კერძო სახლის სათვალთვალო კამერამ Ан-148-ის ჩამოვარდნის მომენტი დააფიქსირა.
ვიდეო Youtube-ზე გავრცელდა.
კადრებში ჩანს ლაინერის ჩამოვარდნის და შემდეგ აფეთქების კადრები.
რეისი ნომერი 703 დომოდედოვოდან ორსკში მიფრინავდა. ლაინერი მოსკოვთან ახლოს ჩამოვარდა. ის “სარატოვის ავიახაზებს” ეკუთვნოდა.
რუსეთში 12 თებერვალი გლოვის დღედ გამოცხადდა. მოსკოვთან ახლოს, სადაც ავიაკატასტროფას 71 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამძებრო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა.