Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე მსოფლიოს 10 ყველაზე შხამიანი არსება

მსოფლიოს 10 ყველაზე შხამიანი არსება

როცა შხამიან არსებებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში გველები გვახსენდება და ეს ბუნებრივიცაა, რადგან გველების მრავალ ასეულობით ჯიშში უმეტესობა მათგანი შხამიანია, ხშირად მომაკვდინებელი, რადგან ბევრის სამკურნალო პრეპარატი ჯერაც არ არის შექმნილი. მაგრამ დღეს გველებზე მარტო როდი ვისაუბრებთ, რადგან ჩვენს ბუნებაში ბევრი ისეთი არსებაა, რომელიც გველზე არანაკლებ საშიში და მომაკვდინებელია, ბუნებამ ბევრი მათგანი აღჭურვა  მომაკვდინებელი იარაღით.

“საქართველო და მსოფლიო” წარმოგიდგენთ მსოფლიოს 10 ყველაზე შხამიან არსებას:

10. თევზი “ფუგუ”

ფუგუს ხშირად მოიხსენიებენ როგროც “ზღვის ბუშტს”.იგი ატლანტის, ინდოეთის და წყნარი ოკეანის წყლებში ბინადრობს. ეტანება მარჯნის კუნძულებსა და რიფებს. ზომებით ხელის მტევნის ხელაა, დაცურავს ძალიან ზანტად, ზოგჯერ უკუმიმართულებითაც კი. ამ თევზის სხეულის ზედაპირი უქერცლო და გლუვი აქვს, ფერით მოლურჯო-მომწვანოა, ხოლო მუცლის არე კი ქათქათა თეთრია. წყლიდან ამოყვანისას იბერება და ბურთის ფორმას ღებულობს. რაც მისი ბუნებრივი ინსტიქტია, ფუგუ საფრთხის მოახლოებისას ბურთივით მრგვალი ხდება.მისი შხამი მტანჯველ სიკვდილს იწვევს. მსხვერპლს აღენიშნება ენისა და ტუჩების დამბლა, თავბრუსხვევა, გულისრევა, აჩქარებული გულისცემა, გაძნელებული სუნთქვა და ბოლოს მუსკულატურის მთლიანი პარალიზება. დღემდე ფუგუს მოწამვლის თავდასაცავი ანტიდოტინაპოვნი არ არის, ერთადერთი მასთან ბრძოლის საშუალება ხელოვნური სუნთქვაა მანამდე, სანამ შხამის ზემოქმედება შესუსტდება, რაც საშუალოდ 24 საათი გრძელდება. ტეტროდოტოქსინიაის ძლიერი შხამი, რამაც ფუგუ შეიძლება კლიენტის უკანასკნელ კერძად აქციოს.

ფუგუ იაპონიაში დელიკატესად ითვლება და მისი ფასიც შთამბეჭდავია: ერთი პორციის ფასი 100 დოლარიდან 500 დოლარამდე მერყეობს (გააჩნია სეზონს, ზამთარში
ფუგუ ყველაზე გემრიელია და შესაბამისად მისი ფასიც მაქსიმალურია), მგონი უკვეგასაგებია თუ რატომ არის ეს დელიკატესი ასე ძვირი, მიუხედავად ამ ყველაფრისა იაპონიაში ყოველწლიურად 20-45 ადამიანი კვდება ფუგუს შხამისგან.

9. ბაყაყი “კოკოი”

კოლუმბიის ჯუნგლებში, მდინარე რიო – ატრატოს სანაპიროებთან ცხოვრობს მინიატიურული ბაყაყი, რომელსაც ადგილობრივი ინდიელთა ტომი ჩიკო – “ კოკოის” უწოდებს. ეს პაწაწინა ამფიბია სიგრძეში მაქსიმუმ სამი სანტიმეტრი იზრდება და ერთ გრამზე მეტს არ აღემატება. მისი შხამი ცხოველური წარმოშობის შხამებს შორის ერთ – ერთი ძლიერმოქმედია.

პირველად კოკოი ევროპაში ინგლისელთა ექსპედიციამ ჩამოიყვანა, რათა მისი შხამი შეესწავლათ, თუმცა ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა. ბაყაყებმა მგზავრობა ვერ გადაიტანეს, ხოლო ერთი – ორი, რომლებმაც ევროპამდე ჩამოაღწიეს შხამს არ ” იძლეოდნენ ”. მაშ რაში იყო ამ პაწაწინას საიდუმლო? ინგლისელმა ნატურალისტმა მარტა ოაჰემმა შეძლო ინდიელთა კეთილგანწყობა მოეპოვებინა. მან ციებისა და მალარიისაგან ბევრი მათგანი გადაარჩინა რის გამოც მადლიერმა აბორიგენებმა საიდუმლოდ გაანდეს: გამოცდილი მონადირეები ბაყაყებს სალამურის საშუალებით ეძახდნენ, შემდეგ ფრთხილად აცვამდნენ გრძელ ჯოხზე და გავარვარებულ ნაკვერჩხალთან მიჰქონდათ. სიცხისგან ბაყაყს კანი უსკდებოდა და მასზე თეთრი ფერის წვეთები ჩნდებოდა. სწორედ ეს გახლდათ მომაკვდინებელი შხამი. ერთი ბაყაყის შხამით ასამდე ისრის წვერს ამუშავებდნენ.
კოკოის შხამი წამიერად ახდენს მსხვერპლის პარალიზებას და მის სიკვდილს იწვევს. საკვებში შხამის გამოყენება უვნებელია, მაგრამ საკმარისია პატარა ნაკაწრი ან ჭრილობა, რომ შედეგი ფატალურად სრულდება. კოკოის შხამის საწინააღმდეგო საშუალება ჯერჯერობით აღმოჩენილი არ გახლავთ.


ერთი ბაყაყისგან აღებული შხამი უპრობლემოდ გაისტუმრებს საიქიოს 1500 ადამიანს. მისი შხამი ტრიქინაზე ათასჯერ და კურარეს შხამზე ასჯერ ძლიერია. იგი 35 – ჯერ აღემატება შუააზიური კობრას და ტოქსიკური თევზის – ფუგუს შხამის ზემოქმედებას. აღსანიშნავია ისიც, რომ შხამი მომაკვდინებელ თვისებებს 15 წლის მანძილზე ინარჩუნებს.


ექპედიციამ წარმატებით ჩაიარა. შინ დაბრუნებულმა ინგლისელებმა კოკოის შხამის კონსერვაციის საშუალებასაც მიაგნეს. ამის შემდეგ კიდევ მრავალი წელი გავიდა, მანამ, სანამ კოკოის შხამს წმინდა კრისტალური სახით გამოყოფდნენ. მეცნიერებმა მას ”ბატრაჰოტოქსინი” უწოდეს.

8. გველი “ირლანდიური ტაიპანი”

ტაიპანი – მსოფლიოში ყველაზე საშიში გველია. უამრავი გველია შხამიანი, მაგრამ ირლანდიური ტაიპანი მათ შორის ყველაზე საშიშია პლანეტაზე. ირლანდიური ტაიპანი ცხოვრობს ავსტრალიაში და აქვს ნეიროტოქსინის შხამი, რომელსაც შეუძლია მოკლას ადამიანი 45 წუთში. საბედნიეროდ, ირლანდიური ტაიპანის ნაკბენის მკურნალობა სწრაფად შესაძლებელია. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ამ გველს ამ დროისთვის არცერთი ადამიანის სიკვდილი გამოუწვევია.

7. „ბანანის ობობა“

ბრაზილიის გასაოცარი ობობა ამ 10-ეულს ღირსეულად ამშვენებს. ეს ობობა ასევე ცნობილია, როგორც „ბანანის ობობა.“ ის უმეტესად გახვეულია სფეროს ფორმის მქონე ოქროსფერ ქსელში, და რადგან ამ ობობას აქვს ნათელი ყვითელი შეფერილობა, ხშირად არის მოხსენიებული, (არასწორად) როგორც ბანანის ობობა.

ოქროსფერი სფეროს ფორმის ობობები შედარებით უწყინარია, მიუხედავად მათი საშინელი შეხედულებისა. ეს სახეობა შეფასდავ როგორც პლანეტის ყველაზე შხამიანი ცხოველი 2007 წლის გინესის წიგნის მიხედვით. ბრაზილიის გასაოცარ ობობის შხამის, ნეიროტოქსინის დიდი რაოდენობით მიღება უკიდურესად მტკივნეულია. მას შეუძლია გამოიწვიოს პარალიზი და სიკვდილი.

6. “ქვის თევზი”

მყვინთავები უნდა იყვნენ ფრთხილად ამ შხამიან თევზთან მიმართებაში, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის შენიღბვა კამუპლიაჟის საშუალებით. ჩვეულებრივ, ქვის თევზი იმალება ტროპიკული ზონის ზემოთ. თევზის ხერხემალი ატარებს ტოქსინს, რომელსაც შეუძლა შეშუპების, ქსოვილის ნეკროზიის, პარალიზის, შოკის და საბოლოოდ სიკვდილის გამოწვევა. ტოქსინისგან განთავისუფლება დაუყოვნებლივ ხვდება.

5. “სასიკვდილო მორიელი”

ეს მორიელი ღია ყვითელი ფერისაა და გამჭირვალე. იგი გვხვდება შუა აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ ამერიკაში. მიუხედავად იმისა, რომ იგი შესახედავად დახვეწილია და ეფემერული, მისი საწამავლი სერიოზულ რისკს წარმოადგენს. სასიკვდილო მორიელმა შესაძლოა გამოიწიოს ისეთი შედეგები, როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა. გულის პრობლემების და ალერგიული ფონის მქონე ადამიანებს უჭირთ ამ ტოქსიკის დაძლევა.

4. “ლურჯ ბეჭდიანი რვაფეხა”

ეს პატარა რვაფეხა დაახლოებით გოლფის ბურთის ზომისაა და თავისუფლად დაეტევა ხელის გულზე. ყველაზე მეტი შხამიანი ცხოველი ზღვაში ბინადრობს. ლურჯ ბეჭდიანი რვაფეხა გვხვდება ავსტრალიაში, იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში, ასევე პაპუა, ახალ გვინეაში. რვაფეხას ტოქსიკებმა შესაძლოა გამოიწვიოს სიბრმავე, გულისრევა, პარალიზი და სიკვდილიც კი.

3. “მარმარილოს გველი”

ეს კონუსის ფორმის მქონე გველი წარმოადგენს ძალიან საშიშ არსებას. მსუბუქი სიმპტომები შესაძლოა იყოს ტკივილი, ანთება, დაბუჟება და ჩხვლეტა. თუ მიიღე შხამის დიდი დოზა, გამოცდი მხედველობის დაკარგვას, სუნთქვის უკმარისობას და კუნთების დამბლას – საბოლოოდ კი სიკვდილს. არ არსებობს საშუალება, რომელიც გაუმკლავდება მის შხამს. სწორედ ამიტომ, კონუსის ფორმის გველი შეფასებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში ცხოველი სამყაროში.

2. “სამეფო კობრა”

კობრა ძირითადად გვხვდება ინდოეთისა და ჩინეთის ჯუნგლებში. გამოირჩევიან თავისი ფართო დეფლექტორებით და შეუძლიათ შხამის გადმოფურთხება. ტოქსინის მიღება არის ძალიან მტკივნეული, და თუ ერთხელ შეაღწევს სისხლის ნაკადში, იწვევს სიკვდილს უმოკლეს ვადაში. ამ ცხოველის შხამის 7 მილიგრამი საკმარისია სპილოს და დაახლოებით 20 ადამიანის მოსაკლავად.

  1. მედუზა

ეს მედუზა მსოფლიოში ცნობილია, როგორც ყველაზე შხამინი არსება. ის მოძრაობს აზიისა და ავსტრალიის მიდამოებში, და იმდენად გამჭვირვალეა, რომ ზოგჯერ თვალისთვის შეუმჩნეველია. მედუზის საცეცები აწარმოებს ნემატოქსინს. როდესაც ტოქსინი სისხლამდე მიაღწევს, სისხლის წნევა გაიზრდება. ეს იწვევს გულის შეტევას და საბოლოოდ სიკვდილს. კბენის შემთხვევაში აუცილებელია ნაკბენი ადგილის ძმრით მონამვა და უახლოესი საავადმყოფოსკენ გეზის აღება.
ზემოთ ჩამოთვლილ ცხოველებისგან შეგვიძლია თავის განრიდება. ჩვენ უკვე გვაქვს მათზე ზოგადი წარმოდგენა და შეგვიძლია განვსაჯოთ მათი მიერ გამოწვეული საფრთხეების დონე ადამიანის ცხოვრებაზე. საბედნიეროდ ტოქსინებთან ბრძოლის უამრავი მეთოდია და ხშირად სამედიცინო ჩარევები უნარჩუნებს ადამიანს სიცოცხლეს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here