Home რუბრიკები პოლიტიკა ნატოს მოსვლამდე არაფერი გეტკინოთ!

ნატოს მოსვლამდე არაფერი გეტკინოთ!

ამერიკული ჰეგემონიის დასასრული _ აშშ-ს, პოსტსაბჭოთა სივრცესთან ერთად, ევროპის დატოვებაც მოუწევს

727

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

ორმოცდამეხუთე გამოშვება

ქართველებმა ორიოდე დღის წინათშვებითამოვისუნთქეთ. ესშვებამაშინ ვიგრძენით, როდესაც ბრიუსელში ჩასულმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას ისეთიმტკიცედადამაიმედებელისიტყვა წარმოთქვა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს მიღება საბოლოოდ გადაწყვეტილი გვეგონა. მან თქვა: “საქართველო გულდასმით მუშაობს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის იმ გადაწყვეტილების პრაქტიკულ რეალიზაციაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. დადგა კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო. ეს იქნება ძლიერი გზავნილი ყველა ასპირანტი ქვეყნისთვის, რომლის ექო გადასწვდება მთელ რეგიონს და ყველა დარწმუნდება, რომ ნატო აქ არის და უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე”. არანაკლებ ომახიანი იყო გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაც: “ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ იდეას ევროპაში გავლენის სფეროების შესახებ. ალიანსი თავის პარტნიორებს კვლავაც აღმოუჩენს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ ვმუშაობთ, რათა საზღვაო ოპერაციების მხარდაჭერით, ერთობლივი წვრთნებითა და ინფორმაციის გაზიარებით საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობები გავაძლიეროთ”.

ნამდვილად ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ მართლაც რა “ბოროტების იმპერიაა” ეს რუსეთი. საქართველოსთვის აღმაფრთოვანებელი ამ განცხადებებიდან ორიოდ დღეში ისეთი რამ ჩაიდინა, რომ, როგორც ასეთ შემთხვევაში იტყვიან ხოლმე, გახურებულ შუბლზე ცივი წყალი გადაგვასხა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-ისა და ნატოსთან ხელშეკრულების პროექტები გარანტიებისა და უსაფრთხოების შესახებ, რომლებშიც რუსეთი ულტიმატუმის ენით ელაპარაკება აშშ-საც და ნატოსაც. წარმოგიდგენთ მხოლოდ ორ მუხლს ამ ხელშეკრულების პროექტებიდან, რომლებიც პირდაპირ ღაღადებს, რომ დიდ პოლიტიკაში რევოლუციური ცვლილებების ეტაპი დაიწყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იმ სიმძაფრის შემცველი განცხადება, რომელიც ამ პროექტის მუხლებშია ჩამოყალიბებული, რუსეთის მხრიდან არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით 2007 წელს მიუნხენში მთელი დასავლეთისთვის ვლადიმერ პუტინის შოკისმომგვრელ ნათქვამს, რომელმაც მსოფლიოს ერთპოლუსიანი სისტემის დასასრული აუწყა. დასავლეთისთვის შეთავაზებული ამ ახალი ხელშეკრულების პროექტში რუსეთი აშშისა და ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსისგან მოითხოვს, რომ ძირფესვიანად შეცვალოს არამხოლოდ რუსეთთან, არამედ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებთან დამოკიდებულება. ამ ხელშეკრულების გაფორმება, არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთის მიერ პოსტსაბჭოთა სივრციდან აშშისა და ნატოს გაძევებას ნიშნავს. დააკვირდით:

* “США принимают обязательства исключить дальнейшее расширение НАТО на восток и отказываются от приема в альянс стран, которые ранее входили в СССР; США также не будут создавать военные базы на территории стран, входивших в СССР и не являющихся членами НАТО”;

* “обязательство НАТО исключить дальнейшее расширение блока, а также отказаться от военной деятельности на территории Украины и других стран Восточной Европы, Закавказья и Центральной Азии”.

დიახ, ხელშეკრულების ეს ორი მუხლი ნიშნავს რუსეთის მიერ აშშ-ისა და ნატოს გაძევებას პოსტსაბჭოთა სივრციდან, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოდანაც. შესაძლებელია, შემომედავოთ: ეს ჯერჯერობით მხოლოდ პროექტია, რომელსაც აშშ და ნატო ხელს არ მოაწერენო. სავარაუდოდ, ეს ასეც მოხდება, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთი შეეცდება, დიდხანს გააჭიანუროს ვაჭრობა, მაგრამ აქ მთავარი მათი მხრიდან ხელის მოწერა კი არ არის, მთავარი რუსეთის ეს პოზიციაა, რომელიც, როგორც იქნა, ზეპირი განცხადებების დონეს გასცდა და ხელშეკრულების (დოკუმენტის) დონეზე გამოიხატა. მას შემდეგ, რაც ეს ტექსტი გამოქვეყნდა, იგი დასავლეთის მხრიდან ხელისმოწერის გარეშეც იმ დოკუმენტად იქცა, რომელმაც რუსეთის ოფიციალურად გაცხადებული პოზიცია მსოფლიოს ამცნო.

რუსეთი ამ პოზიციიდან უკვე არ გადავა და ვერც გადავა, ვინაიდან ხელისუფლებას, რომელიც ასეთი რევოლუციური ხასიათის გლობალური პროექტით წარდგება როგორც საკუთარი ხალხის, ასევე მსოფლიოს წინაშე, უკანდასახევი გზა აღარ რჩება. ისტორიიდან კი გვახსოვს, როგორ მოქმედებს რუსეთი იმ სიტუაციებში, როდესაც მას უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვს. ვინმე თუ ფიქრობს, რომ არც ამერიკელებს აქვთ უკანდასახევი გზაო, ეს ასე არ არის. მათ აქვთ უკანდასახევი, ვინაიდან ისინი თვითონ ემუქრებიან რუსეთის უსაფრთხოებას, თორემ მათ არავინ ემუქრება. გაცხადებული პოზიციიდან გადასვლა რუსეთისთვის საკუთარი არსებობის რისკის ქვეშ დაყენებას ნიშნავს, ამერიკელებს კი შეუძლიათ, ისევე სამარცხვინოდ გაბუნძულდნენ საქართველოდანაც, უკრაინიდანაც და, საერთოდ, პოსტსაბჭოთა სივრციდან, როგორც ავღანეთიდან გამობუნძულდნენ ადგილობრივ მოსახლეობაზე ოცწლიანი ამაო ძალადობის შემდეგ, რომელმაც სასიკეთო შედეგი ვერავისთვის ვერ გამოიღო. რუსეთის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლისა და ნატოს მიერ ალყაში მისი მოქცევის მცდელობისგან ხელს თუ აიღებენ, ამით აშშ-ის არსებობას საფრთხე არ დაემუქრება, ამით მხოლოდ რეპუტაცია და ავტორიტეტი თუ შეელახებათ, მაგრამ როგორ უნდა შეელახოთ ის, რაც დიდი ხანია, აღარ აქვთ?! ამერიკელები თუ გაჯიუტდებიან, ამან შეიძლება პროცესები გააჭიანუროს, მაგრამ საბოლოოდ რუსეთი თავს აუცილებლად დაიცავს, რეგიონში მდგომარეობას განიმტკიცებს და დაუპატიჟებლად და სათარეშოდ შემოჭრილ თავხედებს, როგორც იტყვიან, აქედან კინწისკვრით გაყრის.

პროგნოზი იმისა, რას რა კონკრეტული შედეგი მოჰყვება და რა თანმიმდევრობით განვითარდება მოვლენები, ძნელია, მაგრამ, სისტემურ კრიზისში ჩაფლულ აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ რეალური ბრძოლის რესურსი რომ არ ჰყოფნის, ფაქტია. საქმეში ჩახედულმა მიმომხილველებმა ეს იციან, ამიტომ, სავარაუდოა, ისინი იძულებულნი იქნებიან, პირდაპირი სამხედრო ქმედებების ეფექტიანობის ილუზიიდან გამოვიდნენ და ე.წ. ცივი ომის ახალი ვარიანტის გათამაშება სცადონ, თუმცა თანამედროვე რეალობაში ესეც უპერსპექტივო საქმე ჩანს. ისინი, სხვა კონტინენტებზე რომ არაფერი ვთქვათ, ევროპასა და რუსეთს შორის ისეთივე ფარდის ჩამოფარებას, როგორიც საბჭოთა კავშირთან ცივი ომის პირობებში მოახერხეს, ვეღარ შეძლებენ. ამ დებულების გასამყარებელ რამდენიმე არგუმენტს მოვიშველიებ: თანამედროვე აშშ-ის ავტორიტეტი მიახლოებულიც არ არის იმასთან, რაც ოდესღაც იყო. დღეს აღარც მისი ეკონომიკის სასწაულის მითი არსებობს, აღარც მისი იდეოლოგიის პროგრესულობის სჯერა ვინმეს და მის სამხედრო უძლეველობასაც, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მოერყა საფუძველი. რაც შეეხება რუსეთს, მართალია, კაპიტალისტური სისტემისთვის დამახასიათებელი წინააღმდეგობები და კრიზისები იქაც იჩენს თავს, მაგრამ, უკვე შიგნიდან გამომპალ და დახავსებულ ამერიკულ იმპერიალიზმთან შედარებით, რუსული კაპიტალიზმი ახალგაზრდაა და ის ეკონომიკური ეფექტები, რომლებიც კაპიტალისტურ სისტემას რიგ საკითხებში უდავოდ ახასიათებს, აქ გაცილებით უკეთესად მუშაობს. ჩინეთზე ხომ საუბარიც ზედმეტია. სოციალისტური გიგანტი ოცდამეერთე საუკუნეში ისეთი მძლავრი ნაბიჯებით დაიძრა, რომ სასწაული რამეს თუ ჰქვია საერთოდ, ალბათ, ესაა ნამდვილი სასწაული. ასე რომ, აშშის როლი თანამედროვე მსოფლიოში პირდაპირ ჩვენ თვალწინ გადადის უკანა პლანზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთს უაღრესად გაუმართლა ლიდერის თვალსაზრისით. ვლადიმერ პუტინი, მისი გონებრივი და ორგანიზატორული შესაძლებლობებით, მისი მხედართმთავრული თვისებებითა და თანამიმდევრული საგარეო და საშინაო კურსით ათი თავით მაღლა დგას მის დასავლელ კოლეგებზე. ბაიდენისგან, ტრამპისგან, ბუშისგან, მერკელისგან, მაკრონისგან, ჯონსონისა და სხვებისგან განსხვავებით, პუტინი დინებას კი არ მიჰყვება, მართავს ვითარებას. დაკვირვებული თვალისთვის არ არის ძნელი დასანახავი, რომ პუტინი ვითარებას არა მხოლოდ რუსეთში, არამედ თითქმის მთელ მსოფლიოში მართავს და აკონტროლებს. დღეს მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები პუტინის გარშემო ტრიალებენ. პუტინი და მისი ფენომენია წამყვანი თემა ყველგან. დამთავრდება აშშ-ში არჩევნები ამა თუ იმ შედეგით და…ეს რუსეთის ჩარევით მოხდაო, _ გაჰყვირიან; დარჩება ევროპა ენერგომატარებლების გარეშე და… ამაშიც რუსეთის კვალს ხედავენ; მოხდება უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება ან, უბრალოდ, შეიცვლება ხელისუფლება და ეს პუტინის გაკეთებულიაო; გაიმარჯვებს სირიაში პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი ან ვენესუელაში პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და ეს აშკარად პუტინის ნამოქმედარიაო; გაიმარჯვებს ბელარუსში პრეზიდენტი ლუკაშენკო და პუტინმა გაამარჯვებინაო; მოვა მილიარდერი ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლების სათავეში და პუტინის გამოგზავნილიაო; ჩასვამენ ციხეში მანიაკ სააკაშვილს და პუტინის პირადი ტყვეაო. მთლად სასწაული: როგორც ამერიკელები აცხადებენ, პრეზიდენტი კენედი თურმე რუსებს მოუკლავთ. ამერიკელებისგან ნამდვილად არ გამიკვირდება 1963 წელს დატრიალებულ ამ ტრაგედიასაც პუტინს თუ დააბრალებენ, რომელიც იმ დროს ათიოდე წლის იქნებოდა. თუკი მართალია ეს ყველაფერი, აფერუმ პუტინის ძლიერებას, მაგრამ, თუ სიცრუეა, ამ სიცრუეშიც პუტინის პიროვნების სიძლიერე იკითხება, რადგან მითები მხოლოდ ძლიერი პიროვნებების ირგვლივ იქმნება. რამდენიც უნდა მოინდომოს მსოფლიო პრესამ, რამდენიც უნდა იმუშაონ ჟურნალისტებმა, პოლიტოლოგებმა და იმიჯმეიკერებმა ბაიდენის, ჯონსონის, მაკრონის ან ზელენსკის გარშემო მითების შესაქმნელად, ამ პოლიტიკოსებზე მითებსა და ლეგენდებს ვერ შექმნიან, ისევე, როგორც იუშჩენკოს, ტიმოშენკოს, პოროშენკოს, სააკაშვილს, მარგველაშვილს ან ზურაბიშვილს ვერ მიაწერს ვინმე რამე ამაღლებულ, მჭევრმეტყველურ, დარბაისლურ, სამართლიან ნათქვამს, ქცევას ან გადაწყვეტილებას. სულელურს, გაუაზრებელს, წინდაუხედავსა და სამარცხვინოს, კი ბატონო, რამდენსაც გნებავთ, იმდენს მიაწერთ, მაგრამ ბრძნულს, ნურას უკაცრავად. ეს შედარებები თვალსაჩინოებისთვის მოვიტანე. სად პუტინი და სად დღევანდელი პოლიტიკოსები გინდ ამერიკასა და გინდ ევროპაში, როგორც ცა და დედამიწა, ისეთი განსხვავებაა. ამ ფაქტორის გათვალისწინებითაც გაუჭირდება აშშ-ს, თუ გნებავთ, კოლექტიურ დასავლეთს რუსეთთან ჭიდილი. გაუჭირდება რბილად ნათქვამი შეფასებაა. დასავლეთის ლიდერებს, მათ ზედაპირულობასა და სიმჩატეს, მათ არასერიოზულობასა და ღირსების დეფიციტს რომ ვუყურებ, ქართველი პოლიტიკოსები მახსენდება. რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან (გარდა, გარეგნობისა), მაგალითად, კამალა ჰარისი და სალომე სამადაშვილი, ბორის ჯონსონი და მურმან დუმბაძე, იენს სტოლტენბერგი და ნიკანორ მელია; ვიქტორია ნულანდი და ხათუნა გოგორიშვილი? არაფრით ან თითქმის არაფრითდღევანდელი საშუალო სტატისტიკური პოლიტიკოსის დონე (მათ შორის, პრეზიდენტებისა და პრემიერმინისტრების) ისე დაბალია, რომ მათთან ურთიერთობისას პუტინი ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში.

ხელშეკრულების პროექტში, რომლის შესახებაც ვსაუბრობთ, ჩემ მიერ ციტირებული ორი პუნქტის გარდა სხვა ისეთი პუნქტებიც არის ჩაწერილი, რომ მისი წაკითხვის შემდეგ შეუძლებელია, ადამიანი ვერ მიხვდეს, თუ რა განუზომლად დიდი ძალა და სახელმწიფოებრივი ნება დგას რუსეთის ამ სრულიად ახალი პოზიციებისა და აშკარა ულტიმატუმის შემცველი ინტონაციების უკან:

1. Отвод всей военной инфраструктуры НАТО на позиции 1997 года.

2. Отмена решения 2008 года о включении в блок Грузии и Украины с одновременным обязательством не принимать в дальнейшем ни одну из постсоветских стран.

3. Вывести все ядерное оружие США, развернутое за пределами страны, и ликвидировать соответствующую инфраструктуру.

4. Не направлять военные корабли НАТО за пределы национальных вод, откуда они могут поразить территорию России.

კარგად თუ დააკვირდებით, ნახავთ, რა საოცარი შინაარსი დევს ამ მოთხოვნებში. აქ ნატოს მხოლოდ მომავალში დაგეგმილი გაფართოების საწინააღმდეგო მოთხოვნები კი არ არის ჩამოყალიბებული, პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად არის გაცხადებული უკვე გაფართოებული ნატოს, თუ შეიძლება ასე ითქვას, შეკუმშვის მოთხოვნაც: “Отвод всей военной инфраструктуры НАТО на позиции 1997 года”, სწორედ ამას ნიშნავს. მთელი აღმოსავლეთი ევროპა (მათ შორის ბალტიისპირეთის რესპუბლიკებიც) ნატოში 1997 წლის შემდეგ შევიდნენ. რუსეთის ამ ულტიმატუმის შინაარსის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნატოსა და აშშ-ისგან რუსეთი არა მხოლოდ იმას მოითხოვს, რომ უკრაინა და საქართველო არ აღმოჩნდნენ ნატოს შემადგენლობაში, არამედ იმასაც, რომ აშშ-მა და ნატომ უნდა გაათავისუფლონ მათ მიერ დაპყრობილი აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის წევრები იყვნენ.

არც ეს არის ყველაფერი: “Помимо этого, Москва требует не развертывать ракеты средней и меньшей дальности, воздержаться от полетов тяжелых бомбардировщиков (включая не несущие ядерное оружие) вне своего неба, не проводить учений с отработкой сценариев ядерной войны.” ეს საკითხები დიდი ხნის წინათ უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ამგვარი ულტიმატუმის წასაყენებლად რუსეთი აქამდე არ იყო მზად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ყოველმხრივ გაჩანაგებული ეკონომიკა ახლა მყარად დგას ფეხზე, მისმა სტრატეგიულმა შეიარაღებამ კი ძალიან გაუსწრო ამერიკულს. რაც მთავარია, რუსეთი ამ დაპირისპირებაში მარტო არ არის. აშშ-ში არ ეყოთ ჭკუა, რომ რუსეთსა და ჩინეთს ერდროულად არ დაპირისპირებოდნენ, რათა ისინი მოკავშირეებად არ ექციათ. ამერიკელი პოლიტოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი ამგვარ მოკავშირეობას აშშ-ისთვის კოშმარს უწოდებდა: აშშისთვის ყველაზე ცუდი სცენარი რუსეთისა და ჩინეთის დიდი კოალიცია იქნება, რომლებსაც გააერთიანებთ არა იდეოლოგია, არამედ ერთმანეთის შემავსებელი წყენა”. დღევანდელ რუსეთსა და ჩინეთს იდეოლოგიური ერთიანობა არ აქვთ, მაგრამ საერთო მტერი ნაკლებ საფუძველს როდი აძლევთ მოკავშირეობისთვის. მოკავშირეობის ნამდვილი დემონსტრირება იყო ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ვიდეოშეხვედრა და დიალოგი, რომელმაც ხაზგასმულად მეგობრულ და პარტნიორულ ვითარებაში ჩაიარა. რუსეთს ყოველივე ეს ზურგს უმაგრებს, რაც დაუფარავად იგრძნობა კიდეც ტონალობაში, რომლითაც არის გაჟღენთილი აშშ-ისა და ნატოსთვის შეთავაზებული ხელშეკრულების პროექტი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რიაბკოვმა ტელეეთერში ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ თავს ისეთი ხუმრობის უფლებაც მისცა, რომელიც ერთგვარ პროსპექტად გამოდგება ამ ახალ, გლობალურ, გეოპოლიტიკურ სიტუაციაში გასარკვევად, ჩვენ თვალწინ რომ ყალიბდება: “Выдвинутые предложения не являются ультиматумом, но это также и не меню, из которого можно выбирать. Россия хочет реализации всех пунктов». შესანიშნავი ხუმრობაა, თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ირონიით გაჟღენთილი. აი, უკვე ასე ლაპარაკობს და მოქმედებს დღევანდელი რუსეთი, საკუთარი ძლიერებისა და ღირსების განცდით, გათავხედებული მოწინააღმდეგისთვის შესაფერისი ადგილის მიჩენით.

მსოფლიოს უსაფრთხოებისა და გლობალური სტაბილიზაციისკენ მიმართული ამ პროექტის შეთავაზებით რუსეთმა დაიწყო ახალი გეოპოლიტიკური პროექტის რეალიზება, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკული ძალმომრეობისგან არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცის, არამედ ევროპის განთავისუფლებასაც.

ამ პროექტის გამოქვეყნებით რუსეთმა მსოფლიოს აჩვენა საკუთარი სამშვიდობო ინიციატივები, რომლებიც ნებისმიერი ჭკუათამყოფელისთვის მისაღები და მისასალმებელია, მაგრამ აშშ-ს არათუ მთლიანად ამ პროექტის, არამედ მისი არც ერთი მუხლის მიღება არ შეუძლია, ვინაიდან თუნდაც ის ერთი მუხლი მთელ მის დამპყრობლურ პოლიტიკას დაანგრევს;

ამ პროექტის გამოქვეყნებით რუსეთმა ხელში აიღო აშშთან ურთიერთობის ინიციატივა და იგი მოპასუხის როლში ჩააყენა. ამიერიდან, უწინარესად, ლაპარაკი იქნება არა ამერიკელების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ხასიათსა და შინაარსზე, არამედ რუსეთის მიერ მათთვის შეთავაზებულ სამშვიდობო ინიციატივებზე, რომელთა მიუღებლობა და შეუსრულებლობა საბოლოოდ გააშიშვლებს ამერიკული პოლიტიკის უზნეობასა და სიბინძურეს.

ასეთია ვითარება, რომელიც მსოფლიოში შეიქმნა და რომელმაც დასავლეთი ღრმა საგონებელში ჩააგდო. გერმანელი პოლიტოლოგი და მეცნიერი ალექსანდრე რარი რუსეთის ამ ქმედებაში სტალინურ ჟესტებს ამჩნევს. ცნობილი პოლიტოლოგი ამას კარგი გაგებით ამბობს, მაგრამ ევროპაშიც და ამერიკაშიც გაცილებით მეტნი არიან ისეთები, რომლებზეც სტალინის ლანდიც კი თავზარდამცემად მოქმედებს. ამ ვითარებაში საქართველოც სამოქმედო ახალი გზებისა და გადასადგმელი ნაბიჯების ძიებაში უნდა იყოს, მაგრამ რას ბრძანებთ, საქართველო და ნატო თურმე ის მიჯნურები ყოფილან, რომლებსაც მხოლოდ სიკვდილი თუ დააშორებთ; საქართველო თურმე ევროპულ ოჯახში უნდა დაბრუნდეს; საქართველო თურმე დასავლური ცივილიზაციის ორგანული შემადგენელი ნაწილი ყოფილა და ..

ძვირფასო მკითხველო, ოცდაათი წელიწადი შევალიე დასავლეთიდან ჩვენთვის თავსმოხვეული ამ შაბლონებისა და სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლას, რომლებიც ისეთივე აბსურდია, როგორიც ბრიუსელში ჩვენი პრემიერმინისტრის ვიზიტი და ნატოს გენერალურ მდივნად წოდებულ ვინმე სტოლტენბერგთან პოლიტიკური და გეოპოლიტიკური თემებით უაზრო ჟონგლიორობა იყო, რომელსაც, ლაზღანდარობის გარდა, ვერაფერს დაარქმევ. უბედურება კი ისაა, რომ ეს არა მხოლოდ უაზრო, მავნე ლაზღანდარობაცაა, რომელსაც, შესაძლებელია, საქართველოს შემდგომი დაშლა-დაქუცმაცება მოჰყვეს. ნუთუ ეს სისხლიანი და ცრემლიანი ოცდაათი წელიწადი საკმარისი გაკვეთილი არ არის იმისთვის, რომ სამშობლო შეგვეცოდოს, მომავალი თაობა დავინდოთ, ხალხს მოვუფრთხილდეთ და საქვეყნო საქმე, სამიტინგო აღტყინების ნაცვლად, ცივი გონებით განვსაჯოთ?! გასაგებია, რომ ხელისუფლებათა მთელი თაობები, ეროვნული მოძრაობიდან დღემდე, დასავლეთს მოჰყავდა და ისინიც ერთგულად ემსახურებოდნენ და ემსახურებიან პატრონებს, მაგრამ ხალხსაც, საზოგადოებასაც ხომ აკისრია გარკვეული როლი, მასაც ხომ შეუძლია დასავლური პროპაგანდის გვერდის ავლითა და იგნორირებით დაფიქრება, დასკვნის გაკეთება, თეთრისა და შავის გარჩევა, სიკეთისა და ბოროტების შეცნობა?!..

ვინ არის ის, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანამ კვლავაც იმ გზით უნდა იაროს, რომელმაც სამოქალაქო ომამდე, სამ ნაწილად დაშლამდე და ერის გაქრობის რეალურ საშიშროებამდე მიიყვანა?!

ვინ არის ის, ვინც ფიქრობს, რომ მიმართულება არ უნდა შევცვალოთ; მეტიც, არაფერს არ უნდა გადავხედოთ, არაფერი ხელახლა არ უნდა გავიაზროთ, ისე, ერთხელ და სამუდამოდ აკვიატებული იდეით, რეგვნული სიჯიუტით, უცნაური და საბედისწერო ახირებით, ცხვრის ფარასავით, ერთიმეორის მიყოლებით უნდა ჩავცვივდეთ დასავლეთის უფსკრულში?! ჟამთა სვლასთან ერთად ბევრი რამ გავიაზრე და გავიგე, ბევრ რამეს ჩავწვდი და მივხვდი, მაგრამ იმ ერთს, თითქოს უმარტივესს, მაგრამ დროთა განმავლობაში ასე გართულებულ შეკითხვას, რომელიც, ოცდაათი წელიწადია, მომდევს, მაწვალებს და მახრჩობს, პასუხი ვერ გავეცი: რატომ უნდა მოვიქცეთ ასე? რატომ? რატომ? რატომ?

P.S. სტატია უკვე რედაქციაში მქონდა გაგზავნილი, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუდენკომ განცხადება გააკეთა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების საქმეში უკრაინას განსაკუთრებულად არ განიხილავენ. ეს მხოლოდ შემდეგი კანდიდატია ნატოს წევრობისა. მან განმარტა: «У нас есть и другие страны, граничащие с Российской Федерацией, где подлетное время для ударных систем составляет 4–5 минут. На Украине таких подлетных расстояний пока нет. Просто наша реакция — это превентивная мера, которая предупреждает о том, что в случае развития определенных сценариев с нашей стороны будут предприняты определенные шаги, о которых мы сейчас не распространяемся и говорим только в общем плане, называя эти вещи военными шагами и военно-техническими решениями».

კრემლმა კი დაუშვა ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების რამდენიმე ვარიანტი.

მოკლედ თუ ვიტყვით, რუსეთმა ამერიკასა და ნატოს ულტიმატუმი წაუყენა. მათ უნდა დატოვონ პოსტსაბჭოთა სივრცეც და ევროპაც. ჩემი ღრმა რწმენით, ეს ასეც იქნება. ამერიკული ჰეგემონია დასასრულს მიუახლოვდა.

დღესვე შეიქნა ცნობილი, რომ ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ბელგიის ბანკის მმართველის პოსტის დასაკავებლად განცხადება შეუტანიაამ კაცმა იმდენი იყვირა უკრაინისა და საქართველოს ნატოს წევრად მიღებაზე, რომ იმედია, ამ თანამდებობას აღარ დააყვედრიან. ასე დასრულდა საქართველოს ფერადი ოცნება ნატოს წევრობაზე. მომავალში ნატოს ხსენებაზე საქართველოში, ალბათ, ასე ეტყვიან ერთმანეთს: მის მოსვლამდე არაფერი გეტკინოთ!

2 COMMENTS

  1. მეტი არ გეტკინათ არაფერი. იოცნებეთ, რომ დასავლეთი აღმოსავლეთ ევროპას მიატოვებს. უკრაინა მოუღებს ბოლოს პუტინს და მის ავადმყოფურ იმპერიალისტურ ოცნებსბს

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: სოსო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here