრიუმფი, ანუ რას გვასწავლის “კოვიდ-19”-ის განსაცდელი

ფაქტობრივად, სრულიად მსოფლიო იმის ძიებაშია, რაშია საიდუმლო, რომ პატარა და არც ისე განვითარებული ქვეყანა საქართველო ერთერთი მოწინავეა მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსკოვიდ 19”-თან ბრძოლაში. როცა ამ საგაზეთო სტატიას ვამზადებ, ტელევიზორიდან მესმის ხმა, რომ ნიდერლანდების ერთერთმა წამყვანმა გამოცემამ ვრცელი წერილი მიუძღვნა ამ თემას და დაწერა, რომ ნიდერლანდელ სპეციალისტებს უჭირთ პასუხის გაცემა ამ კითხვაზე.

ვეთანხმები _ განვითარებული, წინწასული და გაამაყებული ევროპისთვის აშკარად რთული იქნება იმის აღიარება, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები ყველაზე კარგად აღმოჩნდნენ მომზადებული ეპიდემიოლოგიური აფეთქებისთვის და აშკარაა ევროპული ჯანდაცვის სრული კოლაფსი პოსტსაბჭოთა სივრცეში გაცილებით მსუბუქი სურათის ფონზე. დიახ, სწორედ ესაა საქმე, რომ, კი ბატონო, საქართველო განსაკუთრებული მიღწევებით გამოირჩევა ამ მხრივ, მაგრამ, თუკი დავაკვირდებით “კოვიდ 19”-ით დაზარალებული ქვეყნების რუკას, საქართველოსთან ერთად, გაცილებით მსუბუქი მდგომარეობაა ყოფილი საბჭოეთის ტერიტორიაზე, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. ამის დანახვა კარგა ხანს არ უნდოდა ევროპას, მაგრამ გაჭირვებამ გასაქცევის დანახვება იცისო და, მობიბინე დემოკრატიის მქონე იტალიამ შველა ჯერ ჩინეთს სთხოვა და ეხლა უკვეჩამოშლილდადანგრეულრუსეთს. ოფიციალური ინფორმაციით, იტალიაში 100-მდე რუსი სამხედრო ინფექციონისტი და ვირუსოლოგი ექიმი ჩავიდა შესაბამისი აღჭურვილობით და ფასდაუდებელ დახმარებას უწევენ იტალიელ ექიმებს. ვიცი, ახლა რა ამბავიც ატყდება ჩემზე გადაკიდებულ “ლიბერასტებში”, _ აგე, ეს პუტინის მონა როგორ აქებს რუსებსო! არადა, მე რუსებს კი არა, საზოგადოდ, სოციალისტურ მიდგომებს ვაქებ და ვიწონებ, ხოლო საბჭოეთი, შესაძლოა, ზედმეტად გადაჭარბებულ ფორმებში, მაგრამ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე სამაგალითო და დიდი სოციალისტური სივრცე იყო, ამიტომაც მომყავს მაგალითად.

რა შუაშია სოციალიზმი და კაპიტალიზმი კორონასთან ბრძოლაში? გეტყვით: ერთმა ესპანელმა ინფექციონისტმა ამ დღეებში განცხადა: თქვენ თვეში მილიონებს უხდით ხელფასად ფეხბურთელებს, ხოლო 1 800 ევრო აქვს ანაზღაურება ექიმინფექციონისტს, რომელიც ყოველდღიურად უამრავ ბაცილას ეხება უშუალოდ და საკუთარ ჯანმრთელობას წირავს კაცობრიობის სიცოცხლის გადასარჩენად. ახლა კი დგახართ და გვსაყვედურობთ, რატომ არ გვაქვს ანტივირუსი. მესისა და რონალდუს მიმართეთ!” _ ესპანელი ექიმის ამ მწარე ირონიაში იმალება სწორედ ის სიმართლე, რომელსაც კაცობრიობის დიდი ნაწილი, ვფიქრობ, იზიარებს. უბრალოდ, მდიდართა კასტებს ადამიანების ასეთი აზრები ხელს არ აძლევთ და ყველაფერს აკეთებენ, რათა ხალხის დიდი მასები დათრგუნონ. აფინანსებენ მედიას, ინტერნეტს და ყველა საშუალებით ცდილობენ, რომსოციალისტური შეხედულებებიგააიგივონ ტირანიასთან, დიქტატურასთან, უბედურებასთან და, საზოგადოდ, “სამარცხვინოსიარლიყი მიაწებონ.

ნაწილობრივ გამოსდით კიდეც, მაგრამ ზოგჯერ, სასოწარკვეთილებისას, ადამიანებს მაინც ამოასკდებათ ხოლმე ძახილი იმ სოციალურ უსამართლობაზე, რომელსაც თავის არსში .. ველური კაპიტალიზმი მოიცავს.

ჯერ კიდევ ამ 10-15 წლის წინათ ვაქვეყნებდი მოსაზრებებს სწორედ ამის შესახებ, რომ მსოფლიო ფინანსურად ისეთი უსამართლო გახდა, ეს კარგს არაფერს მოუტანს კაცობრიობას-მეთქი. ამის გამო ბევრი დამცინოდა კიდეც და “ჩამორჩენილ კომუნისტს” მიწოდებდა, მაგრამ მე იდეალურ კომუნიზმსა და აბსოლუტურ თანაბრობაზე არ ვლაპარაკობ. ძალიან კარგად მესმის, რომ მთა და ბარი ერთ სიბრტყეზე ვერ გასწორდება, მაგრამ განა არ არის შესაძლებელი გარკვეული სტანდარტების დაცვა? კი, ბატონო, ფეხბურთელს, შოუმენს, პოდიუმზე მოსიარულემაგარ ნაშა მოდელს”, მსახიობს, ჰოლივუდელს ჰქონდეს მეტი, გაცილებით მეტი შემოსავალი, ვიდრე ექიმს, პედაგოგს, პოლიციელს, ინჟინერსმაგრამ იმბევრსაცხომ თავისი საზღვარი, ზომა და წონა უნდა ჰქონდეს?!

დავუშვათ, ექიმს აქვს 2 ათასი ევრო, ხოლო ფეხბურთელს _ 20 ათასი, კარგი, ჯანდაბას, ხმას არავინ ამოიღებდა, ჰა, 200 ათასი იყოს, მაგრამ, როდესაც ფეხბურთელის ანაზღაურება 2 მილიონია (საშუალოზე ცოტა მაღალი კლასის ფეხბურთელების საშუალო ანაზღაურება ძლიერ ევროპულ ლიგებში), ეს უკვე მართლაც სიგიჟეა და მსოფლიოს, კაცობრიობის ჭკუიდან გადასვლას ნიშნავს.

აი, სწორედ ამ კავშირშია კორონავირუსთან სოციალიზმი და კაპიტალიზმი. სოციალისტურ ბანაკში ამ მხრივ გარკვეული სამართლიანობა დაცული იყო. მართალია, მაგალითად, თბილისისდინამოსფეხბურთელს ნებისმიერ პროფესორსა და აკადემიკოსზე მეტი მატერიალური შემოსავალი ჰქონდა, მაგრამ განსხვავება მათ შორის არ იყო კატასტროფული და წარმოუდგენელი.

რაღაც პერიოდამდე მსოფლიოშიც ასე იყო. სპორტსმენების, მსახიობების, პოდიუმზე გამომსვლელების შემოსავლები დიდი იყო, მაგრამ ასე უაზროდ არ განსხვავდებოდა სხვა, მთელი კაცობრიობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროფესიების წარმომადგენელთა შემოსავლებისგან.

ბოლო 30-40 წელია, მსოფლიო ამ მხრივ მართლაც შეიშალა. კაპიტალიზმმა თავისი განვითარების პიკს მიაღწია და უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა ის, რომ “სანახაობის” მსახურებს ათჯერ და ასჯერ კი არა, უკვე მილიონჯერ მეტი აქვთ მატერიალური შემოსავალი, ვიდრე მეცნიერებს, სამხედროებს, ექიმებს და ა.შ., ანუ იმ პროფესიების წარმომადგენლებს, რომელთა გარეშე კაცობრიობისთვის ვერანაირი “სანახაობა” ვერ იარსებებდა.

ადრე თუ გვიან ასეთი სოციალური უსამართლობა კაცობრიობას აუცილებლად მიიყვანს დაღუპვამდე და მგონია, რომ “კორონა”, ანუ “კოვიდ 19” პირველი სერიოზული გაფრთხილებაა ამ მხრივ მსოფლიოსთვის.

მსოფლიომ უნდა შეცვალოს ცხოვრების წესი და რაღაცებზე კარგად დაფიქრდეს.

სხვას თავი რომ დავანებოთ, ეს ყოველივე მომავალ თაობებსაც რყვნის და აფუჭებს მსოფლმხედველობრივად. როგორც კი ბიჭი იბადება ოჯახში, ყველა იმას ჩასჩიჩინებს: რად გინდა წიგნი და განათლება, ივარჯიშე, სპორტსმენი გახდი, წიხლები იქნიე და უზრუნველყოფილი იქნები მთელი ცხოვრებაო. გოგონებს პოდიუმისკენ, მსახიობობისკენ და შოუსფეროსკენ უბიძგებენ და ასე. .. იოლი ცხოვრება იზიდავს ადამიანებს და შესაბამისად, უფრო და უფრო ნაკლებია იმის მსურველი, რომ სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად ვირუსებითა და ბაქტერიებით გაძეძგილ ლაბორატორიებშიჩაყვინთოსიმის მეათასედი კი არა, მემილიონედი ანაზღაურებით, რასაცწიხლების ქნევაშიმიიღებდამერე აი, ასეთი თაობები, ჩვენი ბაბუებისა და მამების თაობას, ასევე ჩვენს თაობასაც “ნაყიდდიპლომიანებს” გვეძახიან. ხოლო როდესაც აშკარად ჩანს ის, რომ ამნაყიდდიპლომიანებმა” “წინწასულევროპას აჯობეს თავის საქმეში, იწყებენ რაღაც არარსებული მიზეზების ძებნას ამის ასახსნელად.

რეალობა კი არის ის, რომ, თუკი სოციალიზმის პირობებში მართლაც ხდებოდა დიპლომების ყიდვა, მერე ის ნაყიდი დიპლომი მავანს ან ოხრად რჩებოდა, ან რაღაც სრულიად უპრეტენზიო სამსახურში მოსაწყობად იყენებდა. რეალური ცოდნის, გამოცდილებისა და შესაბამისი უნარების არქონის შემთხვევაში, ვერავითარი ნაყიდი დიპლომით სერიოზულ, საპასუხისმგებლო სამუშაოზე ვერ მოეწყობოდი.

ან კიდევ, დღევანდელ “ევროპებში” ათასობით უმაღლესი სასწავლებელი რომ არის გახსნილი და მართალია, მთლად პრესტიჟულში ვერა, მაგრამ, ძალიან ბევრ ევროუნივერსიტეტში მოწყობილი ბევრი დებილი რომ მინახვას, ამ ფაქტს რა ვუყო? დავმალო?

უამრავ ევროუნივერსიტეტში ოღონდ სწავლის ფული გადაიხადე და ათასნაირ სერტიფიკატს, დიპლომს თუ მასთან გათანაბრებულ დოკუმენტს სრულიად უპრობლემოდ გაძლევენ _ ეს განა რაიმეთი განსხვავდება “დიპლომის ყიდვისგან”?! სწორედ ეგეთი “ევროტუტუცები” გაიძახიან მერე, _ საბჭოთა განათლების სისტემა არ ვარგოდა და დიპლომებს ყიდულობდნენო. დავიჯერო, ეს შტერები, როდესაც ჭაღარაშერეულ ამირან გამყრელიძესა და თენგიზ ცერცვაძეს ხედავენ ტელეეკრანზე, ვერ ხვდებიან, როდის აქვთ მათ დიპლომი “ნაყიდი”? ფაქტი ერთია: “ევროპებში” და “აშუშუებში” განსწავლული ბევრი გვყავს, მაგრამ როგორც კი სასიცოცხლოდ საჭირო საქმე გახდა საკეთებელი, საბჭოთა განათლების და საბჭოთა გამოცდილების სპეციალისტების იმედად დავრჩით და მათ ეს იმედი გაამართლეს.

დიახ, როგორც ჩანს, ეს განსაცდელი მსოფლიოს ძალიან ბევრ რამეს დაანახვებს. იტალიელებმა უკვე დაინახეს, რომ, თუკი მათ ვინმე ქმედითად ეხმარება, ეს ჩინეთი, რუსეთი და კუბაა. მათგან ორი ყოფილი სოციალისტური ქვეყანაა, კუბა კი დღესაც ამ წყობილებისაა.

სად არის ლოგიკა? ასე ზუსტად ამას ვერ გეტყვით. მე მხოლოდ ფაქტებს ვალაგებ.

სავარაუდოა, რომ “კოვიდ 19”-ის დამარცხებისა და ამ ჯოჯოხეთის გადავლის შემდეგ კაცობრიობას ბევრი რამის გათვალისწინება მოუწევს. არა, მე არ ვამბობ, რომ სრულიად მსოფლიო “გამოსწორდება” და უკიდურესი სოციალიზმის გზით დაიწყებს სიარულს, მაგრამ ფაქტია: განსაცდელის გადავლის შემდეგ “სხვა მსოფლიო” გარდაუვალი ამბავია. უბრალოდ, საქმე ის არის, რამდენ ხანს ემახსოვრება მსოფლიოს ეს სამედიცინო და ეკონომიკური კრიზისი, როდის ისწავლის ჭკუას.

თუ არადა, დიდი განსაცდელის გადავლის შემდეგ კვლავ გაზულუქებულ და დაარხეინებულ კაცობრიობას ადრე თუ გვიან კიდევ უფრო დიდი და მძიმე განსაცდელი ელის წინ, რადგან ყველაფერი საბოლოოდ უფლის ნებასა და უბრალო, ადამიანურ ლოგიკას ექვემდებარება.

ბაკურ სვანიძ

22 COMMENTS

  1. აბსოლუტურ სიმართლეს ბრძანებთ ბატონო ბაკურ! ვეთანხმები თქვენს ყოველ სიტყვას! ამ თემაზე მეც ზუსტად ასე ვფიქრობ და დავამატებდი კიდეც მაგალითებს [განათლების სფეროში] ჩემი გამოცდილებიდან. როგორც ყოველთვის, ამ სტატიაშიც ბრწყინვალედ გადმოეცით თქვენი ნააზრევი — ლოკალური და გლობალური მდგომარეობა. დიდი მადლობა ბატონო ბაკურ! როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივი ანალიზია!!!

  2. წარმომიდგენია რა არაჩვეულებრივ დახმმარებას გაუწევენ რუსი და კუბელი ექიმები იტალიას

  3. რა სისულელეებს წერთ
    რუსეთში კორონა და პნევმონია ერთმამეთისაგან ვერ განუსხვავებიათ. იტალიაში ჩასულ რუსებს კორონა აღმოაჩნდათ და კიდევ უფრო თავსატეხი გაუჩინეს იტალიელებს.

    • ვააა, ნამეტარი ინფორმირებული ყოფილხართ თქვენ. ეტყობა ავად აღმოუჩინეთ იმ რუსებს კორონა.აბა, კაცო,აბა, დებილი რუსი ექიმები.პნევმონია რა არის არ იციან.სად იბადებით ამ დონის შტერები რა საინტერესოა.

      • აბა ამერიკელი ჩასულიყო! ისე რატო არ ჩავიდნენ ამდენი არ იციანთუ შეეშინდათ? თუმცა ეგენი სად და როდის მიდიან დასახმარებლად! ყველაზე გამიგია მაგრამ ამერიკელი წავიდა მედიკამენტებით გაძეძგილი ამა და ამ ქვეყანაშიო მე არ გამიგია! ისე კი მაგრა დაეხმარა სირიას და დანარჩენებს აღარ ჩამოვთვლი! ხო ჩვენც ხო დაგვეხმარა პამპერსებით თუ წყლით თუ კაცმა არ იცის დღემდე რა იყო იმ გემში.

      • გეთანხმებით ბ-ნო ბაკურ, ყველა მოსაზრებაში, მახსოვს ,,ნიანგი იუმორისტული ჟურნალი გამოდიოდა დაეხატა ხოლმე ყდაზე გამხდარი ,შლიაპიანი კაცი ,რომელსაც გულზე აბრა ჰქონდა ჩამოკიდებული ვეძებ სამუშაოს ძია სემი ,ეს იყო კაპიტალისტური წყობის დასაცინი , ახლა იგივე აგვიხდა ჩვენ.ციც

  4. არაჩვეულებრივი ანალიზია!!!!!!!!!!!!!!!! ბრავო!!!!! აპლოდისმენტები!!!!!

  5. ეს რომელ ნაყიდ დიპლომიანებზეა საუბარი ? იმ თაობაზე ხომ არა ,კომუნისტების დროს რომ დიპლომებს ყიდულობდნენ,მშობლების გაყიდული მანდარინის ,ჩაის კრეფით შენაგროვებ-ნაწვალები ფულით ,ნაყიდი ლიმიტებით აღებული დიპლომებით ,ასევე ნაყიდი პროფესორისა და ასისტენტის ხარისხიანები ? სასაცილოა ,სატირული რომ არ იყოს ეს სტატია ,უვიცობას და უტიფრობას ასხივებს მისი ავტორი ,ეტყობა საყველაფრიოს დიპლომი აქვს ამას ნაყიდი ,ჩუმად რო იჯდა და სისულელეები არ აფრქვიოს ვერა ?!

    • ახლა რითი განსხვავდება? ახლა ოფიციალურად იხდი იმ ფულს! სხვა სხვაობა რაშია?

    • კი, ქალბატონო ნინო, სწორედ მაგ თაობაზეა საუბარი, იმ დროზე, ბიჭვინთაში, სოხუმში, გაგრაში რომ დადიოდა ხალხი ოჯახებით დასასვენებლად და ამისთვის კრედიტის აღება არ სჭირდებოდა…ქვეყნის მოსახლეობა 5,5 მილიონი რომ იყო და აქედან 4 მილიონამდე ქართველი…ქართულ მიწას მისატაცებლად ვაგლახად რომ ვერავინ შეხედავდა. “ხვალ შვილებს რა ვაჭამო”-ს პრობლემა რომ არ გვქონდა, მთელი ქვეყანა მუდმივ სტრესულ მდგომარეობაში რომ არ იყო, საზღვარგარეთ პამპერსების გამოსაცვლელად წასული ქალების შვილები
      უდედოდ რომ არ იზრდებოდნენ, ტელევიზია, გაზეთები, რადიო მომაკვდავი თოთო ბავშვებისთვის დახმარების თხოვნით რომ არ იყო გადაჭედილი,
      ქართველი მეცნიერების მიღწევებს მთელს მსოფლიოში რომ
      აღიარებდნენ და უცხოური სამეცნიერო ცენტრები ირჩევდნენ და ირჩევდნენ საპატიო წევრებად, ექსპერტებად და კონსულტანტებად /ალბათ, იმათაც ყიდულობდნენ, თორემ აბა საიდან ამდენი ჭკუა ნაყიდ დიპლომიანებს/. ქართულ კინოს, ქართულ თეატრს, ქართულ ხელოვნებას რომ ფეხზე ამდგარი ტაშს უკრადნენ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში…
      მწერლები რომ მწერლობდნენ, მუსიკოსები მუსიკოსობდნენ, მოქანდაკეები ოსტატობდნენ…
      “ჩემი ტრ.კი მე მეკუთვნის” ნაღვაწ დიპლომიანმა თაობამ რა გააკეთა საქვეყნო-საერთობო? ბევრი ისე გაამინისტრეთ, ან უცხოეთის სკაუტ ბანაკების სერტიფიკატი ჰქონდათ, ან გამინისტრების შემდეგ აიღეს დიპლომები და 2 წელიწადში “პრივატ პროფესორი” გახდნენ. ქვეყანასაც ემჩნევა მათი პრადვინუტი განათლების შედეგი: პოლიტიკანობენ, ნაყიდ დიპლომიანი თაობის მიერ მათთვის ჩაბარებულ ქვეყნის ტერიტორიებს გადამთიელებს ურიგებენ, ქართველები შეაწყვიტეს ან საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილად და ბოგანოდ აქციეს… ჩამოგითვალო ის მინისტრები, გადიდკაცების შემდეგ რომ აიღეს დიპლომები?
      ერთი ღირებული ფასეულობა მითხარით, ან წიგნი, ან ფილმი, ან სპექტაკლი, ძაააალიან პრადვინუტების შექმნილი.. “ფსევდო!” – აი მათი კრებითი სახელი. თავად დაირქვეს “ბომონდი”, “გლამური”, ” ცნობილი სახეები” და წიხლქვეშ გათელეს ქვეყანა – ღამის კლუბები საროსკიპოებად აქციეს, ნარკოტიკებს პირდაპირ ქუჩაში ეტანებიან, წმიდათაწმიდა რუსთაველის გამზირზე ლგბტ პარადების ჩატარებას მოითხოვენ, თუ არა და
      უცხოელი ლგბტ ძიებით და დეიდებით ემუქრებიან ერს და ბერს…
      მსაჯული დროა!
      მაშინდელი ქვეყანაც გვახსოვს რა იყო და ახლანდელსაც ვხედავთ რა არის

  6. “..ხოლო როდესაც აშკარად ჩანს ის, რომ ამ “ნაყიდდიპლომიანებმა” “წინწასულ” ევროპას აჯობეს თავის საქმეში, იწყებენ რაღაც არარსებული მიზეზების ძებნას ამის ასახსნელად.” – კი. და მაგრად წვალობენ თან მიზეზების ასახსნელად )

  7. 1957 წლის 4 ოქტომბერს კაცობრიობის ისტორიაში პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვებას დასავლეთში იმდენად ფართო და მწვავე რეაქცია მოჰყვა, რომ მას „სპუტნიკის შოკს“, „სპუტნიკის კრიზისს“ უწოდებენ. ნათელი გახდა, თან ცივი ომის პირობებში, რომ კოსმოსში ფრენაზე ოცნების ასასრულებლად საბჭოთა კავშირი ტექნოლოგიურად არათუ არ ჩამოუვარდებოდა შეერთებულ შტატებს, უსწრებდა კიდეც მას. და კიდევ: საბჭოთა კავშირს შექმნილი ჰქონდა რაკეტა (ერ-7), რომელზეც შეძლებდა ბირთვული ქობინის დამაგრებას და მისწვდებოდა შეერთებული შტატების ტერიტორიას!

  8. 1) რუსეთში კატასტროფა ხდება, სწორედ ,,პოლიტროვკებით” ნაყიდი დიპლომიანი ექიმების გამო. …იტალია დაიღუპება თუ მაგათ იმედზე დარჩა. 2) ჩაიხედეთ ჩვენი წამყვანი ექიმების ბიოგრაფიაში ევროპული გამოცდილება ყველას აქვს.. 3) პრობლემა ყოველთვის ჩვენში ვეზებოთ, ნეპოტიზმი და უსამართლობა არ აკლდა ჩვენ განათლებას და არც ახლა გაუმჯობესებულა… პირიქით, უფრო ამაზრზენი ხასიათი მიიღო. 4) ეს გამობრწყინება არის ტრადიციული და თანამედროვე განათლების სისტემის საუკეთესო თანხვედრა….

  9. რუსებმა სამხედრო (ექიმები ) გააგზავნეს ღიპიანი რენერლის თამადობით და ქუჩები დამოხუცთა თავშესაფრის დეზინფექციას თუ ანდობენ კამაზებით 🙂 თვითონ რუსეთში რამან ჩინეთში ან კუბაში რა მდგომარეობაა, ეშმაკმა იცის. ისე, თანამედროვე გართობის ეკონომიკას – ტოტალიზატორებით და ონლაინ კაზინოებით, რა ემუქრება რო? მგონი პერიქით

  10. დაავადებულ მსოლიოს უშველის მხოლოდ განათლებული და პროფესიონალი ექიმი,მასწავლებელი,ეკონომისტი,იურისტი,მშენებელი,ასევე პროფესიონალი მუშა და გლეხი და კიდევ უამრავი სპეციალისტი , თუ მეტად დააფასებენ და შეაფასებენ მათ შრომასა და ამაგს

  11. ერთადერთი, რაშიც შემიძლია დაგეთანხმოთ, არის ის, რომ ასეთი განსხვავება შემოსავლებს შორის არ უნდა იყოს. მე ვფიქრობ, ყველაფრის ფასი, რომელიც ამჟამად თვითღირებულებას ათასჯერ აღემატება, დარეგულირდება და გონივრულ ნიშნულზე ჩამოვა. რაც შეეხება საბჭოთა განათლებას, არ იყო ცუდი, მაგრამ ჩემი ძვირფასი მასწავლებლების–პაატა იმნაძისა და თებგიზ ცერცვაძის ლექციებზე სწორედ ამერიკისა და ევროპის სამედიცინო სკოლის ქებასაც ვისმენდი (საბჭოეთის ნგრევის პროცესში ვსწავლობდი და ნაყიდი დიპლომიც არ მაქვს, წარჩინებული სტუდენტის სტიპენდიაც მქონდა 🙂 )

  12. ჰაჰაჰაააა, აი, როგორც ვწერ – ძალიან წვალობენ საცოდავი “ევროპიელები” ახსნან რაღაც-რაღაცეები მეთქი, აი იმაზე უარესად წვალობენ აქ გარკვეული კომენტატორები. ნუ წვალობთ დაწყნარდით.ნუ ავლენთ ამხელა სირეგვნეს და სიჩკუნგეს საჯაროდ – ტეხავს 🙂 🙂 🙂 🙂

  13. იტალიელებმა, არ ვიცი რატომ, აჩვენეს ტელევიზიით,როგორ აკეთებდნენ შენობების დეზინფექციას რუსები, აქ დასახმარებლად ჩამოსულები და როგორ აკეთებდნენ იგივე საქმეს თვითონ , განსხვავება იყო ,როგორც კოსმონავტი სკაფანდრით და გლეხი თოხით, რუსების სასარგებლოდ, იტალიის ტელევიზიამ აჩვენა არ დამიწყოთ მტკიცება სისულელეების, სტატიას ვეთანხმები სრულიად, მე ევროპაში ვარ და ამ განსხვავებას მარტო დღეს არ ვხედავ , წლებია ვხვდები მეც და სხვაც ყველა ვინც გონებითაც ხედავს და არა მარტი თვალებით.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: თამაზ Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here