გერმანულმა კომპანია Pro Aurum–მა, რომელიც ძვირფასი ლითონებით ვაჭრობს, მიუნხენში ევროპაში ყველაზე ძვირად ღირებული ნაძვის ხე დადგა.
მისი ფასი 2,3 მილიონ ევროს აჭარბებს. ნაძვის ხე წარმოადგენს პირამიდას, რომელიც 2018 ოქროს მონეტით არის გაწყობილი. მათი საერთო წონა 63 კილოგრამია. კონსტრუქცია Pro Aurum -ის ოფისში 15 დეკემბრამდე იქნება.