ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟან–კლოდ იუნკერი ბრიუსელში ნატოს სამიტის დროს კინაღამ წაიქცა და პოროშენკო ქვეშ მოიყოლა.
როგორც ბრიტანული მედია იუწყება, იუნკერი, სავარაუდოდ, ფხიზელი არ იყო, რადგან ფეხზე ძლივს იდგა და ქანაობდა.
ვიდეოს დასასრულს ჩანს, რომ იუნკერმა ვერ შეინარჩუნა წონასწორობა და კინაღამ უკან მომავალ პოროშენკოს დაეცა. გარდა ამისა, ევროკომისიის ხელმძღვანელს ხელის შეშველება სჭირდებოდა კიბეებზე ჩამოსვლისას.
მოგვიანებით ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლმა მ. სკინასმა განმარტა, რომ უწყების ხელმძღვანელს იშიაზის (საჯდომი ნერვის ანთება) შეტევა ჰქონდა, მაგრამ ახლა ის თავს უკეთ გრძნობს. მან მედიის მიერ სამიტზე მომხდარი ინციდენტის გაშუქებას “ცუდი გემოვნება” უწოდა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც იუნკერს ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს. გასულ წელს ჟენევის სამიტზეც შეამჩნიეს ჟურნალისტებმა მისი უცნაური საქციელი, როცა ის სულ ხალხსა და ავეჯს ეჯახებოდა.
უფრო ადრე ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც იუნკერი ფრიად მხიარულ ხასიათზეა, თავზე კოცნის პოლიტიკოსებს და სილასაც უტყაპუნებს.
აბა ამ ასენიზატორს ფხიზელი როგორ უხელმძღვანელებს.