Home ახალი ამბები ნავთობის ფასი კვლავ იზრდება

ნავთობის ფასი კვლავ იზრდება

ნავთობის ფასი კვლავ იზრდება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ივლისის თვეში ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე  (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასი შეადგენდა საშუალოდ  48-49 დოლარს/ბარელზე, აგვისტოში – 51-52 დოლარს/ბარელზე, სექტემბერში – 52-56 დოლარს/ბარელზე, ხოლო ოქტომბრში – 56-58 დოლარს ბარელზე.

არასამთავრობო ორგანიზაციაში შავის ოქროს ფასის ზრდას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოპეკის წევრი და არაწევრი ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების შესრულების დონეა, რომლის პროცენტულმა მაჩვენებელმა სექტემბერში რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია – 120 %-ს (აგვისტოში – 116%). ამ შეთანხმების შესრულება ხელს უწყობს მსოფლიო სანავთობო ბაზარზე მიწოდებასა და მოთხოვნილებას შორის ბალანსის აღდგენას.
ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია ასევე ერაყის ქურთისტანში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ მნიშვნელოვანი ნავთობმომპოვებელი რეგიონიდან ნავთობის ექსპორტს.
ასევე ცალკე უნდა აღინიშნოს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ირანთან დაკავშირებით მძაფრი პოლიტიკური განცხადებები ახალი სანქციების დაწესების შესახებ. ნავთობის ფასის ზრდაზე იმოქმედა ასევე აშშ-ში ბოლო პერიოდში ზედიზედ რამდენიმეჯერ ნავთობმომპოვებელი ჭაბურღილების მუშაობის შეწყვეტა.

რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, ოქტომბრის თვეში დაფიქსირდა რეგულარი ტიპის ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასის ზრდა საშუალოდ 2-4 თეთრით ლიტრაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here