Home სხვადასხვა დაიჯესტი ნატოს გენერლის გულახდილობა და ბალტიისპირელთა ილუზიების კრახი

ნატოს გენერლის გულახდილობა და ბალტიისპირელთა ილუზიების კრახი

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ბალტიისპირეთს დაცვაზე უარი განუცხადა

3094
ბენ ჰოჯესი

რიგით ბალტიისპირელებს მმართველი ელიტები დიდი ხნის განმავლობაში არწმუნებდნენ, რომ მათდასავლეთი დაეხმარებადა ამაში დასავლეთიც შეძლებისდაგვარად (ოღონდ მხოლოდ სიტყვით) არწმუნებდა. მით არასასიამოვნო და მოულოდნელი აღმოჩნდა ბალტიისპირეთის ელიტებისთვის შედეგები ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე პროცესების საკვანძო პოლიტიკური ღონისძიებისა, რომლის ძირითადი დებულება იყო დასავლური მეგობრობის ურღვევობის მტკიცება.

ლიტვის (ლიეტუვას) ქალაქ ტრაკაიში ყოველი წლის იანვარში იმართება ეგრეთ წოდებული “თოვლიანი შეხვედრა” (Snow Meeting), რომელიც ეწყობა მაქსიმალური პომპეზურობითა და გამორჩეულობით. ადგილის არჩევა განპირობებულია ტრაკაის ისტორიული მნიშვნელობით, როგორც ლიტვის სათავადოს ძველი დედაქალაქის. იქ მდებარეობს ლიტველი თავადების ციხესიმაგრე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მიუდგომელ ნაგებობად ითვლებოდა.

ღონისძიების მონაწილეთა შემადგენლობას ხაზი უნდა გაესვა ლიტვის მნიშვნელობის შენარჩუნებისთვის ევროპისა და, საერთოდ, დასავლური სამყაროსთვის. ესენი იყვნენ მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, უცხო სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები, ნატოს სამხედრო სტრუქტურების უფროსები, აშშისა და ევროპის ოფიციალური პირები, აგრეთვე, ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალების სარდლები, საერთო რაოდენობით 50-მდე ადამიანი.

ამ სამიტს არანაირი ოფიციალური სტატუსი არ აქვს. მისი მონაწილეები ხაზს უსვამდნენ ვიზიტების კერძო ხასიათს. მკაფიო ვალდებულებების არარსებობა შესაძლებლობას იძლეოდა, ღონისძიება ფართო ჩარჩოებში წარმოედგინათ. ეს განსაკუთრებით აძლევდა ხელს ლიტველ პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო პირებს. მათ დიდი ძალისხმევა არ სჭირდებოდათ განცხადებების ფორმულირებების მოსაძებნად, როგორც შეხვედრის მიმდინარეობისას, ისე შედეგების შეჯამებისას. ზოგიერთი გულუხვად არიგებდა სხვადასხვა დაპირებას და ადგილობრივი ხელისუფლების მოქმედებას იწონებდა, სხვები ზემოდან უყურებდნენ გარშემომყოფებს, _ ხედავთ, “ამერიკა ჩვენთან არის”.

და უცებ, ყველასთვის მოულოდნელად, 2019 წლის 10 იანვარს, შეხვედრაზე, ისარგებლა რა ტრადიციული თავისუფალი არაფორმალური ატმოსფეროთი, ევროპაში ამერიკის სამხედრო ქვედანაყოფების ექსმთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა პირდაპირ განაცხადა, რომ რამე რომ მოხდეს, ამერიკის არმია ლიტვას (და სრულიად ბალტიისპირეთს) რუსეთისგან არ დაიცავს. მეგობრობის შენარჩუნებასა და თანამშრომლობაზე უარს არავინ ამბობს, აზრობრივად ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენს სულიერ მხარდაჭერაში ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ, მაგრამ სულ ეს არის და მეტი არაფერიო.

აქ უნდა აღინიშნოს, რომ “თოვლიანი შეხვედრების” არსებობის ისტორიაში ღონისძიება წარმოადგენდა ყველა ჯურის აშკარად გამოკვეთილი რუსოფობების თავყრილობას, ამას გარდა, ჰოჯესი არასოდეს ყოფილა შემჩნეული, პენტაგონის ოფიციალური პოზიციისგან განსხვავებული რამ ეთქვას.

გულუბრყვილობა იქნებოდა, გვეფიქრა, რომ მსგავს ღონისძიებებზე გამოსვლის შინაარსი წინასწარ არ არის შეთანხმებული და დამტკიცებული თეთრ სახლში ან სახელმწიფო დეპარტამენტში, განსაკუთრებით გენერლებზე აშშის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მანიაკური კონტროლის გათვალისწინებით.

ასე რომ, თუკი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა თავს ასეთი პასაჟის გაკეთების უფლება მისცა, ნიშნავს, რომ ეს პირდაპირ ასახავს ამერიკის სახელმწიფოს პოლიტიკურ პოზიციას.

აი ასეთი საახალწლო საჩუქარი მიიღო დალია გრიბაუსკაუტემ თავისი პრეზიდენტობის დასასრულს.

ნატოს გაფართოება დასრულდა. მეტიც, ვაშინგტონი უკვე განიხილავს ბლოკში მონაწილეობაზე უარის თქმის პერსპექტივას. ბალტიისპირელებმა ეს ჯერ კიდევ ვერ შეიგნეს, ამიტომ მოუწიათ ამერიკელებს, ეს “მეგობრულად”, პირდაპირი ტექსტით აეხსნათ.

ახლა საქართველოზეც ვთქვათ. ჩვენ ის ჭკვიანები ვართ, სხვის შეცდომებზე რომ სწავლობენ, თუ ის რეგვნები, საკუთარ შეცდომებსაც რომ ვერ ხედავენ? ალბათ, უფრო მეორე _ ჩვენი მთავრობის თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა დიდი ნაწილის ძახილი: “ნატოამერიკაევროკავშირი გვიხსნისუკვე ამაზრზენია

უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

2 COMMENTS

  1. ისა და 2017 წელს 15 დეკემბერს, რომ გავიდა პენსიაზე ჰოჯესი და სახლში ზის, ნატოს გენერალი რანაირადაა? ვერ გავიგე

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: შერლოკ ჰოლმსი. Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here